IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჯამჯამას და კლიკისჯავრის ქედები 20.09.2015
nika
post Sep 21 2015, 15:13
Post #1


Unregistered









გავიკატავეთ ამ მარშუტზე 5 მანქნაით. მე გია ლეო ზურაუსტა და პეპე

ჯერ ლევიტანადან ავედით ჯამჯამას ქედზე. დროში ცოტა დაგვიანება გამოგვივიდა ამიტომაც უღელტეხილიდან აღმოსავლეთით ბორცვზე ავედით და იქიდან გადავხედეთ არემარეს. ჯამჯამას მთისკენ აღარ წავედით. მით უფრო რომ ხედები აქედანაც ისეთები იყო ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა.
შემდეგ გავნაგრძეთ ქედით მოძრაობა აღმოსავლეთისკენ. ასე გავედით ქედებს შორის გასაყარებამდე სადაც ჯამჯამას ქედი უფრო სამხრეთით უხვევს ხოლო ჩვენ კლიკისჯვარის ქედისკენ ანუ ჩრდილოეთისკენ უნდა წავსულვიყავით. ამ ადგილას ქვევით საკმაოდ ცუდი ჩასასვლელი იყო. ბევრი ვზვერეთ თუ ცოტა ორი გზა დავზვერეთ. ერთი ზევით იყო ცოტა კლდიანი. მეორე ქვევით და იქ სველი ბალახი იყო. გიამ სცადა ზედა გზით გასვლა და ვერ გადიოდა ერთგან ძალიან დაქანებული იყო. ამასობაში ზურამ ქვედა გზით გაიარა. მერე მეც გავიარე. გია შემობრუნდა რომ ჩვენი გზით გაევლო და უკან რომ ადიოდა ყუმბარა გაუტყდა. აი აქ დაიწყო ფიქრები. კლიკისჯვარით უნდა გვევლო ასე 10 კმ სანამ გავიდოდით მღებრიანიდან ტანას ხეობაში გადასასვლელ გზამდე. და ეს გზა თვალით არავის გვენახა. ამ დროს უკან ჯამჯამაზე ასვლაც საკმაოდ რთული იქნებოდა. გადავწყვიტეთ რომ მე და ზურა გავივლიდით ამ 10 კმ-ს და შემდეგ რაციებით გადმოვცემდით სიტუაცუას. საბედნიეროდ ხედვა მთლიან ზედზე პირდაპირ იყო და ამიტომ 10 კმ-შიც რაციებით ხმის გადაცემა პრობლემას არ წარმოადგენდა. დავიძარით მე და ზურა და ასე 1 კმ-ში შეგვხვდა მეცხვარე რომელმაც ცოტა არ იყოს და შეგვაშინა. გზაზე "ჩაჭრილები" არისო და ვერ გაივლითო. ბოშურში კი ჩახვალთო. ჩვენც ვუყურებდით გზას და ოდნავ ნავალი კი ეტყობოდა. მაგრამ მალევე მარცხნივ (ჩრდილოეთით) გადაუხვია ბოშურისკენ მიმავალმა გზამ. ეს გზა მარტო დაუზვერავი კი არა საერთოდ რუკაზეც კი არ ვიცოდით როგორ მიდიოდა. ამიტომაც არ ჩავუხვიეთ. მალე წინ ხეებით ჩახერგილი ადგილი დაგვხვდა მაგრამ პატარა ხეები იყო, უცებ გავხსენით. მეტი ისეთი არაფერი. სველზე შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ეგ გზა და მშრალზე ტრასასავით იყო. მაინც ბოლომდე გავედით და იქიდან რაციებით გადავეცით რომ წამოსულიყვნენ. ჩვენ კი სამწვადაო კოცონის დანთებას შევუდექით.

მგონი ჩვენზე ბევრად სწრაფად გაიარეს ეს მონაკვეთი დანარჩენებმა. მერე მწვადი შევწვით და აქ უკვე ცხადი იყო რომ პიტნარადან წალკისკენ გადასვლა არ გამოდიოდა. გია კი ისედაც ორმოცისკენ უნდა დაშვებულიყო. ამიტომაც წავედით ყველანი ორმოცისკენ და ისევ ტანას ხეობით დავბრუნდით უკან.

გუგლის რუკაზე
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...xIM&usp=sharing

ტრეკი


Attached File(s)
Attached File  jamjama.rar ( 111.45k ) Number of downloads: 126
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   ჯამჯამას და კლიკისჯავრის ქედები 20.09.2015   Sep 21 2015, 15:13
shapokliak   ულამაზესი ადგილებ...   Sep 21 2015, 20:40
Bagi   ზურას ამბავი როგორ...   Sep 21 2015, 21:20
nika   გუშინ კარგად და დღ...   Sep 21 2015, 22:43
nika   ვახ. ის მართლა იალბ...   Sep 22 2015, 11:34
Bagi   მყინვარი რამდენზე ...   Sep 22 2015, 16:22
nika   მყინვარი რამდენზე...   Sep 22 2015, 16:40
LEO   კაი იყო!!!   Sep 22 2015, 23:23
nika   დავამატე რუკა და ტ...   Sep 22 2015, 23:50
nika   აბა მოემზადეთ. ასე...   Sep 23 2015, 17:36
nika   დაიმახსოვრეთ. ავტო...   Sep 23 2015, 17:43
nika   თრიალეთის ამ ნაწილ...   Sep 23 2015, 17:47
nika   კიდევ ერთი ხედი ტა...   Sep 23 2015, 17:50
nika   ჩამავალი მზის სხივ...   Sep 23 2015, 17:52
nika   http://vardzelashvili.com/imghost/images/68571IMG_...   Sep 23 2015, 17:54
cat   Like!!!!!!!!!...   Sep 24 2015, 00:14
nika   ამასობაში ვიდეოც წ...   Sep 24 2015, 14:27
nika   ამ ფოტოზე ახლა მით...   Sep 24 2015, 15:12
pajero 3.2did   nika რა სათვალეები გი...   Sep 24 2015, 16:26
nika   pajero 3.2did Photoshop CC 2014   Sep 24 2015, 16:26
irakli   nika კი ეგრეა და მარჯვ...   Sep 24 2015, 19:44
shalva-zimin   მაგარი ხედებია :muagar:   Sep 24 2015, 22:05
junior   დიდებულია   Sep 25 2015, 13:54
DVT-222   გუუდ   Sep 25 2015, 14:10
GIRA   ლაიკ ლაიკ   Sep 25 2015, 14:59


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 20:49