დიდგორი-შიხანი-ქსილისი-წინარეხი 21.06.2015 |
დიდგორი-შიხანი-ქსილისი-წინარეხი 21.06.2015 |
nika |
Jun 21 2015, 22:16
Post
#1
|
Unregistered |
თავდაპირველად იგეგმებოდა ოფროუდ გასვლა ჭილი-დიდგორი. შევიკრიბეთ სულ 3 მანქანით მე, მაჭარა და ბაგი. ჩემი მანქანა ბირჯაზევე დავტოვეთ რადგან ჭრაჭუნობდა რაღაცა წინა ბორბალში და აღარ გავრისკე. ასეა თუ ისე 11 საათზე უკვე ჭილიდან დიდგორზე ავედით. გზა იგივე იყო რაც ყოველთვისაა. რა გვექნა? ნუ ჯერ გავედით შიხანის მთისკენ. აქედან შეგვეძლო ან მანგლისში ჩასვლა და მერე კლდეკარისკენ წასვლა. ან ქედზე გაყოლებით კლდეკარისკენ გასვლა. გადავწყვიტეთ ეს მეორე ვარიანტი. შიხანიან გავნაგრძეთ გზა და მალევე კავთურას სათავის თავზე ქედით გადავედით. მერე იყო მოროქქროულინგო აღმართი და აღმოვჩნდით თრიალეთის ქედის ამ ნაწილზე რმელსაც ობოლი კლდის ქედი ქვია (ობოლი კლის მთა კიდე ცალკეა). ქედით წესით დასავლეთით უნდა გვევლო, თუმცა გზა არ ეტყობოდა. აღმოსავლეთით კი იყო ნავალი და ასე მივედით მეცხვარეებთან. გზა გამოვკითხეთ და აქედან დასავლეთით გზა არააო. გოსტიბეშიც კი ვერ ჩახვალთო. არის ცუდი გზა გუდალეთისკენ და კარგი გზა ბოტისისკენო. ვინაიდან კლდეკარი მაინც აღარ გამოვიდოდა, წავედით ბოტისისკენ. მანქანის ახალი ნავალიც ჩანდა. გზად ქსილისის მთასთან შევჩერდით და ფეხით ავედით ქსილისზე. მერე დავეშვით ბოტისისკენ. გზად მანქანის ნაკველევებმა მწყემსების ბინაში მიგვიყვანა. აქედან ერთი მწყემსი წამოგვწვა და სწორ გზაზე დაგვაკვალიანა (გადასახვევი გავმაზეთ იქვე 200 მეტრში). სერიოზული დაღმართის ჩავლის შემდეგ ჯერ წინარეხი-პარატისი-ბოტისი გზაზე ჩავედით, შემდეგ კი პარატისის გავლით გავედით ქვათახევის მონასტრის მთავარ გზაზე. ფინიში სალობიეში გვქონდა ხინკლაობით.
ფოტოები მოგვიაებით. მანამდე კი ტრეკს დავდებ. გუგლის რუკა https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...kOU&usp=sharing Attached File(s) 20150621ksilisi.rar ( 41.32k ) Number of downloads: 176 |
Bagi |
Jun 21 2015, 22:25
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 664 Joined: 12-June 11 Member No.: 5,104 მანქანა: Panzerkampfwagen Tiger Ausf. E |
მართლა კარგი ადგილები იყო და კარგი ექსკურსია გამოვიდა , მაგრამ ბოლო წუთებამდე მაინც პარნუხის იმედი მქონდა
P.S ისე კარგი როკ კროულინგის ადგილებია Y60 ვინატრე (15წუთით ) This post has been edited by Bagi: Jun 21 2015, 22:29 |
nika |
Jun 21 2015, 23:06
Post
#3
|
Unregistered |
ახლა რომ ვუყურებ ირაკლის მიერ ადრე დადებულ მანგლისი-უხმარო-გოსტიბე ტრეკს ვხედავ რომ სულ 1.5 კმ მოშორებით ავედით ძირითად ქედზე. თუმცა გზის ხარისხი არ ვიცოდი. მანდედან უკვე შესაძლებელი იქნებოდა ქედ-ქედ კლდეკარზე მისვლაც.
უნდა გავიმეოროთ. ძალიან მაგარი ადგილებია მანდ. |
irakli |
Jun 22 2015, 00:33
Post
#4
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
მანგლისი-უხმარო-გოსტიბე კარგი ტრეკია, თუ შეერთება შესაძლებელია, ძალიან მაგარი გზა გამოვა კლდეკარამდე.
-------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
vako |
Jun 22 2015, 05:20
Post
#5
|
Super Member Group: Moderator Posts: 6,015 Joined: 14-March 08 From: Georgia, Tbilisi, Isani district Member No.: 819 მანქანა: Suzuki vitara 1991 1.9TD manual 32' Insta Turbo tyres, 9000LBS winch; Subaru LGT 2.0T Manual; NM Pajero 3.0 32" M/T |
დიდგორზე ჩერეზ კოჯორი წახვედით ხო?
-------------------- сузука - собери мечту
Принцип Нипеля: Туда дуй — оттуда х*й |
nika |
Jun 22 2015, 09:38
Post
#6
|
Unregistered |
მანგლისი-უხმარო-გოსტიბე კარგი ტრეკია, თუ შეერთება შესაძლებელია, ძალიან მაგარი გზა გამოვა კლდეკარამდე. თქვენს უხმაოს ტრეკზე არის ერთი განშტოება მარჯვნივ რომლიდანაც შემდეგ უკან დავრუნდით. მგონი აი მაგ გზის გაყოლებაზე გავედით ჩვენ შიხანის მთიდან. თუ გამოვიდა უხმაროზე ჩამოსვლა ფაქტიურად თრიალეთის ყველაზე დაკლაკნილი მონაკვეთის გზაც შეიკვრება და ქედის ტრავერსი მანქანით მანგლისში ჩაუსვლელადაც გამოვა უხმაროს გზა მშალზე ზაფხულსი რა დონისაა? იქ გიწერია რომ სველზე სახიფათოცაა. მშრალზე ტრ1 მანქანა გაივლის? დიდგორზე ჩერეზ კოჯორი წახვედით ხო? ჩავასწორე. ჭილიდან ავედით. ტრეკი დაგვიანებით ჩავრთე ჭილი-დიდგორზე გპს-ებს ვტენიდი. |
irakli |
Jun 22 2015, 10:34
Post
#7
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
მდინარის კალაპოტი და ნამეწყრალი ნახსოვს შედარებით სირთულედ. ჯალო არ ჩაგვიბია. ტრ1 მა უნდა იაროს წესით მშრალზე.
-------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
nika |
Jun 22 2015, 10:49
Post
#8
|
Unregistered |
irakli
კალაპოტი რომელ მხარეს იყო გოსტიბეს თუ მანგლისის? ჩვენ ფაქტიურად ეგრევე ქედიდან ჩავდივართ მანდ. და მერე გოსტიბესკენ მივდივართ. პ.ს. ფოტომოდელ-ბალერინების ( ) საყურადღებოდ. ქსილისის მთიდან ბოტისის გზაზე ჩასასვლელი მთლად სავარცხელი არაა, მაგრამ წაუსავარცხელებს ერთი რაც მივქარე ის იყო რომ ფოტოაპარატი ბანძი წავიღე. |
irakli |
Jun 22 2015, 11:04
Post
#9
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
nika
მანგლისის. სანამ ქედზე ახვალ. -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
nika |
Jun 22 2015, 11:17
Post
#10
|
Unregistered |
irakli
აა. მაშინ ეგ ამ მარშუტს არ ეხება. წელს აუცილებლად უნდა შევრკა ეგ წრე. ამ კვირას არ მცალია და მომავალ უქმეებზე ვნახოთ რა ამინდები იქნება. ნუ ცხადია ამ უქმეებზე თუ არ წავა ვინმე და არ გაივლის კლდეკარის ძირითადი ასასვლელი ნამტვრიანიდან ძალიან მომსპარია და ეს გზა შეიძლება შედარებით მარტივ ალტერნატივად გამოდგეს კარგ ამინდში. თან დიდი დრო მიდიხარ ქედზე და სუპერხედებია. |
nika |
Jun 22 2015, 15:47
Post
#11
|
Unregistered |
|
nika |
Jun 22 2015, 16:00
Post
#12
|
Unregistered |
ამ მანძილის გავლა იმდენად მალე მოხდა რომ 11:30-ზე უკვე შიხანის მთისკენ გზას დავადექით.
რა ხდება ამ ადგილას გეოგრაფიულად. http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cmp_G...8&culture=ka-GE როგორც ხედავთ უხმარასთან ქედში საკმაოდ ღრმად არის შეჭრილი მდინარის ხეობა. მთ. ნამტვრიანიდან მთ. შიხანამდე. ამავე დროს გვაქვს საკმაოდ მაღალი პარალელური ქედი რომელიც წყალგამყოფს მხოლოდ უხმარასთან წარმოადგენს, ხოლო ქედი გადაშლილია მთ. ელიყარიდან მთ. ობოლ კლდემდე. შიხანიდან დაბლა წყალგამყოფით ჩასვლის შემდეგ სწორედ ამ ქედზე მოგვიწია ასვლა და აი ეს ფოტოები ზუსტად მანდედანაა. ასე გამოიყურება შიხანის მთა (წაწვეტებული) თრიალეთის ქედის პარალელური თხემიდან. ცოტა მარცხნივ, ეს კავთურას ხეობაა სათავიდან დაწყებული ქედზე ასვლის შემდეგ ქართლის ხედები გადმოიშალა ეს მეცხვარეები "დავგუგლეთ" გზის თაობაზე უკანა პლანზე სოფ. გოსტიბე პანორამა კასპი გოსტიბე |
nika |
Jun 22 2015, 16:06
Post
#13
|
Unregistered |
ჩვენ ცხადია გოსტიბეში ჩასვლა გვინდოდა თუმცა მეცხვარეებმა არ იცოდნენ ამ გზის შესახებ. ბოლოს გვითხრეს რომ ორი გზა არისო ერთი ცხავერში ჩადისო, მეორე ბოტისისკენ. ბოტისის გზა უკეთესიაო და მანდ ჩასვლა გვირჩიეთ, ჩვენც აღარ დავიწყეთ მარჩიელობა და მაგ გზას გავუყევით.
მაგრამ "დაგუგლვამდე" ჯერ უნდა მივსულვიყავით, აქ გზა ოდნავ ჩარეცხილი იყო თუმცა არ გაგვჭირვებია შემოვლა. აქ კი ძროხები იყო საბოლოოდ აღმოვჩნდით მთ. ობოლი კლდესა და მთ. ქსილისს შორის. გადავწყვიტეთ ქსილისის მთაზე ფეხით ასვლა, თუმცა მანქანაც ავიდოდა უპრობლემოდ. ეს კი ჩვენი გზა რაც ბოტისისკენ უნდა ჩავიაროთ ქსილისზე ასვლისას ავედით და გადავიხედეთ |
nika |
Jun 22 2015, 16:10
Post
#14
|
Unregistered |
|
nika |
Jun 22 2015, 16:14
Post
#15
|
Unregistered |
|
irakli |
Jun 22 2015, 20:50
Post
#16
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
ჩვენ ელიყარზე გვინდოდა ასვლა, მანდ ეკლესიის ნანგრევი ჩანდა. მარტო ქედზე ავედით (მგონი სადაც წყვეტილი მთავრდება) მანქანები 100 მეტრში დავტოვეთ ქვემოთ, გზა წაღებული იყო და ამიტომ რთული ასასვლელი იყო, და დაზვერვისთვის ფეხით ავედით, ქედიდან გზა ვეღარ ვნახეთ დასავლეთით, მაგრამ მგონი აღმოსავლეთისკენაც არ იყო, ასე რომ თუ მაგ ადგილას ტრეკების შეკვრაზეა საუბარი, სამწუხაროდ არ გამოვა.
-------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
nika |
Jun 22 2015, 21:29
Post
#17
|
Unregistered |
ცუდია მაგრამ გოსტიბესკენ შეიძლება იყო სხვა გზაც.
|
HUSHTA |
Jun 22 2015, 21:52
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
ულამაზესი ადგილებია
-------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
nika |
Jun 22 2015, 22:02
Post
#19
|
Unregistered |
|
RADIOMAN |
Jun 23 2015, 00:18
Post
#20
|
Advanced Member Group: Registered Posts: 160 Joined: 17-June 15 Member No.: 6,523 მანქანა: JEEP CHEROKEE XJ 4.0 AW4. NP 242. DANA 35 LSD 2*LIFT |
გაიხარეთ ბიჭებო.. ულამაზესი სურათებია!!! ულამაზესი ადგილებია!!
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 06:43 |