NISSAN TD42 ძრავები, გამოშვების წლებს შორის სხვაობები, გატურბინება და სხვა. |
NISSAN TD42 ძრავები, გამოშვების წლებს შორის სხვაობები, გატურბინება და სხვა. |
HUSHTA |
Mar 3 2012, 22:01
Post
#1
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
ნისანის TD სერიის ძრავებში ყველაზე პოპულარული - TD42-ის პირველი ვერსია, მსუბუქ ავტომობილებში გვხვდება მეოთხე თაობის პატროლ/საფარის Y60/GQ - მოდელში, რომელიც 1987 წლიდან იწარმოებოდა. ავსტრალიაში იგივე მოდელი Ford Maverick-ის სახელით გამოდიოდა.
ძრავები ასევე გამოიყენებოდა ავტობუსებშიც, რომლის სახელია - Nissan Civilian http://en.wikipedia.org/wiki/Nissan_Civilian ძრავის რამდენიმე მოდელია არსებობს: http://en.wikipedia.org/wiki/Nissan_TD_engine ზუსტად რა სხვაობები იყო უცნობია, მაგრამ ძირითადი რაც შესამჩნევი იყო ისაა, რო გამოდიოდა სხვადასხვა ტიპის საწვავის ტუმბოთი და უკვე ახალ (1993 წლის შემდგომ) მოდელებს ქონდა EGR და 2 ზეთის ფილტრიდან ერთი იყო სხვა ზომის. შემდეგ აღმოაჩინეს კიდევ რაღაც წვრილმანები და ფიქრობდნენ რო გალოვკის ხუფის ფერის მიხედვით იყო მთელი მათი სხვაობა. ვერცხლისფერ ხუფიანები იყო 93-მდე და კარგ კომბინაციად ითვლებოდა - მძიმე პორშინების და სხვა დამატებითი დეტალების გამო (დეტალებს ქვემოთ ჩამოვწერ). შავხუფიანები იყო 93-ის შემდეგ და ფიქრობდნენ რო ყველა შავხუფიანი იყო მსუბუქი პორშინებით, ასევე არ ქონდათ რაღაც დამატებითი დეტალები, მაგრამ აღმოჩნდა რო ეს იყო არასწორი და ხუფის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ ქონია. რაც დღეისთვის ვიცით იმას ჩამოვწერ და მომავალში ალბათ კიდევ გაირკვევა რაღაცეები, როცა უფრო მეტ მფლობელს მოუწევს ძრავის გახსნა და დეტალების დაზუსტება. 1993 წლის აგვისტომდე წარმოებულ 4.2-ებს ყველას ქონდათ მხოლოდ ვერცხლისფერი ხუფი, რომელსაც არ ქონია EGR-ი და იყო მარტივი, ორივე ზეთის ფილტრი იყო ერთნაირი და გამოდიოდა როგორც ძველი ასევე ახალი სტილის საწვავის ტუმბოთი. ამბობდნენ, რომ ეს ძრავები ეყენა ავტობუსებში რომელიც იყო ტურბინირებული და პირდაპირ ჩააყენეს პატროლში, ტურბნის გარეშე. შატუნი/პორშინის პალეცის ზომა იყო 28მმ, ქონდა მძიმე პორშინი, ცილინდრის შპრიცები ზეთის გამაგრილებლით - ე.წ. 'squirters' 1993/08 - 1995/08 წლამდე წარმოებულ მოდელებს ქონდათ EGR, ზოგი მათგანი იყო შავი გალოვკის ხუფით, ზოგი ვერცხლისფერით. ამ წლებში ზოგ მოდელზე განსხვავებული იყო ზეთის მეორე ფილტრი, ასევე უფრო მსუბუქი იყო პორშინები ვიდრე 93 წლის აგვისტომდელ მოდელებზე. იყო ტურბინიანი ვერსიებიც. ცილინდრის შპრიცები ზეთის გამაგრილებლით - ე.წ. 'squirters' ამ წლებშიც იყო. 1995/08 - 1996/01 აქაც გვხვდებოდა ტურბინიანი მოდელები, ასევე იყო შავი და ვერცხლისფერი ხუფით. არ ქონიათ ცილინდრის შპრიცები ზეთის გამაგრილებლით - ე.წ. 'squirters'. ქონდათ ყველაზე მსუბუქი პორშინები: The lightest Piston & Rod combination is 08/95-06/96 აქვე მინდა დავამატო ეს შესწორება ამ პერიოდში: 8/95 on 30mm pin, non turbo, cloverleaf and no valve pockets non oil gallery 8/95 on turbo, not intercooled, 30mm pin,cloverleaf and valve pockets , is oil gallery Td42 TI turbo intercooled, 30 mm pin, cloverleaf, no valve pockets,, is oil gallery 1996/01 - 1996/06 - ამ მოკლე პერიოდში ყველაზე მსუბუქი დეტალებით გვხვდება ეს ძრავი, ტურბინიანები ამ პერიოდშიც იყო, თუმცა პრობლემას თავი არცერთ ძრავში არ უჩენია. არ ქონიათ ცილინდრის შპრიცები ზეთის გამაგრილებლით - ე.წ. 'squirters' The lightest Piston & Rod combination is 08/95-06/96 Lightest Crankshaft - მუხლა ლილვი Lightest Rods - შატუნი Lightest Pistons - დგუში 1997 - წლიდან ძირითადად შავხუფიანი გვხვდება, როგორც ტურბინიანი ასევე უტურბინო. როგორც ვიცით ამ დროიდან ისევ დაუყენეს ცილინდრის შპრიცები ზეთის გამაგრილებლით - ე.წ. 'squirters' და ცნობილია რომ ამ დროიდან უკვე ყველაზე მძიმე იყო ამ ძრავებში შატუნი/დგუში, მაგრამ არა ტურბინიან ვერსიებზე. ასევე ამ დრომდე წარმოებულ მოდელებში პალეცი დგუშსა და შატუნს შორის როგორც ავღნიშნე იყო 28მმ (გარდა რამდენიმე მოდელისა რომელიც შენიშვნაში აღვნიშნე), მაგრამ ამ წლებიდან და შემდგომ უკვე ყველაზე - ტურბინიანზეც და უტურბინოზეც 30მმ პალეცი გვხვდება. The heaviest Piston & Rod combination is 10/97-02/00 only in a TD42 not in a TD42T Seems they used a few different Piston and Rod combinations. 2000 / 2002 წლიდან (ზუუსტად დრო არ ვიცი), მაგრამ 4.2 ტურბო (და არა ატმოსფერული!) ყველაზე კარგი ვერსიებია. დგუში/შატუნიც ყველაზე მძიმე, squirter-ებიც აქვთ და გალოვკაც უფრო მძიმე. რეიტინგს თუ გავაკეთებთ გამძლეობა/ტიუნინგის პოტენციალით ალბათ ასე იქნებოდა: 1. GU/Y61 მოდელის 4.2 2. 1987-1993 წლის აგვისტომდელი ვერცხლისფერ ხუფიანი GQ/Y60 4.2-ები 3. 1995-ის შემდგომ წარმოებული 4.2-ები, Y61-მდე. მოკლედ, ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია და დროდადრო წერენ ხოლმე ამ თემაში, საიდანაც ეს ყველაფერი მოგაწოდეთ: http://www.patrol4x4.com/forum/nissan-patr...lack-top-68546/ მიუხედავად ყველაფრისა რაც ზევით დავწერე არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ამ ძრავის შერჩევისას. ეს მონაცემები არის იმისთვის, რომ ამ ძრავის მფლობელმა იცოდეს, მომავალში ძრავის გარემონტებისას რომელი ნაწილებით აჯობებს ძრავის დაკომპლექტება და რამდენად ღირს მისი გატურბინება, რა წნევაზე ჯობია რო ამუშაოს ტურბინა და ა.შ. უსაფრთხო გატურბინებას რაც შეეხება, ქვემოთ მოგახსენებთ ცოტახანში -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Mar 3 2012, 23:07
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
მას შემდეგ რაც ნისანმა (უფრო სწორად ფორდმა) პატროლი გაუშვა ავსტრალიის ბაზარზე, მალევე გამოჩნდა ტოიოტას 4.2 HD ტურბოდიზელიც 80-ში. როცა ნახა ხალხმა 4.2 ტურბოს სხვაობა შიექმნა პატროლის გატურბინების მოთხოვნა და უმარავმა ფირმამ შექმნა ტურბო კიტი, რომელსაც ძველიც და ახალი 4,2-ებიც წარმატებით ირგებდნენ, განსხვავებით ტოიოტასგან.
პირველ რიგში დავწერ ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებსიმძლავრიან გატურბინების გზებს რომელსაც უმეტესად აკეთებენ: Stage 1 - TD05 (ევოლუშენის) ან ნისანის Garrett 2860 ტურბინა, 12-15psi (~0.8-1 ბარი) ინტერქულერის გარეშე სრულიად უსაფრთხოა, ნახევარ მილიონს ატარებს გართულებების გარეშე. ნასოსი ვეღარ ქაჩავს საკმარისი საწვავის მიწოდებას და ჰაერი თბება, თორე პორშინები კიდევ მეტს იტანენ. გამოდის ქარხნულ 4.2 ტურბოზე მძლავრი. 1. კეთდება ახალი გამომშვები კოლექტორი, შესაბამისად ტურბინის ზომის და ფორმის: 2. კოლექტორს და ტურბინას შორის დგება გადამყვანი და გადამყვანზე ტურბინა: 3. კეთდება ახალი 2.5" ან 3" მილის 'exhaust' (სურვილის მიხედვით) 3. ჰაერის ფილტრის ყუთი იცვლის ადგილს, ან ძველს ცვლი და აყენებ ნისანის 3.0 ტურბოდიზელის ყუთს და უერთებ ტურბინას: 4. მექ. ტოპლივი ნასოსს არეგულირებ - 'სმესს' უმატებ 5. უყენებ ბუსტ კონტროლერს, უსაფრთხო წნევა რაც დაშვებულია ინტერქულერის გარეშე 93-წლამდელ მოდელებზე - 12~15psi (1 ბარია). რაც დაახლოებით იძლევა 150-180 ცხენისძალამდე, რაც მთლიანობაში გამოდის ქარხნულ 4.2 ტურბოზე უფრო ძლიერი. Stage 2 -კეთდება (TD42T) ქარხნული 4.2 ტურბინიანის საწვავის ნასოსის დაყენებით და სერიოზული ინტერქულერით, წნევა 2.0 ბარამდე, გააჩნია რამდენად გემეტება ძრავის რესურსი სხვა ჩარევების გარეშე, შესაძლებელია 230 ცხენის ამოღებ. ტურბოკიტები: http://www.aseturbo.com/TURBO-KIT-NISSAN-P...L/prod_340.html http://www.turboglide.com.au/turbochargers/td42nissan.htm http://www.turbonetics.com.au/TD42.html http://www.safarisnorkel.com/turbo/td42_gq/sttd42-u.htm პ.ს. სხვა საინტერესო თემებს გატურბინების შესახებ მერე დავაკოპირებ, დავიღალე -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
cat |
Mar 4 2012, 00:30
Post
#3
|
Super Member Group: Club Member Posts: 2,223 Joined: 16-October 06 Member No.: 40 მანქანა: Hyundai Galloper 2 / 2.5 TD / MT 33"/ Winch 9000 |
მერე მიხედე საქმეს ქე გცოდნია ყოლიფერი
-------------------- Оффроуд тюнинг никогда не заканчивается - могут кончиться только деньги !!!
|
Geooffroader |
Mar 4 2012, 00:38
Post
#4
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
მალადეც ვახოჯან
კარგად დაგიწერია ყველაფერი კიდევ ერთხელ ვინანე საქონელის გაყიდვა -------------------- come back Nick
|
Cherokaa |
Mar 4 2012, 14:07
Post
#5
|
Super Member Group: Registered Posts: 5,692 Joined: 21-December 07 Member No.: 544 |
ვახუშტი რა კარგად ჩამოგიყალიბებია არსებული ინფო ამ ძრავზე, მაგარია რეზოსთანაც აიარე მაგის მეტს არაფერს არ შლის ის კაცი, ეცოდინება მაგ პორშინებზე და სხვა დეტალებზეც კიდევ თუ დაგაინტერესებს ))
|
HUSHTA |
Mar 4 2012, 14:08
Post
#6
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
ეხლა ცოტა გავაგრძელებ გუშინდელ თემას.
Hushta ციტატა Stage 2 -კეთდება (TD42T) ქარხნული 4.2 ტურბინიანის საწვავის ნასოსის დაყენებით და სერიოზული ინტერქულერით, წნევა 2.0 ბარამდე, გააჩნია რამდენად გემეტება ძრავის რესურსი სხვა ჩარევების გარეშე, შესაძლებელია 230 ცხენის ამოღებ. Stage 2 - ინტერქულერის დამატება და 4.2 ტურბოდიზელის ტიპლივინასოსი დაყენება, ან თავისივე ნასოსზე კეტთდება მცირე გადაკეთება რაც საშუალებას იძლევა მეტი საწვავის მიაწოდოს - ამიტო უკვე აზრი აქვს ტურბინის წნევის მომატებასაც 2-2.5 ბარამდე (გააჩნია ინტერქულერის ზომას და ტიპს). ზოგი წინ აყენებს კეთდება წყლის გაგრილების შემვები კოლექტორიც: -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Mar 4 2012, 14:21
Post
#7
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
http://www.patrol4x4.com/forum/nissan-patr...-results-57407/
<< ამ ლინკზე არის თემა, სადაც შედარებებია რომელი ტურბინა რა შედეგს იძლევა, რა დიაპაზონშია უკეთესი, მოკლედ ყველაფერი. ყველაზე გავრცელებული და გამართლებული როგორც ზემოთ ვთქვი არის TD05 და Garrett 2860 ტურბინები. მაგრამ, არის ზოგჯერ როცა კაცს ფული აქვს და უნდა რო ყველა დიაპაზონში მხეცი იყოს ძრავი ამიტო აკეთებენ Twin Turbo-ებსაც. სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ამ შემთხვევაში ცვლიან თუ არა ქარხნულ დგუშებს, არ დავინტერესებულვარ და არ წამიკითხავს. როცა მეცოდინება დავწერ აქ ეს არის თემა, ერთ-ერთი Twin Turbo-სი, თუმცა ბევრს აქვს გაკეთებული. http://www.patrol4x4.com/forum/nissan-patr...-project-37456/ -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Mar 4 2012, 14:26
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
ვახუშტი რა კარგად ჩამოგიყალიბებია არსებული ინფო ამ ძრავზე, მაგარია რეზოსთანაც აიარე მაგის მეტს არაფერს არ შლის ის კაცი, ეცოდინება მაგ პორშინებზე და სხვა დეტალებზეც კიდევ თუ დაგაინტერესებს )) პრინციპში რაც მინდა უკვე ვიცი მომავალში რაც დამჭირდება დავაზუსტებ რეზოსთან თუ რამე ინფო აქვს. გამიმართლა რო 93-მდელი მოდელი მყავს, შესაძლებელია ამის წვალება აი 93-96 წლის მოდელებზე 9-12 psi-ზე მეტი წნევა არ იქნებოდა მთლათ კარგი აზრი. Silvertop - ტურბინირებული Blacktop - ქარხნული ტურბო -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
zurabau |
Mar 4 2012, 18:48
Post
#9
|
Super Member Group: Registered Posts: 3,010 Joined: 13-February 07 Member No.: 146 მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ! |
ეხლა ცოტა გავაგრძელებ გუშინდელ თემას. Hushta Stage 2 - ინტერქულერის დამატება და 4.2 ტურბოდიზელის ტიპლივინასოსი დაყენება, ან თავისივე ნასოსზე კეტთდება მცირე გადაკეთება რაც საშუალებას იძლევა მეტი საწვავის მიაწოდოს - ამიტო უკვე აზრი აქვს ტურბინის წნევის მომატებასაც 2-2.5 ბარამდე (გააჩნია ინტერქულერის ზომას და ტიპს). ეგ ყველაფერი კარგი და მაგარი!! აი ტოპლივანასოს სტანდარტულს (არა ტუბინიანისას) როგორ აკაეთებენ რომ ტურბინასთან ერთად იმუშაოს?? უბრალო სმესის მომატებით გაჩნდება სხვა პრობლემა, (ნუ იმათ ეგ პრობლემა ნამდვილად არ აწუხებთ) მაგ. საწვავის გადამეტებული ხარჯი ანუ შენ ჩვეულებრივ ნასოსზე უბრალო მომატებით ზრდი საწვავის მომატებას ძრავის მუშაობის მთელ ციკლზე... ანუ სანამ ტურბინა არ იმუშავებს მანამ უბრალო მდიდარი ნაზავი გექნება (ანუ მუდამ ჩაჯ.. ული ფარსუნკები, ზედმეტი დაუწვავი ნარჩენები ტურბინის ფრთებზე.. ).... ტურბინიან ძრვიან ტუმბოებს აქვთ ცალკე მარეგულირებელი რომელიც არეგულირებს საწვავის მიწოდებას ტურბინის მოთხოვნილებისამებრ.. ანუ სრული ციკლი არ ირღვევა... თუ რაიმე მეთოდი არსებობს იქნებ დაწერო.... -------------------- RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com
Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига........... Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать. |
HUSHTA |
Mar 4 2012, 18:49
Post
#10
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
-------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Mar 4 2012, 20:05
Post
#11
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
zurabau
ციტატა აი ტოპლივანასოს სტანდარტულს (არა ტუბინიანისას) როგორ აკაეთებენ რომ ტურბინასთან ერთად იმუშაოს?? მაგის რეგულირებას ხო შეჯიბრის წინ ვაკეთებ ხოლმე ზური არ გინახავს ზოგჯერ როგორ ბოლავს ჩემი მანქანა? ზოგჯერ კიდევ თითქმის არა http://www.youtube.com/watch?v=myslC9WFDcE...Xz2J3G4-Hsd8C_R ციტატა ანუ შენ ჩვეულებრივ ნასოსზე უბრალო მომატებით ზრდი საწვავის მომატებას ძრავის მუშაობის მთელ ციკლზე... ანუ სანამ ტურბინა არ იმუშავებს მანამ უბრალო მდიდარი ნაზავი გექნება მთელ ციკლზე არ ვაძლევ. მაშინ როცა გაზს ვიჭერ თანაბრად და ვიჭერ 2000 ან 3000 ბრუნს, არ ბოლავს, იმიტომ რომ მიდის იმდენი საწვავი რამდენის ჭირდება. არ ვიცი მაგას ნასოსი როგორ არეგულირებს. როცა უცებ ადგავ, ბევრი დიზელი მიდის სანამ ბრუნს თანაბარზე დაიჭერ და რადგან შეწოვილი ჰაერი არაა საკმარისი იწყებს ბოლვას, ტურბინა რო ეყენოს მაგ დროს, არ გაბოლავს და უკეთესად გაწევს. ნასოსის რეგულირებაზე აქ წერია: http://www.outerlimits4x4.com/viewtopic.php?f=5&t=117867 http://www.patrol4x4.com/forum/nissan-patr...ew-td42t-61597/ მე რამდენადაც ვიცი ძირითადი სხვაობა ტურბინიან და უტურბინო ნასოსებს შორის არის ის, რო 11მმ-იანი აქვს გამშვები ერთს და მეორეს 12 თუ 13მმ (ზუსტად არ მახსოვს). მაგის გარდა, ზაჟიგანიის რეგულირებაც კეთდება ამ ნასოსებზე და წნევის მომატება/დაკლებაც. პ.ს. ეს რაც ზევით დავწერე კეთდება დაბალ წნევაზე, 1.1 ბარამდე (Stage 1), მერე უკვე საჭიროა ნასოსის გადაკეთება ან ტურბინიანის დაყენება, იმიტო რო ის 11მმ-იანი შემშვები ვერ ქაჩავსო საკმარისი საწვავის მიწოდებას. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
GIORGII |
Mar 4 2012, 21:08
Post
#12
|
Super Member Group: Registered Posts: 648 Joined: 2-November 09 Member No.: 4,264 |
Hushta
თუ შეგიძლაი დადე აბა გატურინებული პატროლის ვიდეო -------------------- R 1 3 5
└ ┼ ┼ ┤ .. 2 4 6 X*Y/100/25.4*2+Z 5n1ed28y74c660262 X-265 Y-70 Z-16 |
DAVIDUS |
Mar 4 2012, 21:27
Post
#13
|
Super Member Group: Registered Posts: 4,347 Joined: 8-July 08 From: TBILISI Member No.: 3,444 მანქანა: TOYOTA TLC-KZJ70 |
თბილისში დადის გატურბინებული 4.5 ბენზინიანი, საინტერესოა რა მაჩვენებლები აქვს წვაზე და სიმძლავრეზე. ვინმე ხომ არ იცნობთ?
-------------------- "оптимальное соотношение цены и качества", как правило, означает "херня, зато дешево"...
გირა: თუ ავფეთქდი, ჯიპებით გამაცილეთ სასაფლაოზე.... Пиво с утра - путь в неизвестность! Lord Give Us Michael Back! We will give you Justin Bieber! Where there were no roads, there was LAND CRUISER. "Ахтунг! Злюкен собакен. Яйцен клац-клац". |
nikdeff |
Mar 4 2012, 21:35
Post
#14
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
ციტატა საინტერესოა რა მაჩვენებლები აქვს წვაზე 30-50 რა ექნება აბა უტურბინოდ წვავს ეგ 20-25ს და ტურბინით მთლად კატასტროფა იქნება -------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
jado |
Mar 4 2012, 21:35
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 4,707 Joined: 26-October 08 From: cxneti Member No.: 3,549 მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35 |
Hushta
ის არ დაგავიწყდეს მერე, უკან პარაშუტი რო გააჩერო ხოლმე , როდის იყო ხიდებზე დამჯდარ მანქანას ტურბო შველოდა. -------------------- OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია |
HUSHTA |
Mar 4 2012, 21:53
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
GIORGII
ბევრი არაფერი არ მაქვს, რაც მაქვს დავდებ. უმეტესობა 1-1.1 ბარამდე მომუშავეა, ზოგი ინტერქულერით და ზოგი არა. ეგ დაახლოებით 150-170 ცხენამდე გამოდის. სერიოზულად გაკეთებული მანქანების ვიდეოები თავის მონაცემებით არ მაქვს. 15psi - 1 BAR http://www.youtube.com/watch?v=HCSAOdqVWTc http://www.youtube.com/watch?v=F1z3cag41lU&feature=player_embedded#! http://www.youtube.com/watch?v=cpR7gwVLsN8 ამ ორ ვიდეოში აშკარად ჩანს რო ეს მანქანა მაღალ წნევაზე მუშაობს, მაგრამ მონაცემები არ მაქვს სამწუხაროდ http://www.youtube.com/watch?v=KXvap4_Tr3g...player_embedded http://www.youtube.com/watch?v=T-0QtbGo2Zo&feature=relmfu 35"-ებით ტალახის ბელტებს ისვრის. 3" პრიამოი ვიხლოპით (ამ ვიდეოში ხმა არის მხოლოდ): http://www.youtube.com/watch?v=E8G3B3Q4Zkw jado ციტატა როდის იყო ხიდებზე დამჯდარ მანქანას ტურბო შველოდა. ხიდი საერთოდ რა შუაშია? ხიდებს და კლირენსს არ ეხება ეს თემა. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
GIORGII |
Mar 4 2012, 22:00
Post
#17
|
Super Member Group: Registered Posts: 648 Joined: 2-November 09 Member No.: 4,264 |
Hushta
მაგარია!! მალე შენიც გაგეტურბინებინოს -------------------- R 1 3 5
└ ┼ ┼ ┤ .. 2 4 6 X*Y/100/25.4*2+Z 5n1ed28y74c660262 X-265 Y-70 Z-16 |
jado |
Mar 4 2012, 22:04
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 4,707 Joined: 26-October 08 From: cxneti Member No.: 3,549 მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35 |
Hushta
კაი რაა ვახო, რა გატურბინება. ეგეთ რამეს ქარხანა ძლივს აკეთებს. აქ რაცაა ნაჩვენები მაგაზე ხალხს წლები აქვთ ნაწვალები და კაცმა არ იცის რა შედეგი მიიღეს. საქართველოში და თანაც მწირი ფინანსების პირობებში ეგეთებზე არც უნდა იოცნებო. შენი ხელით მაგის გამკეთებლი არა ხარ და სხვა კიდე რას გაგიკეთებს მე კარგად ვიცი. თუ ტურბინიანი გინდა ისევ ქარხნული და მუშა მდგომარეობაში მოძებნე რამე. -------------------- OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია |
HUSHTA |
Mar 4 2012, 22:10
Post
#19
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
http://www.youtube.com/watch?v=0-JoBYCqr4U
jado აქ რო ხელოსანი არავინ არაა მაგის გამკეთებელი ეგ უკვე კარგად ვიცი. ჯერჯერობით არაფერი დამიწერია რამეს ვაპირებ თქო უბრალოდ აინტერესებდათ კეთდებოდა თუ არა და რაც იყო საჭირო ყველაფერი დავწერე. მაგრამ თუ ვინმე საერთოდ გატურბინებას აკეთებს საქართველოში (არის ესეთი ენთუზიაზმით სავსე ხალხიც) ეს შემთხვევა მათთვის მარტივზე მარტივია, ამაზე იოლად ვერცერთ მანქანას ვერ გაატურბინებ. ყველაფერი მექანიკურია, ყველაფერი ხელის გულზე გაქვს. ეხლა ვიძახო რესურსის ხარჯზე არ ხდება ეს ყველაფერი თქო, მოვიტყუები, მაგრამ ისიც ფაქტია რო ნებისმიერი ფირმის ტურბოდიზელებიც რესურსის ხარჯზეა მძლავრი. ..და ძრავს რომელსაც 1 მილიონი აქვს რესურსი, პრობლემა არ უნდა ქონდეს არანაირი, მითუმეტეს ვიცი რო 4.2-ებს 300 000 გარბენიანებს ატურბინებენ და კიდე წლობით დადიან. გატურბინების შემდეგ KZ-ს და მისთანა ტურბოდიზელებს თავზე გადაახტება, რესურსითაც და სიმძლავრითაც ქარხნული ტურბინიანი ვარიანტი არ მაწყობს ბევრი მიზეზის გამო, პირველ რიგში იმიტომ რომ დაბალ წნევაზე მუშაობს და სიმძლავრე სულ 145 ცხენი აქვს. დანარჩენი დეტალები კიდევ ზევით დავწერე, მათ შორის ეს: ქარხნული 93-96 წლების ტურბოდიზელების დგუშები უფრო მსუბუქია ვიდრე ჩემი. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
zurabau |
Mar 4 2012, 23:35
Post
#20
|
Super Member Group: Registered Posts: 3,010 Joined: 13-February 07 Member No.: 146 მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ! |
Hushta კაი რაა ვახო, რა გატურბინება. ეგეთ რამეს ქარხანა ძლივს აკეთებს. აქ რაცაა ნაჩვენები მაგაზე ხალხს წლები აქვთ ნაწვალები და კაცმა არ იცის რა შედეგი მიიღეს. საქართველოში და თანაც მწირი ფინანსების პირობებში ეგეთებზე არც უნდა იოცნებო. შენი ხელით მაგის გამკეთებლი არა ხარ და სხვა კიდე რას გაგიკეთებს მე კარგად ვიცი. თუ ტურბინიანი გინდა ისევ ქარხნული და მუშა მდგომარეობაში მოძებნე რამე. +100000 ფოტოებში და ვიდეოში ყველაფერი ელემენტარული და ლამაზია და ყველაფერი ეგრევე მუშაობს და კიდევ უუფფფ რა კარგი ხელფასები აქვთ იქ შორს... და რა კარგი მაღაზიები და ვინმემ დათვალა რა დაჯდება მასეთი ტურბო კიტის დაყენება?? ახლა არ დაწეროთ, 6 ნაჭერ მილს შეადუღებთ,ფლიანეცებს ბარადასთან გაჩარხავთ და რაც მთავარია ტურბინას დაშლილებში იყიდით თუ ბევრი ზედმეტი ფული გაქვს მაშინ სტანდარტული კიტი 1500-3500 მწვანე ღირს, ყიდულობ და აყენებ მანქანაზე .. და თუ მაგდენი ზედმეტი ფული გაქვს რა ფეხად გინდა ან შენ ან სხვას ეგ ტურბო კიტები და რაღაც მაიმუნობები, მაგ ზედმეტ გადასყრელ ფულს და ნერვებს ცოტაც დაამატე და იყიდე პორტალები და მის დაყენებაზე იფიქრე.. გეყოლება ნამდვილი მონსტრი, და არა მუცელხოხიალა ტურბოვეშაპი, რომელზეც ღამეები არ გეძინება იმის შიშით თუ როდის გადმოაფურთხებს გლუშიწელიდან შატუნებს და პორშნებს -------------------- RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com
Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига........... Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать. |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 16:20 |