IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაკაბეთი-ჭერემი-ზეგაანი 02.03.2008, თოვლტალახები
nika
post Mar 3 2008, 15:31
Post #1


Unregistered









გავედით კვირას მარშუტის დასაზვერად. საკმაოდ საინტერესო იყო.

იდეაში გვქონდა კაკაბეთიდან ჭერემში ასვლა. მერე დროის მიხედვით იქ ღირსშესანიშნაობების ნახვა. ტბაწვერზე ასვლა შეგვეძლო. უკან კიდევ ორი გზა იყო. ერთი ჩადიოდა სოფელ მახარაძესთან (კაჭრეთთან). ეს ვარიანტი ოფროუდის მეტ რაოდენობას მოიცავდა. მეორე კიდე ჭერემის ძირითადი მისასვლელი გზა ზეგაანთან ჩადის მანდ ჯიგულების დადიან. მოკლედ საკმაოდ კარგი ადგილია დროის ამბავში ხვდები რას და როგორ მოასწებ.

მანქანები და ეკიპაჟები:

1) ნიკა+აჩი Suzuki Samurai, 29" დაჭრილი პილიგრიმები
2) მაო+ვუჰუ ნივა, კამა ფლეიმები და უკან ჟაჭვები
3) ბერკეტა+გიორგი1989, პაჯერო 33" BFG M/T
4) ლევანი+ბაჩო, პაჯერი 32" Yokohama M/T

ესეც გასვლის ტრეკი


Attached File(s)
Attached File  daumush_track.gpx ( 328.15k ) Number of downloads: 493
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 3 2008, 16:30
Post #2


Unregistered









თავიდან სოფელში როგორც ყოველთვის გაოგნებული ხალხის სახეები დავინახეთ. ჩავუარეთ და შევუდექით სერპანტინს. იქვე პირველი ტალახები გამოჩნდა. გავჩერდით ფეხსაცმლის შესაცვლელად. ასევე ჰაბები უნდა ჩამერთო მე, ლევანის კიდე ხიდის პნევმატიკა. აქვე გაირკვა რომ ბერკეტას მანქანა მაგრა აცხელებდა ძრავას. ლევანიმ დატესტა ვენტილატორის ვისკომუფტა და ვერდიქტიც იქვე გამოიტანა. აღარ ვარგაო. მოვხსენით და ხისტად დავამაგრეთ. ამაზე კაი ნახევარი საათი დრო დაიკარგა. შემდეგი მოსახვევი და აღმართი არც ისე იოლი გამოდგა. მე კი გავიარე მარა აი მაოს გაუჭირდა. ბოლოს როგორც იქნა ამოვიდა. იქვე სწორ ადგილას დავუყენეთ ჯაჭვები. შემდეგი მოსახვევი კიდე უარესი იყო. მარა ისიც გავიარე მერამდენეღაცე ცდით. მერე მაო და ბერკეტაც ამოვიდნენ. იქვე მწყემსმა ბერიკაცმა დაგვამშვიდა რომ ზევით გზა უფრო კარგიაო და ჭერემში არ გაგიჭირდებათO გადასვლაო. ამ დროს ზევიდან შეშით დატვირთული ჯაჭვებიანი ურალი მოგვადგა. შესა იმდენი იყო რომ ბენზობაკთაქნაც კი გარჭობილი ჰქონდა. სტანდარტული ფრაზები ტიპა ამ გზით ჭერემში თქვენ ვერ გახვალთ იქ ჩვენც ლებიოდკები გვინდა (10 ტონიან მანქანას ლებიოდკა რომ არ დასჭირდეს ნეტა ეგეთ ტალახებში). ბოლოს გავატარეთ ეს მანქანა და გავნაგრძეთ გზა. ავედით ზევით. მიმართულება ტრადიციულად GPS-მა გვიკარნახა. მიდის მდელო. ზედ კიდე 3-4 პარალელირი გზა. საკმაოდ რთული ასარჩევი იყო თუ რომელი აჯობებდა. ბოლოს კიდევ ყველაზე მაღალ წერტილზე რო ავედით გაკვალულები გაქრა. GPS ისეთ მიმართულებას გვანახებდა რომ ის წასვლის სურვილი ნაკლებად გვქონდა. დავზვერეთ კიდე 2 სხვა გზა მარა აშკარად არ გვაწყობდა. სხვა რა საშუალება იუო. გავუბერე იმ საშინელ გზაზე. იქვე გავერჭე და ცხცადი გაცდა რომ ტყეში ხეებს შორის მოგვიწევდა ძრომიალი. საბედნიეროდ ხაშმისავით არ იყო ეს ტყე უღრანი. თითქოს არაფერი მარა სადღაც 100-200 მეტრიანი მონაკვეთის გავლაზე ალბათ კიდე 2 საათი დავხარჯეთ. ბერკეტამ და მე გავიარეთ. მერე მაოც მოგვადგა. მარა ლევანი ჩავარდა კალეაში. ამ დროს ბერკეტა კაი წინ იყო გასული. მომიწია მე დაბრუნება. დაბრუნებისას მეც გავიჭერე. როგორც გაირკვა სამურაისთვის ურალის და 66-ის გალეა განივად არის დამღუპვენი. ღერძებს შორის დაშორება ზუსტად იმხელაა რომ წინა ბორბლებნით ერთ კალეაში ვარდები, უკანებით კიდე მეორეში. მომიწია ლებიოდკით ამოსვლა. მერე ლევანი ამოვიყვანე. ახლა ისევ უკან უნდა გამევლო. ვცადე რაზგონით გავლა და აი აქ მივქარე. ჯერ ხომ მანქანას სახურავი დაიძრა. შეიძლება ცოტა კუზაოც აძვრა რამიდან. არ ვიცი ზუსტად მარა კარგი არაფერი. და როგორც მერე გაირკვა მარცხენა წინა რესორის შაკლი ისევ ჩაიკეცა. ისევ ლებიოდკა და ავედი. გავნაგრძეთ გზა. მაო უკვე ბერკეტამდე იყო მისული. მე კიდევ სასიარულოდ ისევ არასწორი ტრაექტორია ავირჩიე და გავერჭე. დაკეცილი რესორის გამო წინა დაკიდება აღარ მუშაობდა და რა გასაკვირია რომ მანქანამ ცალი ბორბალი გამოკიდა ჰაერში. ბოლოს ლევანიმ ამომათრია. აქ შევნიშნეთ რეორის პრობლემა. გამოვიძახეთ ბერკეტა ჰაიჯეკით. ავწიეთ ცხვირი და უკვე ნაცადი ხერხით ხის ტოტით დავაბრუნეთ შაკლი სწორ მდგომარეობაში. სამწუხაროდ ამჯერად რესორა უკვე გაღუნული დარჩა საკაიფოდ და ახლაც არ გასწორებულა.

მოკლედ მივედით ბერკეტამდე და იქ წავიხესეთ. ჭერემამდე კიდე 7-8 კილომეტრი იყო. გზა კი არ უკეთესდებოდა უარესდებოდა. არც ის ვიცოდით 100% რომ ჭერემიდან ზეგაანისკენ მართლა ჯიგულების გზა მიდიოდა. გადაწყდა გვევლო ისევ წინ ლამის დაღამებამდე. მერე კიდე თუ რამეა მოგვიწევდა უკან ამავე გზით დაბრუნება. აქ მაომ მაგარი ტარებები ანახა. ხან ცალი ბორბალი ჰაერში და ხან რეები. ბოლოს კიდე წინა ბამპერზე გამოაბეს საბუქსირე და ბერკეტამ გაქაჩა. შეგედი იხილეთ ფოტოებზე.

იქვე შეგვხვდა ცხენიანი კაცი (უნდა აღინიშნოს რომ გზაზე ხალხის და ცხენების ნაკვალევი იყოო ბლომად). მან გვითხრა რომ აქვე ფერმასთან ეს ცუდი გზა მთავრდებოდა და მერე კაი გზა იყო. მართლაც მალე გავედით ფერმასთან და იქიდან საკმაოდ კაი გზა მიდიოდა მხოლოდ ალაგ ალაგ იყო ოდნავ ცუდი ადგილები.

მალე გავიარეთ გზაჯვარედინი საიდანაც "გზა" კაკაბეთისკენ შევებოდა. აქედან ჭერემისკენ საერთოდ კაი გზა მიდიოდა. ჭერემში ჩვენ და გასაოცრად ხალხი ცხოვრობდა. ცოტა იქ გავიჭირვეთ მარა მივაგენით რაღაც ეკლესიას. სასახლის ნანგრევები ვერ ვნახეთ. უკან წავედით უკვე სიბნელეში. მივადექით თუ არა კაკაბეთის გზას ლევანიმ ასე 50 მეტრიც არ გაიარა და თქვა რომ საშინელი გზააო. 2 დღიანი რომ ყოფილიყო იქვე გავშლიდით კარვებს და მეორე დღეს მაგ გზას დავლაშქრავდით. ასე კიდე გავბრუნდით უკან და ზეგაანისკენ დავეშვით. 50 კმ ტრასაზე ზედმეტი სიარული კი მოგვიწია მარა რას იზავ. მერე კიდე "კაჭრეთის ჩემპიონში" ღამის 1 საათამდე ვიჯექით.

ეს ექსკაავტორი პატრულმა გააჩერა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ბერკეტას ტოვლასტები ჰქონდა წამოღებული
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

იწყება
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შეშა მოაქვთ
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ზევიდან კავკასიოპნი ჩანდა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

პირველი გაჭედვა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

უკნიდან
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

3 ბორბალზე
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

biggrin.gif
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

შაკლი უკვე ჩაკეცილია
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მაოს ბამპერი. ლევანამ "ბადრიას ულვაში" შეარქვა
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

გავედით ფერმასთან
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ნანგრევები
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სამახსოვრო ფოტო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მაო
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

აი ესენნი გვასწავლიან ჭკუას. შკვორნის გატეხვა ასე ხდება
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი
Go to the top of the page
+Quote Post
pantera
post Mar 3 2008, 16:38
Post #3


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 978
Joined: 5-January 08
From: TBILISI
Member No.: 578
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.5GDI/ INSA TURBO 285/75R16/ WARN WINCH 8000



ვიდეოც მოგვაშველეთbiggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado
post Mar 3 2008, 16:38
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,363
Joined: 12-August 07
Member No.: 319
მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T



ვა, საღოლ, საღოლ. ისე მალე მანდ კაი მოშნი ტალახები გაიჩითება და ორდღიანის გაკეთებაც შეიძლება არაა?


--------------------
Land-surveyor
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Mar 3 2008, 17:18
Post #5


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



ორდღიანის გაკეთება უკვე გეგმაშია. ალბად ორ კვირაში. იგივე მარშრუტით ავალთ ჭერემში. კარგად დავათვალიერებთ ეკლესიებს, ავალთ ტბაწვერზე. მერე დავბანაკდებით გორგასლის საზაფხულო რეზიდენციის ტერიტორიაზე, რომელიც ულამაზესია თავისი ბუნებით და ხევებით. ღამით წავა ტრადიციული მწვადაობა. მეორე დღეს კი გავივლით ჭერემი-მახარაძე-კაჭრეთის მონაკვეთს. ამ მონაკვეთის გავლა ახლაც გვინდოდა და უფრო რთული ჩანდა დასაწყისშივე, მაგრამ ღამე ამის გაკეთება უკვე უაზრობა იყო. ასე, რომ ორ კვირაში ეს გზა ისევ გველოდება. წინასწარი ცნობით მარშრუტი იქნება საკმაოდ რთული. ჯალამბარიან მანქანებზე აღარაფერს ვამბობ. უჯალამბარო მანქანებისთვის, ჯაჭვები აუცილებელი იქნება.


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado
post Mar 3 2008, 17:20
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,363
Joined: 12-August 07
Member No.: 319
მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T



ოჰოო, ეს უკვე ვეშჩიააა!


--------------------
Land-surveyor
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali
post Mar 3 2008, 17:41
Post #7


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 228
Joined: 17-September 07
Member No.: 362
მანქანა: suzuki samurais marjvena skami



კაი გასვლა იყო მაგრა ვიხალისე, გატეხა იმან რო სუზი არ იყო თავის ძმებ მონსტრებთან ერთად და გამიბრაზდა კიდეც, არ დაიქოქაsad.gif, აკუმულატორი იყო დამჯდარი, თურმე გაბარიტები ჩართული დამჩენია და მთელ დღეში დაჯდა ნოლზე, ტაკსი გავაჩერე და ჩავაბი ეგრევე აიგო და მივედი სახლში ასე 5 იყო ალბათ !
ბერკეტ: მანქანაში დამჩა ჩანთა მერე გნახავ და გამოგართმევ, ბოტები დალპება crazy.gif
რამოდენიმე სურათს დავდებ ჰაი ჯეკის ნათლობის და ა.შ.


Attached image(s)
Attached Image Attached Image Attached Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Mar 3 2008, 18:04
Post #8


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



ვააა....როგორ "პად ცვეტ" მიდის კურტკა მანქანასთან. ტეტე ჯიგარი ხარ smile.gifsmile.gifsmile.gif, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა....
ისე საინტერესოა ჩემი შვილი სად დაიკარგა, ფოტო ვიდეო მასალას, რომ არ დებს?????

This post has been edited by Levani: Mar 3 2008, 18:05


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
berketi
post Mar 3 2008, 18:11
Post #9


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 4,114
Joined: 1-June 07
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 212
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.0 S/SELECT, R/D lock, BFGoodrich M/T 33x10.5x16



nataliko
დაგერეკა მერე მოვიდოდი და დაგაქოქინებდი, ისე რა იდიოტი ვარ არ დაგელოდე, მენახა რომ დაიქოქა მერე წავსულიყავი, იზვინი


--------------------
თუ კი გული მთებში გიხმობს, მეგობრები გელიან,
თუ კი მოგწონს, როცა ჯიპი სულ ტალახის ფერია, არ გაშინებს ცივი ღამე,
რადგან არყით თბებიან, ჩაალაგე დიდი ჩანთა ოფროუდი შენია!

სადაც ბევრი ტალახია ოფროუდი მაგარია!
წვიმა, თოვლი, მზე და ქარი ოფროუდზე მივიჩქარი!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
faran
post Mar 3 2008, 18:55
Post #10


Member
***

Group: Registered
Posts: 94
Joined: 14-January 08
Member No.: 601



ვაა,კაი ყოფილა muagar.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 3 2008, 18:55
Post #11


Unregistered









დღეს შალვას გავუარე და იქნევ ბეტონამეშალკებს სადაც რეცხავენ მეგუშა გავალღვეთ და გავრეცხეთ. მერე სახლში ჩოთქით დავუარე. ვიდზე მოივდა. ისე მაგარი კოშმარული ტალახები იყო. ძლივს მოშორდა. ზოგან არც მოშორდა.

ბერკეტ ჩემი აკუმლატორებიც შენ გაქ wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
lado
post Mar 3 2008, 18:59
Post #12


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,363
Joined: 12-August 07
Member No.: 319
მანქანა: Suzuki SJ 500 31/10.5/R15 hankook M/T



მაო ხო არ გაგებუტათ ბამპერის გამოოოო? laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
Land-surveyor
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 3 2008, 19:04
Post #13


Unregistered









lado
მაოზე ბედნიერი მგონი არავინ იყო. სცენა ასეთი იყო. ბერკეტამ გაქაჩა და რო გაიყვანა სამშვიდობოს გადმოვიდა. მერე ვუჰუ და გიროგი მივიდნენ და უყურებენ ამას და ხმას ვერ იღებენ. მერე მაო გადმოვიდა და მოკვდა სიცილით. ხოდა ამათმაც ჩაიხარხარეს. აი ისეთი პონტი იყო მეფეს ჯამბაზი გაეხუმრება ცუდად და ყველა მეფის რეაქციას რო ელოდება და მეფე რო გაიცინებს და ყველა მას მიბაძავს laugh.gif
Go to the top of the page
+Quote Post
beqa
post Mar 3 2008, 20:47
Post #14


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 394
Joined: 28-October 07
Member No.: 436
მანქანა: TOYOTA Land Cruiser fj 62



საგოლ ხო მაგრათ ისიამოვნეთ რაც მთავარია, ხო და მთავარი ეგ არის, სურათებიც კარგია, ხო და გამეხარდა იტოგში რო კარგათ გამოვიდაwink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
faran
post Mar 3 2008, 21:14
Post #15


Member
***

Group: Registered
Posts: 94
Joined: 14-January 08
Member No.: 601



ისე ესე რანაირად გაიღუნა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 3 2008, 21:24
Post #16


Unregistered









faran
საბუქსირე გამოაბეს და ...
Go to the top of the page
+Quote Post
nikdeff
post Mar 3 2008, 21:33
Post #17


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 7,395
Joined: 4-November 07
Member No.: 458
მანქანა: Airbus A-320



ლევანის სურათზე ''გაზი'' რა კარგად წერია biggrin.gif laugh.gif კაი სურათი გამოუვიდა აჩის biggrin.gif კურტკაც უხდება მანქანას და წარწერაც შესაფერისია biggrin.gif


--------------------
Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down

SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909

Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
OFF-ROADER
post Mar 3 2008, 22:44
Post #18


M e t a l l i c a
*****

Group: Moderator
Posts: 4,309
Joined: 30-October 07
From: Where I Am? There Are No Roads
Member No.: 444
მანქანა: Volkswagen Golf Mk3 RAT LOOK 1993 2.0 Petrol Engine, Hankook 195/50/R15 Tires, Manual Transm. Sport Suspesion



dnck.gif


--------------------
Can We Make Fun Without Money????? Yes We Can Because We Have ☜☞VOLKSWAGEN☜☞!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beqa
post Mar 3 2008, 22:46
Post #19


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 394
Joined: 28-October 07
Member No.: 436
მანქანა: TOYOTA Land Cruiser fj 62



ვიდეოები არ არის? თუ არის დადეთ რა, მაგრათ მაინტერესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 3 2008, 22:51
Post #20


Unregistered









kora
არის ვიდეოები მარა ვერ ვდებ sad.gif
Go to the top of the page
+Quote Post

4 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 12:28