ჯამჯამას და კლიკისჯავრის ქედები 20.09.2015 |
ჯამჯამას და კლიკისჯავრის ქედები 20.09.2015 |
nika |
Sep 21 2015, 15:13
Post
#1
|
Unregistered |
გავიკატავეთ ამ მარშუტზე 5 მანქნაით. მე გია ლეო ზურაუსტა და პეპე
ჯერ ლევიტანადან ავედით ჯამჯამას ქედზე. დროში ცოტა დაგვიანება გამოგვივიდა ამიტომაც უღელტეხილიდან აღმოსავლეთით ბორცვზე ავედით და იქიდან გადავხედეთ არემარეს. ჯამჯამას მთისკენ აღარ წავედით. მით უფრო რომ ხედები აქედანაც ისეთები იყო ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა. შემდეგ გავნაგრძეთ ქედით მოძრაობა აღმოსავლეთისკენ. ასე გავედით ქედებს შორის გასაყარებამდე სადაც ჯამჯამას ქედი უფრო სამხრეთით უხვევს ხოლო ჩვენ კლიკისჯვარის ქედისკენ ანუ ჩრდილოეთისკენ უნდა წავსულვიყავით. ამ ადგილას ქვევით საკმაოდ ცუდი ჩასასვლელი იყო. ბევრი ვზვერეთ თუ ცოტა ორი გზა დავზვერეთ. ერთი ზევით იყო ცოტა კლდიანი. მეორე ქვევით და იქ სველი ბალახი იყო. გიამ სცადა ზედა გზით გასვლა და ვერ გადიოდა ერთგან ძალიან დაქანებული იყო. ამასობაში ზურამ ქვედა გზით გაიარა. მერე მეც გავიარე. გია შემობრუნდა რომ ჩვენი გზით გაევლო და უკან რომ ადიოდა ყუმბარა გაუტყდა. აი აქ დაიწყო ფიქრები. კლიკისჯვარით უნდა გვევლო ასე 10 კმ სანამ გავიდოდით მღებრიანიდან ტანას ხეობაში გადასასვლელ გზამდე. და ეს გზა თვალით არავის გვენახა. ამ დროს უკან ჯამჯამაზე ასვლაც საკმაოდ რთული იქნებოდა. გადავწყვიტეთ რომ მე და ზურა გავივლიდით ამ 10 კმ-ს და შემდეგ რაციებით გადმოვცემდით სიტუაცუას. საბედნიეროდ ხედვა მთლიან ზედზე პირდაპირ იყო და ამიტომ 10 კმ-შიც რაციებით ხმის გადაცემა პრობლემას არ წარმოადგენდა. დავიძარით მე და ზურა და ასე 1 კმ-ში შეგვხვდა მეცხვარე რომელმაც ცოტა არ იყოს და შეგვაშინა. გზაზე "ჩაჭრილები" არისო და ვერ გაივლითო. ბოშურში კი ჩახვალთო. ჩვენც ვუყურებდით გზას და ოდნავ ნავალი კი ეტყობოდა. მაგრამ მალევე მარცხნივ (ჩრდილოეთით) გადაუხვია ბოშურისკენ მიმავალმა გზამ. ეს გზა მარტო დაუზვერავი კი არა საერთოდ რუკაზეც კი არ ვიცოდით როგორ მიდიოდა. ამიტომაც არ ჩავუხვიეთ. მალე წინ ხეებით ჩახერგილი ადგილი დაგვხვდა მაგრამ პატარა ხეები იყო, უცებ გავხსენით. მეტი ისეთი არაფერი. სველზე შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ეგ გზა და მშრალზე ტრასასავით იყო. მაინც ბოლომდე გავედით და იქიდან რაციებით გადავეცით რომ წამოსულიყვნენ. ჩვენ კი სამწვადაო კოცონის დანთებას შევუდექით. მგონი ჩვენზე ბევრად სწრაფად გაიარეს ეს მონაკვეთი დანარჩენებმა. მერე მწვადი შევწვით და აქ უკვე ცხადი იყო რომ პიტნარადან წალკისკენ გადასვლა არ გამოდიოდა. გია კი ისედაც ორმოცისკენ უნდა დაშვებულიყო. ამიტომაც წავედით ყველანი ორმოცისკენ და ისევ ტანას ხეობით დავბრუნდით უკან. გუგლის რუკაზე https://www.google.com/maps/d/edit?mid=z1eo...xIM&usp=sharing ტრეკი Attached File(s) jamjama.rar ( 111.45k ) Number of downloads: 126 |
shapokliak |
Sep 21 2015, 20:40
Post
#2
|
Super Member Group: Registered Posts: 2,217 Joined: 4-February 08 Member No.: 652 მანქანა: umanqano! |
ულამაზესი ადგილები იყო!!!!
-------------------- Together on the top!
|
Bagi |
Sep 21 2015, 21:20
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 664 Joined: 12-June 11 Member No.: 5,104 მანქანა: Panzerkampfwagen Tiger Ausf. E |
ზურას ამბავი როგორ დასრულდა?
|
nika |
Sep 21 2015, 22:43
Post
#4
|
Unregistered |
გუშინ კარგად და დღეს მანქანის წამოსაყვანად მიდიოდა.
|
nika |
Sep 22 2015, 11:34
Post
#5
|
Unregistered |
ვახ. ის მართლა იალბუზი ყოფილა. აი ფაქტი, ფოტოშოფში დამუშავების შემდეგ გამოჩნდა
ჯერ ლინკად იყოს და ფოტოდ მერე დავდებ https://www.facebook.com/photo.php?fbid=102...&type=1&theater ახლა გავზომე გუგლზე და 210 კილომეტრია მანძილი |
Bagi |
Sep 22 2015, 16:22
Post
#6
|
Super Member Group: Registered Posts: 664 Joined: 12-June 11 Member No.: 5,104 მანქანა: Panzerkampfwagen Tiger Ausf. E |
მყინვარი რამდენზე იყო დაშორებული?
|
nika |
Sep 22 2015, 16:40
Post
#7
|
Unregistered |
|
LEO |
Sep 22 2015, 23:23
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 1,126 Joined: 3-January 11 Member No.: 4,920 მანქანა: Toy 70 Series, Suzuki SJ 413 |
კაი იყო!!!
|
nika |
Sep 22 2015, 23:50
Post
#9
|
Unregistered |
დავამატე რუკა და ტრეკი
|
nika |
Sep 23 2015, 17:36
Post
#10
|
Unregistered |
აბა მოემზადეთ. ასეთი ფოტოები კაი ხანია არ ყოფილა IMHO
|
nika |
Sep 23 2015, 17:43
Post
#11
|
Unregistered |
დაიმახსოვრეთ. ავტომატიკა არ ვარგა, არააააააა
PEPE-ს კოლოფი გადაუხურდა შლანგი იყო პრობლემა თუ რა არ ვიცი. შორიდან ავედით ქედზე და აი ასეთი ხედები გადაიშალა ჯამჯამას მთა. მყინვარწვერი ბეზენგის კედლის ნაწილი. მარცხნივ ნახევრად რომ მოჩანს სავარაუდოდ თეთნულდია ესენი არ ვიცი იალბუზი ძალიან ოდნავ ჩანდა, მაგრამ ფოტოშოპით ჯერ ასე ამოვქაჩე შემდეგ კი ცოტა უფრო მძიმე არტილერია გამოვიყენე და ... |
nika |
Sep 23 2015, 17:47
Post
#12
|
Unregistered |
|
nika |
Sep 23 2015, 17:50
Post
#13
|
Unregistered |
კიდევ ერთი ხედი ტანას ხეობისკენ
ნუ შემდეგ მოგეხსენებათ "ჩეპე" დაგვემართა და ამიტომ ფოტოებისთვის არ მცხელოდა. სამშვიდობოს რომ გავედით მწვადაობის ადგილთან ახლოს მდებარე ეკლესიის გარშემო დავბოდიალობდი ფოტონადირობაზე. აი ეს ფოტოებია ამ ადგილიდან მაინც იყოს ესეც ხედი თეძამის ხეობისკენ, უკანა პლანზე ორი მთა რომაა სადღაც მათ შორის გადის უღელტეხილი წალკის რაიონის სოფ. თეჯისისკენ. ჯამჯამას მტა კონტრაჟურში |
nika |
Sep 23 2015, 17:52
Post
#14
|
Unregistered |
|
nika |
Sep 23 2015, 17:54
Post
#15
|
Unregistered |
|
cat |
Sep 24 2015, 00:14
Post
#16
|
Super Member Group: Club Member Posts: 2,223 Joined: 16-October 06 Member No.: 40 მანქანა: Hyundai Galloper 2 / 2.5 TD / MT 33"/ Winch 9000 |
Like!!!!!!!!!!
-------------------- Оффроуд тюнинг никогда не заканчивается - могут кончиться только деньги !!!
|
nika |
Sep 24 2015, 14:27
Post
#17
|
Unregistered |
ამასობაში ვიდეოც წამოეწია. 4 ცალია
https://www.youtube.com/watch?v=KM9QPJetZG4...E1Bp2c_3f7DdJCc 1. ასვლა ქედზე. 0:25-ზე მარჯვენა გზა მიდის აბუხალოსკენ 2. მოძროაბა ჯამჯამას ქედზე. სადღაც 0:45-ზე მარცხნივ თხემით რომ სავსულვიყავით არ მოგვიწევდა ბოდიალი. 3:08-ზე ავედით ისევ მაგ გზაზე. 3:32-ზე ჩანს ჩასასვლელი ჩრდილოეთის მხარეს რომელიც არ დაგვიზვერია, ეიძლება ეგ უკეთესი იყო. 4:30-ზეა ჩასასრიალებლად სახიფათო მონაკვეთი. 3. მოძრაობა კლიკისჯვარის ქედზე 4. ჩასვლა სოფ ორმოცში. |
nika |
Sep 24 2015, 15:12
Post
#18
|
Unregistered |
ამ ფოტოზე ახლა მითხრა კისტეიმ რომ იალბუზის წინ ხო უშბააო. მე კიდე დებილმა ვერ შევნიშნე
|
Muddy Princess |
Sep 24 2015, 16:26
Post
#19
|
Super Member Group: Registered Posts: 2,406 Joined: 8-August 12 Member No.: 5,568 მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2 |
nika
რა სათვალეები გიკეთია? |
nika |
Sep 24 2015, 16:26
Post
#20
|
Unregistered |
pajero 3.2did
Photoshop CC 2014 |
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 15:30 |