IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> წინა ხიდის ჩართვის სისტემები
nika
post Nov 1 2009, 09:41
Post #1


Unregistered









მოგეხსენებათ Part Time (და ცხადია Super Select/Multi mode) ტრანსმისიის მქონე მანქანების ერთ-ერთი უპირატესობაა წინა ხიდის გათიშვის საშუალება.
ბევრ ასეთ მანქანაზე ხიდი უბრალოდ გამანაწილებელი კოლოფიდან ითიშება და სიარულისას წინა მორბლებზე ხისტად დამაგრებული ნახევარღერძები მაინც ატრიალებენ დიფერენციალსაც და კარდანსაც. ასეთი მიდგომის დადბითი მხარეებია: სიმარტივე, წინა კარდნის შლიცების გაზრდილი რესურსი. ასევე თუ "დაცვა ბრიყვისგან". წინა ხიდში ყველა ნაწილი ტრიალებს და შესაბამისად იპოხება. ასევე გამორიცხულია სიარულის დროს 2H-დან 4H-ში გადართვისას გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება. ამ დროს უბრალოდ წინა ხიდი ჩაირთვება.
მინუსები. საწვავის ოდნავ მეტი წვა. ცხადია ნაწილების ოდნავ ზედმეტი ცვეთა.
ასეთი მეთოდი გამოიყენება ზაან ბევრ მოდელზე: Jeep Wrangler, Mercedes G, Suzuki SJ410, ახლო აღმოსავლეთისთვის გამოშვებული Toyota Land Cruiser და Nissan Patrol. სია შეიძლება გავაგრძელოთ

მწარმოებლებმა მოიგონეს ასევე წინა ბორბლების ნახევარღერძებიდან გათიშვის მეთოდები.
ყველაზე მარტივი არის ხელის ე.წ. თავისუფალი სვლის ჰაბები (Free Wheeling Hubs). ასეთ ჰაბებს აქვთ ორი მდგომარეობა Lock და Free. Lock მდგომარეობაში ბორბალი ხისტადაა მიერთებული ნახევარღერძზე. და ზემოთ აღწერილი მანქანებისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. Free მდგომარეობაში კი ბორბალსა და ნახევარღერძზს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბრუნვა შეუძლია. თუ ამ დროს გამანაწილებელ კოლოფში წინა აღზვრა გათიშულია, მაშინ მთელ წინა ტრანსმისია გაჩერდება.
ასეთი მიდგომის პლიუსებია: საწვავის ეკონომია, წინა ხიდის ნაწილების შემცირებული ცვეთა.
მინუსებია: წინა კარდნის შლიცების გაზრდილი არათანაბარი ცვეთა, წინა ხიდის დიდი ხნით ჩაურთველობის შემთხვევაში არის დიდი ალბათობა რომ მასში ნაწილები ნორმალურად არ იპოხებოდეს და დაიჟანგოს. ცუდ გზაზე გადასვლის წინ აუცილებელია მანქანის გაჩერება და ჰაბების ხელით დატრიალება.
ასევე გათიშული გაბებისას გამანაწილებელ კოლოფზე 2H-დან 4H-ზე შემთხვევით გადართვა აკრძალულია, შეიძლება მოხდეს მისი სერიოზული დაზიანება (წინა ხიდის ლილვი ამ დროს გაჩერებულია და მისი მიერთების მცდელობამ, ჩართვის მუფტის შლიცები შეიძლება დააზიანოს)
ასევე ცხადია თვითონ ჰაბები საჭიროებს დამატებით სერვისს.
მთლიანობაში ამ სისტემამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა და ბევრ ავტომობილზე გამოიყენება
ესენია UAZ, Toyota Land Cruiser, Suzuki Samurai.

Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 1 2009, 09:53
Post #2


Unregistered









შემდეგი ეტაპი იყო ე.წ. ავტომატური ჰაბების დანერგვა. ამით შენარჩუნებული იქნებაოდა ხელის ჰაბების ყველა პლიუსი და გამოირიცხებოდა მომხმარებლისთვის ყველაზე არაკომფორტული - მანქანიდან გადმოსვლის საჭიროება ჰაბების ჩართვა გამორთვის/მიზნით. ავტომატური ჰაბები ირთვება გამანაწილებელიდან წინა ხიდის მიერთების შემთხვევაში. მანქანით ნელა უნდა გავიაროთ რამდენიმე მეტრი წინ და ჰაბები ჩაირთვება. უგზოობიდან გადმოსვლის შემდეგ გამანაწილებლიდან წინა ხიდის გათიშვის შემდეგ ასევე რამდენიმე მეტრი უკან უნდა გავიაროთ და ჰაბები გაითიშება. მთლიანობაში ეს სისტემა გამართლებული აღმოჩნდა მხოლოდ ისეთი მანქანებისთვის რომლებიც იშვიატად გადადიან ტალახში რადგან ხშირი ჩართვა/გამორთვისას მალე გამოდის მწყობრიდან. ასევე არ უყვარს ე.წ. რასკაჩკა. გამოიყენება საშუალო ოფისთვის გამოსული მანქანების უმეტესობაზე. Opel Frontera, Mitsubishi Pajero I, Suzuki Vitara, და სხვ.

გამონაკლისი მოდელია Nissan Patrol-ის ჰაბები. მათ ზემოთ მოყვანილი ორივე მოდელის ჰიბრიდი შეიძლება ვუწოდოთ. აქვთ Auto და Lock პოზიციები. Auto-ში მუშაობენ როგორც ავტომატური ჰაბები ხოლო Lock-ში კი ხისტად უერთებენ ბორბლებს ნახევარღერძებთან. ასეთი ჰაბების მწყობრიდან გამოსვლის ხშირი მიზეზია სერიოზულ უგსოობაზე Auto პოზიციაში სიარული.

Toyota-მ სხვა გზა აირჩია. Land Cruiser-ის ზოგ მოდელზე გამოყენებულია ხელის ჰაბის ნაირი მექანიზმები მაგრამ მათი ჩართვა/გამორთვა ხდება სალონიდან ღილაკზე დაჭერით. ჰაბში არის ჩამონტაჟებული ელექტრო ძრავი რომელიც მას Free და Lock პოზიციებში გადაიყვანს სურვილისამებრ. ამ მეთოდის პლიუსები გასაგებია, არაა საჭრო სალონიდან გადასვლა, მინუსები კი ამ ძრავების ელექტრო გაყვანილობაა რომელიც უძრავი ხიდიდან მოძრავ ბორბალზე გადადის. ჰაბის ტექ მომსახურებისას არის ამ გაყვანილობის დაზიანების დიდი შანსი.
ამის გარდა ტოიოტამ კიდე ერთი სიხლე შემოიტანა. ელ ჰაბებიან მოდელებზე წინა ხიდიც ჩართვაც ღილაკზე დაჭერით ხდება. ეს თავისთავად გვიცავს უნებლიედ წინა ხიდის ჩართვისგან. თუ ჰაბები Free მდგომარეობაშია ელექტრონიკა საერთოდ არ მოგვცემს წინა ხიდის ჩართვის საშუალებას.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 1 2009, 10:10
Post #3


Unregistered









მწარმოებლებმა გააგრძელეს ახალი სისტემების ძიება.

საინტერესო გადაწყვეტაა Suzuki Jimny-ზე. ამ ავტომობილზე პნევმატური ჰაბები აყენია. ანუ ჰაბების ჩართვა გამორთვა ხდება ძრავის კოლექტორიდან მიწუდებული გაუხშოების საშუალებით. უფრო მეტიც სუძუკიში მიბაძეს სხვა მწარმოებლებს (ამის შესახებ ქვევით) და ჰაბების ცალკე მართვის სისტემა საერთოდ გააუქმეს. ანუ ჰაბების ჩართვა ხდება გამანაწილებელი კოლოფიდან წინა ხიდის ჩართვასთან ერთად ბერკეტის 2H-დან 4H პოზიციაში გადაყვანისას. თუმცა ეს სისტემა სხვა მოდელებზე არ გვხვდება (თუ ვცდები შემისწორეთ). დამოკიდებულ დაკიდებიან მანქანებზე ძირითატად სხვა სისტემებია, ხოლო დამოუკიდებელ დაკიდებიანებზე პნევმატიკის ორივე ბორბალთან მიყვანა გართულებული იყო.

ამიტომაც მწარმოებლებმა გამოიგონეს კიდევ ერთი სისტემა. მასში ავტომობლს წინა ბორბლები ნახევარღერძებზე მუდმივად ხისტად აქვთ მიერთებული. ხოლო წინა ხიდის რედუქტორთან ერთ-ერთი ნახევარღერძი შეიძლება გაიხლიჩოს. ამ გახლეჩის მექანიზმს როგორც წესი პნევმატური აღძვრა აქვს ძრავის კოლექტორის გაუხშოებიდან. ასეთი სახით გახლეჩილი ნახევარღერძის შემთხვევაში წინა კარდანი არ ბრუნავს, დანარჩენი ნაწილები წინა ხიდში ბრუნავს. შედეგად გვაქვს რაღაც ჰიბრიდი ზემოთ მოყვანილი მოდელებისა. შემცირებული საწვავის ხარჯი, ამავე დროს ყველა ნაწილი იპოხება რადგან ტრიალებს. ცხადია ასეთი ავტომატური სისტემის დანერგვისას მთელი მართვა ავტომატიზირებულია და არანაირი ღილაკების დაჭერა ნახევარღერძის ისევ ხისტად შესაერთებლად საჭირო არაა. საკმარისია სალონიდან გამანაწილებლის ბერკეტი 2H პოზიციიდან 4H-ში გადართოთ. კი მაგრამ გაჩერებული კარდანი და წინა ხიდის ლილვი? იკითხავთ თქვენ. დაზიანების თავიდან არიდების მიზნით ასეთი მანქანების წინა ხიდის ჩართვის მუფტას დამატებული აქვს სინქრონიზატორი. ფაქტიურად ასეთ მანქანაში (ისევე როგორც პნევმო ჰაბებიანში) წინა ხდი მიერტება დხება შემდეგნაირად.
გამანაწილებელ კოლოფზე თქვენ ბერკეტს გადაწევთ 2H პოზიციიდან 4H პოზიციაში. ამ დროს სინქრონიზტორის მეშბვეობით მოხდება წინა ლილვის რბილად მიერთება. როგორც კი ლილვი ბოლომდე მიუერთდება სპეციალური დაჩიკი დამოკლდება და სალონში აინთება (ან ციმციმს დაიწყებს) წინა ხიდის ჩართვის ნათურა. ამავდროულად წინა პნევმოჰაბებს ან ნახევარღერძის გახლეჩის აღძვრის პნევმო სისტემას მიეწოდება სიგნალი რომ ჩართოს ის და მოხდება წინა ბორბლებიც მიერტება ნახევარღერძებზე ან გახლეჩილი ნახევარღერზის შეერთება.
ასეთი სისტემა გამოიყენება თანამედროვე მანქანების უმეტესობაზე
აი რამოდენიმე მოდელი
Suzuki GrandVitara, Mitsubishi Pajero, Toyota 4Runer და სხვა მრავალი.
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 10:13