მანავის ცივი, კოდა 17.07.2016 |
მანავის ცივი, კოდა 17.07.2016 |
nika |
Jul 17 2016, 19:37
Post
#1
|
Unregistered |
გრძლად თუ მოკლედ გამომივა ვნახოთ.
დილით ცოტა დამაგვიანდა გამოსვლა. ასე რომ ხალხი უკვე ლაილოუში შეკრებილი დამხვდა. იქვე გაზი დავტენე და გავეშურეთ საგარეჯო-მანავისკენ. ვიყავით მანქანებით მე, გია (vid), გივ4, ჯუნიორი დისკოთი, პინკი ჯიმნით და ოთკას მეგობარი პაჯერო ყიფშოთი (და otk-ს თანხლებით, თავისი სუპერპუპერ კოპტერით). ასევე N67 ენდუროთი. გზაში დამირეკა ერთაწმინდელმა რომ შეკრების ადგილის შეცვლა გავმაზეო და ბირჯიდან მოვდივარო. წამოგვეწია მანავის შესასვლელთან. აქედან შევუხვიეთ ბურდიანისკენ თუმცა ასფალტის გზა სატყუარა ყოფილა. თურმე მთავარი შესასვლელი შემდეგი გზა იყო (დავარედაქტირებ მაგეებს OSM-ზე). მცირედი ბოდიალის შემდეგ გავედით ბურდიანის გზაზე და წავედით ნასოფლარი თარაქისკენ. აქ კანარგოს დიდი ბაზა აქვს, ნავთობს ეძებენ და გზა კი არა მოხრეშილი ავტობანი ადის. აქედანვე დაიწყო მურტალი აღმართი, თუმცა ყველა ამოვიდა ენდუროს გარდა რომელსაც ტრასის საბურავები ეყენა თურმე. აღმართი დამთავრდა და გავედით შედარებით სწორ გზაზე სადაც გავჩერდით ენდუროს ბედის გასარკვევლად. მოულოდნელად აღმოჩნდა რომ აქვე 20 მეტრში ტყეში დამალული იყო თაქარის ვედრებელი. ამხელა ეკლესიას აქ არ ველოდით. ენდურომ გადაწყვიტა სხვა გზა მოეძებნა ჩვენ კი გავაგრძელეთ ასვლა. აი ამის მერე დაიწყო ბევრად უარესი აღმართი. ჯერ მე ავედი და რაციით გადავეცი რომ წამოსულიყვნენ. მერე ამოვიდნენ გია და ჯუნიორი. ამასობაში გივიმ ვერ გათვალა წინა მანქანის სიჩქარე და რაზგონით წამოწევია, მოუწია გაჩერება და ვერ დაძრა. დანარჩენი მის პოსტში წერია. ბოლომდე არ ავსულვართ და იქვე მდელოზე ველოდებოდით მოვლემების განვითარებას. თან ლამაზი ხედებით ვტკბებოდით. საბოლოოდ ყველამ მოახერხა ამოსვლა. აქედან ავედით მაგიდასთან და ცოტა ვიფოტოგრაფეთ. ქვევით ფერმები ჩანდა და რაღაც ტბები. ოთკამ კოპტერი მაგ მიმართულებით გაუშვა და ქარმა წაიღო. სადღაც ტყეში ჩავარდა. დაიწყო სამაშველო სამუშაოები რომელმაც არც ისე დიდი ხანი გასტანა და წარმატებით დასრულდა. მერე იყო სიარული ქედით თოხლიაურის მთისკენ. თან ხედებით ტკბობა თან სურათები და ა.შ. ერთგან წყარო იყო და იქ კვიციც გადაარჩინეს ბიჭებმა. თოკით იყო დაბმული და ამ თოკში გაიხლართა საწყალი. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივედით კოდასთან. ჩავედით კოდაში და იქ ვნახეთ ჯერ ბებერი კლდის გადასახედი. მერე მეორე გადასახედი. აქვე კარგი ჩრდილი იყო და 1 საათი გავჩერდით რომ ნამეტანი სიცხეში არ გვევლო უკან. სულ ეს იყო. პ.ს. ყველას დიდი მადლობა მშვენიერი დღისთვის. პ.პ.ს ტრეკს დავდებ ცოტა ხანში |
Lo-Fi Version | Time is now: 20th May 2024 - 18:53 |