IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> როგორ არ გადავყირავდეთ, 4X4 ჟურნალიში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით
irakli
post Nov 10 2008, 00:41
Post #1


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



გვერდითი დახრის გავლისას მანქანა რომ არ გადაყირავდეს რეკომენდირებულია შემდეგი წესების დაცვა (ზოგი ვიცით ინტუიციურად, ზოგი გამოცდილებითsmile.gif მაგრამ სისტემატიკისთვის მათ ჩამოწერას აზრი აქვს):

1. რაც არ უნდა დახრილი იყოს, აუცილებელია ყველაზე ნელი სვლა საჭის მკვეთრი აღების და აჩქარების გარეშე, ამ დროს ორმოზე ან ქვაზე ზედა მხარის ახტომის და ძარის გაქანავების ვარიანტი ყველაზე დაბალია, მეთოდი -ჩქარა გავივლი არ მოქმედებს. ხო ღვედები გაკეთებული გვაქვს წინასწარ.

2. ტრაექტორიის არჩევისას სასურველია კაპოტი იყოს ქვემოთ მიმართული, რადგან კაპოტის მხარე არის უფრო მძიმე და მოქმდებს როგორც ღუზა გადაყირავების საწინააღმდეგოდ.

3. თუ მანქანაზე ზემოდან დევს სათადარიგო საბურავი, ან სხვა ტვირთი, რეკომენდირებულია დიდი დახრის გავლისას მათი ჩამოღება. ასევე ზღვრულ კუთხეებზე სასურველია თოკით დაზღვევის გაკეთება ზემოდან ხე+ შუა სტოიკა. აქ დავამატებ შალვას (იახტსმენისებურ) მეთოდს: ზედა კარის გამოღება და ყველაზე მძიმე მგზავრის მასზე დაკიდება(შეძლებისდაგვარადsmile.gif).

4. თუ მანქანას აქვს ხიდის ბლოკირება, განსაკუთრებით წინა, ის უნდა ჩავრთოთ, ასეთი ბლოკირების გარეშე მანქანა ზღვრულ კუთხეზე საბურავების აწევის გამო შეიძლება დაკარგოს მანევრირების და გადაადგილების უნარი, რაც გადატრიალების თავიდან აცილებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს, იხ. ქვემოთ:

5. თუ მანქანამ მაინც დაიწყო გადატრიალება (ეს ნელა იწყება და თავიდან ცოტა დრო მაინც არის) ერთდროულად უნდა მივცეთ გაზი და საჭე ავიღოთ დაბლა დახრისკენ, (გონშიკებში ე.წ. კონტრა)

თუ მაინც გადატრიალდა: ა) სასწრაფოდ ხელს ვუშვებთ საჭეს, ხელს ვადებთ ჭერს ან ვკიდებთ ღვედს. ამით თითებს და ხელებს ვუფრთხილდებით. ბ) გაჩერებისთანავე ვრთავთ ძრავას, თუ ის არ გამოირთო თავისით გ) ვაძლევთ საშუალებას, რომ ქვევით მოხვედრილი გამოვიდეს ჯერ, რადგან ღვედის მოხსნისას შეიძლება მას დავეცეთ.

მანქანის ფეხებზე გადმოტრიალების შემდეგ ველოდებით 10-20 წუთს რომ ზეთები ჩაიწუროს და გვიხარია,რომ ნამდვილი ჯიპერი გავხდით smile.gif

(შედგენილია @4X4-ის #11 ნომერში გამოქვეყნებული ევდოკიმოვის სტატიის საფუძველზე.)


დავამატებ: მკვეთრ აღმართში ან დაღმართში სჯობს კალეებში სიარული. სხვა შემთხევაში არის კალეაში სხვა მხარით ჩასრიალების და გადატრიალების რისკი.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 10 2008, 01:13
Post #2


Unregistered









muagar.gif

უბრალოდ დავამატებ თუ რატომ ჯობია კალეაში სიარული. ამ დროს საფრთხე შემოიფარგლება იმით რომ მანქანის გვერდს გავაფუჭებთ გახახუნებით, ანდა უბრალოდ მაგ მხარეზე მანქანა გადაწვება. ხოლო როცა კალეის ზევით მიდიხარ და უცებ ჩაგაცურებს გადაყირავება გაცილებით უფრო მკვეთრად მოხდება. პრაქტიკაც ამას გვიჩვენებს. დაყირავების პირველი შემთხვევა არ მახსენდება რეალურად. თუმცა ჩემი და არა მარტო ჩემი მანქანის გვერდები ბევრჯერაა მიწაზე ნახახუნები. აი მეორე ნაირად დაყირავება კი კოტეს მოუვიდა სამება-ჟატი მონაკვეთზე და გიას ბოჭორმა-ახმეტა მარშუტზე. ასევე ირაკლი(ლეგულასს) ატენი-რეხა გზაზე.
Go to the top of the page
+Quote Post
cat
post Nov 10 2008, 01:16
Post #3


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 2,223
Joined: 16-October 06
Member No.: 40
მანქანა: Hyundai Galloper 2 / 2.5 TD / MT 33"/ Winch 9000



გადაყირავების შემდეგ სასურველია სვეჩების ამოღება და მოტორის სტარტერით დატრიალება. რადგან შესაძლებელია ზეთი ცილინდრებში მოხვდეს და ჰიდროდარტყმა ავიკიდოთ.


--------------------
Оффроуд тюнинг никогда не заканчивается - могут кончиться только деньги !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diff lock
post Nov 10 2008, 09:36
Post #4


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 3,597
Joined: 21-January 07
From: მიშენებული ლოჯიდან
Member No.: 133
მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II



შემიძლია დავამატო მხოლოდ:
თფუ, თფუ, თფუ.


--------------------
მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LadaLady
post Nov 10 2008, 11:57
Post #5


Mtarval Lady
****

Group: Registered
Posts: 266
Joined: 2-July 08
From: Vake-Vera-Mtatsminda
Member No.: 3,429
მანქანა: NIVA



როგორ არ უნდა გადაყირავდეთ ეს მე მკითხეთ.... biggrin.gif




--------------------
ადამმა ევას ვაშლი რაც გასინჯა, მას შემდეგ ვერ გამოდის ევას "შესახვევიდან" . . !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
SAMURAI
post Nov 10 2008, 12:24
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,812
Joined: 15-September 06
Member No.: 19
მანქანა: SUZUKI SAMURAI GTI 16V 1300cc, INSA TURBO SPECIAL TRACK 31



კარგით რაა ისედაც თითქმის მომიკვდა კლუბი ! ეეეე !


--------------------
SUZUKI- way of life !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugs
post Nov 10 2008, 12:25
Post #7


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,110
Joined: 16-April 08
From: Tbilisi
Member No.: 1,410
მანქანა: Jeep Wrangler Rubicon (JK)



2. ტრაექტორიის არჩევისას სასურველია კაპოტი იყოს ქვემოთ მიმართული, რადგან კაპოტის მხარე არის უფრო მძიმე და მოქმდებს როგორც ღუზა გადაყირავების საწინააღმდეგოდ.

აუ ამას ვერ მივხვდი და უფრო ისე ამიხსენით რა ანუ კაპოტი დაბლა როგორ უნდა მივმართო მაგას ვერ მივხვდი


--------------------

Jeep - The Trail Never Ends
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 10 2008, 12:31
Post #8


Unregistered









gugs
გადაყირავება ძირიტადად ხდება როცა დახრილზე მოძრაობ. ხოდა სასურველია ამ დროს თან ქვევით ჩადიოდე დიაგონალურად. დაბრკოლებას რო გადალახავ მერე მოუხვევ და უკვე პირდაპირ ამოხვალ ზევით. და ძაან არარეკომენდირებულია დახრილზე ზევით ასვლა დიაგონალურად.
Go to the top of the page
+Quote Post
gugs
post Nov 10 2008, 12:39
Post #9


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,110
Joined: 16-April 08
From: Tbilisi
Member No.: 1,410
მანქანა: Jeep Wrangler Rubicon (JK)



ააააააა ეგ სიტუაცია გასაგებია მივხვდი თუ გაქვს ადგილი კი მაგრამ როდესაც მოძრაობ მაგალითად ძალიან დახრილ გზაზე სადაც გვერდებზე მიწაა ანუ დახრილად ვერ ივლი ამ სიტუაციაში ხომ არ ჯობია უკანა საბურავი უკიდურესად დახრილი კედლისკენ მივმართოთ და საჭე ავიღოთ საწინააღმდეგო მხარეს ანუ აღმართისკენ და ისე ბუქსაობ ბუქსაობით გადავლახოთ ეს დაბრკოლება?


--------------------

Jeep - The Trail Never Ends
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Nov 10 2008, 12:51
Post #10


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



ჯობია გვერდები დახაზო მაგის დედაც, კალეაში, ზაფხულში ლელობთან ძაან ძაან გადავრჩით მარცხნივ წაქცევას თან ქვის ლოდებზე, მაგრად დაიმტვრეოდა მანქანა.


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 10 2008, 12:53
Post #11


Unregistered









gugs
ვერ გავიგე სამწუხაროდ რა სიტუაციაზე ამბობ.
Go to the top of the page
+Quote Post
gugs
post Nov 10 2008, 13:02
Post #12


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,110
Joined: 16-April 08
From: Tbilisi
Member No.: 1,410
მანქანა: Jeep Wrangler Rubicon (JK)



მაგალითად დახრილ ფერდობზე რა ცხვირი ზევით რო ავაწევინოთ ჩაურთოთ ბლოკირებები და გაზი და შურულე biggrin.gif მთლად ეგრე არა მარა მიახლოებით ეგაა რა?


--------------------

Jeep - The Trail Never Ends
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 10 2008, 13:10
Post #13


Unregistered









gugs
not recommended. საერთოდ ფერდობზე სიარული ძაან რთული რამეა. ბლოკირება ტან კაია თითქოს მარა ამავე დროს ცუდია.თუ დააბუქსავე ორივე ბორბალი დაიწყებს ბუქსაობას და ეგრევე დაგაცურებს. ბლოკირების გარეშე კი ის ბორბალი რომელიც არ ბუქსაობს მოჭიდებაში დარჩება. რაც ჩეეხება დახრილზე ზევით დიაგონალურად დიდი გაზით ასვლას ეგ საერთოდ ძაან სახიფათოა. დიდი შანსია უცებ მოწყდეს ცხვირი და დაცურდეს. მერე გზად რამე დაბრკოლება თუ შეხვდა და უცებ გაჩერდა 99% ამოყირავდები.
Go to the top of the page
+Quote Post
gugs
post Nov 10 2008, 13:26
Post #14


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,110
Joined: 16-April 08
From: Tbilisi
Member No.: 1,410
მანქანა: Jeep Wrangler Rubicon (JK)



გასაგებია მაგას დიდი პრაქტიკა უნდა ესე ახსნით არ გამოდის ფერდობზე ტარების სწავლა მაგრამ რო იცი წინასწარ სწორი როგორ არის რომ გაიარო ცდილობ მაინც და შეიძლება გაგიმართლოს გამოუცდელსაც და არ ამოტრიალდე გასაგებია ეხლა მივხვდი რაზეა საუბარი


--------------------

Jeep - The Trail Never Ends
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 10 2008, 14:41
Post #15


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



დრიფტი რეკომენდირებულია მხოლოდ ბრტყელ, სასურველია დასველებულ ასფალტიან ან მშრალ გრუნტის უქვო გზაზე, პატარა დახრილობის კორექტირება ხდება საჭით, რაც მეტ გამოცდილებას მოითხოვს smile.gif

კრიტიკულ კუთხეებზე ყოველგვარი გაზის მიცემა ეწინააღმდეგება სტატიის 1-ლ პუნქტს და არ არის რეკომენდირებული. გამონაკლისი მე-5 პუნქტში აღნიშნული შემთხევვა. ისე კაცი ერთხელ რომ მოხვდება ლაივში ექსტრემალურ კუთხეზე საერთოდ არ გაუჩნდება გაზის მიცემის სურვილი.

აჩი: არა უშავს კლუბი რომ არ ფართოვდება, თუმცა შეჯიბრზეც ჩაეწერენ მაგ კლუბში თან არაერთხელsmile.gif სამაგიეროდ ნამდვილი ჯიპერები ცოტა იქნებით smile.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Nov 10 2008, 22:18
Post #16


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



დახრილ ზედაპირზე რათქმაუნდა მანქანის წინა ნაწილი ოდნავ უნდა მივმართოთ დახრის მიმართულებით და აუჩქარებლად, როგორც რუსები იტყვიან, "ნა ციპოჩკახ" უნდა ვმართოთ მანქანა.
ახლა წარმოიდგინეთ ტყეში გამავალი გზა, არის ცოტა დაღმართი და ამასთან ზედაპირი დახრილია, ვთქვათ მარცხენა მხარეს. გრუნტი არის სველი. გზა არის სულ 4-5 მეტრის სიგანის. ამასთან მარცხენა მხარეს გვაქვს ხევი და მარჯვენა მხარეს მიწის კედელი. ისმება კითხვა "როგორ არ უნდა ჩავვარდეთ ხევში"....... ასეთი მიმართულებით კითხვა იმიტომ ისმება, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გადაყირავებით ვერ გამოვძვრებით სიტუაციიდან....


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 10 2008, 22:21
Post #17


Unregistered









Levani
თუ ასეთი მონაკვეთი მოკლეა მაშინ სწრაფ გავლას აქვს აზრი. ცხადია მას შემდეგ რაც დარწმუნდები რომ უსწორმასწორობების გამო არ გადაყირავდები. და თუ გრძელია მაშინ ჯობია საერთოდ არ გაიარო wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Nov 10 2008, 22:41
Post #18


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



nika
ლოგიკურია. მე აქ არ მიგულისხმია კრიტიკული კუთხით დახრილი გზის მონაკვეთი. ნუ, გასაგებია, თუ ზედაპირი დახრილია 30-40 გრადუსით, თან სისველეა და თან ხევია... საერთოდ არ გავლა სჯობს, რადგან ვერ გაივლი smile.gif. მე ვგულისხმობ ასე 7-10 გრადუსით დახრილ ზედაპირს და საკმაოდ დიდ სიგრძეს... 30-40 მეტრი მინიმუმ wink.gif


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugs
post Nov 10 2008, 23:05
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,110
Joined: 16-April 08
From: Tbilisi
Member No.: 1,410
მანქანა: Jeep Wrangler Rubicon (JK)



ტრაფარეტი უნდა ატარო საბარგულში ნაწერით wrong way ჩაარჭობ და გაბრუნდები უკან


--------------------

Jeep - The Trail Never Ends
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 10 2008, 23:13
Post #20


Unregistered









მაგისი ზოგადი ინსტრუქცია ალბათ არაა. ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანას, დახრის გრადუსს, რამდენად სრიალა ზედაპირია. თუმცა ვინაიდან 7-10 გრადუსზე ამოყირავების საფრთხე მინიმალურია მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჯობია სწრაფად გაიარო. რადგან დაღმართია თავიდან სიჩქარე საშუალოზე ნაკლები უნდა იყოს. მოძრაობისას რახან დაღმართია მანქანა აკრიფავს სიჩქარეს. ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალური ბლოკირება (ზევით აღწერილი მიზეზის გამო). და სასურველია დაბალი გადაცემა. რაღა თქმაუნდა იდეალური ვარიანტია თანაბარი გაზით გავლა. საერთოდ ზედმეტი აჩქარება/დამუხრუჭება მეტად დაგაცურებს გვერდით. თუ სიარულისას შევატყეთ რომ მანქანა ნელ-ნელა უფსკრულის მხარეს ცურდება საჭე საპირისპირო მხარეს და გაზის მომატებით ცხვირი მივმართოთ კედლისკენ. ძაან ფაქიზი მომენტია. ფაქტიურად დრიფტის რეჟიმში უნდა გაიარო. მანქანას სრულად უნდა გრძნობდე რომ ასეთი მანევრი ზუსტად გააკეთო. ალბათ ეგეთ მომენტში სასურველია მექნიკურ კოლოფიანი მანქანა. რადგან არ ექნება დაგვიანება გაზის პედალზე უეცარი დაჭერის გამო (ჰიდრომუფტა არ გვაქვს). და ასევე პედლის აშვებისას მანქანა უფრო ეფექტურად დაამუხრუჭებს ძრავით.

ძალიან არარეკომენდირებულია ეგეთი ადგილების ნელ-ნელა გავლა ნაკვეთ ნაკვეთ. თითოეული დაძვრა/დამუხრუჭება დაგაცურებს უფსკრულისკენ. ასევე ვერ გამოიყენე "დრიფტს".

სასურველია ასეთი გავლა წინასწარ გაივარჯიშო უბრალოდ დახრილ უუფსკრულო სლიპინა ზედაპირზე რათა უკეთ იგრძნო შენი მანქანა.
Go to the top of the page
+Quote Post

8 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 04:34