IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Closed TopicStart new topic
> VirtualDub ვიდეოს კომპრესია
post Mar 25 2007, 23:32
Post #1


Unregistered









მოკლედ ბოლო დროს ბევრნი ვდებთ ხოლმე ვიდეოებს. უმეტესობა არის ციფრული ფოტოაპოარატებით გადაღებული AVI ფაილები motion JPEG ფორმატში. ეს ფაილები შედარებით დიდ ზომას იკავებენ. ამიტომაც მინდა მოგაწოდოთ საკმაოდ იოლი საშუალება ამ ფაილების დასაპატარავებლად.
პირველ რიგში თვითონ პროგრამა
http://virtualdub.sourceforge.net/
აქ დევს ხოლმე ბოლო ვერსიეი.
ასევე საჭირო არის DivX Pro. იდეაში ის ფასიანია მარა საბედნიეროდ Klite Codeck Pack-ში შედის.
ასევე გამოდგება XviD კომპრესიაც (მე ეს უკანასკნელი უფრო მომწონს).
http://www.free-codecs.com/download/K_lite_codec_pack.htm
აქ არის ხოლმე სულ ბოლო ვერსიები.
Go to the top of the page
+Quote Post
Geooffroader
post Mar 25 2007, 23:36
Post #2


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



nika zomashi ki apataravebs mara xarisxi rom puchdeba tu ici?
memgoni ar girs videos gapucheba zomis gulistvis.mere klips vegar gavaketebt
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
post Mar 26 2007, 00:18
Post #3


Unregistered









როგორ ვიმუშაოთ პროგრამაში:
1) გავხსნათ სასურველი ფაილი. File->Open
2) ავარჩიოთ სასურველი კომპრესიის დონე. ამაზე ცოტა დეტალურად შევჩერდები
ჯერ აარჩიეთ Video->Copmression და მერე სიაში DivX Codec (ან სიის ბოლოში XviD MPEG-4). მერე მიაჭირეთ ჭილაკს Configure. გამოხტება დივიქსის კონფიგურაციის ფანჯარა.
DivX-ის კონფიგურირება - პირველ რიგში აარჩიეთ რეჟიმი Slow. შემდეგ გვინდა Bitrate. 320X240 ზომის ვიდეოებისთვის 800 kbps. ხოლო თუ ვიდეოს 640X480 ვტოვებთ მაშნ 4–ჯერ მეტი ანუ 3200. შენდეგ ვირჩევთ რეჟიმს 1 pass და ვაჭერთ ოკ და ისევ ოკ. პრინციპში შეიძლება ბოლოში 1 პასის მაგივრად multipass–ის გამოყენებაც მარა ეგ მოითხოს ყველა ვიდეოზე მინიმუმ 2–ჯერ გავლას და ხარისხსაც არც ისე მაგრად უმატებს.
XviD-ის კონფიგურირება - აქ კონფიგურაცია ვიდეოს გარჩევადობაზე არაა დამოკიდებული. მშვენიერ შედეგს იძლევა default პარამეტრები. თუ კიდე უფრო გვინდა დავკუმშოთ მაშინ Target Quantizer გაზარდეთ. თუმცა 8-ზე მეტის მიცემას არ გირჩევთ. 4-8 არის ოპტიმალური დიაპაზონი. 4-ზე დაკუმშული 2:39 სიგრძის ფაილი 20 კადრი წამში, 400X296 გარჩევადობით გამოვიდა 25 მეგაბაიტი (1 წუთი 10 მეგაბაიტი) ხოლო უკვე 8-ზე დაყენებით იგივე ფაილი 10 მეგაბაიტამდე შემცირდა.
თუ ვიდეო 320X240 იქნება ან 640X480 არის და ეგრევე ვტოვებთ მაშინ შემდეგი ეტაპი გამოვტოვოთ.
3) ვიდეოს დაპატარავება. ამისათვის შევდივართ Video->Filters მერე ADD სიაში ამოარჩიეთ 2:1 Reduction (როგორც წესი ამაზე მეტი დაპატარავება არაა საჭირო). შესაძლებელია 2:1 Reduction (High Quality)-ს გამოყენებაც თუმცა ასეთი მატარა გარჩევადობებისას ვფიქრობ არააქტუალურია.
4) კომპრესირებული ფაილის ჩაწერა. File -> Save as AVI. დაარქვით სახელი და დაელოდეთ სანამ მორჩება.

სულ ესაა.


ცხადია კიდევ შეიძლება ფაილიდან ფრაგმენტის ამოჭრა ან რამდნიმე ფაილის გაერთიანება. მარა ამაზე მოგვიანებით.
Go to the top of the page
+Quote Post
post Mar 26 2007, 00:19
Post #4


Unregistered









ციტატა
gio_86 დაწერა:
nika zomashi ki apataravebs mara xarisxi rom puchdeba tu ici?
memgoni ar girs videos gapucheba zomis gulistvis.mere klips vegar gavaketebt

კლიპისთვის არ მაქ საუბარი. ორიგინალებსაც ხო ვინახავთ და მერე შეიძლება ორიგინალი აიღო. უბრალოდ სხვანაირად ძაან დიდი ზომის ფაილები არის ხოლმე ასაქაჩი.
Go to the top of the page
+Quote Post
Geooffroader
post Mar 26 2007, 00:27
Post #5


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



xo mase ki kaco wink.gif
mashin iseti video romelic gamodgeba klipistvis atvirtet xolme original zomashi.da danarchenebi kide rogorc gindat ise daapataravet;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
post Mar 26 2007, 12:44
Post #6


Unregistered









პრინციპში ბიტრეიტი მაღალი თუ მიეცი და რესაიზი არ გაუკეთე ხარისხი არ დაიკარგება. სამაგიეროდ ფაილი უკვე დივიქს ფორმატში იქნება.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Apr 12 2009, 11:49
Post #7


Unregistered









სამწუხარო ისაა რომ ამ პროგრამას არ შეუძლია MPEG2 (DVD) ფაილების წაკითხვა. ასეთი ფაილებისთვის გამოიყენეთ Canopus Pro Coder. დანარჩენი პარამეტრები იგივე უნდა დააყენოთ რაც ზევით მაქვს აღწერილი.

ftp://ftp2.avoe.ge/soft/Graph/Canopus%20P...5%20Cracked.zip
მე აი ამას ვხმარობ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 13 2010, 12:52
Post #8


Unregistered









დრო მიდის. ტექნოლოგიებიც წინ მიიწევს.

ბოლო დროს ვიდეოების დიდი ნაწილი გადაღებული გვაქვს ხოლმე Mini DV ტიპის ვიდეოკამერებზე. ასეთი ვიდეო საჭიროებს დამატებით დამუშავებას.

ჯერ ვცადე Premiere მარა რარაც ვერ დავამუღამე. მერე Sony Vegas დავაყენე და აქ უკეთაა საქმე. ყვეკაფერი კარგად გამოდის ერთის გარდა. ესაა Deinterlace. ტელევიზიისთვის გადაღებული ვიდეო ყოველთვის Interlaced არის. ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი პაუზას რო დააწვებით და ორი კადრი რო ჩანს ერთმანეთზე გადადებული.

ძაან ბევრი ბრძოლა გადავიტანე მაგასთან. ამა თუ იმ პროგრამას აქვს მეტ ნეკლებად ამ ეფექტის მოხსნის საშუალება. მაგრამ აქაც პროგრესი ადგილზე არ დგას. ძველი Deinterlace ფილტრების ნაცვლად გამოვიდა სულ ახალთ ახალი ფილტრები რომლებიც საშუალებას იძლევიან მთლიანად მოვაშოროთ ეს ეფექტი. ერთ-ერთი ასეთია YADIF (Yet Another De Interlace Filter). Vegas-ში ეს ფილტრი არაა. მაგრამ ბოლო ვერსიის VirtualDub-ს უკვე მოყვება.

მაშ ასე როგორ ვამუშავებთ Mini DV ვიდეოს. (ერთ-ერთი ვარიანტი)

1) ვიწერთ კასეტიდან კომპში ვიდეოს Sony Vegas-ის შიდა საშუალებებით (Video Capture) ორიგინალ ხარისხში.
2) პროექტის პარამეტრები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს DV ვიდეოს პარამეტრებს რათა არ მოხდეს ვიდეოს რიმე სახით დამუშავება.
3) ვახდენთ ვიდეოს მონტაჟს და სხვ.
4) ვიმახსოვრებთ ვიდეოს ისევ DV ფორმატში.
5) VirtualDub-ის მეშვეობით ვახდენთ ვიდეოს დაკუმშვას. DivX ან XviD კომპრესიით.
6) ფილტრებში აუცილებლად ვამატებთ Deinterlace Yadif-ს
7) ასევე აუცილებელია ვიდეოს გაუკეთდეს Resize 4:3 პროპორციამდე (720X540 პიქსელი). წინააღმდეგ შემთხვევასი Youtube-ზე ატვირთვისას ის გაწელილი გამოვა სიმაღლეში.

უფრო დეტალურად ინსტრუქციას მოგვიანებით დავდებ.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 20 2011, 15:26
Post #9


Unregistered









დავამატებ ერთ ძალიან სასარგებლო პლაგინს. მადლობა ჩეროკას. მან მიმასწავლა.

ესაა deshaker. youtube-ზე ახლახან დამატებული ვიდეოს რედაქტირების ფუნქციებში არის ამის შესაძლებლობა. თუმცა ეს პლაგინი ცხადია საშუალებას იძლევა ბევრი პარამეტრი ვცვალოთ.

აი აქაა ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დავაყენოთ ეს პლაგინი
http://www.youtube.com/watch?v=Li0MBkJG6k0&list=FLQfl5VVnU12ztfT5vRv36Sg&index=1&feature=plpp_video

ცხადია მისი მუშაობისას ვიდეოს გაუჩნდება შავი ჩარჩოები.

აი ამ ვიდეოში შედარებულია ორიგინალი ვიდეო და 3 სხვა და სხვა ვარიანტი.
http://www.youtube.com/watch?v=9P_n1jtXFXY

პლაგინის მუშაობის მთავარი მინუსი ისაა რომ მთელი ვიდეო მთლიანად უნდა გაიაროს თავიდან ბოლომდე რეალურ დროში play რეჟიმით.
თუმცა შედეგი ღირს ამად. თან თუ ვიდეო შედარებით მოკლეა დიდ დროს არ წაიღებს.
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 20:22