ვახტანგ ფიცხელაური - Nissan Safari 4.2D |
ვახტანგ ფიცხელაური - Nissan Safari 4.2D |
HUSHTA |
Feb 29 2012, 21:31
Post
#1
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
4 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ლომგულა შევიძინე ამომავალ მზის ქვეყანაში და გადავწყვიტე ახალი თემა გამეხსნა ძველი შთაბეჭდილებებით და ახალი გეგმებით. (ძველი თემა მთლიანად ოფტოპიკია და გადავწყვიტე ახალი გამეხსნა). შევეცდები ყველაფერი დეტალურად ჩამოვწერო, რაც გაფუჭდა და გავაკეთე და ასევე რაც მომზადების მიზნით გავაუმჯობესე.
წელი - 1991 გარბენი ქონდა - 117 000კმ ძრავი - 4.2 ატმოსფერული დიზელი კოლოფი - 4 სიჩქარიანი ავტომატი ქარხნიდან ოფციად მოყვა ჯალამბარი - Warn 8000 (24v) მდგომარეობა - სრულიად სტოკი. პრობლემები რაც ჩამოსვლისას აღმოაჩნდა: 1. ავტ. კოლოფი ბუქსაობდა 1-2 სიჩქარეში გადართვისას 2. ავტ. კოლოფი არ აკეთებდა ე.წ. 'Kick down'-ს 3. გაგრილების პრობლემა მალევე დავაყენე ახალი 32" ტალახის საბურავები - Yokohama Geolendar. 6 თვის შემდეგ გავაკეთე 2" პადვესკის ლიფტი - ნახმარი ტოიოტა 105-ის ზამბარებით და ამორტიზატორებით. ასევე შევცვალე წინა შტანგის წინა 4 რეზინი პოლიურეთანებით. ლიფტის შემდგომ, ჩემი ხელით დავამზადე უკანა დამცავი ბამპერი: 132 000-ზე შევცვალე ტოპლივი ნასოსის სალნიკი ჩამოსვლიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ დავაყენე 36" Belshina F-BEL-ები კლირენსი 28სმ. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Feb 29 2012, 21:34
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
36" საბურავებს მოყვა შემდეგი იძულებითი გადაკეთებები, საბურავები რომ არ მოდებოდა კუზაოს:
1. გაკეთდა 2" ბოდი ლიფტი დურალის შაიბებისგან 2. უკანა ხიდზე, ატბოინიკთან დაემატა 6სმ სიმაღლის შიდა ხოდის შემზღუდავები, არკას რომ არ მოდებოდა საბურავი. 3. ატბოინიკებით შემცირებული შიდა ხოდის სანაცვლოდ, დაგრძელდა უკანა ამორტიზატორი, რო ამორტიზატორზე დარჩენილი შიდა ნაწილით გაზრდილიყო გარე ხოდი. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Feb 29 2012, 21:45
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
ახალი საბურავების ტესტირებისას, წყალში ჩაიძირა ჩემი გემი
საბედნიეროდ ჩაქრობა მოვასწარი და მხოლოდ 4-ე ცილინდრზე გავღუნე შატუნი. შეიცვალა შატუნი; შეიცვალა ძრავის პრაკლადკა; დარეგულირდა კლაპნები; ჩაძირვას მოგვიანებით მოყვა რამდენიმე რთული პრობლემა: 1. ავტ. კოლოფის კომპიუტერის დაზიანება 2. ძრავის გამათბობელი სანთლების კომპიუტერის დაზიანება ორივე პრობლემა გოგას და ილუშას წყალობით მოგვარდა კომპების გარემონტებით. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Feb 29 2012, 21:52
Post
#4
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
ჩვენი ძმა ედისონისგან საჩუქრად მერგო 24v~12v გადამყვანი, ასევე ლეპტოპის გადამყვანი თავის ქულერით, რომლებიც მოვათავსე მგზავრის მხარეს კარებთან ახლოს:
4WD მაღაზიიდან დაყენდა 2.5" მილიანი შნორკელი: დავამზადე ახალი, უფრო ძლიერი ავტ. კოლოფის კარტერის დამცველი: 147 000-ზე შევცვალე კონდის, დინამოს და გიდრავლიკის ღვედები, ასევე შევცვალე ორივე აკუ ახალი 95 ამპერიანით; 150 000-ზე ხელოსნებმა დამიზიანეს დინამოს რელე და აქვე დავამზადებინე ახალი ხელნაკეთი; შევცვალე წინა შტანგის უკანა რეზინები; 155 000-ზე დავაყენე ახალი უკანა ამორტიზატორები (TLC 105); 157 000-ზე როგორც იქნა ლობჟანას წყალობით გავარემონტე ავტ. კოლოფი; დავაყენე ახალი მუფტა და ახალი ფრიქციონების კიტი, ასევე ახალი ღვედი + სტანდარტული 12ohm წინაღობის რეზისტორი შევცვალე 4700ohm-ით, მუფტის წნევის მოსამატებლად და სიჩქარეების სწრაფი ცვლისათვის; 162 000-ზე შევცვალე სამუხრუჭე მთავარი ბაჩოკის მანჟეტები და დავარეგულირე სტუპიცის პაჩებნიკები; -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Feb 29 2012, 22:17
Post
#5
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
80 ვატიანი დამატებითი 12" ვენტილიატორები (2200 RPM):
ტრავერსს დავუმატე 20მმ სისქის პრასტავკა, სამომავლო 4" ლიფტისათვის (კარდანმა რომ არ აიღოს ხმა); 165 000-ზე, სულ ახლახან შევცვალე ორივე პადკარობაჩნი და ორივე პადმატორნი, ასევე უკანა შტანგის უკანა 2 ცალი რეზინი (დავაყენე ნისანის ქარხნულები). ამასობაში სხვა ყველა საბურავი გამიცვდა და დავაყენე უნივერსალური მტ საბურავები 33X12.5R15 ბრიჯსტოუნის მტ-ები. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Feb 29 2012, 22:39
Post
#6
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
შეჯიბრის და სხვა ფოტოები დევს ამ გვერდზე:
http://www.patrol4x4.com/forum/members-nis...n-safari-37275/ სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით დავწერ, ცოტა არ იყოს რთულად შესასრულებელი სამუშაოები მაქვს გეგმაში და რასაც გავაკეთებ აქ დავწერ ხოლმე აუცილებლად. დარწმუნებული ვარ მომავალში ბევრს გამოადგება ვინც ამ მანქანის სერიოზულად მომზადებას გადაწყვეტს -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
rezident |
Feb 29 2012, 23:09
Post
#7
|
Super Member Group: Club Member Posts: 9,287 Joined: 6-October 09 Member No.: 4,214 მანქანა: MAGDU |
ეს ყველაფერი 1 სიტყვით შეგეძლო დაგეწერა:
გავამონსტრე . მშვიდობაში ახალი თემა და სულ ახალი გამარჯვებებით გევლოთ შენ და შენს მანქანას -------------------- www.ipcenter.ge
|
HUSHTA |
Mar 1 2012, 00:11
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
rezident
მადლობა გიო, გაიხარე! სასურველ მდგომარეობამდე ჯერ დიდი გზაა, ასე რომ ჩემთვის ჯერ კიდევ არაა მონსტრი -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Jun 11 2012, 12:23
Post
#9
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
როგორც ზემოთ დავწერე გადაწყვეტილი მაქვს 4" ლიფტის გაკეთება, ამის მიზეზი მაქვს ორი:
1. დიდ მანქანაა და 'სვესების' შეტევის კუთხის გასაუმჯობესებლად 2. სვლების გასაზრდელად. აწევის გარეშე შიდა/გარე სვლები ვერ გაიზრდება თანაბრად. 2" ლიფტზე პრობლემები თითქმის არ იყო, არანაირ გადაკეთებას არ საჭიროებდა დაკიდება. 4" უკვე სერიოზული ნახტომია, მითუმეტეს მოკლე ბაზიანისთვის. თითქმის მთლიანად ირღვევა ქარხნული გეომეტრია და მისი გასწორების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. გასწორების ხერხები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გინდა, რისთვის გინდა მანქანის მომზადება და ბიუჯეტურად რაზე მიგიწვდება ხელი. პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა არის წინ და ვისაუბრებ ჯერჯერობით მხოლოდ წინა ხიდზე. იქმნება გრძივი შტანგების დახრა, ამ დახრის გამო ირღვევა კასტორი და შტანგის ხიდის სამაგრები აღარ არის რამის სამაგრის პარალელური. კასტორი ყველაზე დიდი პრობლემაა, მისი გასწორება მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში კეთდება წინა შტანგის ბალიშების 'ელამი' ბალიშებით შეცვლით ან კასტორის ფირფიტების გადამყვანით: http://www.roadrunneroffroad.com.au/Rubber...-GU-Patrol.html http://www.roadrunneroffroad.com.au/Castor...l-7-degree.html ასწორებს ხიდის დახრას, მაგრამ შტანგის დახრა და შტანგის რამაზე სამაგრი წერტილის და ხიდის სამაგრი წერტილების პარალელურობა ვერ სწორდება, ასევე იზღუდება სვლები, რადგან წინა 'ელამი' ბალიშები მეტ წინააღმდეგობას ქმნის შტანგის გრეხვისას. მეორე, უკეთესი და შესაბამისად ყველაზე უფრო მაღალ ბიუჯეტური საშუალება არის Superior Engineering-ის SUPERFLEX Drop Radius Arms: http://www.roadrunneroffroad.com.au/Superi...s-3-GQ-GU-.html 'დრობ' შტანგები რომლებსაც ისეთი ფორმა აქვს ასწორებს კასტორსაც და შტანგის დახრაც სწორდება, სერიოზულად იზრდება სვლები ქარხნულთან შედარებით, მაგრამ crawling-ის უნარი მაინც დარღვეულია, რადგან რამის სამაგრი წერტილი არ არის ხიდის პარალელური. მესამე, შედარებით უფრო ნაკლებ ბიუჯეტური, მაქსიმალურად ქარხნულთან ახლოს მყოფი და იოლად გასაკეთებელი საშუალება არის 'დრობბოქსები' შტანგებისთვის: http://www.roadrunneroffroad.com.au/Drop-B...5-Maverick.html ასწორებს კასტორსაც, ხიდის დახრასაც და რამის სამაგრი წერტილი შტანგაზე და ხიდზე უბრუნდება ქარხნულ - პარალელურ მდგომარეობას. ერთადერთი მინუსი რაც გააჩნია არის კლირენსის შემცირება ტრავერსთან. 'დრობბოქსები' აუმჯობესებს ცოცვის უნარსაც, ამიტომ crawling-ისთვის საუკეთესო კომბინაციაა 'დრობბოქს' + Superior Engineering-ის მარცხენა (შტურმანის) მხარის შტანგის, ერთი ცალი standard Superflex Arm-ით შეცვლა. ეს კომბინაცია სვლების და ცოცვის უნარის გაზრდის გარდა ასევე არის დაკიდების გასწორების ყველაზე კომფორტული და იაფი ხერხი. რაც შეეხება Superflex Arm-ს, რომელიც ზევით ვახსენე: ეს შტანგა ქარხნული შტანგის ფორმისაა, მაგრამ მეორე ბალიში აქვს ახლოს, ეს მეორე ბალიში არის ნისანის უკანა შტანგის ბალიში, რომელიც არის უფრო განიერი და განსხვავებული ფორმის/აგებულების გამო გვერდით დახრებზე უკეთ იგრიხება, ამის და ბალიშებს შორის მანძილის შემცირებით ეს შტანგა დაახლოებით 10*-ით ზრდის შტანგებს შორის დახრის გრადუსს. ეს დახრის ზრდა 50%-ით ზრდის სვლებს და ხსნის წინა შტანგის ბალიშების დაჭიმულობას სვლების დროს. მეტი ამ შტანგების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://www.superiorengineering.com.au/index.php?pag_id=24 არსებობს ტოიოტებისთვისაც და დაპატენტებულია ავსტრალიაში. შემდეგი პრობლემა წინა ხიდზე არის ხიდის გვერძე გასვლა, ამისთვის საჭიროა რეგულირებადი განივი შტანგა: http://www.roadrunneroffroad.com.au/Nissan...ID-APR004R.html ამ ჩამონათვალით წინა ხიდზე გემეტრიული დარღვევების აღმოფხვრის ხერხები თითქმის ბოლომდე ავხსენი, ჩემს გეგმაში არის მესამე ვარიანტი - Drop-Boxes + STD Superflex Arm, ასევე რეგულირებადი განივი შტანგის დამზადება რა თქმა უნდა. პ.ს. უკანა ხიდზე და სხვა პრობლემებზე მოგვიანებით დავწერ -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
HUSHTA |
Jun 11 2012, 12:32
Post
#10
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
'დრობბოქსების' დამზადების პროცესი:
მე და კახიმ ერთად ვიმუშავეთ და ორი მანქანის კომპლექტია. ნახაზები მე მაქვს და მომავალში თუ ვინმეს დაჭირდება მივაწვდი. გაკეთდა 10მმ სისქის რკინის ლისტისგან. ეს უკვე შედუღებული ესეც უკვე შეღებილი: პ.ს. სამუშაოები - აზომვა, დაჭრა, შედუღება შევასრულეთ მთლიანად ჩვენ, ტოკარმა დაგვიმზადა მხოლოდ მეორე დეტალი ფოტოში. -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
jado |
Jun 11 2012, 12:43
Post
#11
|
Super Member Group: Registered Posts: 4,707 Joined: 26-October 08 From: cxneti Member No.: 3,549 მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35 |
'დრობ' შტანგები რომლებსაც ისეთი ფორმა აქვს ასწორებს კასტორსაც და შტანგის დახრაც სწორდება
Hushta კასტორს კი ასწორებს , მაგრამ შტანგის დახრას არა, უბრალოთ თვალს ატყუებს. ხიდიდან სამაგრამდე წერტილებს შორის დახრა იგივე რჩება. შენ რაც გააკეთე ეგ ყველაზე კარგი ვარიანტიოა -------------------- OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია |
Geooffroader |
Jun 11 2012, 12:45
Post
#12
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
აი მალადეც ხუშტიკკკკკ
-------------------- come back Nick
|
Otka |
Jun 11 2012, 12:50
Post
#13
|
Super Member Group: Registered Posts: 3,119 Joined: 5-June 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,399 მანქანა: TOY-LC-HZJ40 |
მაგარია ! მეც მომიწევს ჩემი თემის ესეთ ფორმაში მოყვანა...
-------------------- Peace, Love & Landcruisers
|
HUSHTA |
Jun 11 2012, 12:52
Post
#14
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
jado
ციტატა კასტორს კი ასწორებს , მაგრამ შტანგის დახრას არა, უბრალოთ თვალს ატყუებს. ხიდიდან სამაგრამდე წერტილებს შორის დახრა იგივე რჩება. არა ჯადო, შტანგის დახრაში იგულისხმება შტირზე მდგარი რამის ბალიშების დაჭიმულობა, რაც მერე ზრღუდავს გარე ხოდს. მაგ დაჭიმულობას ხსნის ეგ შტანგა, მაგრამ აი ამას: Hushta ციტატა მაგრამ crawling-ის უნარი მაინც დარღვეულია, რადგან რამის სამაგრი წერტილი არ არის ხიდის პარალელური. ვერ ასწორებს. ქვედა ფოტოზე ჩემს ნახაზში ჩანს, რო ნისანზე შტანგის შტირი (რამის სამაგრი) ხიდის სამაგრებს შორის გადის, გავზომე მილიმეტრებში და ზუსტად ცენტრშია, რაც ძალიან ეხმარება ხიდს დაბრკოლებაზე აცოცებაში, ასევე მანქანის სვლა არის ძალიან კომფორტული და რბილი. სწორედ ეგ ირღვევა დალიფტვის შემდეგ და მაგ მდგომარეობას აღადგენს მხოლოდ 'დრობბოქსები'. gio_86 -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
Otka |
Jun 11 2012, 12:56
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 3,119 Joined: 5-June 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,399 მანქანა: TOY-LC-HZJ40 |
Hushta
კულაკების გადადუღება არ გიფიქრია? -------------------- Peace, Love & Landcruisers
|
jado |
Jun 11 2012, 12:58
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 4,707 Joined: 26-October 08 From: cxneti Member No.: 3,549 მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35 |
Hushta
ხო, მეც ეგ დავწერე. რამდენი სანტიმეტრით ჩამოწიე შტანგის სამაგრი?? -------------------- OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია |
HUSHTA |
Jun 11 2012, 13:00
Post
#17
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
Otka
აბა კულაკი? "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved" ჩემი მიზანია მაქსიმალურად საიმედო ტიუნინგი, ამიტომ არ მინდა რაიმე ქარხნულ დეტალს შევეხო სვარკით თან 'დრობბოქსებს' როცა მინდა მოვხსნი და სხვა მანქანაზეც გადავიტან jado ციტატა ხო, მეც ეგ დავწერე. რამდენი სანტიმეტრით ჩამოწიე შტანგის სამაგრი?? 10სმ 4" ლიფტის 'დრობბოქსია' -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
Otka |
Jun 11 2012, 13:06
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 3,119 Joined: 5-June 08 From: Tbilisi, Georgia Member No.: 3,399 მანქანა: TOY-LC-HZJ40 |
Hushta
შარები რაზეც კულაკები მაგრდება...ძალიან რელაიბლ იქნება, უბრალოთ კარგი გაკეთება და შემდგომ გამაგრება გაძლიერება უნდა. მე ეგრე ვაპირებ 40 -ზე. ოღონთ ახალ სფეროებს შევუკვვეთავ და ახლებს ჩავადუღეფ. -------------------- Peace, Love & Landcruisers
|
HUSHTA |
Jun 18 2012, 19:16
Post
#19
|
Super Member Group: Registered Posts: 11,142 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D |
სანამ ჩემ მანქანაზე ზამბარების მორგებას და ზოგადად ზამბარების თემას განვიხილავდე, დავწერ უკანა ხიდზე წარმოშობილ პრობლემებს დალიფტვისას.
უკანა ხიდზეც ზუსტად იგივე პრობლემები იჩენს თავს: 1. ხიდი გადის გვერდით. 2. ხიდი იხრება (ირღვევა კასტორი). ხიდის გვერდით გასვლის გასასწორებლად წინაც (როგორც ზევით ვახსენე) და უკანაც, საჭიროა რეგულირებადი განივი შტანგა, რომელიც 4" ლიფტის შემთხვევაში 20მმ-ით უნდა დაგრძელდეს (ასევე წინ). უკანა რეგულირებადი განივი: http://www.roadrunneroffroad.com.au/Nissan...ID-APR005R.html რაც შეეხება ხიდის დახრას - კასტორს, ეს უკანასკნელი იმდენად კრიტიკული არაა, რადგან უკანა თვლები არ უხვევენ, მაგრამ ხდება 2 ცუდი რამ: I ხიდის დახრის გამო ზამბარა კარგავს ცილინდრულ ფორმას და უკანა მხარეს იბერება, რის გამოც: 1 დიდი - გაზრდილი გარე სვლისას ზამბარა ედება ამორტიზატორს 2. მანქანის სვლა ხდება უფრო ხისტი, ზამბარის არაცილინდრული ფორმის გამო. II. SWB - მოკლებაზიანის შემთხვევაში კარდანი იღებს სერიოზულ კუთხეს, ჩნდება ვიბრაცია 60-70 სიჩქარის ზევით. ეს პრობლემა არ არის LWB გრძელბაზიანებზე, ამიტო ხიდის გასწორებაც უპრობლემოდ ხდება, ისე რომ ვიბრაციები არ იზრდება კარდანზე. გრძელბაზიანის შემთხვევაში უფრო უპრიანია დამოკლდეს რეგულირებადი ზედა შტანგები და დაგრძელდეს ქვედა შტნაგები ~16მმ-ით: http://www.roadrunneroffroad.com.au/Adjust...GU-NPTA47B.html http://www.roadrunneroffroad.com.au/Heavy-...ngth-NPTAB.html ამ შტანგების გაკეთებით კეთდება სამი კარგი რამ: 1. - ხიდის დახრა იხსნება და ხიდზე მდგარი ზამბარა უბრუნდება ჰორიზონტალურ მდგომარეობას 2. - კარდანის 'ფლიანეცები' უბრუნდება პარალელურ მდგომარეობას 3. - გაზრდილი გარე სვლილსას ხიდის დახრა იმდენად კრიტიკული აღარაა, რადგან ქვედა გრძელი შტანგა საპირისპირო - არკაში შესული საბურავს აღარ უქმნის დიდ კუთხეს და საბურავი ნაკლებად უახლოვდება რამას/კუზაოს, რაც უფრო გრძელი ამორტიზატორის დაყენების საშუალებას იძლევა, შესაბამისად იზრდება სვლებიც. მაგრამ ქვედა გრძელ შტანგასაც აქვს თავის მინუსი - ხიდის 16მმ-ით უკან გაწევისას, შიდა სვლის დროს უფრო დიდი საბურავი მეტად უახლოვდება კუზაოს არკის უკანა ნაწილს და ხშირად ედება, ამიტომ ან უნდა მოიჭრას არკის ეს ნაწილი, ან უნდა შემცირდეს შიდა სვლები. არის მესამე გამოსავალიც, ხიდი გასწორდეს მხოლოდ ზედა რეგულირებადი მოკლე შტანგებით და ქვედა შტანგა დარჩეს ქარხნული სიგრძის, ეს მეთოდი გრძელ ბაზიანებზე ამართლებს, რადგან კარდანი გრძელია და კარდნის კუთხე არაა კრიტიკული. ეხლა რაც შეეხება SWB - მოკლე ბაზიანებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რისთვის გინდა მანქანა, თუ მხოლოდ დიდი საბურავებია მიზანი, მაშინ შესაძლებელია შტანგებს არც შევეხოთ და სვლები დავტოვოთ შეზღუდული, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაგრძელდეს მხოლოდ ქვედა შტანგები 16მმ-თ და დაყენდეს დაახლოებით 20მმ-მდე ტრავერსის შუასადები (რაც მე მაქვს გაკეთებული ზევით), ეს სადები რაზდარტა/კოლოფს ჩამოწევს ქვევით, შესაბამისად რაზდატკის უკანა კრესტავინის კუთხეც უახლოვდება ქარხნულ მდგომარეობას და ქრება ვიბრაცია. ცოტა პარადოქსალურია და აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ თუ ზედა რეგულირებადი მოკლე შტანგებით და ქვედა გრძელი შტანგებით გავასწორებთ ხიდს, მართალია კარდნის ფლიანეცებს გავაპარალელურებთ, მაგრამ ეს ვიბრაციას კი არ მოხსნის, პირიქით გაზრდის, იმიტომ რომ ხიდის გასწორებისას ხიდის ფლიანეცის ქვევით ჩასვლით კარდანიც ჩადის ქვევით და ზედა - რაზდატკაზე მდგარ კრესტავინას ისევ დიდი კუთხე ექმნება და კარდანი ისევ აიღებს ხმას. სწორედ ამიტომ დავწერე ზევით რო მოკლე ბაზიანის შემთხვევაში ხიდის გასწორება უმჯობესია მხოლოდ ქვედა გრძელი შტანგებით მოხდეს და არკის უკანა ნაწილთან საბურავის მიახლოება, არკის დაჭრით ან შიდა სვლის შეზღუდვით აღმოვფხრათ. თუ ზემოთ ხსენებული მოდიფიცირება არ აღმოჩნდა საკმარისი ხიდის გასწორებსას კარდნის ვიბრაციის მოსახსნელად, შესაძლებელია კიდევ ერთი რამ, 'ძრავის დალიფტვა' - ამაში იგულისხმება ძრავის აწევა 15 ან 20მმ-ით პადმატორნებზე შუასადებების დადებით. ძრავის აწევით რაზდარკის უკანა კრესტავინის კუთხე უმჯობესდება. პ.ს. ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად პრობლემებთან ერთად საჭიროა წვრილმანი დეტალების მოდიფიცირებაც: უკანა ხიდზე მდგარი სამუხრუჭე 'რეგულატორის' დაგრძელება, სამუხრუჭე შლანგის დაგრძელება -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART |
shalva-zimin |
Jun 18 2012, 19:30
Post
#20
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,682 Joined: 30-October 06 Member No.: 46 მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m |
მშვენიერი ანალიზია ველით შემდგომ პუბლიკაციებს.
-------------------- გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად. ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას! http://photo.qip.ru/users/shalva-1/ |
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 05:24 |