იდეები 2014 |
იდეები 2014 |
nika |
Dec 22 2013, 21:23
Post
#1
|
Unregistered |
2013-ში ბევრი საინტერესო ექსკურსია იყო. თუმცა ბევრიც ვერ განვახორციელეთ. მაგრამ წინ კიდევ ერთი წელი გვაქვს. მაშ ასე ჩამოვწერ საინტერესო ადგილებს სადაც ვერ წავედი შარშან მაგრამ წელს გეგმაში მექნება. დავიწყებ ისეთებით რაც ზამთარი-გაზაფხული სეზონზეც შეიძლება.
შესრულებული 14.10.2014 1) ვაშლოვანი 2) დავით გარეჯი (შარშან საბერეები ვნახეთ და წელს უფრო აღმოსავლეთით რაც დარჩა იმეების ნახვა შეიძლება) 3) ბნელეთი 4) ხოვლე-ტანას ხეობა 5) წალკიდან გადასვლა თეძამის და შემდეგ ტანას ხეობაში, რასაც შეიძლება მიყვეს იქიდან გადასვლა გუჯარეთის წყლის ხეობაში და შემდეგ ტაბაწყურზე. 6) ასპინძის რაოინი (ვარძიიდან ჩრდილო დასავლეთით) 7) ხევი, თრუსო ჯუთა და ა.შ. 8) ტანადან გადასვლა წალკაში, შემდეგ გუჯარეთისკენ და შემდეგ ძამასკენ 9) სამსარის კალდერა 10) გოდერძის უღელტეხილი, მწვანე ტბა, ხულო, ბახმარო (მზის ჩასვლა ამოსვლებით), გომისმთა, შუახევი 11) სვანეთები 12) თუშეთი დარჩა 1) დმანისი-ფარავანი 2) აბულზე ასვლა კარგ ამინდში და ლევანის ტბა. 3) ლებარდე და ტობავარჩხის ტბა (არ აგერიოთ ტობა ვარჩხილში ეს სხვაა და ფეხით ცოტაა სასიარულო) 4) კინჩხა ჩანჩქერები და ა.შ. 5) მარტვილის კანიონი, ჩანჩქერები გამოქვაბულები. 6) რაჭა 7) ზემო იმერეთი ეს რაც აზრად მომდის და კიევ რა მომინდება კაცმა არ იცის |
nika |
Jun 17 2014, 10:59
Post
#2
|
Unregistered |
Jorjika
ციტატა შავი კლდის ტბაზე გსმენიათ რამე? ნამყოფი ვარ შორეულ 2006-ში წელს იყო შემადგენლობა (aka სასტავი) 2 კვირის წინ. 3 დღიანია. ჩვენ 1 დღე ვიარეთ მეტეომდე, მეორე დღეს ავედით ტბასთან, დასამე დღეს დავეშვით ბოლომდე. ახლა ადიან მეტომდე. კარვებს იქ ტოვებენ და მეორე დღეს მჩატედ ადიან ტბაზე ჩამოდიან მეტეომდე. მესამე დღეს ეშვებიან მეტეოდან დაბლა. პირველ დღეს ლაგოდეხიდან მეტეომდე არის ძალიან სერიოზული აღმართები. ნესტიან ტყეში 1500 მეტრი უნდა აკრიფო. მეორე დღეს ალპურ ზონაში დადიხარ სულ. http://nika.vardzelashvili.com/slideshows/lagodekhi.exe |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 17:49 |