მანავის ცივი, კოდა 17.07.2016 |
მანავის ცივი, კოდა 17.07.2016 |
nika |
Jul 17 2016, 19:37
Post
#1
|
Unregistered |
გრძლად თუ მოკლედ გამომივა ვნახოთ.
დილით ცოტა დამაგვიანდა გამოსვლა. ასე რომ ხალხი უკვე ლაილოუში შეკრებილი დამხვდა. იქვე გაზი დავტენე და გავეშურეთ საგარეჯო-მანავისკენ. ვიყავით მანქანებით მე, გია (vid), გივ4, ჯუნიორი დისკოთი, პინკი ჯიმნით და ოთკას მეგობარი პაჯერო ყიფშოთი (და otk-ს თანხლებით, თავისი სუპერპუპერ კოპტერით). ასევე N67 ენდუროთი. გზაში დამირეკა ერთაწმინდელმა რომ შეკრების ადგილის შეცვლა გავმაზეო და ბირჯიდან მოვდივარო. წამოგვეწია მანავის შესასვლელთან. აქედან შევუხვიეთ ბურდიანისკენ თუმცა ასფალტის გზა სატყუარა ყოფილა. თურმე მთავარი შესასვლელი შემდეგი გზა იყო (დავარედაქტირებ მაგეებს OSM-ზე). მცირედი ბოდიალის შემდეგ გავედით ბურდიანის გზაზე და წავედით ნასოფლარი თარაქისკენ. აქ კანარგოს დიდი ბაზა აქვს, ნავთობს ეძებენ და გზა კი არა მოხრეშილი ავტობანი ადის. აქედანვე დაიწყო მურტალი აღმართი, თუმცა ყველა ამოვიდა ენდუროს გარდა რომელსაც ტრასის საბურავები ეყენა თურმე. აღმართი დამთავრდა და გავედით შედარებით სწორ გზაზე სადაც გავჩერდით ენდუროს ბედის გასარკვევლად. მოულოდნელად აღმოჩნდა რომ აქვე 20 მეტრში ტყეში დამალული იყო თაქარის ვედრებელი. ამხელა ეკლესიას აქ არ ველოდით. ენდურომ გადაწყვიტა სხვა გზა მოეძებნა ჩვენ კი გავაგრძელეთ ასვლა. აი ამის მერე დაიწყო ბევრად უარესი აღმართი. ჯერ მე ავედი და რაციით გადავეცი რომ წამოსულიყვნენ. მერე ამოვიდნენ გია და ჯუნიორი. ამასობაში გივიმ ვერ გათვალა წინა მანქანის სიჩქარე და რაზგონით წამოწევია, მოუწია გაჩერება და ვერ დაძრა. დანარჩენი მის პოსტში წერია. ბოლომდე არ ავსულვართ და იქვე მდელოზე ველოდებოდით მოვლემების განვითარებას. თან ლამაზი ხედებით ვტკბებოდით. საბოლოოდ ყველამ მოახერხა ამოსვლა. აქედან ავედით მაგიდასთან და ცოტა ვიფოტოგრაფეთ. ქვევით ფერმები ჩანდა და რაღაც ტბები. ოთკამ კოპტერი მაგ მიმართულებით გაუშვა და ქარმა წაიღო. სადღაც ტყეში ჩავარდა. დაიწყო სამაშველო სამუშაოები რომელმაც არც ისე დიდი ხანი გასტანა და წარმატებით დასრულდა. მერე იყო სიარული ქედით თოხლიაურის მთისკენ. თან ხედებით ტკბობა თან სურათები და ა.შ. ერთგან წყარო იყო და იქ კვიციც გადაარჩინეს ბიჭებმა. თოკით იყო დაბმული და ამ თოკში გაიხლართა საწყალი. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივედით კოდასთან. ჩავედით კოდაში და იქ ვნახეთ ჯერ ბებერი კლდის გადასახედი. მერე მეორე გადასახედი. აქვე კარგი ჩრდილი იყო და 1 საათი გავჩერდით რომ ნამეტანი სიცხეში არ გვევლო უკან. სულ ეს იყო. პ.ს. ყველას დიდი მადლობა მშვენიერი დღისთვის. პ.პ.ს ტრეკს დავდებ ცოტა ხანში |
GIVI-ა |
Jul 17 2016, 19:43
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 2,139 Joined: 14-January 14 Member No.: 6,051 მანქანა: ველიკი |
ქვიანი აღმართით ავედით გზად ძველი სამლოცველო გავიარეთ. აღმართზე ნიკა ავიდა პირველი მერე გია მიყვა და ისიც ავიდა შემდეგი ლენდი ადიოდა და მე როგორც ყველაზე ცანცარამ ადრე დავძარი მანქანა აღმართის ბოლოს ლენდს რომ დავეწიე ტორმუზი დამჭირდა და მაგიტომ ვერ ავედი თავიდან. მერე უკუსვლით რომ ჩამოვდიოდუ კინაღამ ამოვყირავდი. მეორე ცდა წარმატებით ავიარე.
თუმცა მარტო მე არ გამჭირვებია ასვლა. ჩემს გარდა ყველა მანქანა მტ თი და დადაბლებით იყო . |
nika |
Jul 17 2016, 19:53
Post
#3
|
Unregistered |
ხო როგორც ოთკამ გადმოგვცა რაციაში, გივი მას მერე ავიდა, რაც გაიგო რომ მისიე ვერ ასვლის ლაივი გავუშვიო FB-ზე
|
GIVI-ა |
Jul 17 2016, 20:17
Post
#4
|
Super Member Group: Registered Posts: 2,139 Joined: 14-January 14 Member No.: 6,051 მანქანა: ველიკი |
ვიდეო ვერ ამოვატრიალე ტელეფონით
http://www.youtube.com/watch?v=NJeGPfSpILk This post has been edited by GIVI: Jul 17 2016, 20:18 |
GIVI-ა |
Jul 17 2016, 20:19
Post
#5
|
Super Member Group: Registered Posts: 2,139 Joined: 14-January 14 Member No.: 6,051 მანქანა: ველიკი |
|
nika |
Jul 17 2016, 20:43
Post
#6
|
Unregistered |
GIVI
ოუთუბში ამოატრიალე |
Jorjika |
Jul 17 2016, 21:36
Post
#7
|
Super Member Group: Registered Posts: 3,164 Joined: 10-January 09 Member No.: 3,739 მანქანა: Pajero II, 33 |
მე კი ოჯახობა ამოვაბარგე აგრაკზე და დაუგეგმავად გამოვაკლდი ამ გასვლას :/
-------------------- сначала девочек интересуют куклы, а мальчиков машины, а потом наоборот:))))
Bombing for peace is like fucking for virginity |
kk105 |
Jul 17 2016, 21:45
Post
#8
|
New Member Group: Registered Posts: 17 Joined: 27-January 09 Member No.: 3,781 მანქანა: Mitsubishi Pajero |
პნორამული ხედების გასვლა იყო ნამდვილად. გასვლის დროს გადაღებული ფოტოების ალბოვმი ნახეთ აქ. https://picasaweb.google.com/kakha.khimshia...35724195515585#
|
junior |
Jul 17 2016, 22:18
Post
#9
|
Super Member Group: Registered Posts: 1,792 Joined: 21-May 09 Member No.: 4,000 მანქანა: pajero jr |
მადლьობა ყველას, კარგი ხალხი ხართ ...
ჰო, ზოგები რომ ვერ ადიან ეგეც ლენდი–ს ბრალია -------------------- kedeli.ge
|
otk |
Jul 17 2016, 22:20
Post
#10
|
Super Member Group: Registered Posts: 794 Joined: 19-June 12 Member No.: 5,517 მანქანა: TLC 90 3L RWD :)) |
საღოლ ძმაო რაფოთხს და გივის რათქმაუნდა )) მაგრამ არც იოს 1.4იანი დადაბლება შვებოდა საქმეს
სახეწიგნზე დავდებ ფოტოებს დრონიდან რაც გამოვიდა თუ არ გეწყინებათ )) პ.ს. ყველაზე ლუზერი დღეს მაინც ჩემი დრონი გაიჩითA -------------------- R 1 3 5
└┼┼┤ . 2 4 6 / / / M |
ERTAWMINDELI |
Jul 17 2016, 22:21
Post
#11
|
Super Member Group: Registered Posts: 1,323 Joined: 15-November 15 From: tbilisi Member No.: 6,632 მანქანა: GALLOPER 3.2 V6 SilverStone MT-117 36 , 9000lb |
ცოტა დავიღალე ცოტა ვინერვიულე მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო მადლობა ყველას ესეთი კარგი დღისთვის. რაც შეეხება "მონსტრ გალოპერს" სამწუხაროა რომ ფრენა არ იცის და აღმართზე სამ გაჩერებულ მანქანას ვერ გადააფრინდა გზა რომ განთავისუფლდა მერე ავიდა, მანამდე ნამდვილად ვერ ადიოდა.
-------------------- ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე
|
GIVI-ა |
Jul 17 2016, 22:37
Post
#12
|
Super Member Group: Registered Posts: 2,139 Joined: 14-January 14 Member No.: 6,051 მანქანა: ველიკი |
otk
როგორი საცოდავი თვალებით გაცილებდი დრონის საძებნად რომ წახვედი . დარწმუნებული ვიყავი რომ ვერ იპოვნიდი. ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება ველით ფოტოვიდეომასალას |
nika |
Jul 17 2016, 22:43
Post
#13
|
Unregistered |
დრონის მოძებნა იყო ამ გასვლის მთავარი მოვლენა
|
GIRA |
Jul 17 2016, 22:46
Post
#14
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
ჯიპიესი არ აქვს დრონს, რომ სიგნალი გამოსცეს, სად იმყოფება და შენ იმის მიხედვით ეძებდე?
-------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
otk |
Jul 17 2016, 23:01
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 794 Joined: 19-June 12 Member No.: 5,517 მანქანა: TLC 90 3L RWD :)) |
GIRA
კი ეგეთებიცაა და ერთი მანქანის ფასიც ღირს GIVI QUOTE დარწმუნებული ვიყავი რომ ვერ იპოვნიდი ხოდა შენი ვიდეო არაა ჩAთAვალე -------------------- R 1 3 5
└┼┼┤ . 2 4 6 / / / M |
otk |
Jul 17 2016, 23:04
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 794 Joined: 19-June 12 Member No.: 5,517 მანქანა: TLC 90 3L RWD :)) |
-------------------- R 1 3 5
└┼┼┤ . 2 4 6 / / / M |
ERTAWMINDELI |
Jul 17 2016, 23:16
Post
#17
|
Super Member Group: Registered Posts: 1,323 Joined: 15-November 15 From: tbilisi Member No.: 6,632 მანქანა: GALLOPER 3.2 V6 SilverStone MT-117 36 , 9000lb |
otk მე რო გბალეშიკობდი იპოვის იპოვის თქო ხო იმიტო დაახვავე ჩემი ვიდეოები რა
-------------------- ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე
|
N67 |
Jul 18 2016, 00:08
Post
#18
|
Advanced Member Group: Registered Posts: 446 Joined: 21-September 14 From: ჩირდილელიაანთკარი Member No.: 6,267 მანქანა: Suzuki Vitara |
იფ, რახანია ასე გემრიელად არ დავღლილვარ
კარგი დღე იყო და მადლობები ყველას, იდეის ავტორიან-განმხრორციელებლიანად დანარჩენ ამბებს მერე დავწერ : ) -------------------- ◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊
OnlY Z BesT 2WD OO 4WD oooo 8WD ●●●● ●●●● ◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊◊ |
Muddy Princess |
Jul 18 2016, 01:44
Post
#19
|
Super Member Group: Registered Posts: 2,406 Joined: 8-August 12 Member No.: 5,568 მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2 |
N67
ენდუროთი რატო ვერ ახვედი? |
Muddy Princess |
Jul 18 2016, 02:33
Post
#20
|
Super Member Group: Registered Posts: 2,406 Joined: 8-August 12 Member No.: 5,568 მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2 |
ტრეკი დადეთ რა
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 14:23 |