IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს დაცული ტერიტორიები, მნიშვნელოვანია!!!
Geooffroader
post Feb 22 2016, 12:46
Post #1


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



ბატონებო,

საქართველოს ოფროუდის ფედერაცია გაცნობებთ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესაძლო კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, თანამშროლობის ფარგლებში მოგვმართავს თხოვნით, რომ თავი შევიკავოთ off-road-ისათვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იქ, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები და არ არის ნებადართული ავტომობილებით გადაადგილება. ასეთ ადგილებში მსგავსი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩადენილ იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულია შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:


მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას (1500-2000) ლარამდე.

მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას (400-500)ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ - გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას (500-600) ლარამდე.

მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ (40-70) ლარამდე.
2. იგივე ქმდება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში - გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ (60-90) ლარამდე.


აქედან გამომდინარე, სააგენტომ, გამოხატა რა პატივისცემა ოფროუდ-მოძრაობისადმი საქართველოში, თხოვნით მოგვმართა საქართველოს ოფროუდის ფედერაციას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ ოფროუდ-მოძრაობაში ჩართულ პირთა ინფრომირება აღნიშნულის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის სავარუდო კანონდარღვევა და მისი თანმდევი ქმედება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილებისა და შესაძლო კანონდარღვევის პრევენციის მიზნით,საქართველოს ოფროუდის ფედერაცია მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იმ ადგილებში, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები.
მიმართვას თან ახლავს დაცული ტერიტორიების რუკები.
წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის.

პატივისცემით,
საქართველოს ოფროუდის ფედერაცია



თბილისის მიმდებარე დაცული ზონების რუქა.
Attached File  tbilisi_kvartlebi_zonireba.kmz ( 711.26k ) Number of downloads: 512



პ.ს. დროდადრო დაემატება საქართველოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიების რუქებიც.


--------------------
come back Nick
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sambela
post Feb 22 2016, 14:23
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 998
Joined: 8-December 14
Member No.: 6,337
მანქანა: mitsubishi pajero mini



ეს ფერები რა პონტია? ამ ადგილებში საერთოდ არ შეიძლება შესვლა თუ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ?


--------------------
სადაც ვერ გახვალ გადახტი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 22 2016, 14:46
Post #3


Unregistered









sambela
ნებართვის გარეშე შესვლა არ შეიძლება.

აი აქაა დაცული ტერიტორიების სრული რუკები
https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?mi..._o.kj9Px9wi39II
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 22 2016, 14:48
Post #4


Unregistered









როგორც ხედავთ ჩვენი მარშუტებიდან დაცულ ტერიტორიებში ხვდება 3
1) ცხვარიჭამია ღულელები.
2) მამკოდა-ნორიო
3) მანგლისი-გოსტიბე (ნამტვრიანიდან ქედზე ასვლამდე). თვითონ ქედის თხემი არ შედის დაცულ ტერიტორიებში, ანუ გოსტიბე-კლდეკარით გავლა შესაძლებელია.
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Feb 22 2016, 20:11
Post #5


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



გვავიწროვებენ ნელ ნელა. მამკოდა ნორიო ავტობანი გახდა დიდი ხანია. ცხვარიჭამია-ღულელები დიდად დატვირთული არ ყოფილა. აი, ნამტვრიანი გოსტიბეს მიმართულება ქედის თხემამდე ეგ ცუდია. ერთ ერთი უმაგრესი ტრეკია.


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 22 2016, 20:26
Post #6


Unregistered









Levani
ციტატა
ნამტვრიანი გოსტიბეს მიმართულება ქედის თხემამდე ეგ ცუდია. ერთ ერთი უმაგრესი ტრეკია.

პრინციპში მანდ ქედის აქეთა მხარეს დიდი ოფროუდი არც იყო. ღამეა ხოლმე უბრალოდ დაშვება ექსტრიმი გზა შეიძლება აგებნეს. სამაგიეროდ კლდეგარამდე თუ გააგრძელე გზა აი ეგ უკვე ექსტრიმია. ნუ ზამთარში სამწუხაროდ გაუვალი.
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Feb 22 2016, 20:28
Post #7


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,917
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ლოგიკას ვერ ვხვდები ტყეში მანქანით მოძრაობა ვის რა ზიანს აყენებს?! რამე სამხედრო ან მსგავს ობიექტებს ხო არ ამატებენ მაგ ტეტიტორიებზე ?


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Muddy Princess
post Feb 22 2016, 20:37
Post #8


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,406
Joined: 8-August 12
Member No.: 5,568
მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2



ნიადაგს აფუჭებთ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 22 2016, 20:37
Post #9


Unregistered









4runner
დაცული ტრიტორიაა და ბუნებას აზიანებ. თუმცა თუ დეტალურად გაინტერესებს შეგიძლია მიმართო http://apa.gov.ge/ge/contact
Go to the top of the page
+Quote Post
USU
post Feb 22 2016, 20:45
Post #10


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 8,917
Joined: 19-March 09
Member No.: 3,864
მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2



4runner
ჰუმუსოვანი ფენები იხსნება ბრატ


--------------------
It's a Jeep, you wouldn't understand...

Мужик не кактус, ему пить надо...
До рая доходят только те, кто не бросает своих друзей!
Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!!

სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Feb 22 2016, 21:54
Post #11


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,917
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ეგენი კი წავიკითხე რაც უწერიათ მარა აფსურდია. მანქანა არსებული ბილიკების და ტყის გზების გარდა ვერანსირად ვერ მოხვდება ისეთ ადგილას სადაც რამეს დააზიანებს პროცენტული შანსი მაგის 2%არ გაცდება ამიტო გამიჩნდა ეჭვი რო რაღაცის დამალვა უნდათ და რიგ ტერიტორიებზე არ აწყობთ მოტასავე ჯიპერები


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 22 2016, 22:41
Post #12


Unregistered









რა ვერ გაიგე? ეგ არსებული გზაც აღარ ითვლება გზად. მორჩა დაიკეტა ეგ ტერიტორია.
Go to the top of the page
+Quote Post
HUSHTA
post Feb 22 2016, 22:51
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 11,142
Joined: 28-November 06
From: Milky Way
Member No.: 63
მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D



სულაც არ მინდა რომ ოფროუდი გაპაპსავდეს sad.gif
შეზღუდვები მერე ნახე...


--------------------
"The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol...

NISSAN LIONHEART
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Feb 22 2016, 23:26
Post #14


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,917
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ანუ მაგ ტერიტორიებზე რო გაგაჩეროს გარემოს ზედამხედველობამ 2000ლარი ჯარიმა ეგრევე ზედაგაქ? იქნებ გზა ამერია და სულ არ ვიცი სად მოვხვდი მაშინაც ჯარიმაზე ხარ?. მე მომსვლია მასეთი რამე და მაგიტომ მსინტეტესებს


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 22 2016, 23:31
Post #15


Unregistered









4runner
წერია ზევით რაზე რა ჯარიმაა.
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Feb 23 2016, 00:27
Post #16


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



სამწუხაროა.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწვანე პარტიზანი
post Feb 23 2016, 00:56
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,963
Joined: 31-August 09
Member No.: 4,152
მანქანა: Dead Rover



ციტატა
იქნებ გზა ამერია და სულ არ ვიცი სად მოვხვდი მაშინაც ჯარიმაზე ხარ?

მართალია, გადახედვას საჭიროებს ჩემი აზრით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rezident
post Feb 23 2016, 00:57
Post #18


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 9,287
Joined: 6-October 09
Member No.: 4,214
მანქანა: MAGDU



ეგრე თოფიანი მონადირეც იტყვის გზა ამერიაო და ეგ ხომ არგუმენტი არაა....


--------------------
www.ipcenter.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მჟავე
post Feb 23 2016, 08:49
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 4,032
Joined: 5-March 10
From: ტიფლის
Member No.: 4,529
მანქანა: MMC montero 3.5 sohc suzuki vitara J20DOCH



ციტატა(მწვანე პარტ� @ Feb 23 2016, 00:56) *

მართალია, გადახედვას საჭიროებს ჩემი აზრით
მერე მიდექი მოდექი ქენი რამე


--------------------
საქართველო მარტო თბილისი არ არის და ვერ იქნება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Feb 23 2016, 09:04
Post #20


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,917
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ციტატა(rezident @ Feb 23 2016, 00:57) *

ეგრე თოფიანი მონადირეც იტყვის გზა ამერიაო და ეგ ხომ არგუმენტი არაა....

თოფიან მონადირეებს ერევა გზა თუ ერევა ყველა ნავიგაციით კი არ დადის xaxaxa.gif


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 09:02