28.02.2010 კარსანი ჭილი , პორნოsnowroad |
28.02.2010 კარსანი ჭილი , პორნოsnowroad |
nika |
Feb 28 2010, 22:20
Post
#81
|
Unregistered |
გასვლის მონაწილეები (მხოლოდ მანქანებს და მძღოლებს ჩამოვწერ)
1) დიმა. Vitara - 31 mt + ჯალო 2) ბადრი. 90 Prado - 35 Extreme Trekker + ჯალო 3) Hushta. Safari - 36 FBEL 160M 4) Kaxi. Safari - 33X12.5 mt 5) Giga. Defender 90 - 32 mt + ჯალო 6) ვასო. Pajero - 34 jungle trekker+ ჯალო 7) გიორგი. GAZ69 - 31 Я-192 (mt) თავიდან გასვლაში მოდიოდა სპარტაკა მარა ზეთმა გაუსხა და მიბრუნდა უკან. ასევე ჭილზე ვნახეთ ჯადო მარა ჯალამბარის პრობლემების გამო არ წამოგვყვა SS3-ზე. მერე ბოჩოლაც ამოვიდა იქ და იბოჩოლავა. 10-ზე შევიკრიბეთ ფოთოლასთან. საკმაოდ მალე გავედით. ტრასაზე ცალ-ცალკე ვიარეთ და მცხეთის გადასახვევიდან უკვე ერთად ვიარეთ. კარსანთან არაფერი საინტერესო არ იყო თითქოს. თუმცა ზევით ტალახები იყო და ნაკადულზე გადასვლისას ცოტა წავიხალისეთ. მაინც იოლად გავიარეთ ეს გზა. და უკვე 12:30-ზე სასაფლაოს გზასთან შეერთებაზე ვიყავით. მიზანი იყო სს3 მარა ვინაიდან 2 მანქანა (ერთი ნისანი და გაზ 69) დავარაუდოდ მანდ ვერ ივლიდა.და ამ დროს ჯერ ნიხვატკაში იყ ყველა, გადავწყვიტეთ ცოტა გაგვერთულებინა სს3-ის სტარტთან მისვლა. ჯერ წავედით ჭილის "კლასიკური გზით". აქვე ერთ ადგილას უკვე გაერთო ხალხი. ჰუშტამ სცადა FBEL-ების ძალა ეჩვენებიდა. და უშედეგოდ. თუმცა ჯალოს გარეშე ვერც ვასომ გაიარა ეგ მონაკვეთი და ვერც ბადრიმ. ამასობაში კახის მანქანას რაღაც პრობლემები შეექმნა კოლოფზე. პლისუ პადმატორნები აუგლეჯია. მოკლედ აქედან გაბრუნდა უკან. ამასობაში ხაზზე ჯადო გამოვიდა. სს2-ზე უპოვია დიდგორი 2009-ზე დაკარგული არკის პლასტმასა. ხოდა ახლა სადღაც ზევით იყო. ჩვენ კიდე რისი ოფროუდერები ვიყავით? ტბაზე ავედით (ერთგან ნამქერი გავიტანეთ). მარა მერე მაგიდებისკენ არატრადიციული მარშუტით წავედით. მინდა აღვნიშნო რო კაი იყო. ეგ მონაკვეთი პირველად დიდგორი 2008-ზე გავიარე როცა თუ არ ვცდები 7-ე წერტილთან რგი დამხდვა ქვევიდან. და მაშინ ზევიდან მივადექი. მერ ეკიდე სს2-ის პირველი მონაკვეთის ნაწილი გავიარეთ უკუღმა. საკმაოდ დიდი თოვლი იდო. მარა დიმას მანქანამ ერთი ამოსუნთქვით გაიადა ეს ბოლო მონაკვეთ. მაგიდებთან ჯადოს ეკიპაჟი დაგვხდა. აქედან სს3-ზე ასვლა გვინდოდა. ჯადომ ძაან ცუდი გზააო. ჯერ სულ მარჯვენა გზით ვცადეთ დიმამ და მე. უშედეგოდ. მერე იქ ჰუშტა შევარდა და ჩვენ გავლას აზრი არა ჰქონდა იმხელა ლიანდები ამოთხარა. მარჯვენა გზაზე ამ დროს ვასომ აიარა და მერე გაზ69 წვალობდა. დიმას ვუთხარი მოდი მაგიდებთან დავბრუნდეთ და იქიდან ვცადოთ ასვლა. გიგაც ჩვენ გამოგვყვა. ეს გზა ვერ ავიარეთ ერთ ადგილას ღრმა ლიანდის გამო და ცოტა "ვიცვეტავეთ" და ტყით მოვუარეთ. გიგამ კი სულ ჯალოთი აიარა. აქ წავიხემსეთ. თან ბერია გვირეკავდა წამ და უწუმ რატო დგახართო? დაიწყო სს3. წინ ჰუშტა შევუშვით და 10 მეტრში გაიჭედა. ტრეკზე გამოჩნდება რამდენი ხანი ვიწვალეთ მანდ. საბოლოოდ ვერავინ გაიარა ეგ ადგილი ჯალოს გარეშე. არა და მახსოვს რო მანდ მარჯვენა მხარეს დიდი გუბე კი არის მარა ერთი რო გათელავდა მერე გავლადი იქნებოდა უკვე. უკანა გზაზე მაგრა ვინანე რო არ ვქენით ეგ. ჯადომ მანქანა ზევით ააყენა ამ მონაკვეთის ფინიშთან. თვითონ კი ფეხით დადიოდა. წინ ბადრი მიიწევდა. ასე 200-300 მერე კაი თოვლები დაიწყო. აი ამ თოვლების გაკვალვისას გაუჩნდა ტოიოტაც ცუდი ხმები და ნახევარი გზა გავლილი რო ჰქონდა საბოლოოდ დაიბრიდა წინა ხიდი. გამოსავალი ორი იყო. ერთი იქვე ქედზე ასვლა. მეორე გამობრუნება. უკანა მანქანებმა ასეც ვქენით და დავტრიალდით. ბადრიმ ქედზე ასვლა სცადა მარა ზევით ტყე ძაან ხშირი იყო. მიტომაც მაგანაც დაატრიალა მანქანა და ხუშტას დაბუქსირებით გამოიარა ნაწილი გზა. სანამ ჩვენ ბადრის ველოდებოდით ძოხომ დარეკა აგერ ჯადოს მანქანასთან გავიჭედეო. ჩვენ ამ დროს გიროგის გაზ69 ამოგვყავდა ტალახიდან და სანა ამას მოვრჩით ბოჩოლა უკვე გამომძვრალიყო თოვლის ტყვეობიდან. ძოხოს აღშფრთოვანება სტოკ ჯიმნით ტრასის საბურავებზე სიარულით ალბათ ნახეთ მეორე თემაში. მეც პირადად რამდენიმე მონაკვეთი არ მეგონა თუ გავლადი იყო ასეთი მანქანით. საბოლოოდ უკვე დაღამებული იყო როცა ყველა მანქანა გამოვიდა სს3-დან. აქედან მეტ-ნაკლებად მშვიდობით ჩამოვედით თუ არ ჩავთვლით ერთ ადგილას გიგას ხიდებზე დაჯდომას (სიბნელის გამო არასწორი გზით გაიარა). ტრეკი და ვიდეო მოგვიანებით. |
Lo-Fi Version | Time is now: 20th May 2024 - 20:04 |