IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გომბორი-ახშნისველები 3-4 ივლისი 2010, პორნოოფროუდი
nika
post Jul 5 2010, 00:55
Post #1


Unregistered









გასვლაში მონაწილეობდა 2 მანქანა

1) ლევანი+მე პაჯერო 2 33 მ/ტ
2) ჯადო+პერი ვრანგლერ 33 მ/ტ

ამდენ მანქანას შეკრება არ გასჭირვებია. გომბორის გზაზე ცოტა გავწვალდით რადგან საშინელი მტვერი იდგა. ყველაფერი მიგვანიშნებდა რო იოლი გასეირნება იქნებოდა. ჯადომ ეგებ 1 დღეში გავიაროთო. პლან B ამ შემთხვევისთვის მქონდა მერე ახმეტა-თიანეთის გავლით სიონის სყალსაცავთან გაჩერება ღამით. მარა ...
გავიდექით აღმართს. იქვე გამოჩნდა რო ტალახები ჯერ იყო. უბრალოდ ზევიდან შემშრალი იყო. და ბალახი იყო გაზრდილი ამ 2 თვეში ძაან დიდი.
შედარებით იოლად ავედით მგლის მთაზე. მთას გზა მარცხნიდან უვლიდა. ჯერ ტყეში შედიოდა და მერე უკვე ქედს მიუყვებოდა. ტყეში შევედით თუ არა დიდი მეწყერი დავინახეთ. გზა ადრე მანდ გადიოდა. პრინციპში შეიძლებოდა მანდ მანქანებიდ გადატარება მარა კერ მთის მეორე მხრიდან შემოვლა ვიფიქრეთ. აი აქ მივქარე მაგრა. დაზვერვაზე რო წავედი ფეხით ვნახე რო წინ გზა ჩვეულებრივად გრძელდებოდა. უკან კიდე მთის მეორე მხრიდან შემოვლა ვცადე. აი აქ მივქარე. საშინელი ბალახები, ყველანაირი ჯიშის ბუზები და პლიუს სიცხე. წრე მთლიანად ვერ დავარტყი თუმცა მანქანები რო გაივლიდნენ მაგი ვნახე და ასე 500 მეტრი არ მისული მანქანებამდა შველა ვითხოვე. საბოლოოდ ეგ ადგილი გადავლახეთ თუმცა 2 საათზე მეტი დრო აქ დაიკარგა. გზა გავაგრძელეთ თუ არა გამოჩნდა თუ რა გველოდა წინ. ასეთ სიცხეში მაღალ ბალახში თითქმის სულ სველი ტალახიანი მიწა იყო. ლევანის მანქანას საკმაოდ უჭირდა აღმართებში ასვლა რადგან ნიადაგი თიხის მაგვარი იყო. გზა როგორც ასეთი საერთოდ არ იყო. ოდესღაც აქ ალბათ დადიოდა მანქანები მარა ეს 20-ე საუკუნეში ალბათ. საბედნიეროდ (გაუგებრაია აქ რა უნდოდათ) ბევრი ძროხის ნაკვალევი იყო და გზას ამის ხაჯზე არ ვკარგავდით. სულ გვიწევდა დაცემული ხეებისგან და ტოტებისგან გზის გაწმენდა. სადღაც 4 საათზე წავიხემსეთ და ახალი ძალებით შევუდექით გზას. წინ ფაქტიურად ერთი აღმართი გველოდა და მერე უკვე ბოჭორმა-ახშნისველები გზაზე დავეშვებოდით. ამ აღმართის დაძლევაზე ძაან დიდი დრო დავკარგეთ. მარა უფრო მეტი დრო წაიღო დაღმართში გზის ძებნამ. ბოლოს გზა ვიპოვეთ და იქვე გავჩერდით. კარვები გავშალეთ. მერე ჯადოსნური მწვადი შევჭამეთ და დავიძინეთ.

მეორე დღეს დილიდან გზის ძებნა დავიწყეთ, მარა მალე მივხვდით რო უაზრობა იყო. და პირდაპირ დავეშვით სანუკვარი ბოჭორმა-ახშნისველები გზისკენ. ალაგ ალაგ ნაკადულები იყო და გადავლა გვიწევდა. მომენტებში სერიოზული გზა ჩანდა მარა უცებ ბალახებში დაიმალებოდა და ქრებოდა.
მიუხედავად ამისა 10 საათზე გავედით გზაზე. მარა სადაა გზა. ზუსტად ისეთივე დღეში დაგვხვდა. აი აქ გავიფიქრეთ რო დაგვერხა. ასეთი გაიკვალავი გზის გავლას შეიძლება კიდე 1 დღე დაჭირვებოდა. მარა უფრო იმის შიში მქონდა რომ სადმე ჩავარდნილი არ ყოფილიყო გზა და ამიტო ხო არ იყო ასე უვალი. ლევანის კიდე ბენზინის დაჩიკი ცოტას უჩვენებდა ...
ნელ-ნელა გავუყევით ლიანდებს. პირველ მდელოზე გასვლის ადგილი სულ ჩახერგილი იყო. ფაქტიურად 1 საათში 500 მეტრი გავიარეთ. ერთი იმედი იყო რო დიდ მდელოზე (სადაც აზიას ჟაჭვები მოვხსენით ადრე) რო მივიდოდით იქიდან ცოტა უკეთ ვივლიდით. შემდეგი 200-300 მეტრი საშინელება იყო. მარა მერე ცოტა დაიკლო ბალახებმა. გზაც მეტ-ნაკლებად გამოჩნდა და მეორე მდელოზე სადღაც 2.5 საათში გავედით. პირველის ნახევარი იყო და აქ წავიხემსეთ. მანქანები აქამდეც არ იყო მოსული თუმცა ამის იქით გზა უკვე ერთი მიდიოდა და გზის ძებნაზე მაინც აღარ გვეხარჯებოდა დრო. აქ უკვე ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ვისაც ეგ გზა ახსოვს შეუძლია წარმოიდგინოს თუ რამდენად რთული იქნება ის ნახევარმეტრიანი ბალახით დაფარული. კაი დიდი მონაკვეთი მოგვიწია მანქანის წინ სიარული და ტრაექტორიების ძებნა. როგორც იქნა გუბეები დასრულდა, გზა ისევ ტყეში შევიდა და დაიწყო ლიანდები. ჩვენ და გასაკვირად დიდი გუბეები სულ დამშრალი იყო და იოლად გავიარეთ. უკვე ამოვისუნთქეთ და მოულოდნელად წინ ჩახრამული ადგილი გამოჩნდა. ლევანის მანქანას ვერ გაუძლო მიწამ და ჩაწვა. აქაც კაი დრო დავკარგეთ. მანქანა რო გასწორდა წინ ისევ ჩახრამული იყო და სანამ ქვებით ავსებდნენ მე წინ დაზვერვაზე წავედი. გზაზე 4 ხე იყო დაგდებული. საბოლოოდ შემოვლითი ტრაექტორია ვიპოვე და ამ ოთხიდან 2 ხეს უვლიდა გზა მარა დანარჩენ ორზე მაგრა ვიწვალეთ. სულ ჩახრამულის და ხეების გავლას ალბათ 2 საათი დავახარჯეთ. მარა არც ამის მერე გაუმჯობესდა დიდად გზა. ლიანდებს შემოვუარეთ ერთგან და მანდ დიდი დრო მოვიგეთ. მარა ფაქტიურად სოფლის პირველ სახლამდე გზა სულ უვალი იყო. სადღაც 6 საათზე გავედით სოფლის პირას მდინარეზე და აქ ცოტა დავისვენეთ და ვიბანავეთ. დანარჩენი უკვე ტრასით, ნელ-ნელა დაბრუნება იყო.


Attached File(s)
Attached File  filtered.plt ( 460.27k ) Number of downloads: 577
Attached File  forumistvis.gpx ( 511.79k ) Number of downloads: 456
Go to the top of the page
+Quote Post
6 Pages V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
Replies(100 - 110)
badri
post Jul 7 2010, 13:13
Post #101


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 813
Joined: 25-January 10
Member No.: 4,424
მანქანა: Mitsubishi Pajero 3.5 Simex Extreme Trekker 35''



QUOTE(jado @ Jul 7 2010, 12:48) *

badri20
რამდენი მაწვალა და ისევ გასაკეტებელი მაქვს. სულ 5 წუთთის საქმეა.


jado
თუ რამეა არ მოგერიდოს კარგი ხელოსანი მეგულება biggrin.gif


--------------------
"ბედნიერებამ მითხრა - ნუ მეძებ,
შენი შვილების თვალებში მნახე."
ლ.ვასაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jul 7 2010, 14:07
Post #102


Unregistered









badri20
წყნეთში? wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
badri
post Jul 7 2010, 14:37
Post #103


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 813
Joined: 25-January 10
Member No.: 4,424
მანქანა: Mitsubishi Pajero 3.5 Simex Extreme Trekker 35''



QUOTE(nika @ Jul 7 2010, 14:07) *

badri20
წყნეთში? wink.gif


nika
კი muagar.gif


--------------------
"ბედნიერებამ მითხრა - ნუ მეძებ,
შენი შვილების თვალებში მნახე."
ლ.ვასაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
HUSHTA
post Jul 7 2010, 16:54
Post #104


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 11,142
Joined: 28-November 06
From: Milky Way
Member No.: 63
მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D



ხო აქებენ მაგას




laugh.gif


--------------------
"The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol...

NISSAN LIONHEART
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Sep 27 2010, 19:07
Post #105


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



კვირას გავიარეთ ეს მარშუტი და აშკარად ლიდერია უგზოო მარშუტების კატეგორიაში. მგლის მთიდან ბოჭორმის ტრეკამდე ძირითადად გზის გარეშე გიწევს სიარული ტყეში. წარმომიდგენია პირველგასვლისას რა რთული იქნებოდა გზის პოვნა. ოფის კუთხით ძირითადი სირთულე მაინც იწყება ბოჭორის ტრეკზე გასვლის შემდეგ, თუმცა მანამდეც არის ლოკალური რთული ადგილები. ერთი მინუსი აქვს დიდ ბორბლებს და კლირენს, ნაკლებად საინტერესო ხდება გზა, მახსოვს 31 ზე 300GE თი ჯაჭვებით უფრო ვიხალისე და მეტი ადრენალინი იყო, ვიდრე 34"იანი ვოლვოთი. თუმცა 3 ჯერ ჯალო მაინც დამჭირდა, აქედან 2 ჯერ გატესტვის ამბავში.(ევლებოდა). biggrin.gif


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jado
post Sep 27 2010, 19:13
Post #106


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 4,707
Joined: 26-October 08
From: cxneti
Member No.: 3,549
მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35



irakli
კარგი მარშუტია, ჩვენი ნავალი თუ იყო სადმე შემორჩენილი?? თქვენ ხეებისგან გზის გაწმენდა არ დაგჭირდებოდათ.


--------------------
OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 27 2010, 19:21
Post #107


Unregistered









irakli
ჩვენ რო ვიარეთ პირველ დღეს ლამის უფრო მეტჯერ ვიხმარეთ ჯალო. პრობლემა კლირენსი არ იყო მაშინ. უბრალოდ უფრო აგრესიული საბურავები იყო საჭირო. მთლიანად სველი იყო ქედი. ჯადომ მაშინ თქვა რათ მინდოდა ეს 33-იანი გუდრიჩები როცა 32 გეოლენდერები ამაზე უკეთ ივლიდაო. აი მეორე დღეს კი (როცა ბოჭორმა-ახშნისველები მონაკვეთზე გავედით) უკან დაიბრუნა თავისი სიტყვები. მანდ გაცილებით უფრო სიმშრალე იყო (ეგეთი გადამშრალი ეგ გზა არ მინახია მე მანამდე) მარა ლიანდები ადგილზე იყო და კლირენსი აშკარად უფრო მნიშვნელოვანი გახდა აგრესიულ საბურავებზე
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Sep 27 2010, 19:22
Post #108


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(jado @ Sep 27 2010, 15:13) *

irakli
კარგი მარშუტია, ჩვენი ნავალი თუ იყო სადმე შემორჩენილი?? თქვენ ხეებისგან გზის გაწმენდა არ დაგჭირდებოდათ.


კი ტყეში იყო ადგილებში კვალი. თუმცა ცოტა. ერთი დიდი ხე იყო გადმოვარდნილი და "მეგობრობის" გამოყენება მოგვიწია ჩვენც. ლიანდები ახლაც იშლებოდა, და ერთგან ტოიოტა ხიდებზე დავარდა.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Sep 27 2010, 19:25
Post #109


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 7,018
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



კიდევ აღმოვაჩინე, რომ 0.8 ზე ინტერკოები 1.0 ზე დაფუშულ ვოლვოზე უფრო მეტად აგრესიულია ან უფრო ბრტყელდება. აღმართებში აშკარად უფრო უადვილდებოდა ასვლა. გომბორიდან ახალ ნაწვიმარზე ვიარეთ ჩვენც. ბოჭორმისკენ ზედაპირი გამშრალი იყო, მაგრამ როგორც კი დააბუქსავებდი, ქვემოთ იყო სველი მიწა.

This post has been edited by irakli: Sep 27 2010, 19:25


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post Sep 28 2010, 00:08
Post #110


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ციტატა(irakli @ Sep 27 2010, 15:25) *

კიდევ აღმოვაჩინე, რომ 0.8 ზე ინტერკოები 1.0 ზე დაფუშულ ვოლვოზე უფრო მეტად აგრესიულია ან უფრო ბრტყელდება. აღმართებში აშკარად უფრო უადვილდებოდა ასვლა. გომბორიდან ახალ ნაწვიმარზე ვიარეთ ჩვენც. ბოჭორმისკენ ზედაპირი გამშრალი იყო, მაგრამ როგორც კი დააბუქსავებდი, ქვემოთ იყო სველი მიწა.
სამაგიეროდ 0.8 ზე დაფუშულ საბურავებსა და სალტეს შორის ტალახი შედის და სასბურავი დაშვებას იწყებს biggrin.gif დღეს ერთი საბურავი დასვებული დამხვდა და თეგეტაში(ვულკანიზატორი ბიჭია , მაგარი muagar.gif ) მოაძრო დისკს გააცალა ტალახი, ნიტროთი (აეროზოლი) შეღება სალტის კუთხე , საბურავი გაწმინდა და შამოაცვა. ბალანსირებისას, ნახევარ-ნახევარი კილო მოითხოვა sad.gif არ დაიზარა, დაშალა და მოტრიალების შემდეგ თავიდან ააწყო. გამივიდა, რომ მხოლოდ 150 გრამის დაკიდება გახდა საჭირო. გახეულ საბურავებსაც აკერებს .რეკლამაა biggrin.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Big Mamamia
post Sep 28 2010, 00:16
Post #111


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 5,170
Joined: 11-December 08
Member No.: 3,651
მანქანა: suzuki JIMNY MERCEDES BENZ



ციტატა(shalva-zimin @ Sep 28 2010, 00:08) *

სამაგიეროდ 0.8 ზე დაფუშულ საბურავებსა და სალტეს შორის ტალახი შედის და სასბურავი დაშვებას იწყებს biggrin.gif დღეს ერთი საბურავი დასვებული დამხვდა და თეგეტაში(ვულკანიზატორი ბიჭია , მაგარი muagar.gif ) მოაძრო დისკს გააცალა ტალახი, ნიტროთი (აეროზოლი) შეღება სალტის კუთხე , საბურავი გაწმინდა და შამოაცვა. ბალანსირებისას, ნახევარ-ნახევარი კილო მოითხოვა sad.gif არ დაიზარა, დაშალა და მოტრიალების შემდეგ თავიდან ააწყო. გამივიდა, რომ მხოლოდ 150 გრამის დაკიდება გახდა საჭირო. გახეულ საბურავებსაც აკერებს .რეკლამაა biggrin.gif

მეც დამიშალეს საბურავი შიგნიდან ლატკა დააწეპეს დაამიწყეს .თოკი არ ჩავადებინე, 5 ლარი გამომართვეს სხვაგან 10 ლარს ითხოვენ ნაგლად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 Pages V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 18:28