IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ლიფტი, მცირედი აღწერა
nika
post Oct 12 2007, 21:00
Post #1


Unregistered









ამ ბოლო დროს ბევრი რამე წავიკითხე გავიაზრე ლიფტის შესახებ. მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ.

ლიფრტი რა არის ყველამ ვიცით იმედია biggrin.gif.
აქვე ვიტყვი რომ საუბარი მაქვს ჩარჩოიან, ორივე დამოკიდებულ დაკიდებიან მანქანებზე. ამიტომაც პირდაპირ დავიწყებ ლიფტის გაკეთების მიზეზებზე საუბარს.
1) მანქანის აწევა რომ გავაუმჯობესოთ მისი გამავლობა. არ წამოედოს წინა და უკანა "სვესები". ასევე არ წამოვდოთ მუცელი
2) სტანდარტულზე უფრო დიდი საბურავების დაყენება.

უმეტეს შემთხვევაში პირველი პუნქტი ჯიპებზე ისედაც საკმაოდ კარგადაა გადაწყვეტილი. მანქანის ყველაზე დაბალ ადგილებს ხიდების რედუქტორები წარმოადგენს. მათი აწევა კიდევ ლიფტით ვერ მოხერხდება. გამონაკლისია ხოლმე გამანაწილებელი კოლოფი. თუმცა მის ასაწევად ხშირად ძაან მცირედი ლიფტიც საკმარისია. გამოდის რომ ლიფტის მთავარი მიზეზი სტანდარტულზე უფრო დიდი საბურავების დაყენებაა. განვიხილოთ ლიფტის სამი ძირითადი ნაირსახეობა

1) ვირტუალური ლიფტი. ყველაზე იოლი და მანქანის დაკიდება/ტრანსმისიაში ყველაზე ნაკლები ჩარევის საშუალებაა. ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ ესაა ე.წ. არკების ჭრა. ბანალურად ვნახულობთ თუ სად წამოედება ახალი დიდი ზომის საბურავები მანქანის კორპუსს და ამ ადგილებში ვჭრით (ვღუნავთ და ა.შ.) კორპუსს ისე რომ ბორბალი არ წამოედოს. უმეტეს შემტხვევაში სასურველია ამით შემოვიფარგლოთ. ან ვირტუალ ლიფტი დანარჩენი მეორე ლიფტის სიდიდის შესამცირებლად გამოვიყენოთ. უდიდესი პლიუსია ის რომ მანქანის სიმძიმის ცენტრი პრაქტიკულად უცვლელია.
2) ბადი ლიფტი. ამ შემთხვევაში მანქანის ძარასა და ჩარჩოს შორის ვზრდით მანძილს ე.წ. პრასტავკების დამატებით. პლიუსია ტრანსმისიაში არანაირი ხოლო დაკიდებაში მინიმალური ჩარევა. რეალურად დაკიდებიდან მხოლოდ საჭის მექანიზმია ჩარეული. დანარჩენიდან დასაგრძელებელია სამუხრუჭე და ბენზომაგისტრალები. მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი რაც ძარსა და ჩარჩოს შორისაა დასაგრძელებელი იქნება. კიდევ ერთი პლიუსი ისაა რომ მანქანის სიმძიმის ცენტრი ამ დროს უმნიშვნელოდ იწევს ზევით.
3) Suspension Lift. ყველაზე გავრცელებული ლიფტის სწორედ ეს სახეობაა. მიზეზი მარტივია. ყველას უნდა რომ მისი მანქანა უფრო მაღლა იყოს smile.gif ამ სახეობაზე შევჩერდეთ უფრო დეტალურად
დაკიდების ლიფტის დროს მანქანის დაკიდების სისტემის მოდიფიცირება ხდება. რის შედეგადაც ის უფრო მაღლა აღმოჩნდება ხიდების ზევით ვიდრე ეს სტოკში იყო.
დადებითი მხარეები: ზევით იწევს მთელი მაქნანა ანუ მისი გეომეტრია მთლიანად მატულობს, ამავე დროს უპრობლემოდ დგება უფრო დიდი საბურავებიც
უარყოფითი მხარეები: სიმძიმის ცენტრი ზევით ადის. საჭირო ხდება სხვა ამორტიზატორების დაყენება. არაკორექტული ლიფტისას მცირდება დაკიდების სვლები (რადგან დაკიდების ქვევით მოძრაობასაც აქვს თავისი შეზღუდვები და ჩვენ მათ უფრო ახლოს მივუახლოვდებით) რაც არტიკულაციას ამცირებს. იზრდება კარდანების კრესტავინების მუშაობის კუთხე რაც მათ რესურსზე უარყოფითად მოქმედებს.

განვიხილოთ რესორებიანი და ზამბარებიანი მანქანების ლიფტის თავისებურებები.

რესორებიანი დაკიდებები. არტუკულაციის შესახებ დაწერილი ნაკლებად ეხება რესორებიან დაკიდებებს. რადგან მათი ლიფტისას რესორებიც ადგილზე რჩება და მათი სვლები არ იცვლება.
1) რესორებიანი დაკიდება რესორები ხიდის ქვევითაა. აქ გვაქვს ორი საშუალება. პირველი და საკმაოდ ეფექტურია რესორების გადატანა ხიდის ზევით. ეგრევე ვიგებთ დაახლოებით 10–15 სანტიმეტრს.
მეორე საშუალებაა უფრო მოღუნული რესორების დაყენება. ან უკვე არსებული რესორების ე.წ. "რიხტოვკა".
მცირედი ლიფტის დროს ძაან მარტივი და ეფექტურია სტანდარტულზე უფრო გრძელი შაკლების დაყენება.
2) რესორები ხიდის ზევითაა. ამ შემთხვევაში გარდა ზევით ნახსენები მეთოდებისა, გვემატება რესორასა და ხიდს შორის შუასადებების დამატების საშუალება.
3) ზამბარებიანი დაკიდება. აქ საქმე სხვანაირადაა. მცირედი ლიფტისას შესაძლებელია ორი გამოსავალი
დავამატოთ შუასადებები ზამბარების ქვეშ
დავაყენოთ უფრო დიდი ან ხისტი ზამბარები.
დიდი ლიფტის შემთხვევაში იწყება უსიამოვნებები. ზამბარებიან დაკიდებაში ხიდი ცარჩოზე დამაგრებულია გრძივი ტიაგებით. ხიდის ქვევით მოძრაობისას ის ბრუნავს ღერძის გარშემო. ამის გამო ისცველა შკვორნების საკისრების კუთხე და იწყება მათი ინტენსიური ცვეთა. ამიტომაც საჭიროა ტიაგები შეიცვალოს ისეთებით რომლებიც ამ კუთხეს ისევ აღადგენენ. კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზია პანარის (განივი) ტიაგა. ხიდის ქვევით მოძრაობისას მისი ზეგავლენით ხდება ხიდის გვერზე გაწევაც. ასე რომ აქაც საჭიროა ან ამ ტიაგის უფრო გრძელით შეცვლა ან მისი სამაგრების შესაბამისად გადატანა. ა–სებრი დაკიდების შემთხვევაში ეს რობლემა აღარ დგას.

ზამბარებიანი და რესორებიანი დაკიდებისას ასევე ჩნდება საჭის ტიაგების პრობლემაც. სტოკში საჭის რედუქტორიდან გამოსული "სოშკა" ისეა მოღუნული, რომ მთავარი ტიაგა (რომელიც ბორბალს და რედუქტორს აკავშირებს) ჰორიზონტალურად დგას. ამ დროს ხიდის ზევით/ქვევით მოძრაობისას ყდება საჭის მინიმალურად მოხვევა.
ლიფტის შემთხვევაში თუ სოშკა არ შევცვალეთ ისე რომ ეს კუთხე შენარუნდეს, მთავარი ტიაგა უკვე თავიდანვე მნიშვნელოვანი კუთხით იქნება დახრილი, ამ დროს ხიდის ქვევით მოძრაობისას ბორბლების მოხვევა უფრო სერიოზულად მოხდება.


შეიძლება საკმაოდ ბევრი გაუგებარი რამე დავწერე biggrin.gif შენიშვნები და შესწორებები მიიღება wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
dato 85
post Oct 12 2007, 21:51
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,209
Joined: 16-August 07
From: Lost Coast, California
Member No.: 325
მანქანა: SAAB 9-5 2.3t Wagon



ფოლადის მარკას რამე მნიშვნელობა აქვს? ვტქვათ გრძელი წიაგების დაყენების დროს. რამდენადც ვიცი ინგლისში OFF-ზე გადადაკეთების შემთხვევაში უფრო გამძლე ფოლადს ნაწილებს იყენებენ ვიდრე ბაზავოის აქვს.


--------------------
The Man Who Wasn't There
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 13 2007, 09:22
Post #3


Unregistered









dato 85
მაგას ყველა ვარიანტში აქვს მნიშვნელობა მგონი. მარა გაძლიერებულს იმიტო უფრო აყენებენ რომ დალიფტული მანქანა გულისხმობს უფრო მძიმე პირობებში გამოყენებას.
Go to the top of the page
+Quote Post
MMC
post Oct 13 2007, 12:08
Post #4


Member
***

Group: Registered
Posts: 74
Joined: 16-August 07
Member No.: 323
მანქანა: mitsubishi pajero 2.8td v26



რესორებიან მანქანას ეგ განივი ტიაგა არა აქვს (უკანა ხიდს ვგულისხმობ) და ზამბარებიანს აქვს, კონკრეტულად რას აკეთებს ეგ ტიაგა? და კიდევ მაინტერესებს რო გიწერია ორივე დამოკიდებულ დაკიდებიან მანქანაზე, გამოდის რო წინა დამოუკიდებელ დაკიდებიანი მანქანა არ დაილიფტება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 13 2007, 13:55
Post #5


Unregistered









MMC
ტიეგები არა აქვს. რესორა მაგითია კარგი რომ ტიაგების ფუნქციასაც ასრულებს. უფრო მეტიც. ბევრ რესორიან მანქანაზე წინ "სუხოი ამორტიზატორიც" არაა. მაგალითად უაზზე და გაზ-69-ზე. ჩემსაზეც უნდა ჩავხნსნა და ვნახო ტრასაზე რამე უარყოფითი ეფექტი ხომ არ ექნება. თუ არა და არც დავაბრუნებ უკან.

წინა დამოუკიდებელ დაკიდებიანი როგორ არ ილიფტება მარა ეგ უკვე სპეციფიური რაღაცაა. ამიტომაც არ დავწერე.
Go to the top of the page
+Quote Post
lado
post Oct 13 2007, 18:42
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,363
Joined: 12-August 07
Member No.: 319
მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T



მე დავლიფტე ჩემი SUZI, რიხტოვკა მივეცი უბრალოდ და მაგრა კაცურად დადგა. დავტესტე და ყველაფერი ხოშიანია, ბრალოდ, რულის წიაგამ ცოტა კუთხე მიიღო, ხიდის დაბლა დაწევით და საჭე მოტრიალებას ითხოვდა, როცა თვლები სწორედ იდგა.
nika:
ჩემ SUZUKI-ს წინ არ უყენია სუხოი და მშვენიერია, ცოტა ქანაობს ათასში ერთხელ, მარა, არანაირი პრობლემა არაა. ზატო, ხოდები აქვს მაგარი!


--------------------
Land-surveyor
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIGO
post Oct 14 2007, 00:24
Post #7


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 186
Joined: 13-June 07
Member No.: 225
მანქანა: Toyota land cruiser LJ-72 2.8D



წინა სუხოი ცჩემ მანქანაზეც მოვხსენი. სხვაობა მარტო ერთია წინ ხოდები გაეზარდა საგრძნობლად. ტრასაზე სხვაობას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ალბათ მაღალ სიჩქარეზე თუ შეინლება ჰქონდეს სხვაობა, 120 მეტით მაინც ვერ დადის . ლიფტს რაც შეეხება თუ მანქანა მარტო ოფფ როუდისთვისაა აუცილებლად ღრმა ჩარევებია საჭირო, რატა გამავლობა მაქსიმალურად გაიზარდოს, თუ ქალაქშიც უნდა იხმაროთ მაშინ ბევრი საფუძვლიანი გადაკეთებები ბევრ პრობლემებს შექმნის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MMC
post Oct 17 2007, 23:36
Post #8


Member
***

Group: Registered
Posts: 74
Joined: 16-August 07
Member No.: 323
მანქანა: mitsubishi pajero 2.8td v26



nika დალიფტვის ეს საშუალება, Body Llift ( ჩარჩოსა და ძარას შორის მანძილის გაზრდა "პრისტავკების" დამატებით) რამე უპირატესობას აძლევს მანქანას, გარდა იმისა რო სიმძიმის ცენტრს მაღლა არ წევს? მარტო ამით კლირენსი ამ დროს არ გაიზრდება და გამოდის რო ამხელა სამუშაოს სიმძიმის ცენტრის შესანარჩუნებლად ასრულებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 18 2007, 09:39
Post #9


Unregistered









MMC
როგორც აღვნიშნე ლიფტის ერთ ერთი მთავარი მიზანია დიდი საბურავების დაყენება. ვინაიდან სხვა მხრივ მანქანის აწევა საჭირო არაა ხოლმე. ისედაც მაღალია. Body Lift ამის იოლი საშუალებაა.
Go to the top of the page
+Quote Post
cat
post Oct 25 2007, 12:50
Post #10


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 2,223
Joined: 16-October 06
Member No.: 40
მანქანა: Hyundai Galloper 2 / 2.5 TD / MT 33"/ Winch 9000



არც ისე იოლი საშუალებაა BODY LIFT-ი ბევრი წვრილმანი გადაკეთებები ჭირდება. პადვესკის ლიფტი უფრო ადვილი გასაკეთებელია თუ გაქვს კომპლექტი პრუჟინება და ამორტიზატორები.


--------------------
Оффроуд тюнинг никогда не заканчивается - могут кончиться только деньги !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 12:38