კარსანი-მუხათგვერდი 09.02.2008, მოულოდნელად რთული გასვლა გამოდგა :) |
კარსანი-მუხათგვერდი 09.02.2008, მოულოდნელად რთული გასვლა გამოდგა :) |
nika |
Feb 9 2008, 18:25
Post
#1
|
Unregistered |
ძალიან საინტერესო გასვლა გამოდგა. დავწერ ყველაფერს მიყოლებით.
შევიკრიბეთ უკვე ტრადციულად სპორტის სასახლესთან 09.00-ზე. გასაცილებლად მოვიდნენ მაო (shapokliak) და ირაკლი (asia) ახლად ნაყიდი ბენდელას ნისან პატრულით. მერე მოვიდა ტელევიზიაც თანაც ორი კამერა და რამე რუმეები. წესით დღეს 20.00-ზე მოამბესთვის უნდა მოესწროთ სიუჟეტი. ვნახოთ. მანქანები იყო 1) მე - სამურაი + 29' დაჭრილი პილიგრიმები 2) აჩი - სამურაი + 29' დაჭრილი პილიგრიმები 3) სტალკერა - ნივა + 27' ვლი5 4) გელა - უაზ + 32' BFG M/T+ჯაჭვები 5) ზურა (veshapi) - პაჯერო + 32' ბლიზაკები 6) გიო (86) - პაჯერო + 33' მ/ტ მგონი ბრიჯსტოუნები ასევე შტურმანებად შალვა და ნიკდეფ90 გვეჯდნენ მე და აჩის iverson სტალკერას და ა.შ. თავიდან შევუხვიეთ თუ არა კარსანისკენ საშინლად მოყინული აღმართი გაიჩითა. ჰაბები გათიშული მქონდა, ვერ ავედი. უკან აჩი ტრადიციულად ახლოს მომყვებოდა და რო დავცურდი უდნავ დავარტყი . ესეც სამაგიერო გადავუხადე წინა გასვლაზე რო დამარტყა . სტოპი გამებზარა ოდნავ. მეტი არაფერი. ჩავრთეთ ხაბები და ხიდები და წავედით. კარსანში საკმაოდ დიდი თოვლი იყო. რაც ყველაზე ცუდი იყო ამ თოვლის ქვეშ საკმაოდ მოყინული იყო. ძლივს ავედით სოფლის ბოლომდე. წინ საკმაოდ ციცაბო აღმართი დაგვხვდა. იქვე საკმაოდ შავმა აბორიგენმა ( ) გვითხრა რო მანდ ვაბშე ვერ ახვალთო სულ გლდეებიაო. არა და მაგაზე უკეთესი რა უნდა ეთქვა. მიუხედავად აღმართისა მანქანა გაცილებით უკეთ კვალავდა. თითქმის ბოლომდე რო ავედი ძრავი საკმაოდ გახურდა და გავაჩერე გასაგრილებლად. გავუშვით წინ გიო, მარა საბურავები არ დაუშვია და ვერ გაკვალა. მერე ზურამ სცადა მარა ჩემი გაკვალულის ბოლომდე ვერ ავიდა. შემდეგ დაგდა გელას ჯერი. ჯაჭვების ხარჟზე საკაიფოდ ადიოდა მარა მერე ცალი ჯაჭვი გაძვრა. სანამ გელა დააყენებდა ისევ მე წავედი გასაკვალად (ამასობაში მანქანა უკვე გაგრილდა). ძაან მალე ავედი აღმართის ბოლოში და იქ 90 გრადუსით მარჯვნივ იყო მოსახვევი. აი ეგ უკვე ვერ ვქენი და ცხვირი ისე დამიცურდა მომიწია უკან დაშვება და ხელახლა ასვლა. მეორე ცდა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. ამის იქით მოულოდნელად გზა გაცილებით იოლი გამოდგა, თუმცა თოვლი მეტი იყო. მალევე მივედი წინა გასვლისას დატოვებულ ნაკვალევებამდე (მაშინ ზევიდან ჩამოვედით მანდ). ცოტა ხანში აჩის ამოვიდა. შემდეგი გიო იყო. ამ მომენტისთვის მას საბურავები უკვე დაშვებული ჰქონდა და მანქანამ უპრობლემოდ ამოიარა. ზურას ცოტა უფრო გაუჭირდა მარა მეორე ცდით ამოვიდა. გელა საერთოდ უპრობლემოდ ავიდა. ჯაჭვები მაინც მაგარია რა. სტალკერას კიდე გაუჭირდა მარა ამოათრია 4 კაცის ძალამ. ამით პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე თითქოს საკმაოდ იოლი უნდა ყოფილიყო და მერე ჭილისკენ გეზი გვქონდა. თოვლი ამჯერად გაყინული არ იყო. და ადვილად იკვალებოდა. მარა მალევე საკამოდ დიდი ნამქერი გაიჩითა. გაკვალვის პროცესში ისე ჩავჯექი რომ ჯალამბარით მომიწია გასვლა. ჯერ სტოლბიკს ჩავაბით მარა ამოძირკვა. მერე ბუჩქებზე რო ჩავაბით გაქაჩა. წინ ისევ ნამქერენი იყო. ნელ ნელა ვკვალავდი. უკან ხალხი რიგ რიგობით იჭედებოდა და გამოდიოდა. ბოლოს უკვე სამშვიდობოს რო გვეგონა თავი ძაან ღრმა კალეა გაიჭიტა. წინა გასვლაზე ის გაყინული იყო. გავიჭედე. აჩიმ უკან ამომათრია. დავიძარი წინ და უცებ ცხირი მარცხნივ წაიღო. ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი და მანქანა ცხვირით რაღაცას დაეჯახა (გაყინული მიწა ყოფილა). ძაან მაგრა ჩავერჭე. აჩციმ ისევ ამომიყვანა მარა მანქანა რაღაც უცნაურად იდგა. აღმოჩნდა რომ დარტყმისგან რესორის შაკლი შეიკეცა. ვერაფრით ვერ ვასწორებდით. მერე იქვე პატარა ხე მოვჭერით. მანქანა დომკრატით ავწიეთ და ძლივს გავასწორეთ. რესორა უკან ოდნავ ამოიღუნა (ბოლოს რო ვნახე თითქმის გასწორედა სიარულისას). გზა გავაგრძელეთ. სასაფლაოს ჩასახვევი ახლოს უნდა ყოფილიყო. მარა უკან არავინ ჩანდა. დავბრუნდი და თურმე აჩი ჩავარდა სადღაც და საბურავი ბორტიდან მოძვრა. ამოვიყვანეთ სწორზე და დავიწყეთ ფიქრი თუ რა გვექნა. შალვამ ბენზინით გაბერვა სცადა მარა უშედეგოდ. მერე ავწიეთ დომკრატით. საბურავი ცალ ბორტზე ჯერ იყო. მეორესთან კიდე იმდენად ახლოს მოდიოდა რომ იდეა გამიჩნდა დაგვებერა ის ჟიგულის ხელის ტუმბოთი (ერთადერთი ტუმბო რაც იქ გვქონდა მაგ დროს). ირაკლის Asia-ზე იმდენად იოლად მოხერხდა ბოჭორმაში საბურავის დაბერვა კოტეს ტუმბოთი რომ რო არ გვეცადა არ შეიზლებოდა. დაუჯერებელია მარა 10 წუთში საბურავი ბორტზე დამჯდარი დაბერილი იყო (სამურაი მაგადია რა ) ამის შემდეგ ჩემ მანქანას უკან რაღაც ხმები გაუჩნდა ცქცქცქ ეგრე შვებოდა. ჯერ მომეჩვენა რომ ასე ბუქსაობისას შვებოდა და სატელიტები მეგონა. საბოლოოდ კრესტავინა აღმოჩნდა, სახლამდე ძლივს მივედი ისე დაიშალა გზაში. იქვე იყო კიდევ რამდენიმე ჩაჯდომა და გელას მანიაკალური გავლა იქ სადაც სამურაებმა ვერ გაიარეს . ამასობაში უკვე 3 საათს გადაცდა. გავჩერდით საჭმელად. იქვე ტელევიზიებმა ინტერვიუები ჩაიწერეს. ჭილზე ასვლას უკვე ვერ ვასწრებდით და დავეშვით ქალაქისკენ. გზად პროფილაქტიკაში შევიარეთ სადაც ვნახეთ თუ რა ხდებოდა ჩემ თავს. ფოტოვიდეოტოპო მასალები მოგვიანებით. ჯერ მეც არ მინახავს Attached File(s) daumush_track.gpx ( 129.55k ) Number of downloads: 440 |
nikdeff |
Feb 9 2008, 18:42
Post
#2
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
ველოდებით დანარჩენებს
მივედით დათქმულ ადგილას 2 სუზი და გიო86 ველოდებით ვეშაპს კიდევ მცხეთა ზურა (ვეშაპი) დაგვეწია ნიკა ჩამოცურდა და აჩიმ გააჩერა დანარჩენები ელოდებიან კოლონის დაძვრას ვიწრო გასასვლელი იყო სოფელში და თან გაუკვალავი ნიკა კვალავს -------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
Levani |
Feb 9 2008, 18:39
Post
#3
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,925 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" |
მიდი...მიდი... დაყარეთ ტექსტური და ფოტო-ვიდეო მასალა. ზალიან მაინტერესებს. გიომ პაროგი აატეხა მანქანსო, მართლა? ნისანით ირაკლი იყო? ეს ჩოხიანი ტიპი ვინღაა?
ვაა... ძალიან მაინტერესებს. დღეს მთელი დღე ეკლებზე ვზივარ. მაგრა მიტყდება, რომ ვერ შევძელი წამოსვლა. აჩის სუზის წინა გასვლაზე ზეთი გასდიოდა... გააკეთა? -------------------- RED DEVIL
|
gaz-69 |
Feb 9 2008, 18:48
Post
#4
|
Advanced Member Group: Registered Posts: 269 Joined: 7-September 07 Member No.: 354 მანქანა: gaz-69 |
ჩოხიანი კაცი ვინაა
|
nikdeff |
Feb 9 2008, 18:48
Post
#5
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
-------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
gaz-69 |
Feb 9 2008, 18:49
Post
#6
|
Advanced Member Group: Registered Posts: 269 Joined: 7-September 07 Member No.: 354 მანქანა: gaz-69 |
და რა მაინტერესებს კიდევ გელა გაზ-69 რატომ არ დადის
|
nikdeff |
Feb 9 2008, 19:06
Post
#7
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
ნიკამ ვერ გაკვალა მეორე მონაკვეთი ბოლომდე და გელა ცდილობს გაკვალვას ჯაჭვებით
გიომ მანქანა გადააყენა და უყურებს როგორ კვალავენ გზას სტალკერა ცდილობს ასვლას მაგრამ უშედეგოდ რაზგონის ასაღებად სტალკერა კედლებზე ადის ლამის გიო ამოდის ზევით და შალვას არ უჯერებს გიო ამოვიდა ზევით კიდო -------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
SAMURAI |
Feb 9 2008, 19:11
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 2,812 Joined: 15-September 06 Member No.: 19 მანქანა: SUZUKI SAMURAI GTI 16V 1300cc, INSA TURBO SPECIAL TRACK 31 |
tu vinmes gakvt impormacia dges ikneba reportaji ? Nika ?
-------------------- SUZUKI- way of life !
|
Levani |
Feb 9 2008, 19:13
Post
#9
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,925 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" |
დააა...აშკარაა, რომ ამ დროს კარგ ჯაჭვებს ოქროს ფასი აქვს.
-------------------- RED DEVIL
|
nikdeff |
Feb 9 2008, 19:15
Post
#10
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
-------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
nika |
Feb 9 2008, 19:18
Post
#11
|
Unregistered |
SAMURAI
ციტატა tu vinmes gakvt impormacia dges ikneba reportaji ? Nika ? არა დღეს არაო ვერ ვასწრებთო დამონტაჟებას. |
nikdeff |
Feb 9 2008, 19:23
Post
#12
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
უაზიც ამოდის, ესეთ დროს კარგ ჯაჭვებს მართლაც ოქროს ფასი აქვს
ბრაკონიერები დანარჩენი ცოტა მოგვიანებით მანამდე აჩის აქვს სურათები ნიკასაც დადეთ რა -------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
nika |
Feb 9 2008, 19:26
Post
#13
|
Unregistered |
Levani
ციტატა მიდი...მიდი... დაყარეთ ტექსტური და ფოტო-ვიდეო მასალა. ზალიან მაინტერესებს. გიომ პაროგი აატეხა მანქანსო, მართლა? ნისანით ირაკლი იყო? ეს ჩოხიანი ტიპი ვინღაა? ვაა... ძალიან მაინტერესებს. დღეს მთელი დღე ეკლებზე ვზივარ. მაგრა მიტყდება, რომ ვერ შევძელი წამოსვლა. აჩის სუზის წინა გასვლაზე ზეთი გასდიოდა... გააკეთა? ირაკლია ეგ ჩოხიანი გიომ თავის პაჯეროს "ზედმეტი ნაწილი" (პაროგი) მოგლიჯა. აჩის მანქანაზე არ ვიცი მგონი ისევ ისე გასდის ზეთი. |
zurabau |
Feb 9 2008, 19:32
Post
#14
|
Super Member Group: Registered Posts: 3,010 Joined: 13-February 07 Member No.: 146 მანქანა: Это овчарки могут быть немецкими, а машина должна быть ЯПОНСКОЙ! |
ნაგარი გასვლა გქოიააათ ხალხოო მაგრამ როგორც ყოველთვის ტელევიზია ვერ ასწრებსს :D:DD მასე რომ ტელეფონიკა-დაკარი გაუშვვას ტელევიზიამ, ახლა ალბათ მარტო 80-იანი წლების დაკარს ვნახავდით
-------------------- RAINFORETS CHALLENGE BUKOVINA http://rfc-bukovina.com
Правительство давно усвоило, что легче всего взять деньги у бедных. Конечно, их у них немного - но зато бедных дофига........... Если ты сейчас читаешь эту надпись, то ты относишься к тем, кому нех.. делать. |
lado |
Feb 9 2008, 19:55
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 2,363 Joined: 12-August 07 Member No.: 319 მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T |
საღოლ ბიჭებო, კარგად გიბუღრავიათ, ჯიგრები ხართ. ფუ ბლიად, სად არ ვიყავიიი? მარა არაფერია, Vემთვისაც მოვა გაზაფხული
და სავარაუდოთ როდის იქნება რეპორტაჟიო, არ უთქვიათ? levani მესმის შენი, მეც შენ პონტში ვარ და მაგარი მიტყდება ტოო?! -------------------- Land-surveyor
|
Geooffroader |
Feb 9 2008, 19:55
Post
#16
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
მაგარი გასვლა იყო
ყველას დიდი მადლობა ხო სამწუხაროდ ჩემი მხარე პაროგი მოვტეხე და მეორე მხარესაც ერთი სამაგრია მოტეხილი ხვალ ან დავასვარკებინებ ან მოვხსნი საერთოდ ისე დღეს ეგ პაროგები რომ არ მქონიყო ჩემს მხარეზე პლასტმასებს დედას ვუტირებდი.ასე რომ პაროგებმა გადამარჩინა -------------------- come back Nick
|
nika |
Feb 9 2008, 19:59
Post
#17
|
Unregistered |
lado
დამირეკავენ. ისე ორი გადამღები ჯგუფი იყო და სხვა გადაცემაშიც იქნება ალბათ სიუჟეტი. |
vuhu |
Feb 9 2008, 19:59
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 762 Joined: 5-April 07 Member No.: 165 მანქანა: niva |
საღოლ ბიჭებო, ვამაყობ თქვენით და მაგრა გული მწყდება ტქვენთან რომ არ ვიყავი
იმედია მალე მაღირსება ან ტოიოტა ან საბურავები სულმოუთმენლად ველი რეპორტაჟს |
Geooffroader |
Feb 9 2008, 20:04
Post
#19
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
SAMURAI არა დღეს არაო ვერ ვასწრებთო დამონტაჟებას. აუუ 2 საათი გვინდა დასამონტაჟებლადო და ... 2 კი არა 3 საათი ქონდათ მგონი ნეტა როდისთვის გადადეს? -------------------- come back Nick
|
Stalker |
Feb 9 2008, 20:09
Post
#20
|
Super Member Group: Registered Posts: 1,591 Joined: 5-September 06 Member No.: 8 მანქანა: Niva21214 |
მაგარი იყო! მაგრამ ძაან მაგრადაც დავიღალე. არა რა, ზამთრის საბურავები უნდა დავაყენო ხოლმე ზამთარში ფაქტია დღეს გამოჩნდა, რომ ჩვენ სერიოზული ძალა ვართ პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით დიდი მადლობა ყველას იმისათვის, რომ გაჭირვებულ თანაკლუბელებს მთელი ძალებით უდგებით გვერდში და ეხმარებით
|
Lo-Fi Version | Time is now: 18th April 2024 - 07:12 |