იდეები 2014 |
იდეები 2014 |
nika |
Dec 22 2013, 21:23
Post
#1
|
Unregistered |
2013-ში ბევრი საინტერესო ექსკურსია იყო. თუმცა ბევრიც ვერ განვახორციელეთ. მაგრამ წინ კიდევ ერთი წელი გვაქვს. მაშ ასე ჩამოვწერ საინტერესო ადგილებს სადაც ვერ წავედი შარშან მაგრამ წელს გეგმაში მექნება. დავიწყებ ისეთებით რაც ზამთარი-გაზაფხული სეზონზეც შეიძლება.
შესრულებული 14.10.2014 1) ვაშლოვანი 2) დავით გარეჯი (შარშან საბერეები ვნახეთ და წელს უფრო აღმოსავლეთით რაც დარჩა იმეების ნახვა შეიძლება) 3) ბნელეთი 4) ხოვლე-ტანას ხეობა 5) წალკიდან გადასვლა თეძამის და შემდეგ ტანას ხეობაში, რასაც შეიძლება მიყვეს იქიდან გადასვლა გუჯარეთის წყლის ხეობაში და შემდეგ ტაბაწყურზე. 6) ასპინძის რაოინი (ვარძიიდან ჩრდილო დასავლეთით) 7) ხევი, თრუსო ჯუთა და ა.შ. 8) ტანადან გადასვლა წალკაში, შემდეგ გუჯარეთისკენ და შემდეგ ძამასკენ 9) სამსარის კალდერა 10) გოდერძის უღელტეხილი, მწვანე ტბა, ხულო, ბახმარო (მზის ჩასვლა ამოსვლებით), გომისმთა, შუახევი 11) სვანეთები 12) თუშეთი დარჩა 1) დმანისი-ფარავანი 2) აბულზე ასვლა კარგ ამინდში და ლევანის ტბა. 3) ლებარდე და ტობავარჩხის ტბა (არ აგერიოთ ტობა ვარჩხილში ეს სხვაა და ფეხით ცოტაა სასიარულო) 4) კინჩხა ჩანჩქერები და ა.შ. 5) მარტვილის კანიონი, ჩანჩქერები გამოქვაბულები. 6) რაჭა 7) ზემო იმერეთი ეს რაც აზრად მომდის და კიევ რა მომინდება კაცმა არ იცის |
nika |
Jun 25 2014, 10:36
Post
#2
|
Unregistered |
KODZO777
ციტატა ბევრეთი-ლელობი-ჭელის ტბა-დიდგორი. ანუ ჯერ ჭილზე ჩახვედი ლელობიდან ქედით და მერე ისევ უკან აიარე დიდგორამდე? |
KODZO777 |
Jun 25 2014, 11:12
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 1,088 Joined: 6-June 12 Member No.: 5,495 მანქანა: NISSAN TERRANO |
KODZO777 ანუ ჯერ ჭილზე ჩახვედი ლელობიდან ქედით და მერე ისევ უკან აიარე დიდგორამდე? კი.... ერთი ორ ადგილას ისეთი ჩავცხე ჩემი უცოდინარობის გამო რო კინაღამ ტრსიონებში გადავტეხე მანქანა. ესეთ გზაზე პირველად ვიყავი თან მარტო 1 მანქანით. მანქანამ კარგად იარა საკმაოდ მარა ისევ ჩემი ბრალია ამორტიზატორის "უშკა" მოვწყვიტე გაზის ბალონი მოვწყვიტე კიდევ 1 სამაგრიდან და ეგაა მეტი არაფერი ისეთი 20 ლარში გავაკეთე. დიდგორზე მერე ისეთი ნისლი ჩამოწვა რო 10-15 წუთით გავაჩერე მანქანა |
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 05:18 |