IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> 15.03.2015 დიდი და პატარა ქვაბები, დოდოს ქრა
nika
post Mar 16 2015, 12:32
Post #1


Unregistered









ვიყავით გუშინ ჩემი დიფლოკას და აჩის მანქანებით. დელიკამ გაზმოხმარებაში მგონი ეკონომიურობის რეკორდი მოხსნა. ყოველ შემთხვევაში ჩალაუბნის გგს-ზე გადავავსეთ და უკანა გზაზე ისევ გადავავსეთ. მე 15 ლარი დავიმატე და აჩიმ 17 :gigi:

ახლა კი ცოტა დეტალურად. ჯერ ჩავედით ჩალაუბანში. აქ დავიგაზეთ და წავედით დედოფლისწყაროსკენ. პირველივე სოფელში ილიაწმინდაში (ტოფილი ულიანოვკა) გადავუხვიეთ მარჯვნივ, გადავედით რკინიგზაზე და მალევე მივედით დავით გარეჯელის ეკლესიასთან. ისეთი არაფერი. გვიან შუასაუკუნეების ეკლესია ყოფილა.

აქედან წავედით დიდი ქვაბებისკენ. თავიდან გზად გვიწევდა ფერმებსა და არხებს შორის გზების გაკვლევა თუმცა არც ისე რთული იყო. დიდი ქვაბები შორიდან გამოჩნდა. მანქანებით მაქსიმალურად მივუახლოვდით ისე როგორც leo jafo-ს ტრეკი იყო, მაგრამ ფეხით ასვლა ვერ მოვახერხეთ. ასასვლელის ძიებაში გარშემო ნახევარწრე დავარტყით და გამოჩნდა რომ ბევრად უფრო მაშტაბური ძეგლია ვიდრე წინასწარ გგონია. სამწუხაროდ ის მთა რაშიც გამოქვაბულებია ამოკვეთილი არის ძალიან რბილი მასალისგან და სწრაფი ტემპებით იშლება. თვითონ გამოქვაბულებთან მისვლა ვერ შევძელით გარდა 1-2 დაბლა მდებარე რომლებიცაა.

დაახლოებით 2 საათი დრო დავხარჯეთ აქ. წავიხემსეთ კიდევაც და ახლა უკვე პატარა ქვაბებისკენ გავეშურეთ რაც დაახლოებით 15 კილომეტრში იყო. ძალიან ლამაზი გზა იყო რომელიც ზედ ქედს მიუყვებოდა და ვაშლოვანის გზას წააგავდა. მარცხნივ დამუშავებული მიწები იყო ხოლო მარჯვნივ კანიონები და ციცაბო ფერდი. ცოტა ხანში მარჯვენა მხარესაც უფრო სწორი ფერდობი დაიწყო. დიდი ქვაბებისგან განსხვავებით, პატარა ქვაბები სულ რამდენიმე გამოქვაბულისგან შედგება, თუმცა ასასვლელი აქ არის და შიგნითაც შევედით. ერთ-ერთი ქვაბული გუმბათიანი ეკლესიის სტილშია ამოკვეთილი კლდეში.

უკანა გზაზე გავითვალისწინეთ გიას (vid) რჩევა და ქვემო ბოდბესკენ მოკლე გზით არ წავედით რადგან რკინიგზაზე გადასასვლელი იქ არ ყოფილა და გიწევდა დანგრეული გზით რკინიგზის გასწვრივ სიარული. უკან თითქმის ბოლომდე ისევ იგივე გზით ვიარეთ მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან კარგმა გზად გადაკვეთა ჩვენი გზა და მას გავყევით გიას მიერ მოცემული კოორდინატებისკენ სადაც რკინიგზის ხიდის ქვეშ გადიოდა გზა. ბოლოში ფერმებიდან რკინიგზამდე ასე 2 კმ ცოტა დანგრეული მონაკვეთი კი იყო მაინც. გზამ გაგვიყვანა ქვემო მაღაროში.

აქედან დიფლოკა თავისი სოფლისკენ წავიდა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ დოდოს რქაში წასვლა სადაც ახალი ფრესკებიანი ეკლესია აღმოუჩენიათ. დროში ვეტეოდით, დაახლოებით 6 საატზე ვიყავით დოდოს რქასთან. თუმცა თავიდან ამ ახალ ეკლესიაში არ გვიშვებდნენ, მაგრამ თამთამ ბევრი თხოვა და შეგვიშვეს. ულამაზესი ფრესკებია იქ თუმცა კონსერვაცია უნდა რომ არ ჩამოიშალოს.

უკანა გზაზე მისლი ჩამოწვა თან შებინდებული იყო და საკმაოდ მისტიური სიტუაცია შეიქმნა
ყველას დიდი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის

ესეც გასვლის ტრეკი


Attached File(s)
Attached File  20150315kvabebi.rar ( 108.32k ) Number of downloads: 239
Go to the top of the page
+Quote Post
PINKY
post Mar 16 2015, 13:07
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 559
Joined: 21-May 13
From: Tbilisi
Member No.: 5,838
მანქანა: Suzuki Jimny



1 დღითდამაგვიანდა..

: )

და ესეთ გასვლებზე მოუმზადებელი მანქანით ივლება ?


--------------------
А мне все равно.. Куда и зачем..
Лышь би отправиться в путь..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
HUSHTA
post Mar 16 2015, 13:21
Post #3


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 11,142
Joined: 28-November 06
From: Milky Way
Member No.: 63
მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D



QUOTE(PINKY @ Mar 16 2015, 13:07) *

1 დღითდამაგვიანდა..

: )

და ესეთ გასვლებზე მოუმზადებელი მანქანით ივლება ?

კი


--------------------
"The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol...

NISSAN LIONHEART
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 16 2015, 13:29
Post #4


Unregistered









Hushta
ისე რავარი საშენო გზები იყო? წინა ხიდის გარეშე 40-50-ით ისე მივდიოდი როგორც ასფალტის გზაზე.
Go to the top of the page
+Quote Post
AutoBilder
post Mar 16 2015, 13:37
Post #5


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,504
Joined: 1-July 08
Member No.: 3,426
მანქანა: ISUZU TROOPER 2.6\ISUZU TROOPER 2.8TD



ფოტოები არ იქნება?


--------------------
«Скажи мне, что ты можешь вне дорог, и я скажу, кто ты есть на самом деле...»
Водка не бензин, загородом расход больше!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 16 2015, 13:48
Post #6


Unregistered









კი. მაგრამ მოგვიანებით.
Go to the top of the page
+Quote Post
HUSHTA
post Mar 16 2015, 14:14
Post #7


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 11,142
Joined: 28-November 06
From: Milky Way
Member No.: 63
მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D



QUOTE(nika @ Mar 16 2015, 13:29) *

Hushta
ისე რავარი საშენო გზები იყო? წინა ხიდის გარეშე 40-50-ით ისე მივდიოდი როგორც ასფალტის გზაზე.

მაგარი იყო muagar.gif ვაშლოვანს არ ჩამოუვარდებოდა


--------------------
"The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol...

NISSAN LIONHEART
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diff lock
post Mar 16 2015, 14:21
Post #8


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 3,597
Joined: 21-January 07
From: მიშენებული ლოჯიდან
Member No.: 133
მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II



nika
კაცო დიდი ქვაბი რომელი იყო,შენ რომ LSD-ზე გველაპარაკებოდი?

ახლა აქ შენი რეპორტის წაკითხვამდე სულ მეგონა რომ გუშინ დიდი ქვაბი გამოვტოვეთ.


--------------------
მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 16 2015, 14:56
Post #9


Unregistered









diff lock
ხო ეგ იყო დიდი. მაგ მთას გარშემო სულ გამოქვაბულები ჰქონდა.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 17 2015, 10:08
Post #10


Unregistered









თამთას ფოტოები
https://www.facebook.com/tamta.chanturia/me...43335469&type=1
Go to the top of the page
+Quote Post
LEO
post Mar 17 2015, 21:29
Post #11


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,126
Joined: 3-January 11
Member No.: 4,920
მანქანა: Toy 70 Series, Suzuki SJ 413



საინტერესო იქნება მარშრუტი იორმუღანლო -საბერეები- დოდოს რქა - რუსთავი - ან პირიქით...(წრიული)
ასევე იორმუღანლო-- ივრის ხეობა- ტახტითეფა-დალის წყალსაცავი-ივრის ხეობა-(წრიული)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 17 2015, 21:34
Post #12


Unregistered









LEO
ეგენი ძირითადად ნანახი გვაქვს ყველაფერი. ქვაბებიღა რჩებოდა.
Go to the top of the page
+Quote Post
Parnavaz
post Mar 17 2015, 22:44
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,602
Joined: 18-July 07
From: Kutaisi
Member No.: 284
მანქანა: Toyota Hilux 3.0 KZ-TE, Manual Tranny on Geolander 32



ძალიან ლამაზი ფოტოებია. ნიკა კილომეტრაჟი დაწერე რა


--------------------
6 Wheel Drive Hondoyota

Чем круче джип, тем дальше бежать за трактором.

IF YOU ARE GOING THROUGH HELL AT LEAST ENJOY THE VIEWS !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LEO
post Mar 17 2015, 22:47
Post #14


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,126
Joined: 3-January 11
Member No.: 4,920
მანქანა: Toy 70 Series, Suzuki SJ 413



QUOTE(nika @ Mar 17 2015, 21:34) *

LEO
ეგენი ძირითადად ნანახი გვაქვს ყველაფერი. ქვაბებიღა რჩებოდა.

-----
ნანახი გვაქვს მაგრამ ცალ-ცალკე... მათ შორის მანძილების გავლა პირდაპირი ხაზით არის მუღამი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 18 2015, 00:05
Post #15


Unregistered









LEO
ვერ მოასწრებ 1 დღეში მაგდენს. მარტო დოდოს რქა ხომ არაა მანდ ნათლისმცემელია კიდევ მრავალწყარო და ა.შ.

Parnavaz
ციტატა
ძალიან ლამაზი ფოტოებია. ნიკა კილომეტრაჟი დაწერე რა

400 კმ. აქედან დოდოს რქა 80 იყო.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 19 2015, 21:18
Post #16


Unregistered









დავით გარეჯელის ეკლესია
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ხედები გარეჯელის ეკლესიიდან
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დიდი ქვაბები და მისკენ მიმავალი გზა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მოახლოებული. აქ უნდა მივიდეთ.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

პანორამა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ხედი ივრის ჭალისკენ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ავდივართ ქვაბებისკენ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 19 2015, 21:21
Post #17


Unregistered









ამაზე წინ აზრი აღარ ჰქონდა წასვლას. ძალიან ციცაბო ფერდები იყო თანაც ფხვიერი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ასე შლის წვიმა ამ მთას
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დავეშვით ცოტა დაბლა და გარშემო ვუვლით ქვევიდან
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გამოშნდა მეორე მხარის გამოქვაბულები
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ამეებთან მისვლა ადვილი იყო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ინტერიერი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ვაგრძელებთ შემოვლას
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 19 2015, 21:25
Post #18


Unregistered









ლაზარემ სცადა ასვლა მაგრამ რთული ასასვლელი იყო და აღარ გარისკა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ვაგრძელენთ შემოვლას
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გამოჩნდა მესამე მხარის გამოქვაბულებიც
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

საინტერესო თაღოვანი კარივითაა რაღაცა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შემდეგ წავედით პატარა ქვაბებისკენ, გზად ასეთი ხეები შეგვხვდა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ესეც პატარა ქვაბები
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 19 2015, 21:28
Post #19


Unregistered









ისევ პატარა ქვაბები
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დიფლოკა და ჰუშტა გვერდით მთაზე ადიან
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

აი ეს აღმართი გვაქვს ასავლელი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მანქანები ქვევით დარჩა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

დოფლოკა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ცოტაც
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შიგნით ერთ-ერთი ოთახი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მანქანები
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ინტერიერი
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ხალხი ისევ ამოდის
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 19 2015, 21:30
Post #20


Unregistered









აქ სავარაუდოდ ეკლესია იყო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ბზიკების ბუდე "პაჟარნიკებმა" მიითვისეს
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ხალხი ჩამოდის
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მელიას (?) სორო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი


ეს კი დოდოს რქას ახლად აღმოჩენილი ეკლესიის ფრესკები.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th April 2024 - 15:37