IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სვანეთი 5-7 აგვისტო 2016
nika
post Aug 8 2016, 00:35
Post #21


Unregistered









დღე პირველი.
დილით შევიკრიბეთ ბირ'ჯ'აზე. მე, გია, იკი, 4რანერა და კოკაია
მჟავე წავიდა ტეტეს გავუვლიო და გზაში დაგეწევითო. ბერკეტა ჩარდახში იყო და იქიდან გვიერთდებოდა. ლევანიმ მე ახალ ნათებასთან დაგხვდებითო. და გეგი ლენტეხში შემოგვიერთდებოდა. სულ 9 მანქანა გამოდიოდა. თავიდანვე გაუთვალისწინებელი ამბებით დაიწყო. ბერკეტამ ხუნდებმა წრიპინი დაიწყოო ანუ ლამის ბოლომდეაო დასული და რა ვქნაო. ახლები აგერ მიდევსო. მეთქი არც დაფიქრდე უნდა გამოცვალო იქ მთებში რომ რამე მოუვიდეს მერე სად მიდიხარ. კაი წადითო და ნელა იარეთო. მე გზაში დაგეწევითო. ახალ ნატებასთან ლევანის წამოვეწიეთ და დავიძარით. მჟავე ცოტა უკან მოგვყვებოდა. ასე ნელ-ნელა სიარულით ჩავედით ქუთაისში. იქ გავავსეთ საწვავის მარაგები, ძალიან ცხელოდა და ამიტომაც წავედით წყალტუბოსკენ რომ ეგებ იქ სიგრილე იქნებოდა და ებრკეტა და მჟავე იქ დაგვეწეოდა. წყალტუბოშიც ცხელოდა თუმცა ჩრდილი ვნახეთ და გავჩერდით. აქ გაირკვა რომ მჟავეს საბურავი ეფუშებოდა და კამერას ეძებდა ქუთაისში. ამასობასი ბერკეტამ გაასწრო და მოვიდა. თან გვითხრა, კამერა იშოვესო და მალე წამოვლენო. სიცხის გამო გადავწყვიდეთ გვევლო ნელ-ნელა ცაგერამდე ან ლენტეხამდე და მჟავე წამოგვეწეოდა გზაში. ნელ-ნელა აგრილდა. საათს რომ ვუყურებდი დროში ვიწვებოდით. წინასწარი გრაფიკით ლენტეხში 12-ზე უნდა ვყოფილიყავით და საბოლოოდ ლამის ორ საათზე ჩავედით. აქ უცებ ვნახეთ გეგი. მჟავე ისევ ვერ გვეწეოდა და ისევ ცხელოდა. ამიტომ გავაგრძელეთ გზა. აი აქ დაიწყო თავგადასავლები. ლენტეხიდან ჯერ გრუნტის გზაზე არ ვიყავით გადასულები რომ იქიდან მომავალი დელიკა შეგვხვდა. ზესხოში მივდიოდიო და გიშუნ ღამე წვიმა იყოო და მეწყერი ჩამოწვაო. ჩემი მანქანის სიმაღლისააო. მოკლედ გზა აღარააო. ტრაქტორი კი მიდის მაგრამ დღეს ან გახსნის ან არაო. ალტერნატივა ლატფარის უღელტეხილი. ამაზე გვითხრეს შანსი არააო ეგ უარესად იქნებაო დაზიანებულიო. მაგრამ კარვები თუ გაქვთ მეწყერამდე ნახევარ კილომეტრში კაი საკარვე ადგილებიაო. გადავწყვიტეთ გვევლო მეწყერამდე. გვენახა რამხელაა და ეგებ ტრაქტორი დღესვე გაწმინდავდა. თუ არა და კარვებს გავშლიდით და დაველოდებოდით გზის გახსნას. ოფლებში ლატფარის შესახებ ვიკითხეთ და არ ვიცითო მაგრამ ექსკავატორი მუსაობსო მაგ გზას აკეთებენო და იმათ ეცოდინებათო. თუმცა ექსკავატორი რომელიც მაგ გზას აკეტებდა იმხელა იყო რომ გზა სავარაუდოდ ძალიან დაზიანებულია ლენტეხის მხრიდან. აღარ დავკარგეთ დრო მაგათთან საკითხავად (თან 1 კმ უნდა გვევლო მაგ ექსკავატორამდე) გავცდით ყველა სოფელს და ერთი ორი ჩამოშლილი კი შეგვხვდა გზად მაგრამ ისეთი არაფერი. მერე ველიკებით ტურისტები შეგვხვდნენ და ლაფში ჩაძირული ნისანის ფოტო გვანახეს. სადღაც 10 კმ-შიაო აქედანო. მაგრამ ფოტოებზე არ ჰგავდა ის ადგილი იმას რაც დელიკამ მოგვიყვა. და დელიკა მანდ ალბათ ვერც გაივლიდა. მოკლედ წავედით ნისანის საშველად. ცოტა ღა გვქონდა დარჩენილი რომ ის ნისანი შეგვხვდა. ანუ თვითონ გამოვიდა. მალევე ერთი უკვე მართლა ცუდი გადასასვლელი შეგვხვდა. თუმცა ნისანმა ის გადმოიარა (მართალია მეორე მხრიდან). ცოტა ნიჩაბით გავაუმჯობესეთ გზა. ცოტა ქვები დავყარეთ და გადმოვედით. ვინაიდან გრძელი კოლონა იყო, სანამ სხვები გადმოდიოდნენ მე გეგი და გია წავედით წინ დაზვერვაზე. დელიკის სიმაღლის მეწყერი ჯერ არსად ჩანდა. მერე მივადექით იმ "ნისანის ლაფს". მინდა გითხრათ რომ ძალიან უცნაური ლაფი იყო. ნაშალი ხრეშნარევი. პირველი ცდით ნელ-ნელა ვცადე გავლა რომ ძალიან არ ჩავძირულიყავი. ხოდა არც დაბუქსავება იყო არაფერი. უბრალოდ შევატყე რომ მანქანა ვერ ეწევა და ჩერდება. დავზადნე და მეორე ცდაზე ცოტა რაზგონით გავიარე. ერთ მომენტში კი გაუჭირდა მაგრამ ისეთ არაფერი. აღმოვჩნდი მეორე მხარეს. უკან გეგი მომყვებოდა იოთი. შევიდა თუ არა ეგრევე დადო მუცელი (ოხ ეს იოს ტრავერსი). გიამ მოდი მე უკან გამოვქაჩავო. თუმცა უკან გაქაჩვას მაინც აზრი არ ჰქონდა თავისით ვერ გაივლიდა. ამიტომ მე დავტრიალდი და ჯალო გამოვაბი და წინ გამოვქაჩე. ასე 10 მეტრის გამოქაჩვის მერე ჯალო ჯერ შენელდა, მერე კი სულ მოკვდა. წკაპ წკაპს შვებოდა და აღარ ახვევდა. დავზადნე და მანქანით გამოვქაჩე. თან ძაან არა რომ ჯალოს მუხრუჭი არ მომესპო. ცოტა რომ დავასვენეთ ჯალომ დაიწყო დახვევა მაგრამ ძალიან ნელა. მერე ისევ გაჩერდა. დავახვიე გვარლი ხელით და გავაგრძელეთ დაზვერვა. მალევე მივადექით მდელოს სადაც კარვების გაშლა შეიძლებოდა. სავარაუდოდ აქედან მალევე უნდა ყოფილიყო მეწყერი. ვიარეთ მე და გიამ ბევრი თუ ცოტა და ამოვყავით თავი სოფელ ცანაში. თურმე აი ის ნისანის ლაფის წინა ნაშალი იყო ის მეწყერი რომლითაც დელიკამ შეგვაშინა. აქედან უშგულამდე კი გზა უკვე გახსნილი იყო. ვცადეთ რაციით გადაგვეცა ეს ინფორმაცია და მოულოდნელად ოთკას ხმა მოგვესმა (ოთკა მჟავეს ეჯდა მანქანაში). თურმე ეგენი იყვნენ ჯერ იმ მეწყერთან დელიკა რომლითაც გვაშინებდა. საბოლოოდ ცანაში ისევ შევგროვდით და გავაგრძელეთ გზა. დროში ჯერ ვეტეოდით. მაგრამ აქედან უშგულამდე ძალიან ქვიანი და დანგრეული გზაა. ისე არც მანამდე გავლილი 10 კმ იყო სახარბიელო. უაღმართ გზაზე მეორე სიჩქარეს ვერ ვაძლევდი ისე ნელა მიწევდა სიარული. ნელ-ნელა გამოსწორდა გზა. უღელტეხილამდე არ მისული ისევ დაეჭვა საბურავი დიმას. ამჯერად სათადარიგო დააყენა. უღელტეხილიდან ავუხვიეთ მონასტრისკენ. მოსწორებული ადგილი კი იყო და კარვები გაიშლებოდა, მაგრამ ძალიან ციოდა და თან შალვამ სწორი შენიშვნა მოგვცა რომ მეხის დაცემის დიდი ალბათობააო აქ. დავეშვით უშგულისკენ და თან წვიმამ დაცხო. უშგულში რომ ჩავედით ისე წვიმდა რო რავი. კარვის გაშლაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. თან ჩამობნელდა უკვე. მალე კი გადაიღო წვიმამ მაგრამ მაინც. ბიჭებმა უცებ ნახეს სასტუმრო კაცზე 15 ლარად. ყველანი აქ ვერ დავეტიეთ და ლევანის და გეგის ეკიპაჟები ცოტა ქვევით გესთჰაუსსი გაჩერდნენ. დავბინავდით თუ არა და დაცხო წვიმამ მარა რა დაცხო. მოკლედ გავშალეთ სუფრა. 4რანერამ შეწვა მწვადი. კოკაიამ ისტორიები მოგვყვა ახლაც მეცინება მგონი. საკმაოდ გვიან დავიძინეთ. რაც მთავარია პირველი დღის გეგმა მოვახერხეთ და ყველა დაბრკოლების მიუხედავად შევასრულეთ.

პ.ს. არავის ვურჩევ ლენტეხიდან უშგულში ზაგაროს უღელტეხილით გასასვლას. ლამაზი ადგილები? ნუ კი თუმცა ზემო სვანეთს ვერ შეედრება. უღელტეხილზე გზა საშინლად დანგრეული. გავლადი ნებისმიერი ჯიპით მაგრამ ღირს რო ასე ჯაყჯაყი?

ტრეკი რუქის სახით
https://drive.google.com/open?id=1-ZikWr55n...9TE&usp=sharing
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   სვანეთი 5-7 აგვისტო 2016   Aug 8 2016, 00:35
marge   ჰა დაწერეთ რამე :))   Aug 8 2016, 12:26
nika   მეორე დღეს დიდი გე...   Aug 8 2016, 13:18
marge   ვწერ ;) მაგას იევ რა...   Aug 8 2016, 13:57
nika   მესამე დღე მესამე ...   Aug 8 2016, 14:06
shalva-zimin   ჩვენი ეკიპაჟი, დიმ...   Aug 8 2016, 15:02
Levani   ჩვენი ეკიპაჟი, დიმ...   Aug 9 2016, 16:50
nika   რამოდენიმე რჩევა მ...   Aug 8 2016, 16:11
მაჭარა   რამოდენიმე რჩევა ...   Aug 9 2016, 11:35
otk   მაგ გზის დედა ვატი...   Aug 8 2016, 18:18
nika   otk ლატფარი თუ გაიწმ...   Aug 8 2016, 18:31
nika   აი ეს მონაკვეთი იყ...   Aug 8 2016, 18:43
otk   nika მე ვფიქრობ წინ რო...   Aug 8 2016, 20:10
nika   otk ვნახე გადასვლის ...   Aug 8 2016, 20:29
goog   სურათები როდის იქნ...   Aug 8 2016, 20:41
otk   nika ჩახერგვის ადგილ...   Aug 8 2016, 21:14
vid   ძალიან ლამაზი გასვ...   Aug 9 2016, 00:45
Miriani   მაინც მოგისწრიათ ყ...   Aug 9 2016, 11:08
nika   მაინც მოგისწრიათ ...   Aug 9 2016, 13:13
Miriani   nika მარტვილს და ოკაც...   Aug 9 2016, 13:15
nika   nika მარტვილს და ოკაც...   Aug 9 2016, 13:26
marge   ერთი ფოტო მაინც და...   Aug 9 2016, 13:24
otk   ერთი ფოტო მაინც და...   Aug 9 2016, 19:03
მჟავე   http://b.pix.ge/f/75cmd.jpg :nasos: მაგ...   Aug 9 2016, 19:46
marge   http://b.pix.ge/f/75cmd.jpg :nasos: :muagar: ...   Aug 10 2016, 08:56
Miriani   nika კაცურად რომელზე ...   Aug 9 2016, 13:33
nika   nika კაცურად რომელზე ...   Aug 9 2016, 14:42
ERTAWMINDELI   6-ზე   Aug 9 2016, 13:49
Miriani   ყოჩაღ თქვენ, გიო შე...   Aug 9 2016, 14:05
ERTAWMINDELI   კი   Aug 9 2016, 14:06
Miriani   ERTAWMINDELI ეე 3 დღიანებზე ...   Aug 9 2016, 14:13
Miriani   მართლა კარგად გივლ...   Aug 9 2016, 15:02
goog   :blok: :blok: :blok:   Aug 9 2016, 15:18
nika   მე კიდე ვიტყვი მად...   Aug 9 2016, 17:16
shalva-zimin   მე კიდე ვიტყვი მად...   Aug 9 2016, 18:37
Levani   nika +1   Aug 9 2016, 17:35
nika   რუქა https://drive.google.com/open?id=1-Zi...   Aug 9 2016, 18:13
Miriani   ონიანის სახლში იყა...   Aug 9 2016, 19:28
gegi   დიდი მადლობა ყველა...   Aug 9 2016, 21:12
nika   კახას ფოტოები. https://pho...   Aug 10 2016, 10:16
irakli   კახას ფოტოები. https://ph...   Aug 10 2016, 19:10
nika   წინასწარ გაფრთხილ...   Aug 11 2016, 22:20
nika   დაცვის პოლიცია http://va...   Aug 11 2016, 22:24
nika   ეს კი ხედები ხალდე...   Aug 11 2016, 22:27
nika   ხალდე შორიდან http://vardz...   Aug 11 2016, 22:32
nika   ეს კი 2 წლის წინანდე...   Aug 11 2016, 22:35
marge   nika ბერკეტმობილმა რ...   Aug 11 2016, 23:00
4runner   nika ბერკეტმობილმა რ...   Aug 12 2016, 08:37
marge   კი ურყყავდა ტრსკს ...   Aug 12 2016, 08:53
4runner   რა გზაა ამისთანა :D ...   Aug 12 2016, 11:57
nika   როკ როულინგი :crazy: :cr...   Aug 12 2016, 12:45
nika   marge ეგ კითხვები ბერკ...   Aug 11 2016, 23:33
Davidson   სუპერ   Aug 12 2016, 01:27
GIRA   რა გზაა ამისთანა :D ...   Aug 12 2016, 09:38
marge   კითხვას ერორივით ...   Aug 12 2016, 09:40
GIRA   marge მე ყვერებიანი ტო...   Aug 12 2016, 09:52
GIVI   1.შხარას ხედებთან რ...   Aug 12 2016, 09:58
nika   1.შხარას ხედებთან რ...   Aug 12 2016, 10:45
GIVI   1) 10-15 წუთი 2) გადმოსახ...   Aug 12 2016, 11:18
pajero 3.2did   სად მოფსით?   Aug 12 2016, 10:13
GIVI   სად მოფსით? ადმინი...   Aug 12 2016, 10:15
pajero 3.2did   ადმინი იყოს დასაბ...   Aug 12 2016, 10:16
otk   სად მოფსით? ზემო ს...   Aug 12 2016, 11:20
pajero 3.2did   ზემო სვანეთში უშბ...   Aug 12 2016, 11:31
pajero 3.2did   მაგარია სვანეთი, მ...   Aug 12 2016, 10:19
nika   pajero 3.2did მე კიდე დრონი...   Aug 12 2016, 10:46
Mah0nya   ზემოდან ქვემო სვან...   May 30 2017, 06:14
beka   ზემოდან ქვემო სვა...   May 30 2017, 14:22
Mah0nya   beka გაუმარჯოს, რა ხდე...   Jun 24 2017, 19:04
irakli   beka გაუმარჯოს, რა ხდ...   Jun 25 2017, 10:51


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 20:29