IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Closed TopicStart new topic
> გემშვიდობებით
admini
post Oct 25 2016, 10:10
Post #1


New Member
**

Group: Root Admin
Posts: 10
Joined: 30-August 06
Member No.: 1



ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. წელს უკვე 10 წელი გახდა რაც ოფროუდში ვარ. ახლაც მშვენივრად მახსოვს ის პირველი ნაბიჯები რომელიც მაშინ გადავდგით. ძალიან მალე გავიცანი უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი. ეს იყო ერთი დიდი საძმო. მერე იყო პირველი შეჯიბრი ორიენტირებაში, შემდეგ თრაიალი, ტროფი რეიდი, სპრინტი. ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა დრო გადიოდა ემატებოდა ბევრი ახალგაზრდა და ენთუზიაზმით შეპყრობილი ადამიანი. ბოლო დროს განსაკუთრებით გამიხარდა, როდესაც გამოცოცხლდა რეგიონები, ჩამოყალიბდა ბევრი კლუბი. რაღა თქმა უნდა იყო შეცდომებიც და კონფლიქტური სიტუაციებიც, თუმცა ეს არასდროს სცილდებოდა რაღაც ჩარჩოებს. ხოლო უმეტესად იქით გვთავაზობდა ხალხი დახმარებას. თუმცა წლევანდელი ზაფხულის შემდეგ დაიწყო რაღაც გაუგებრობა. ამან პიკს მიაღწია ბოლო დღეებში. კატალიზატორი იყო ჩვენი ფედერაციის მიერ დაშვებული საშინელი შეცდომა. ამ შეცდომას არავინ უარყოფს. ბევრი მიზეზია თუ რამ მიგვიყვანა ამ შეცდომამდე, თუმცა აქ თავის მართლებას მე არ ვაპირებ. მაგრამ ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო რამდენიმე ადამიანის რეაქცია. მათ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ისეთ ლაფში გაგვსვარეს, რომ ახლაც არ მჯერა ამისი. სრულიად იგნორირებულია ათობით ადამიანის არაერთი თვის შრომა, რომლებიც ამ შეცდომასთან არაფერ შუაში არ არიან. ყველა იხარშება ერთ ქვაბში. ისინი არც კი ფიქრობენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ ამ საქციელით მთლიანად ქართული ოფროუდის სახელს. სამწუხაროდ ეს ხალხი ძირითადად ახალი თაობიდანაა, რაც კიდევ უფრო მძიმე სურათს ტოვებს ჩემს თვალში. აქვე მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა იმას ვინც აღნიშნული შეცდომის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას არ შეეცადა, და შექმნილი სიტუაციიდან ამა თუ იმ გამოსავლის ძიებაში რჩევით თუ სხვა სახით დახმარება გაგვიწია. 100% დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი მოგვარდება და დაზარალებული ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენი ფედერაციის და ქართული ოფროუდის სახელი იქნება.

მაგრამ ეს არ ცვლის მთლიან დამათრგუნებელ სურათს. მე ვეღარ წარმომიდგენია იმ სიტუაციაში ყოფნა სადაც ეგეთი ურთიერთობა ნორმაა. ამ ხალხის მხრიდან ჩვენს ფორუმზე და სოციალურ ქსელებში დღესაც გრძელდება შეურაცხმყოფელი და დამცინავი სახის პოსტების გამოქვეყნება. არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მე ამ ხალხს სადმე ქალაქში შევხვდე მშვიდად. რომ აღარაფერი ვთქვათ ოფროუდზე ერთად სიარულს. არა და მე ყოველთვის ვცდილობდი რომ ყველა გასვლა, რომელსაც ვგეგმავდი, მაქსიმალურად ღია ყოფილიყო ხალხისთვის. რაღა თქმა უნდა ხშირად იყო შეზღუდვა ტექნიკის მომზადებულობის მიმართ, რაც მგონი ლოგიკურია, თუმცა არასდროს ყოფილა შეზღუდვა პიროვნებების მიმართ. და ახლა მე ამის შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ.

ამიტომაც გადავწყვიტე წავიდე ოფროუდიდან. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისთანაც ერთად ამდენი წელი არაერთი მოგონება მაკავშირებს. ყველანი ძალიან მიყვარხართ. ყველასთან ვრჩები ახლო მეგობრად და იცოდეთ რომ ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ ჩემი ცოდნით, თუ სხვა რამით რითიც შემიძლია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი ფედერაციის რიგით წევრებს და გამგეობას.

ნიკა ვარძელაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admini
post Oct 25 2016, 11:42
Post #2


New Member
**

Group: Root Admin
Posts: 10
Joined: 30-August 06
Member No.: 1



მცირე დამატება, რადგან მგონი ხალხი ვერ მიხვდა სიტუაციას. არც ფედერაციის რომელიმე წევრიდან, არც გამგეობის წევრიდან, ან მით უმეტეს ბერკეტასგან, არც ერთ მომენტში არ იყო ამ შეცდომის ჩემზე გადაბრალების რამენაირი მცდელობა. პირიქით სულ იმას მეუბნებიან, რომ მარტო შენ თავზე არ მიიღოო. მეც ვიცი ეგ და აღვნშნე კიდევაც, რომ განვითარებული მოვლენების და დამთხვევების მთელი ჯაჭვი იყო ამ შეცდომის წინმდევი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. ჩემი გადაწყვეტილება არანაირად არაა ამ შეცდომის პირდაპირი შედეგი. ესაა იმ არაჯანსაღი და შეურაცმყოფველი აზრების, პოსტების და მთლიანად სიტუაციის შედეგი, რაც ამას ყველაფერს მოყვა. თან ისეთი ხალხისგან, რომელთან ერთად შეიძლება ტყეში ოფროუდზე აღმოვჩნდე, სადაც მოგეხსენებათ ისეთი ურთიერთნდობაა ხოლმე, ერთმანეთს ლამის სიცოცხლეს ვანდობთ. და ამ ყველაფრის მერე, მე უკვე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ ხალხთან ერთად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 13:59