ჯამჯამას და კლიკისჯავრის ქედები 20.09.2015 |
ჯამჯამას და კლიკისჯავრის ქედები 20.09.2015 |
nika |
Sep 21 2015, 15:13
Post
#21
|
Unregistered |
გავიკატავეთ ამ მარშუტზე 5 მანქნაით. მე გია ლეო ზურაუსტა და პეპე
ჯერ ლევიტანადან ავედით ჯამჯამას ქედზე. დროში ცოტა დაგვიანება გამოგვივიდა ამიტომაც უღელტეხილიდან აღმოსავლეთით ბორცვზე ავედით და იქიდან გადავხედეთ არემარეს. ჯამჯამას მთისკენ აღარ წავედით. მით უფრო რომ ხედები აქედანაც ისეთები იყო ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა. შემდეგ გავნაგრძეთ ქედით მოძრაობა აღმოსავლეთისკენ. ასე გავედით ქედებს შორის გასაყარებამდე სადაც ჯამჯამას ქედი უფრო სამხრეთით უხვევს ხოლო ჩვენ კლიკისჯვარის ქედისკენ ანუ ჩრდილოეთისკენ უნდა წავსულვიყავით. ამ ადგილას ქვევით საკმაოდ ცუდი ჩასასვლელი იყო. ბევრი ვზვერეთ თუ ცოტა ორი გზა დავზვერეთ. ერთი ზევით იყო ცოტა კლდიანი. მეორე ქვევით და იქ სველი ბალახი იყო. გიამ სცადა ზედა გზით გასვლა და ვერ გადიოდა ერთგან ძალიან დაქანებული იყო. ამასობაში ზურამ ქვედა გზით გაიარა. მერე მეც გავიარე. გია შემობრუნდა რომ ჩვენი გზით გაევლო და უკან რომ ადიოდა ყუმბარა გაუტყდა. აი აქ დაიწყო ფიქრები. კლიკისჯვარით უნდა გვევლო ასე 10 კმ სანამ გავიდოდით მღებრიანიდან ტანას ხეობაში გადასასვლელ გზამდე. და ეს გზა თვალით არავის გვენახა. ამ დროს უკან ჯამჯამაზე ასვლაც საკმაოდ რთული იქნებოდა. გადავწყვიტეთ რომ მე და ზურა გავივლიდით ამ 10 კმ-ს და შემდეგ რაციებით გადმოვცემდით სიტუაცუას. საბედნიეროდ ხედვა მთლიან ზედზე პირდაპირ იყო და ამიტომ 10 კმ-შიც რაციებით ხმის გადაცემა პრობლემას არ წარმოადგენდა. დავიძარით მე და ზურა და ასე 1 კმ-ში შეგვხვდა მეცხვარე რომელმაც ცოტა არ იყოს და შეგვაშინა. გზაზე "ჩაჭრილები" არისო და ვერ გაივლითო. ბოშურში კი ჩახვალთო. ჩვენც ვუყურებდით გზას და ოდნავ ნავალი კი ეტყობოდა. მაგრამ მალევე მარცხნივ (ჩრდილოეთით) გადაუხვია ბოშურისკენ მიმავალმა გზამ. ეს გზა მარტო დაუზვერავი კი არა საერთოდ რუკაზეც კი არ ვიცოდით როგორ მიდიოდა. ამიტომაც არ ჩავუხვიეთ. მალე წინ ხეებით ჩახერგილი ადგილი დაგვხვდა მაგრამ პატარა ხეები იყო, უცებ გავხსენით. მეტი ისეთი არაფერი. სველზე შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ეგ გზა და მშრალზე ტრასასავით იყო. მაინც ბოლომდე გავედით და იქიდან რაციებით გადავეცით რომ წამოსულიყვნენ. ჩვენ კი სამწვადაო კოცონის დანთებას შევუდექით. მგონი ჩვენზე ბევრად სწრაფად გაიარეს ეს მონაკვეთი დანარჩენებმა. მერე მწვადი შევწვით და აქ უკვე ცხადი იყო რომ პიტნარადან წალკისკენ გადასვლა არ გამოდიოდა. გია კი ისედაც ორმოცისკენ უნდა დაშვებულიყო. ამიტომაც წავედით ყველანი ორმოცისკენ და ისევ ტანას ხეობით დავბრუნდით უკან. გუგლის რუკაზე https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...xIM&usp=sharing ტრეკი Attached File(s) jamjama.rar ( 111.45k ) Number of downloads: 126 |
Lo-Fi Version | Time is now: 20th May 2024 - 19:18 |