IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> GV 2.0 TDI ინტერკულერი, განსხვავებული ინტერკულერის მორგება
OtTa
post Mar 4 2015, 13:36
Post #1


Newbie
*

Group: Registered
Posts: 6
Joined: 4-March 15
Member No.: 6,425
მანქანა: Suzuki Grand Vitara I 2.0 HDI RHZ 110



გამარჯობა,
ინტერკულერი მაქვს დაზიანებული, როგორც მივხდი რემონტი ნაკლებად ეფექტიანი იქნება, მითუმეტეს უკვე იყო გარემონტებული ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას. ხოლო გამოწერა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ნახმარის შოვნაც რთულია.
მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ გამოცდილება განსხვავებული ინტერკულერის მორგების, ან ხელოსანს თუ იცნობთ, ვისაც აქვს მსგავსი გამოცდილება?
თუ არა და კომპეტენტური რემონტის გაკეთება სად შეიძლება?

ფოტო ინტერნეტიდან:
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chochich
post Mar 4 2015, 13:51
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,243
Joined: 18-February 09
Member No.: 3,823
მანქანა: Jeep Cherokee



მე ინტერქულერი A B წებოთი დავაწებე და მუშაობს ჯერჯერობით (3 თვეა) მშვენივრად. ტფუ ტფუ ტფუ.

გახეულია თუ რა სჭირს?


--------------------
come back Nick


--------------------------------------
სამრეცხაოს ცხელი ხაზი 597 161414
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
OtTa
post Mar 4 2015, 13:54
Post #3


Newbie
*

Group: Registered
Posts: 6
Joined: 4-March 15
Member No.: 6,425
მანქანა: Suzuki Grand Vitara I 2.0 HDI RHZ 110



QUOTE(chochich @ Mar 4 2015, 13:51) *

მე ინტერქულერი A B წებოთი დავაწებე და მუშაობს ჯერჯერობით (3 თვეა) მშვენივრად. ტფუ ტფუ ტფუ.

გახეულია თუ რა სჭირს?


A B ანუ ეპოქსიდი?
უშუალოდ რადიატორიდან ჟონავს კონდენსტი. მარა დარწმუნებით არ ვიცი. შეკეთებული ეტყობა თვითონ კორპუსზე, ეპოქსიდი ან რაღაც მაგდაგვარი უსვია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Mar 4 2015, 14:02
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,917
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ალუმინის რადიატორებს ვინც კერავს ნებისმიერი შეადგებს და იმუსავებს კიდევ 10წელი


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
OtTa
post Mar 4 2015, 14:05
Post #5


Newbie
*

Group: Registered
Posts: 6
Joined: 4-March 15
Member No.: 6,425
მანქანა: Suzuki Grand Vitara I 2.0 HDI RHZ 110



QUOTE(4runner @ Mar 4 2015, 14:02) *

ალუმინის რადიატორებს ვინც კერავს ნებისმიერი შეადგებს და იმუსავებს კიდევ 10წელი

მადლობა რჩევისთვის
კონკრეტული რადიატორის ხელოსანი ხომ არ გეგულება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Mar 4 2015, 18:27
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,917
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ციტატა(OtTa @ Mar 4 2015, 14:05) *

მადლობა რჩევისთვის
კონკრეტული რადიატორის ხელოსანი ხომ არ გეგულება?

მეგულება მარა ისეთ ტ... მუშაობს ვერ აგიხსნი smile.gif


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
OtTa
post Mar 5 2015, 23:04
Post #7


Newbie
*

Group: Registered
Posts: 6
Joined: 4-March 15
Member No.: 6,425
მანქანა: Suzuki Grand Vitara I 2.0 HDI RHZ 110



QUOTE(4runner @ Mar 4 2015, 18:27) *

მეგულება მარა ისეთ ტ... მუშაობს ვერ აგიხსნი smile.gif


კაი რაიონი მაინც მითხარი და სახელი, მივაგნებ : ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
OtTa
post Oct 18 2017, 16:58
Post #8


Newbie
*

Group: Registered
Posts: 6
Joined: 4-March 15
Member No.: 6,425
მანქანა: Suzuki Grand Vitara I 2.0 HDI RHZ 110



დიდი დრო კი გავიდა მარა მაინც იქნებ ვინმეს გამოადგეს ეგ ინფორმაცია, რადგან ინტერნეტში ხანგრძლივმა ძიებამ შედეგი არ გამოიღო.

პრობლემა მოგვარდა არატრივიალურად,
მცირე ექსკურსი: ამ თაობის (მრგვალ) გრანდვიტარებზე დგებოდა 2 სახის დიზელის ძრავი, პეჟოს HDI 2.0 (RHZ/RHW) და მაზდას 2.0 (RF), საქართველოში დიზელის ძრავით გრანდვიტარები იშვიათობაა, განსაკუთრებით ვროპული, თუმცა იაპონიის ბაზრიდან რაღაც რაოდენობა "მარჯვენასაჭიანობის" დროს იყო ჩამოსული.

მოკლედ დიდი ხანი ვეძებე ჩემს პეჟოს ძრავზე ინტერკულერი, საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია შოვნა, ორიგინალი მარტო ევროპაშია და 500$ (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) ღირს. ევროპის ebay-ზე იშვიათად შეხვდებოდი, მარა ჩემსაზე უარესები იყო, ზეთში ამოთხუპნულები ზუსტად იმ აგილას სადაც თავი და რადიატორის მუშა ნაწილი ერთდება.
ერთადერთი ვარიანტი იყო დაშლილი იაპონური ძრავის ინტერკულერის გადაკეთება, დიდი ხანი ვადარებდი სურათებით და იყო დიდი შანსი იმისა რომ გადაკეთება შესაძლებელი იყო, რადგან მუშა ნაწილები ძალიან გავდა, ხოდა გავრისკე და ვიყიდე მაზდას ინტერკულერი, ზესტაფონიდან გამოვაგზავნინე. ხო და ჰოი საოცრებავ, გადადუღებაც არ დასჭირდა, გაფუჭებული რადიატორის თავები იდეალურად დააჯდა და თვით რადიატორიც ჰერმეტული აღმოჩნდა! dnck.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 17:48