IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სანაგირე-კალაური-ვაჩნაძიანი 20.03.2016
nika
post Mar 20 2016, 20:38
Post #1


Unregistered









დილით ბირჯაზე შევიკრიბეთ 6 მანქანა, გზაში დეფი შემოგვიერთდა. ლილოს ჭკვიანში ვიყიდეთ საჭმელები და გავუყევით გურჯაანის გზას. წვიმდა. დაახლოებით პატარძეულთან ვიყავით რომ თოვლჭყაპი წამოვიდა. მაგრამ ვიცოდით რა პროგნოზი რომ 13:00-ზე უნდა გადაეთო მაინც მივიწევდით წინ, ნელ-ნელა. სადღაც კაკაბეთთან გადაიღო. გადაიღო კი არა და საერთოდ ნაწვიმარიც არ იყო. გაგვიხარდა. მაგრამ გურჯაანს რომ გამოვცდით ისევ გაწვიმდა.
ამიტომ გეგმა შევცვალეთ და ჯერ ავედით ვაზისუბნის სანაგირეში. აქ ახალი "ავტბანია" გაყვანილი. მოხრეშილი გზა, სანიაღვრეებით და სპეცეფექტებით. წვიმა გვიშლიდა თუმცა დავათვალიერეთ იქაურობა. უკანა გზაზე შევიარეთ ორმოც მოწამეთა ეკლესიაში. პატარა კოხტა ტაძარი იყო. წვიმა ნელ-ნელა იკლებდა და ამიტომ წავედით ჯერ კალაურში ანუ ჩვენს ძირითად მიზნისკენ. გზად გამოვტოვეთ კალაურის წმინდა გიორგი, რადგან არ გვეგონა რომ აქედან ვაჩნაძიანის ყველადწმინდამდეც ავიდოდით და ისევ ვაჩნაძიანიდან ასვლა უნდა გვეცადა. ეს ახალი ძეგლიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ამავე დროს ჩანდა რომ ვაჩნაძიანის ყველადწმინდასკენ მიდიოდა აქედან ძირითადი გზა (ამ ძეგლისკენ გზა უბრალოდ განშტოება იყო). ცოტა ისევ გაწვიმდა მაგრამ აქაც მოვახერხეთ ასვლა. ცოტა ა/ტ-ებიანმა მანქანებმა იბუქსავეს აღმართში. უკვე თითქმის ბოლომდე მისულები ვიყავით რომ მოულოდნელად გათოვდა blink.gif
საკმაოდ ციოდა თუმცა ნაწილი ავედით სამებაზეც საიდანაც ფანტასტიური ხედი იშლება. კიდევ ასვლად ღირს კარგ ამინდში როცა კავკასიონიც ჩანს. გიორგი_ჩყო და რადიომენი ადრე გამობრუნდნენ რადგან ეჩქარებოდათ. დანარჩენებმა იქვე წავიხემსეთ. მერე უკან გამოვბრუნდით. ვაჩნაძიანში ჩასვლა აღარ გამოდიოდა (გზაც არ ვიცოდით როგორი იყო) თან ფრესკები გვქონდა სანახავი. ასე რომ იგივე გზით დავბრუნდით და წმინდა გიორგის ეკლესიაც დავათვალიერეთ სოფლის სასაფლაოზე. აქ ლამაზი ფრესკებია. ამასობაში დეფი და რუდიც დავკარგეთ. დავრჩით 3-ნი. მე, მაჭარა და თემოჯიქია. გრჯაანიდან მეორე გზით წამოვედით-კაკაბეთისკენ მოკლეზე. ახალი დაგებული ასფალტიანი მონაკვეთი კაია, თუმცა გურჯაანის მხარეს ძველი ასფალტი ბევრგან დაზიანებულია. ასე რომ სედანით მანდ არ სცადოთ გასვლა. და ნუ აქეთ სოფლებში კაი ლაბირინთია თუ არ იცი საით უნდა ჩახვიდე. შეცდომით არაშენდაში მარჯვნივ გავუხვიეთ და წავედით ნანიანისკენ, ნანიანიდან ჯიმითსკენ crazy.gif ბოლოს გადავწყვიტეთ უბრალოდ ასფალტს მივყოლოდით და კაჭრეთში ჩავედით. ტრეკზე ნახავთ სად ვიბოდიალეთ. ბოლოს თბილისში ჩამოვედით. სულ ეს იყო.

ყველას დიდი მადლობა და ცოტა ხანში ფოტოებს დავდებ.

ესეც რუქა და ტრეკი
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...miY&usp=sharing


Attached File(s)
Attached File  kalauri.rar ( 92.41k ) Number of downloads: 130
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   სანაგირე-კალაური-ვაჩნაძიანი 20.03.2016   Mar 20 2016, 20:38
D.E.F.   ბლა ბლა ბლა   Mar 20 2016, 20:52
RADIOMAN   გომბორიდან მიმავა...   Mar 20 2016, 21:07
nika   პ.ს. უკანა გზაზე მარ...   Mar 20 2016, 21:15
Jorjika   ის ახალაღმოჩენილი ...   Mar 20 2016, 21:31
RADIOMAN   ის ახალაღმოჩენილი...   Mar 20 2016, 21:54
m.i.n.o.k.o   http://s19.postimg.org/v6i7k2pwf/DSC_0732.jpg [ur...   Mar 20 2016, 21:36
m.i.n.o.k.o   საღამომშვიდობის, ო...   Mar 20 2016, 21:58
marge   ეჰ სად არ წამოვედი ...   Mar 21 2016, 08:52
m.i.n.o.k.o   ფოტოები ჩავასწორე,...   Mar 21 2016, 09:26
m.i.n.o.k.o   [img]http://s19.postimg.org/3owo7p26r/DSC_0576.jpg...   Mar 21 2016, 09:28
m.i.n.o.k.o   [img]http://s19.postimg.org/gewb71kr7/DSC_0732.jpg...   Mar 21 2016, 09:29
m.i.n.o.k.o   [img]http://s19.postimg.org/am4mpg2mr/DSC_0580.jpg...   Mar 21 2016, 09:37
GIRA   დეფი ბჯ, მანქანა იყ...   Mar 21 2016, 10:24
m.i.n.o.k.o   [img]http://s19.postimg.org/4cn57o7df/DSC_0661.jpg...   Mar 21 2016, 10:57
nika   დავამატე ტრეკი. ცო...   Mar 21 2016, 12:24
nika   აი ეს ეკლესია ვნახ...   Mar 21 2016, 13:23
USU   კრასატა... D.E.F. http://s10.p...   Mar 21 2016, 13:25
D.E.F.   GIRA USU კარქით ხო კარქი...   Mar 21 2016, 17:34
sambela   GIRA USU კარქით ხო კარქ...   Mar 21 2016, 18:13
D.E.F.   მოიყვანე დღეს ბირ...   Mar 21 2016, 18:54
sambela   ici ra sheizleba iyis? romeli sakisari :dnck:   Mar 21 2016, 18:59
kk105   ნანახი ძეგლების ფო...   Mar 21 2016, 19:37
nika   ვაზისუბნის სანაგი...   Mar 22 2016, 12:39
nika   ისევ სანაგირე http://vardz...   Mar 22 2016, 12:40
nika   კალაურის ნათლისმც...   Mar 22 2016, 12:42
nika   http://vardzelashvili.com/imghost/images/28603IMG_...   Mar 22 2016, 12:46
nika   ვაჩნაძიანს ყველად...   Mar 22 2016, 12:51
nika   ხედები სამებიდან. ...   Mar 22 2016, 12:52
nika   სამების ფრესკები htt...   Mar 22 2016, 12:54
nika   ვაჩნაძიანის ყველა...   Mar 22 2016, 12:55
nika   ვაზისუბნიდან სანა...   Mar 26 2016, 19:00
nika   eotYx2LI-08   Mar 28 2016, 17:40


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 20:03