IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> RAINFOREST CHALLENGE CAUCASUS 2017, GLOBAL SERIES-ფარგლებში
Off-Road Federation
post May 5 2017, 23:33
Post #1


Advanced Member
****

Group: Administrators
Posts: 109
Joined: 9-September 16
Member No.: 6,878



მეგობრებო

წარმოგიდგენთ 2017 წლის RAINFOREST CHALLENGE-ის კავკასიის ეტაპს, რომელიც გაიმართება ამაწლის 1-4 ივნისს თბილისში და თბილისის შემოგარენში.

გთხოვთ გაეცნოთ RFC caucasus-ის ოფიციალურ რეგლამენტს და ტექ.მოთხოვნებს(ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე)
Attached File  RFC_Caucasus_2017.rar ( 212.67k ) Number of downloads: 187


დროულად გაიარეთ სავალდებულო რეგისტრაცია
https://goo.gl/forms/jp04cUGJHmairfq02


შეჯიბრის განრიგი დაიდება ოდნავ მოგვიანებით



http://www.youtube.com/watch?v=5E99wh7ckI0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post May 5 2017, 23:57
Post #2


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



Off-Road Federation
muagar.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post May 7 2017, 17:57
Post #3


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



QUOTE(Off-Road Federation @ May 5 2017, 23:33) *


მაგარია...


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Off-Road Federation
post May 8 2017, 23:52
Post #4


Advanced Member
****

Group: Administrators
Posts: 109
Joined: 9-September 16
Member No.: 6,878



დროულად გაიარეთ სავალდებულო რეგისტრაცია
https://goo.gl/forms/jp04cUGJHmairfq02
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Arsen_HUNTER
post May 11 2017, 22:09
Post #5


Member
***

Group: Registered
Posts: 40
Joined: 26-December 10
From: СКФО КМВ Пятигорск
Member No.: 4,910
მანქანა: SJ 416



Здравствуйте . Готовимся к вам . Есть несколько вопросов .Стартовый сбор можно на месте оплатить ? До базового лагеря с лафетом доедим или нужно где-то оставлять ? Спасибо.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
feli
post May 12 2017, 10:23
Post #6


Advanced Member
****

Group: Club Board Member
Posts: 203
Joined: 3-November 08
Member No.: 3,563
მანქანა: BMW 525I and Kinder Surprise



Доброго времени суток,
1.Вы сможете оплатить на месте стартовый взнос если будете уже зарегистрированный.
2. Лафетом сможете доехать до базового лагеря если не будет проливного дождя


--------------------
Nobody dies a virgin, the life fucks everybody!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Off-Road Federation
post May 19 2017, 22:12
Post #7


Advanced Member
****

Group: Administrators
Posts: 109
Joined: 9-September 16
Member No.: 6,878



მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია 25 მაისამდე
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd...afZGuQ/viewform
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Off-Road Federation
post May 30 2017, 12:22
Post #8


Advanced Member
****

Group: Administrators
Posts: 109
Joined: 9-September 16
Member No.: 6,878



შეჯიბრის განრიგში ცვლილებაა
კერძოდ 2 ივნისის პირველ ნახევარში.
1-ივნისი
11:00-17:00 რეგისტრაცია
12:00-17:00 ტექნიკური კომისია
19:00-22:00 ბრიფინგი, კენჭისყრა, მეგობრული ვახშამი
2-ივნისი
08:00-მონაწილე ეკიპაჟების შეკრება
08:30-კოლონის დაძვრა და გადაადგილება პირველი ლოკაციისკენ
11:00-12:00 დაბანაკება
12:30-ტრასების დათვალიერება
13:00-პირველი დღის(PROLOGUE) სპეც მონაკვეთების სტარტი.

18:00-პირველი დღის(PROLOGUE) სპეც მონაკვეთების ფინიში.
19:30-დღის წინასწარი შედეგების გამოცხადება
19:40-20:10 საჩივრების მიღება
20:10-20:40 დღის შემაჯამებელი შედეგების გამოცხადება
22:00-Twilight Zone-ის სტარტი
3-ივნისი
10:00- Twilight Zone-ის ფინიში
16:00- Twilight Zone-ის წინასწარი შედეგები
16:10-16:30 საჩივრების მიღება
16:30-17:30 Twilight Zone-ის შედეგების გამოცხადება
18:00-ღამის(PREDATOR) სპეც მონაკვეთების სტარტი
21:00-ღამის(PREDATOR) სპეც მონაკვეთების ფინიში
22:00-ღამის(PREDATOR) ეტაპის წინასწარი შედეგების გამოცხადება
22:10-22:30 საჩივრების მიღება
22:30-23:30 დღის შემაჯამებელი შედეგების გამოცხადება
4-ივნისი
09:00 TERMINATOR STAGES სასტარტო ზონაში გამოცხადება
10:00 სტარტი
13:00-14:00 შესვენება
14:00-17:00 შეჯიბრის დასკვინითი FINAL STAGES სპეც მონაკვეთები და ფინიში
18:00- TERMINATOR STAGES დღის წინასწარი შედეგების გამოცხადება
18:10-18:30 საჩივრების მიღება
18:30-19:00 საჩივრების განხილვა
19:00-დღის შემაჯამებელი შედეგების გამოცხადება
20:00-შეჯიბრის წინასწარი შედეგების გამოცხადება
20:10-20:30 საჩივრების მიღება
20:30-21:00 საჩივრების განხილვა
21:30-შეჯიბრის საბოლოო შედეგების გამოცხადება და დაჯილდოება



ასევე მოგახსენებთ ტექ. კომისიის ადგილმდებარეობას სადაც ყველა მონაწილე ავტომობილები უნდა გამოცხადდნენ 1 ივნის
ერთი და იგივე ადგილზე იქნება შემდეგი აქტიობები:
11:00-17:00 რეგისტრაცია
12:00-17:00 ტექნიკური კომისია
19:00-22:00 ბრიფინგი, კენჭისყრა, მეგობრული ვახშამი
ადგილის კოორდინატები და რუქა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტისურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ბანაკის ადგილმდებარეობა და კოორდინატები
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტისურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gaga202
post Jun 5 2017, 19:43
Post #9


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 780
Joined: 13-November 07
Member No.: 479
მანქანა: Daihatsu Rocky 2.0



ეს შეჯიბრი შედგა საერთოდ? არავინ ხმას არ იღებს, ან ფოტოებია არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jun 5 2017, 20:05
Post #10


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(gaga202 @ Jun 5 2017, 19:43) *

ეს შეჯიბრი შედგა საერთოდ? არავინ ხმას არ იღებს, ან ფოტოებია არა?


თავისუფალში დავწერე ბევრი. მგონი ნიკას გადაწყვეტილება სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. sad.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post Jun 5 2017, 20:21
Post #11


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ციტატა(irakli @ Jun 5 2017, 16:05) *

თიავისუფალში დავწერე ბევრ. მგონი ნიკას გადაწყვეტილება სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. sad.gif
და რატომ თავისუფალში ? ეს ნაწერი ხომ დაიკარგება ...ვატყობ რომ ეს საიტი მრავალმა დაიკიდა და რეზულტატიც არ დაახანებს ...


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jun 5 2017, 20:21
Post #12


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(shalva-zimin @ Jun 5 2017, 20:21) *

და რატომ თავისუფალში ? ეს ნაწერი ხომ დაიკარგება ...ვატყობ რომ ეს საიტი მრავალმა დაიკიდა და რეზულტატიც არ დაახანებს ...

გადმოვიტან აქაც, რა პრობლემაა? smile.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jun 5 2017, 20:24
Post #13


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



მასების თხოვნით smile.gif

მშვენიერი შეჯიბრი გამოვიდა. 5 დღის სს და 2 ღამის, ასევე თვაილაითი.

1 სს-ზე შტურმანს აგვიანდებოდა და დემიკო ჩამიჯდა, დიდი მადლობა მას. მგონი გაერთო 3 ჯალამბარზე ერთად მუშაობით. მექანიკური არასწორ ხეზე ჩავაბით, (არ დავუჯერე შტურმანს), მანქანა ხეს მიეყუდა და გაწყდა (სხვა ტექნიკური მიზეზიც იყო). შედეგად 15 მეტრიდან დასრიალებულმა ვოლვომ ერთი ხე მოსხიპა და მეორეზე გაჩერდა, ოღონდ ისე, რომ კუნძზე შეჯდა და შტურმანს ხეზე აძრომა და უკანას ჩაბმა მოუწია, რომ აგვეწია ჰაერში ხიდი. ამ დროს წინა ელექტრო ჩავაბით დ აასე ავათრიეთ აღმართზე, რომელზეც ხიშნიკი ავარდა ჯალოს გარეშე (სხვები არ ვიცი).

მეორე სს-ზე კუნძზე შევჯექით, რომელიც არ ჩანდა და ამან დრო და მაყუჩი დაგვაკარგინა. ტექნიკური შეცდომები დაუშვა 2-მა ძლიერმა ეკიპაჟმა, ხიშნიკი ხევში ჩავარდა და ამიტომ მე-3 ადგლზე ვიყავით 1 დღის შედეგებით.

ეს პრო მოდიფის სს-ის ფოტო (პროტოში აღმართი უფრო ციცაბო იყო მგონი)
თვაილაითი ვოლვოს სტიქიაა. კარგად ვიარეთ, ნისლში და წვიმაში, არ იყო სასიამოვნო ქედზე, რადგან ვოლვოს კაპოტი არ აქვს ჩანდა გზის კონტურები, და ტოიოტა და ულტრა შუქებზე მომყვებოდნენ. ულტრა ჩამორჩა და უკან მიბრუნება მომიწია. 3 რთული მონაკვეთი იყო, 1 აღმართზე გუბე, ჩახრამული ლიანდები (სიბნელეში 1 მეტრიანი ჩანდა, შეიძლება დღისით უფრო დაბალია) და დიდი გუბე. სადაც წყალი და ტალახი შევიდა ფილტრში და სანამ ფილტრი არ გამოვიღეთ, ძრავი ბრუნს ვერ იღებდა.

მერე იყო ღამის სს-ები. ერთზე იყო აღმართი, დამრეცზე მოხვევა და მერე დაღმართი. ჩინგას ბორბალი ხეზე ცუდად მიეჯახა და მოძვრა, ამიტომ ვერ დააფინიშა, ულტრაზე ჯალამბარმა
გაჭედა და გაბრუნდა, ჩვენ დაგვავიწყდა მექ. ჯალამბრის გაშლა და გაიჭედა. ამაში ბევრი დრო დავკარგეთ, რადგან ჩინური ელექტრო ძალიან ნელია. ზემოთ გაზის სატერფულზე (პედალი ასეა? smile.gif ) გაწყდა ტროსი და ხელის გაზით (სამხედრო დუბლირება) მომიწია მოტრიალება და ჩამოსვლა, 15 წუთში ვერ ჩავეტიეთ. მეორე სს ზე ვადა ორჯერ გაზარდეს, რადგან ძალიან რთული იყო. ეს არის პირველი პატარა ჩანჩქერი, https://goo.gl/photos/xqX1Dxp3MFFvxgsC8
მერე იყო 5 მეტრიანი მეორე,. მერე 30 მეტრიანი აღმართი, ხევი და მკვეთრი დაღმართი. 4-5 ჩაბმა უწევდა. ყველამ გადაწყვიტა არ გამოსვლა, ზედმეტი რისკით ახსნეს, ჩვენც ტექნიკური გაუმართაობა გვქონდა. (გაზის პედალი). "ასე რომ კარტელმა აქ იმუშავა "

ბოლო დღეს იყო 3 სს. აქ შტურმანმა დაისვენა, რადგან ჯალოები აღარ დაგვჭირდა.

5 სს ზე აღმართი იყო, წრე და მერე დაღმართი. აქ ულტრამ იფრინა. სხვებმაც კარგად იარეს.

მდინარეს მე-6 სს-ი იყო განსაკუთრებით საინტერესო, დიდ ლოდიდან (>1 მეტრი?) ჩახტომა უწევდა მანქანას. ჭელო გამოვიდა წინა ხიდის გარეშე, მიწვა კიდევაც. მაგრამ დააფინიშა 8 წუთში. შაკომ მაგრად იმუშავა შტურმანად. (მგონი საუკეთესო შტურმანის სერთიფიკატსაც გამოკრა ხელი). ხიშნიკმა მომიგო აქ მხოლოდ 2 წამი (არასწორი ტრაექტორიის არჩევის გამო), მაგრამ მოგების შანსი მქონდა, რომ შტურმანის ლოდინი არ დამჭირვებოდა ფინიშთან.

მე-7 სს-ზე განსაკუთრებით საინტერესო არაფერი იყო, ვიწრო გასასვლელები იყო, ვოლვო ვერ ეტეოდა და 2გან გავწვიტე ლენტი. საერთოდ ბევრი საჯარიმო მქონდა ლენტზე - 50. ძირითადად ვოლვოს სიგანის გამო. საბოლოოდ 3 ადგილზე გავედით.

ზოგადი შთაბეჭდილებები: მეზობელ ქვეყნებში ძალიან მაღალი დონის მანქანები ყავთ (50'000 $ ბიუჯეტი და ზემოთ) და ძნელია კონკურირება. გამოცდილებითაც გვისწრებენ, მაგრამ აქ ისე ძალიან არა. შეჯიბრის ორგანიზაციაში იგრძნობოდა წინსვლა წინა შეჯიბრთან შედარებით. ტრასები იყო საინტერესო. მსაჯობაც ძირითადში კარგი, შეცდომები იყო, მაგრამ ეს ნორმალურია და მომავალი ზრდისთვის აუცილებელი. მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს, გულშემატკივრებს, არაგულშემატკივარებს და რათმქა უნდა მშობლებს smile.gif

რატომღაც ტალახიანი ვოლვო მოეწონათ გოგოებს:
https://goo.gl/photos/UtdegzgESDXEhaLh7

მე კი მომეწონა უცხოელი კონკურენტების დამოკიდებულება, ურთიერთდახმარება და პატიოსანი ბრძოლა ერთმანეთში. (ეს ხანდახან გვაკლია ჩვენ)

ასევე მომეწონა, რომ ერთმა მაყურებელმა წაქცეული ხე ააყენა და ფესვები დაუტკეპნა (სს-ის გარეთ), რომელზეც ერთმა მანქანამ უდიერად გადაიარა.

ეს პროტოს მანქანების ტექნიკური გადაწყვეტები, თუ დაგაინტერესებთ:

https://goo.gl/photos/PjSYRvW9xRcNoDtk8


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post Jun 5 2017, 20:25
Post #14


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ციტატა(irakli @ Jun 5 2017, 16:21) *

გადმოვიტან აქაც, რა პრობლემაა? smile.gif
კარგი იქნება biggrin.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Arsen_HUNTER
post Jun 5 2017, 20:42
Post #15


Member
***

Group: Registered
Posts: 40
Joined: 26-December 10
From: СКФО КМВ Пятигорск
Member No.: 4,910
მანქანა: SJ 416



Мы почти дома. Спасибо ОРГанизаторам за организацию .Спасибо участникам за соперничество. От команды России хочу еще раз поздравить всех победителей и призеров . Очень рады были встретить старых друзей и познакомится с новыми. Это дух RFC . , До встречи на будущих соревнованиях .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jun 5 2017, 23:43
Post #16


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



Arsen_HUNTER'
muagar.gif bravo.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mumla
post Jun 6 2017, 10:34
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,657
Joined: 7-January 08
From: საბურთალო, ვეძისი
Member No.: 583
მანქანა: TLC Prado, jeep wrangler



დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფეისბუქს biggrin.gif wink.gif
აქ შემომსვლელები ცოტანი დავრჩით, ფეისბუქზეა ყველა


https://www.facebook.com/OffRoadersGeorgia/?fref=ts

https://www.facebook.com/groups/13844096626...496649254937955

This post has been edited by mumla: Jun 6 2017, 10:35


--------------------
დაკიდება მაგარი რამეა, თან დამოკიდებული)))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Jun 6 2017, 14:30
Post #18


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(mumla @ Jun 6 2017, 10:34) *

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფეისბუქს biggrin.gif wink.gif
აქ შემომსვლელები ცოტანი დავრჩით, ფეისბუქზეა ყველა
https://www.facebook.com/OffRoadersGeorgia/?fref=ts

https://www.facebook.com/groups/13844096626...496649254937955


მაშინ რატომ ქმნიან ამ ფორუმზე თემებს თუ მერე არ შემოდიან? ფორუმის ჩაძირვის შეთანხმებული მოქმედების ეჭვი გამიჩნდა. titu.gif იმედია ვცდები.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gaga202
post Jun 6 2017, 22:49
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 780
Joined: 13-November 07
Member No.: 479
მანქანა: Daihatsu Rocky 2.0



დაყარეთ ვიდეოები აბა ვისრა გაქვთ, ფეისბუქი არ ვიცი მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
trolika
post Jun 7 2017, 13:33
Post #20


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 233
Joined: 29-July 12
Member No.: 5,556
მანქანა: Mitsubishi Pajero (mini)



ბრავო ორგანიზატორებს არაჩვეულებრივი შეჯიბრი იყო
1 დღე მომიხერხდა მხოლოდ მოსვლა და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ სულ ვვითარდებით და მეტი ორგანიზება იგრძნობა

ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს მიღწეულ წარმატებებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 Pages V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 15:26