Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ სხვა გასვლები _ ბოჭორმა ეკალასმთა ახმეტა

Posted by: irakli May 15 2014, 09:17

2 ვოლვოთი გავიარეთ ეს მარშუტი, თავიდან გიას სიონში უნდოდა ჩასვლა, მაგრამ გზამ ახმეტაში ჩაგვიყვანა, საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი გზა იყო, მანქანების დაზიანებებიც იყო.

ომარაანიდან სტანდარტული მარშუტიდან გადავუხვიეთ ჩრდილოეთით, და ვცადეთ ეკალას მთაზე ასვლა, დაკიდებული აღმართები იყო, ერთგან გიას ჩემს მოთხრილზე დასჭირდა ჯალოთი წახმარება. სადღაც დაახლ. 1 კილომეტრში ავიღეთ 500 მეტრი სიმაღლე. აქდან გადავედით ხოვას ნასოფლარზე, გზა ბევრგან აღარ ჩანდა, მორები ეგდო: ზოგზე გადასვლა შეიძლებოდა, ზოგს ევლებოდა, ბოლოს ჩახრამული დაღმართი იყო, რომელზეც ვიწრო ლიანდებიან მანქანას გაუჭირდებოდა. გზის ნახევარი შალვა იჯდა, რადგან ფეხით მიწევდა დასაზვერად სიარული. საკმაოდ ზუსტად ატარა ვოლვო.

რადგან 2 საათი იყო დაღამებამდე, ხოვადან ვიფიქრეთ სახადას გავლით უკან, ომარაანისკენ დაბრუნება, მაგრამ იქ დაგხვდა ქალბატონი, რომელმაც გვითხრა, რომ გზა მხოლოდ ერთი იყო, ისიც, უკან დასაბრუნებელი, რადგან გზა არც სიონისკენ მიდიოდა, არც სახადასკენ, ხოლო ის გზა, რომლითაც ჩინური ხისმჭრელი კომპანია სარგებლობდა ორვილის ხეობაში, დიდი ლოდებით იყო სავსე.

გადავწყვიტეთ მაინც დაშვება და ხეობის გავლა. 2 გზა იყო დასაშვები, ჩვენ დასავლეთისკენ მდებარი ავარჩიეთ. ერთ ადგილას ხრამისკენ ჩამაცურა და უკანა ჯალოთი მოუწია შალვას ამოქაჩვა, ამ დროს გია დასრიალებულა და ხეს მიყრდნობილი და უკანა ბორბალ აწეული დაგხვდა. აღმოჩნდა, რომ საჭის მხარიც გაღუნული ქონდა, რადგან მარჯვნივ ვერ უხვევდა. მივაბჯინეთ ჩემი მანქან ხეს, (ამან შეიწირა დამატებითი ფარი), გიას მანქანა დავაფიქსირეთ, და შალვამ გამოუსწორა მხარი. ჯალოს დაზღვევით ჩავუშვი და შედეგად აწყდა კევლარი ბარაბნიდან, რადგან ხვიებს არ მივაქციე ყურადღება.. მერე კიდევ ერთი ჩარეცხილი დაგხვდა, დაახ. 1 მეტრზე მეტი სიმაღლის. გია პირდაპირ ჩავიდა, ცხვირით ჩაერჭო მანქანა, მაგრამ გვერდზე ჯალოთი გამოვათრიეთ, მე უკანა ჯალოს დაცვით ჩავედი. თუმცა რაღაცა დაემართა შედეგად.

ჩავედით ორვილის ხეობაში, ლოდები ბევრი იყო, მაგრამ ევლებოდა. თუმცა გიას მანქანა ცოტა დავიწროვდა 2 ლოდს შორის გავლის შედეგად. უკვე დაღამდა, მივაგენით ურალების ლიანდებიან გზას , რომელიც ჩრდილოეთიდან მიუყვებოდა მდინარეს, თავი 2-3 კმში უკვე ახმეტაში გვეგონა, როცა აღმოვაჩინეთ წაღებული გზა. გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო , ასევე დატრიალბაც. ვიფიქრეთ მდინარეშI ჩასასვლილი პოვნა, ან ბუგაანში ასვლა, იქიდან იპნისგორაზე გადასვლა და იქიდან ახმეტაში ჩასვლა. ამასობაში რაღაც შენაკადი უერთდებოდა მდინარეს 200 მეტრი ლოდებიანი კალაპოტით, და გადავწყვიტეთ იქ ჩასვლა, მეთევზეები შეგხვდნენ და გვითხრეს, რომ ბუგაანში წაღებული იყო გზა. ერთი ვარიანტი გვრჩებოდა, რაც გამოვიყენეთ, მდინარეში კიდევ უფრო დიდ ლოდებზე გვიწევდა გადასვლა ან გვერდის მოვლა, მეც გავღუნე საჭის მხარი, რომელიც უკვე ახმეტაში ჯალოთი გაასწორა შალვამ.

საკმაოდ საინტერესო მარშუტია, თან იმედია ორვილის გზას გააკეთებენ, რადგან ახლა იმ ქვებზე სასიარულოდ დიდი კლირენსია საჭირო. ვიდეოები მაქვს და ერთი ფოტო, შეიძელება გიას ქონდეს მეტი, როცა მომაწვდის დავდებ.


Attached File(s)
Attached File  bochorma_axmeta.rar ( 34.27k ) Number of downloads: 81

Posted by: irakli May 15 2014, 09:18

პირველი აღმართი
http://www.youtube.com/watch?v=Cx8aAMFeWlM

Posted by: irakli May 15 2014, 09:20

ეკალას მთაზე დაკარგული გზები
http://www.youtube.com/watch?v=mN5HY0slDQY

Posted by: irakli May 15 2014, 09:25

ეს ვოლვოს შეკეთება ხოვას დაღმართზე
https://plus.google.com/photos/102129201225315128136/albums/6013518732239836497?authkey=CL2ysZvr0YTJ9gE

Posted by: nika May 15 2014, 10:30

muagar.gif muagar.gif muagar.gif muagar.gif muagar.gif

Posted by: Dzebisa May 15 2014, 20:12

irakli
თქვენ გენაცვალეთ.უმაგრესი მარშუტი გაგივლიათ,მარა შემოგერეკათ ერთი დაგხვდებოდით სადმე და მძიმე გასვლის შემდეგ სასიამოვნოთ გავატრებდით დროს. ისე,ორვილის ხეობა მართლაც მაგარი ლოდიანია,საღოლ თქვენ muagar.gif

Posted by: vais May 15 2014, 23:24

irakli
tr2_is mankana gaivlis mag treks?

Posted by: shalva-zimin May 16 2014, 00:49

ციტატა(Dzebisa @ May 15 2014, 16:12) *

irakli
თქვენ გენაცვალეთ.უმაგრესი მარშუტი გაგივლიათ,მარა შემოგერეკათ ერთი დაგხვდებოდით სადმე და მძიმე გასვლის შემდეგ სასიამოვნოთ გავატრებდით დროს. ისე,ორვილის ხეობა მართლაც მაგარი ლოდიანია,საღოლ თქვენ muagar.gif
ღამის 1 საათი იყო შენს მანქანას რომ ჩავუარეთ biggrin.gif იმ დამგზავრებულ მეთევზეებში შენი ნაცნობიც იყო smile.gif

Posted by: irakli May 16 2014, 01:49

vais
ორვილის წაღებულ გზამდე ალბათ გაივლის, თუ გამოცდილი მძღოლია. მერე ლოდებში ცოდოა, ვოლვოებზე დაიღუნა წიაგები. თუმცა მონდომებული შტურმანის და ბევრი დროს პირობებში, ალბათ შეიძლება გაძრომ-გამოძრომა ლოდებში.

Posted by: irakli May 16 2014, 01:52

Dzebisa
ჯიგარი ხარ. გვიან იყო, როგორც შალვა თქვა. ზუსტი დრო არ მახსოვს. მოკითხვა დავაბარეთ ბიჭებს შენთან. დაგვეხმარენ ბოლო მონაკვეთზე გზის არჩევაში muagar.gif თან მთელი გზა არჩევდნენ ვოლვო აჯობებდა თუ შესტი. არ ვერეოდი მათ საუბარში, რომ აზრზე გავლენა არ მომეხდინა, თუმცა მგონი ვერ შეთანხმდნენ.

Posted by: vais May 16 2014, 02:36

irakli
ლოდებში ძრომიალი არ მხიბლავს მაგრამ, მოსინჯვა შეიძლება.

Posted by: kipsho May 16 2014, 03:17

რამდენი კილომეტრი გაიარეთ???


Posted by: Dzebisa May 16 2014, 03:23

irakli

ციტატა
არ ვერეოდი მათ საუბარში, რომ აზრზე გავლენა არ მომეხდინა, თუმცა მგონი ვერ შეთანხმდნენ.

biggrin.gif წარმომიდგენია რა საუბარი იქნებოდა biggrin.gif

Posted by: Utiashvili Jun 15 2021, 13:12

QUOTE(irakli @ May 15 2014, 09:17) *
Attached File(s)
Attached File
bochorma_axmeta.rar ( 34.27k ) Number of downloads: 81

ამის ტრეკი ხომ არ გაქვთ შემორჩენილი? სირთულეები სადაა შევაფასოთ რომ შემოვლებზე წინასწარ ვიფიქროთ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)