IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ბალდა - ზემო კინჩხა, 21.05.2015, ერთი კაცის ექსპედიცია
beka
post May 22 2015, 00:40
Post #21


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,902
Joined: 21-June 07
From: CCCP
Member No.: 235
მანქანა: ტრაქტორისტი



უხუუუუ! ადრენალინი იყოო, ვედროებით, თან გადმოსდიოდა dnck.gif

რაჩხამდე გზა ოკ, დადის ხოლმე ხალხი.
რაჩხადან შესაძლებელია ასხზე ასვლა idea.gif (თოვლი რომ დადნება აუცილებლად) ან ზედა კინჩხაში გადასვლა, თურჩუს მდინარის გავლით muagar.gif

სულ ურალის ლიანდის გინებაში ვარ, დღეს კიდე მენატრებოდა გაკვალული გზა.
როგორც აღმოჩნდა, ოდესღაც ბრაკონიერი მეტყევეები დადიოდნენ აქ, ახლა მათგან ძველი ლიანდები და ჩახერგილი გზებიღა დარჩა angry.gif

საერთო მხიარულებას ემატებოდა "გზის" სიმრავლე. ზღაპარში მეგონა თავი, მარჯვნივ წახვალ...

ბალდიდან ჯაყჯაყით ჩავედი რაჩხაში

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

კარგი საბანაკე ადგილია, გაშლილი მინდორი, წყალი, ცხენები, მწყემსები (ალბათ ელარჯიც ექნებათ crazy.gif )

სადღაც შუა გზაზე

ხვამლი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ასხის პლატო

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შევედი ტყეში. ერთ შეხედვით მარტივი გასავლელი იყო...
თურმე უხვად დაცვენილ ფოთლებს შეუნიღბია ყოფილი ლიანდები. ხან ერთი ამოვყოფდი თავს, ხან მეორეში.

1. გადმოდი მანქანიდან
2. ამოიღე, მერქნის დამცავი, თავისუფალი სვლის გასაღები, ხელთათმანი და პულტი
3. მოხსენი პულტის ხუფი
4. გაუკეთე პულტი
5. ცოტათი დაუშვი ტროსი რომ კაუჭი გამოიტანო
6. გაუკეთე გასაღები და გადართე თავისუფალ სვლაზე
7. მიათრიე ტროსი და მერქნის დამცავი ხემდე
8. შემოახვიე ხეს მერქნის დამცავი
9. ჩააბი კაუჭი
10. მიდი მანქანასთან
11. ჩაჯექი
12. პულტით და გაზით იგლახავე

- ხემდე მიდი და კიდევ ჩავარდნილი ხარ?!
- გადააბი სხვა ხეზე!
- ა, ამოხვედი?

13. დაუშვი ტროსი
14. გადადი მანქანიდან
15. მიბლაყუნდი ხესთან
16. მოხსენი კაუჭი
17. მოხსენი მერქნის დამცავი
18. მოათრიე ორივე მანქანასთან
19. დააყენე ლებედა თავისუფალ სვლაზე
20. გამოაგდე ცუდად დახვეული ტროსი
21. ჩაკეტე ლებედა
22. გადაახვიე ტროსი
23. არ დაგავიწყდეს მერქნის დამცავის, პულტის, თავისუფალი სვლის გასაღების და ხელთათმანების მანქანაში ჩაგდება
24. დეეგდე მანქანაში, 20 მეტრში კიდე გეერჭობი და ეს ყველაფერი თავიდან! titu.gif

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

აღარ მახსოვს რამდენჯერ ჩავაბი titu.gif (წყვილი ოპტიმა უკვე ლასლასებდა)

ეს ერთი და მერე კარგი გზა იქნება, ვაიმედებდი თავს. ჭამაზეც არ მოვიცალე, ტყეში ღამის გათევის შიშით crazy.gif

ლიანდებს სხვა ჭირიც დაემატა, ჩახერგილი გზა!

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დრუჟბა არ მაქ, არც ნაჯახი rolleyes.gif

ისევ ლებედათი უშველე თავს, გამოვათრიე და გავაგრძლელე გზა.

რა კარგია ლებედათ გათრევა რომ შეიძლებამეთქი, ვიფიქრე და titu.gif

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

საბედნიეროდ ასაქცევი გზა მოინახა.

მოკლედ ტყე და დაბრკოლებებლი არ მთავრდებოდა, აი დღე კი ნელ ნელა გადადიოდა ღამეში unsure.gif

ამ "კარგ" ფიქრებში ვიყავი, როცა მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა!
მამაჩემი მეკითხება, რომ შემპირდი ჯემალასთან მივალ და იმას წამოვიღებ, რას შობი, გელოდება ის კაცო.
რა უნდა მეთქვა?
- ცოტა მაგვიანდებასავით მეთქი.
- იჩქარეო, არ მაცალა.
- ბჯ, ტყეში ვარ, რაფერ ვიჩქარო მეთქი?!
- მერე გამოდი ტყიდან შეჩემაო! laugh.gif

ტყე არ დაილია, მზე ჩადის, კიდევ ზარი (ჯინაზე იჭერდა მობილური). ისევ მამაჩემი, იგივე კითხვით.
განუვრცე თუ როგორი ტიპის ტყეში ვიყავი და იმედები გადაუწურე.

ერთი მეუღლის ზარი აკლდა, საყიდლების სიით, სრული ანეგდოტისთვის.

რავარც იქნა, დავიწყე დაშვება, ნელ ნელა ურალის ახალი ნახათქუნები ლიანდებიც გამოჩნდა.
ხან დიაგონალზე, ხან კიდე შუაში მოქცევით, ჩავრიხინდი თურჩუზე.

აი ამ მომხიბვლელი აღმართის მოლოდინში, "გაუჩინარების" ადილის ძებნა არ დამიწყია.

http://www.youtube.com/watch?v=https://youtu.be/Rq7sEKbAnrk

საბედნიეროდ, ეს ადგილი კარგად შემხმარი დამხვდა და გემრიელი გაქანების შემდეგ, თავი დავაღწიე უზოობას.

გადასახედ წერტილზე გავჩერდი, ულვაშს ხელი გაუსვი, ჩიბუხი ამოვიღე და გავაბოლე cool.gif

ყველი და პური მივცხე მოკლედ troll.gif

ჭირი იქა, ლხინი აქა!

ტრეკი
Attached File  555e0fa5fb3555607cd75817.gpx ( 441.64k ) Number of downloads: 315



--------------------
What's your name?
- Mixo
- Sex?
- three times a week
- No no: male or female?
- male, female sometimes donkey.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
beka   ბალდა - ზემო კინჩხა, 21.05.2015   May 22 2015, 00:40
beka   http://shared.galileo-app.com/555e0fa5fb3555607cd7...   May 22 2015, 00:41
GIRA   რას დაიჩაჩხები მარ...   May 22 2015, 00:51
beka   GIRA სამარგალო გადად...   May 22 2015, 00:55
GIRA   beka რავი თემა მახსოვ...   May 22 2015, 01:03
beka   უფრო შტურანი მინდა...   May 22 2015, 01:15
gio-kutaiski   GIRA მაგი ახლა ისეთ ად...   May 22 2015, 01:26
beka   :D   May 22 2015, 01:30
vais   beka gagexsna tema da wamovidodi, dges gelatis uka...   May 22 2015, 01:48
GABE84   vais მე კი დამბანე იმ ...   May 22 2015, 09:47
nika   ეგეთი რა სამსახურე...   May 22 2015, 09:55
DEMO   თქვენ დარეკეთ და თ...   May 22 2015, 11:58
diff lock   რა სასწავლი გვარს...   May 22 2015, 12:04
Parnavaz   gio-kutaiski GABE84 ჯიპიესი არ...   May 22 2015, 21:07
GABE84   Parnavaz კიდე კაი თუ ეგრ...   May 22 2015, 22:09
beka   მოდიხარ თუ ნარტო შ...   May 22 2015, 22:22
GABE84   beka ვეღარ მოვდივარ ს...   May 22 2015, 22:31
beka   სამაშველოზე ურალი...   May 22 2015, 22:34
GABE84   beka არ დაგჭირდება მა...   May 22 2015, 22:37
Santa_papa   ეს გლახაობა არ დაგ...   May 27 2015, 17:58
beka   ჩინური დისტანციურ...   May 27 2015, 18:43
Santa_papa   ვნახავ საქმეში და ...   May 28 2015, 00:28
beka   Santa_papa ეგ ვიცი, მაგრამ...   May 28 2015, 12:03
nika   beka რავი მე ვხმარობ დ...   May 28 2015, 13:06
beka   nika მომრავლდება ეგე...   May 28 2015, 13:12
GIVI   nika მომრავლდება ეგე...   May 28 2015, 15:15
Santa_papa   nika მომრავლდება ეგე...   May 28 2015, 18:39
beka   სალონში უნდა და პუ...   May 28 2015, 17:40
nika   სალონში უნდა და პუ...   May 28 2015, 19:10
beka   შეჯიბრი შეჯიბრად დ...   May 28 2015, 19:00
GABE84   რა ლინკებიც დაიდო ...   May 28 2015, 20:17
nika   რა ლინკებიც დაიდო ...   Jun 7 2015, 18:08
beka   CfQUrnJaDmw 10-11 ჩალებედება ...   Jun 7 2015, 16:06


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 05:58