IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი 2009, სავარაუდო ინფორმაცია
nika
post Oct 10 2009, 12:46
Post #1


Unregistered









კლუბის გამგეობაზე დამტკიცებული იქნება უახლოეს მომავალში. მარა მანამდე ხალხი მზადებაში რო იყოს შეგატყობინებთ რომ:

ა.წ. 7-8 ნოემბერს, ჩვენი კლუბის მიერ, მოეწყობა ახალი ტიპის ოფროუდ შეჯიბრი ტროფი რეიდი
"დიდგორი-2009".
შეჯიბრის რეგლამენტი შემუშავების სტადიაშია და როგორც კი მზად იქნება გამოვაქვეყნებთ.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი აღჭურვილი ჯალამბარით
3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი რომელიც ტრეკების ჩაწერის და მათზე გაყოლების საშუალებას იძლევა (ოპტიმალურია ლეპტოპი ან პოკეტ პისი რომლებზეც ჩაწერილია OziExplorer-ი) და ციფრული ფოტოაპარატი.
4) უნდა ჰყავდეს შტურმანი.
5) გადაიხადოს შენატანი (შენატანის ოდენობა დამატებით იქნება დაზუსტებული).

რა არის ტროფი რეიდი
ტროფი რეიდი ტარდება კლასიკური რალის მსგავსად. ანუ შედგება ორი ტიპის მონაკვეთებისგან
1) საგზაო სექცია. აქ მონაწილემ უნდა იაროს ზუსტად დადგენილ დროში (არც უფრო სწრაფად და არც უფრო ნელა) ყველა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით.
2) სპეც მონაკვეთი. რთულად გადასალახი მონაკვეთი რომელიც მონაწილემ უნდა გაიაროს რაც შეიძლება სწრაფად. სპეც მონაკვეთების ზოგ ადგილას მოწყობილი იქნება საკონტროლო წერტილები, რომელთა დალაშქვრა მოხდება ორიენტირების მსგავსად (ფოტოაპარატის საშუალებით დადასტურებით), განსხვავება ისაა რომ ეს წერტილები სავალდებულოდ უნდა დაილაშქოს.

ამ მონაკვეთების გავლისთვის მონაწილეებს მიეცემათ GPS ტრეკები. ტრეკიდან მაქსიმალური გადახრა შეზღუდული იქნება. ამის გასაკონტროლებლად მონაწილის ავტომობილში დამონტაჟებული იქნება GPS ლოგერები რომლებიც ჩაიწერენ მათ მიერ მოძრაობის გზას.

შეჯიბრი იწარმოებს ორ ჩათვლით ჯგუფში.
1) TR2 - მომზადებული ავტომობილები. აკრძალულია, ტრაქტორის საბურავები და 33"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები, პორტალური ხიდებისთვის და 1400 მმ-ზე ვიწრო ლიანდის მქონე მანქანებისთვის 30"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები. დამონტაჟებული ჯალამბარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს.
2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული იქნება 20-ით.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
"ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Oct 10 2009, 13:51
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback



2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა.
ანუ ფბელები აქ გავა არა ? smile.gif
კაია ახალი ტიპის შეჯიბრი ასწორებს


--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 13:58
Post #3


Unregistered









marge
კი ყველა ტრაქტორის საბურავი მანდ მოხვდება. გინდ 28 გინდ 40-იანია.
Go to the top of the page
+Quote Post
Geooffroader
post Oct 10 2009, 14:57
Post #4


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 10,230
Joined: 22-September 06
From: ХИЗ
Member No.: 22
მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp



კარგია კარგიაა
ძალიან კი მინდა გამოსვლა მაგრამ ჯალამბარის გარეშე ვერ გამოვალ
ისე მზად ვარ ორგანიზატორთა ჯგუფში ჩავეწერო

This post has been edited by gio_86: Oct 10 2009, 14:58


--------------------
come back Nick
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Neo
post Oct 10 2009, 15:35
Post #5


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,266
Joined: 1-July 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 3,428
მანქანა: TLC Prado 150 2.7



nika

მეც მინდა გამოსვლა, მაგრამ ეხლა ჯალამბარს ვერ შევიძენ sad.gif

20 ადამიანი ისე კლუბშიც მოგროვდება wink.gif

უჯალამბრო მანქანებიც თუ დაიშვება უფრო მეტი ხალხიც მიიღებს მონაწილეობას და მეტი ინტერესი იქნება პუბლიკის მხრიდან.


--------------------
My way

Always a better way
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 15:43
Post #6


Unregistered









Neo
მესმის მარა :
1) კლუბი შეზღუდულია სახსრებში. შეჯიბრი საჭიროებს GPS ლოგერების შეძენას და 20 ცალზე მეტს ვერ გავქაჩავთ.
2) შეჯიბრზე იქნება გაყოფილი სტარტი. შედეგად რაც მეტი მონაწილეებია მით უფრო დიდი დრო წავა დასტარტვაზე. აქაც 20 ოპტიმალურ რიცხვად ჩავთვალეთ (უფრო სწორად კი დავთვალეთ).
3) ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჯალამბარიანი ტრ1 ავტომობილები ჩვენთან ფაქტიურად არაა (მე არ მეგულება ერთადერთი მგონი ბექას ტოიოტაა და ისიც არაა საქართველოში ამჟამად). ხოლო უჯალამბაროების გაშვება წრფივ სპეც მონაკვეთზე დაკავშირებულია საცობების დიდ რისკთან. ერთი მანქანის გაჭედვა ავტომატურად იწვევს მის უკან მომავალი მანქანების გაჩერებას. ორიენტირებაზე ეს პრობლემა არ იყო. წახვიდოდი სხვა წერტილების ასაღებად.

ამიტომაც ტრ1 ავტომობილები ამჯერად საერთოდ ამოვიღეთ. თუ ამ შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა შემდეგისთვის უკვე გვექნება ლოგერების მარაგი რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გავზრდით.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 15:48
Post #7


Unregistered









ასევე მინდა დავამატო რო მაყურებლებისთვის იქნება სპეციალური გამოყოფილი ადგილები. სადაც იოლად მივლენ სტანდარტული 4X4 ავტომობილებით და შემდეგ ფეხით მინიმალური მანძილის გავლით შეძლებენ საინტერესო ადგილების ყურებას ისე რომ არ შეუშალონ მონაწილეებს.
Go to the top of the page
+Quote Post
Neo
post Oct 10 2009, 16:15
Post #8


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,266
Joined: 1-July 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 3,428
მანქანა: TLC Prado 150 2.7



nika

ნოკიას სპორტტრეკერით შეიძლება მაგის გაკეთება, ჩაწერილი ტრეკის კორექტირება შეუძლებელია ტელეფონით, სიზუსტე ძალიან კარგი აქვს, ეყოფა გზიდან გადახვევების დაფიქსირებას. GPS იანი ნოკიების შოვნა კი ყველა მსურველს შეუძლია.

მაგის გარდა GPRS-ზე დაფუძნებული ონლაინ პოზიციონირების რომელიმე სერვისის გამოყენება შეიძლება თუ GSM დაფარვის ზონაა მთელს ტრეკზე.

ლოგერების იჯარით აღება ან თხოვება არ შეიძლება ვინმესგან?

დარწმუნებული ვარ ბევრს დაწყდება გული, ვინც მთელი წელი შეჯიბრის მოლოდინში იყო.


--------------------
My way

Always a better way
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 16:44
Post #9


Unregistered









Neo
ეგ ყველა ნიუანსი უკვე დაზუსტებულია და დადგენილი. მარტო ლოგერების პრობლემა არაა. იხილე პუნქტი 3. ლოგერებად გამოყენებული იქნება Holux M1000C GPS-ები და ისინი მონაწილის მიერ ვერ იქნება კონტროლირებადი (დაილუქება).

ციტატა
დარწმუნებული ვარ ბევრს დაწყდება გული, ვინც მთელი წელი შეჯიბრის მოლოდინში იყო.

ყველაფერი ავწონ დავწონეთ სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდით. მთავარი დაბრკოლება მაინც ჯალამბარები იყო. ნამდვილად არ გვინდა პრეტენზიები რომ ჰქონდს ბევრს იმის გამო რომ მის წინ მანქანა გაიჭედა და ამის გამო ვერ გამოვიდა კარგად.

ასევე მინდა აღვნიშნო რომ მონაწილეობა უფრო ძვირი ეღირება ვიდრე წინა შეჯიბრებებზე იყო.

ხო ასევე წლის ბოლომდე კიდე ერთი შეჯიბრის ჩატარებას ვაპირებთ. თრაიალი იქნება ოღონდ ახალი წესებით ეგეც და იქ შეძლებენ მონაწილეობას.
Go to the top of the page
+Quote Post
Neo
post Oct 10 2009, 17:04
Post #10


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,266
Joined: 1-July 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 3,428
მანქანა: TLC Prado 150 2.7



nika

არ შეიძლება რომ უჯალამბაროებისათვის ალტერნატიული მონაკვეთები იყოს?

QUOTE
ხო ასევე წლის ბოლომდე კიდე ერთი შეჯიბრის ჩატარებას ვაპირებთ. თრაიალი იქნება ოღონდ ახალი წესებით ეგეც და იქ შეძლებენ მონაწილეობას.


ეს კარგია smile.gif


--------------------
My way

Always a better way
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 18:07
Post #11


Unregistered









Neo
ციტატა
არ შეიძლება რომ უჯალამბაროებისათვის ალტერნატიული მონაკვეთები იყოს?

მაგაზეც ბევრი ვიფიქრეთ და ისეთი საინტერესო ვერაფერი გამოდიოდა. ტალახიანი მონაკვეთების გარეშე უნდა ყოფილყო მაშინ. თან ისე რომ ერთმანეთი არ გადაეკვეთა ტრ1-ის და ტრ2 და ტრ3-ს ტრასებს, რაც რთულია. თან ეგ მოითხოვს მსაჯების რაოდენობის გაორმაგებას.

გარდა ამისა გადასახადი იმხელაა დარწმუნებული ვარ 2/3 მაინც მაგის გამო იტყოდა უარს.

ხო აქვე უნდა დავწერო რომ აქაური მანქანების დიდი ნაწილი ტრ1-ში ვერ მოხვდებოდა. ტრ1 იქნებოდა აბსოლუტურასდ სტანდარტული დაულიფტავი ავტომობილები. ხოლო ტრ2-ში ჯალამბარი ყველა ვარიანტში სავალდებულო იქნებოდა ისედაც.

მოკლედ ნელ-ნელა საერთაშორისო სტანდარტებზე გადავდივართ.
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Oct 10 2009, 18:09
Post #12


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



Neo
ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ალტერნატიული გზები მოითხოვს დამატებით ხარჯებს და დამატებით მსაჯთა რაოდენობას, მათი მომსახურების ბრიგადას და ა.შ. დაგვაფინანსეთ და რაზეა ლაპარაკი smile.gif . მარტო ლოგერების შეძენაზე 1500$ გვინდა. ამ შეჯიბრის ნახევარი დაფინანსებაც კლუბის წევრების შენატანებით იფარება. გახდი კლუბის წევრი, შემოიტანე საწევრო და კიდე ერთი პატარა საქმე გაკეთდება. მაგრამ არ სჯობია უამისოდ გამოხვიდე შეჯიბრზე, საპრიზო ადგილი მოიგო და მშვიდად წახვიდე სახლში? wink.gif


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Neo
post Oct 10 2009, 18:10
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,266
Joined: 1-July 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 3,428
მანქანა: TLC Prado 150 2.7



nika

გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს.

წყვილებში ხომ არ გაკეთებულიყო შეჯიბრი? ყველა ჯალამბრიანს ყავდეს თავისი მეწყვილე უჯალამბრო smile.gif უფრო საინტერესო იქნება და გუნდური სულისკვეთებაც კარგად გამოიკვეთებოდა და გვერდში დგომაც wink.gif


--------------------
My way

Always a better way
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 18:18
Post #14


Unregistered









Neo
ციტატა
წყვილებში ხომ არ გაკეთებულიყო შეჯიბრი? ყველა ჯალამბრიანს ყავდეს თავისი მეწყვილე უჯალამბრო smile.gif უფრო საინტერესო იქნება და გუნდური სულისკვეთებაც კარგად გამოიკვეთებოდა და გვერდში დგომაც wink.gif

ეგეც იქნება. მარა ვინაიდან ჯერ პირველად ვატარებთ ასეთი ტიპის შეჯიბრს არ გვინდა რომ ეგრევე რაიმე წყალქვეშა ქვებს დავეჯახოთ. ამიტომაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ავარჩიეთ.

ასევე გავითვალისწინეთ უცხოური (ძირითადად უკრაინელების) პრაქტიკა. იმათთანაც ტრ1 და სტანდარტულ მანქანებს სულ უფრო და უფრო ხშირად აღარ უშვებენ ეგეთ შეჯიბრებებზე. ცალკე ტურიზმის კატეგორიაა და რაღაც ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე დაყავთ. ორიენტირებაზე კი ბატონო. რო ავწონ დავწონეთ ჩვენ ეგეთი რამე არ გამოგვივიდოდა. არც ხალხს მოეწონებოდა დიდგორის გარშემო ისტორიული ადგილების მონახულება და თან არც ისე ბევრია ეგეთი ადგილი.

თანაც ორგების ძირითადი ძალისხმევა ამ მიმართულებაზე ვერ დაიხარჯება. და ხალხის დიდი ნაკლებობაცაა. რამე უინტერესოს ჩატარებას კიდე ვამჯობინეთ არაფერი ჩაგვეტარებინა.

ისე როგორც ხედავთ მონაწილეთა რაოდენობა ტრ2 და ტრ3 კატეგორიებშიც შეზღუდულია. სტანდარტებიც რომ იყოს უკვე მინიმუმ 30-მდე უნდა გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა.

ხო და კიდე არავინ უშლის ხალხს შტურმანებად გაყვეს მონაწილეებს. ამ შეჯიბრზე შტურმანობაზე გაცილებით მეტი იქნება დამოკიდებული. სწრაფი ტემპით ტრეკის წაკითხვა და თან სს-ის დროზე გავლისას არაა იოლი საქმე.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 18:30
Post #15


Unregistered









gio_86
ციტატა
ისე მზად ვარ ორგანიზატორთა ჯგუფში ჩავეწერო

მსაჯებში ჩაეწერე.
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Oct 10 2009, 18:35
Post #16


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



დაიძრა, დაიძრაა........ ძალიან კარგი, საინტერესო იქნება ძალიან, ახალია და თან ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო მონაწილეების, არამედ მაყურებელის მხრიდანაც, ვნახოთ რა იქნება..........

ძოხო რამე ვქნათ რააა.............. smile.gif


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 18:35
Post #17


Unregistered









დიდი შანსია რომ ჩემ ჯალამბარს გავაქირავებ ვინმე მჩატე მანქანიანზე wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Oct 10 2009, 18:41
Post #18


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



nika
აბა შენი ჯალამბარი ჩვენ არ გამოგვადგება თორე დიდი სიამოვნებით.......... sad.gifsad.gifsad.gif


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Oct 10 2009, 18:43
Post #19


Unregistered









chezitto
ციტატა
აბა შენი ჯალამბარი ჩვენ არ გამოგვადგება თორე დიდი სიამოვნებით.......... sad.gif

თქვენ ვინ ხართ? laugh.gif

Warn M8000-ია ჩემი ჯალამბარი. სპუტნიკზე კი არ მაქ საუბარი. მაგას ისე ვათხოვებ მინმეს ვისაც ვუბალელშიკებ გამარჯვების პონტში.
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Oct 10 2009, 18:52
Post #20


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



nika
ძოხოს ეკიპაააააჟ............. biggrin.gif biggrin.gif


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 Pages V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 17:09