IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Closed TopicStart new topic
> თვის კონკურსების ჩატარების წესები
nika
post Jan 27 2010, 22:59
Post #1


Unregistered









ფოტოების კონკურსის წესები შემდეგია

1) კონკურსი ტარდება თვეში ერთხელ. 1–10 რიცხვებში ხდება ფოტოების წარდგენა. 10–დან თვის ბოლომდე კენჭისყრა.
2) კონკურსზე ფოტოების შემოტანა. თითო ფორუმის მომხმარებელს შეუძლია შემოიტანოს 1 ფოტო. ფოტოს ზომა უნდა იყოს 800X600 (მცირე გვერდის ზომა შეიძლება ნაკლები იყოს). ნებადართულია მხოლოდ საკუთარი ფოტოების დადება. სხვისი ფოტოს დადება შეიძლება თუ ის არაა ფორუმზე რეგისტრირებული, მისი სახელის მითითებით და მისი ნებართვით.
3) შეფასება: ფოტოების შეფასების უფლება აქვთ ფორუმის წევრებს რომელთაც აქვთ მინიმუმ 10 პოსტი. შემფასებელი ასახელებს მხოლოდ ერთ ფოტოს.
4) შედეგები: გამარჯვებულად გამოცხადდება 3 საუკეთესო ფოტო რომელთაც მეტი ხმა აქვთ. თანაბარი ხმების შემთხვევაში გაიმარჯვებს ის ფოტო რომელიც უფრო ადრე მიიღებს ხმებს. ასევე გამარჯვების შემთხვევაში ავტორმა უნდა მოგვაწოდოს ამ ფოტოს დიდი ზომის ვერსია (დიდი გვერდი მინიმუმ 1600 პიქსელი). თუ ამას ვერ მოახერხებს მაშინ ფოტო დარჩება გამარჯვებულად მაგრამ კალენდარში ვერ მოხვდება.

ფოტოების ასატვირთად გამოიყენეთ http://pix.ge
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 29 2010, 10:12
Post #2


Unregistered









წესებში შევიდა შემდეგი ცვლილებები.

ფორუმის წევრს შეუძლია წარადგინოს 1 ცალი საკუთარი ფოტო, და ასევე 4 ცალი სხვის მიერ გადაღებული თავისი მანქანის ფოტო (ავტორის თანხმობით). ასეთი ფოტოების წარდგენის შემდეგ მთლიანად კონკურში ერთი ავტორის ფოტოები არ შეიძლება იყოს 5-ზე მეტი.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Mar 1 2010, 01:47
Post #3


Unregistered









პატარა შესწორება წესებში (წითლადაა მონიშნული.

ფორუმის წევრს შეუძლია წარადგინოს 1 ცალი საკუთარი ფოტო, და ასევე 4 ცალი სხვის მიერ გადაღებული თავისი მანქანის ფოტო (ავტორის თანხმობით). თითო ავტორის თითო ფოტო. ასეთი ფოტოების წარდგენის შემდეგ მთლიანად კონკურში ერთი ავტორის ფოტოები არ შეიძლება იყოს 5-ზე მეტი.

დამატება წესებში. საკონკურსოდ წარსადგენი ფოტოები უნდა ეხებოდეს ქართული ოფროუდის თემატიკას.
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 19:25