IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მანავის ცივი, კოდა 17.07.2016
nika
post Jul 17 2016, 19:37
Post #41


Unregistered









გრძლად თუ მოკლედ გამომივა ვნახოთ.

დილით ცოტა დამაგვიანდა გამოსვლა. ასე რომ ხალხი უკვე ლაილოუში შეკრებილი დამხვდა. იქვე გაზი დავტენე და გავეშურეთ საგარეჯო-მანავისკენ. ვიყავით მანქანებით მე, გია (vid), გივ4, ჯუნიორი დისკოთი, პინკი ჯიმნით და ოთკას მეგობარი პაჯერო ყიფშოთი (და otk-ს თანხლებით, თავისი სუპერპუპერ კოპტერით). ასევე N67 ენდუროთი. გზაში დამირეკა ერთაწმინდელმა რომ შეკრების ადგილის შეცვლა გავმაზეო და ბირჯიდან მოვდივარო. წამოგვეწია მანავის შესასვლელთან. აქედან შევუხვიეთ ბურდიანისკენ თუმცა ასფალტის გზა სატყუარა ყოფილა. თურმე მთავარი შესასვლელი შემდეგი გზა იყო (დავარედაქტირებ მაგეებს OSM-ზე). მცირედი ბოდიალის შემდეგ გავედით ბურდიანის გზაზე და წავედით ნასოფლარი თარაქისკენ. აქ კანარგოს დიდი ბაზა აქვს, ნავთობს ეძებენ და გზა კი არა მოხრეშილი ავტობანი ადის. აქედანვე დაიწყო მურტალი აღმართი, თუმცა ყველა ამოვიდა ენდუროს გარდა რომელსაც ტრასის საბურავები ეყენა თურმე. აღმართი დამთავრდა და გავედით შედარებით სწორ გზაზე სადაც გავჩერდით ენდუროს ბედის გასარკვევლად. მოულოდნელად აღმოჩნდა რომ აქვე 20 მეტრში ტყეში დამალული იყო თაქარის ვედრებელი. ამხელა ეკლესიას აქ არ ველოდით. ენდურომ გადაწყვიტა სხვა გზა მოეძებნა ჩვენ კი გავაგრძელეთ ასვლა. აი ამის მერე დაიწყო ბევრად უარესი აღმართი. ჯერ მე ავედი და რაციით გადავეცი რომ წამოსულიყვნენ. მერე ამოვიდნენ გია და ჯუნიორი. ამასობაში გივიმ ვერ გათვალა წინა მანქანის სიჩქარე და რაზგონით წამოწევია, მოუწია გაჩერება და ვერ დაძრა. დანარჩენი მის პოსტში წერია. ბოლომდე არ ავსულვართ და იქვე მდელოზე ველოდებოდით მოვლემების განვითარებას. თან ლამაზი ხედებით ვტკბებოდით. საბოლოოდ ყველამ მოახერხა ამოსვლა. აქედან ავედით მაგიდასთან და ცოტა ვიფოტოგრაფეთ. ქვევით ფერმები ჩანდა და რაღაც ტბები. ოთკამ კოპტერი მაგ მიმართულებით გაუშვა და ქარმა წაიღო. სადღაც ტყეში ჩავარდა. დაიწყო სამაშველო სამუშაოები რომელმაც არც ისე დიდი ხანი გასტანა და წარმატებით დასრულდა. მერე იყო სიარული ქედით თოხლიაურის მთისკენ. თან ხედებით ტკბობა თან სურათები და ა.შ. ერთგან წყარო იყო და იქ კვიციც გადაარჩინეს ბიჭებმა. თოკით იყო დაბმული და ამ თოკში გაიხლართა საწყალი. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივედით კოდასთან. ჩავედით კოდაში და იქ ვნახეთ ჯერ ბებერი კლდის გადასახედი. მერე მეორე გადასახედი. აქვე კარგი ჩრდილი იყო და 1 საათი გავჩერდით რომ ნამეტანი სიცხეში არ გვევლო უკან. სულ ეს იყო.


პ.ს. ყველას დიდი მადლობა მშვენიერი დღისთვის.

პ.პ.ს ტრეკს დავდებ ცოტა ხანში
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
Replies
otk
post Jul 21 2016, 12:18
Post #42


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 794
Joined: 19-June 12
Member No.: 5,517
მანქანა: TLC 90 3L RWD :))



nika
QUOTE
სადღაც 1 კმ-ში იპოვე

400- მეტრაზე იჭერს ტესტებს რომ ვუყურებ ანუ რეალურად ფერმის თავზე უკვე აღარც დაიჭერდა


--------------------
R 1 3 5
└┼┼┤
. 2 4 6
/ / / M
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   მანავის ცივი, კოდა 17.07.2016   Jul 17 2016, 19:37
GIVI   ქვიანი აღმართით ავ...   Jul 17 2016, 19:43
nika   ხო როგორც ოთკამ გა...   Jul 17 2016, 19:53
GIVI   ხო როგორც ოთკამ გა...   Jul 17 2016, 20:19
GIVI   ვიდეო ვერ ამოვატრი...   Jul 17 2016, 20:17
nika   GIVI ოუთუბში ამოატრი...   Jul 17 2016, 20:43
Jorjika   მე კი ოჯახობა ამოვ...   Jul 17 2016, 21:36
kk105   პნორამული ხედების ...   Jul 17 2016, 21:45
junior   მადლьობა ყველას, კა...   Jul 17 2016, 22:18
otk   საღოლ ძმაო რაფოთხს...   Jul 17 2016, 22:20
ERTAWMINDELI   ცოტა დავიღალე ცოტა...   Jul 17 2016, 22:21
GIVI   otk როგორი საცოდავი ...   Jul 17 2016, 22:37
nika   დრონის მოძებნა იყო...   Jul 17 2016, 22:43
GIRA   ჯიპიესი არ აქვს დრ...   Jul 17 2016, 22:46
otk   GIRA კი ეგეთებიცაა და ...   Jul 17 2016, 23:01
otk   https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...=1...   Jul 17 2016, 23:04
ERTAWMINDELI   otk მე რო გბალეშიკობ...   Jul 17 2016, 23:16
N67   იფ, რახანია ასე გემ...   Jul 18 2016, 00:08
pajero 3.2did   N67 ენდუროთი რატო ვე...   Jul 18 2016, 01:44
pajero 3.2did   ტრეკი დადეთ რა   Jul 18 2016, 02:33
kk105   ბადრი, სურათბი ფეი...   Jul 18 2016, 09:20
Miriani   დაყარეთ ხალხო ფოტკ...   Jul 18 2016, 14:32
GIVI   აჰა :D http://vardzelashvili.com/imghost...   Jul 18 2016, 14:42
Miriani   კაი ყოფილა ნამდვილ...   Jul 18 2016, 15:38
junior   kk105 არაფერი მიმიღნი...   Jul 18 2016, 16:33
kk105   kk105 არაფერი მიმიღნი...   Jul 18 2016, 20:10
NIK321   https://s31.postimg.org/5zcgg6mej/17_07_16.jpg   Jul 18 2016, 17:25
nika   შეიზლება დამეგობრ...   Jul 18 2016, 21:03
nika   თურმე კოპტერი ქარს...   Jul 18 2016, 21:48
N67   7 საათის განმავლობ...   Jul 18 2016, 22:03
ERTAWMINDELI   ეუფ რა ტექსტი მისც...   Jul 18 2016, 22:48
diff lock   მოკლედ, ვისაც გგონ...   Jul 19 2016, 01:29
pajero 3.2did   მოკლედ, ვისაც გგონ...   Jul 19 2016, 01:41
Utiashvili   N67 ბაზიდანვე რომ შე...   Jul 19 2016, 12:03
otk   nika nika მაგ მანძილზე უ...   Jul 19 2016, 12:06
nika   otk გავზომოთ ;)   Jul 19 2016, 12:29
nika   სადღაც 1 კმ-ში იპოვე...   Jul 19 2016, 12:30
N67   Utiashvili ბაზიდანვე პირ...   Jul 19 2016, 14:30
Utiashvili   N67 ოკ, მადლობა, შემდე...   Jul 19 2016, 15:06
nika   Utiashvili გუგლზე ვნახე დ...   Jul 19 2016, 16:39
Utiashvili   nika კისისხევზე ძეგლ...   Jul 19 2016, 21:06
N67   Utiashvili, ცდად ნამდვილა...   Jul 19 2016, 21:57
ERTAWMINDELI   Utiashvili თუ გადაწყვიტა...   Jul 19 2016, 22:01
Utiashvili   Utiashvili თუ გადაწყვიტა...   Jul 20 2016, 21:01
NIK321   ფოტოები ჩემი ტელეფ...   Jul 20 2016, 12:43
junior   კაქია   Jul 20 2016, 14:25
nika   აქვს ყველაფერი. მე...   Jul 20 2016, 21:24
ERTAWMINDELI   Utiashvili ნეტა სადმე ტალ...   Jul 20 2016, 21:41
otk   nika 400- მეტრაზე იჭერს ...   Jul 21 2016, 12:18


Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 18:28