IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სვანეთი 5-7 აგვისტო 2016
nika
post Aug 8 2016, 00:35
Post #1


Unregistered









დღე პირველი.
დილით შევიკრიბეთ ბირ'ჯ'აზე. მე, გია, იკი, 4რანერა და კოკაია
მჟავე წავიდა ტეტეს გავუვლიო და გზაში დაგეწევითო. ბერკეტა ჩარდახში იყო და იქიდან გვიერთდებოდა. ლევანიმ მე ახალ ნათებასთან დაგხვდებითო. და გეგი ლენტეხში შემოგვიერთდებოდა. სულ 9 მანქანა გამოდიოდა. თავიდანვე გაუთვალისწინებელი ამბებით დაიწყო. ბერკეტამ ხუნდებმა წრიპინი დაიწყოო ანუ ლამის ბოლომდეაო დასული და რა ვქნაო. ახლები აგერ მიდევსო. მეთქი არც დაფიქრდე უნდა გამოცვალო იქ მთებში რომ რამე მოუვიდეს მერე სად მიდიხარ. კაი წადითო და ნელა იარეთო. მე გზაში დაგეწევითო. ახალ ნატებასთან ლევანის წამოვეწიეთ და დავიძარით. მჟავე ცოტა უკან მოგვყვებოდა. ასე ნელ-ნელა სიარულით ჩავედით ქუთაისში. იქ გავავსეთ საწვავის მარაგები, ძალიან ცხელოდა და ამიტომაც წავედით წყალტუბოსკენ რომ ეგებ იქ სიგრილე იქნებოდა და ებრკეტა და მჟავე იქ დაგვეწეოდა. წყალტუბოშიც ცხელოდა თუმცა ჩრდილი ვნახეთ და გავჩერდით. აქ გაირკვა რომ მჟავეს საბურავი ეფუშებოდა და კამერას ეძებდა ქუთაისში. ამასობასი ბერკეტამ გაასწრო და მოვიდა. თან გვითხრა, კამერა იშოვესო და მალე წამოვლენო. სიცხის გამო გადავწყვიდეთ გვევლო ნელ-ნელა ცაგერამდე ან ლენტეხამდე და მჟავე წამოგვეწეოდა გზაში. ნელ-ნელა აგრილდა. საათს რომ ვუყურებდი დროში ვიწვებოდით. წინასწარი გრაფიკით ლენტეხში 12-ზე უნდა ვყოფილიყავით და საბოლოოდ ლამის ორ საათზე ჩავედით. აქ უცებ ვნახეთ გეგი. მჟავე ისევ ვერ გვეწეოდა და ისევ ცხელოდა. ამიტომ გავაგრძელეთ გზა. აი აქ დაიწყო თავგადასავლები. ლენტეხიდან ჯერ გრუნტის გზაზე არ ვიყავით გადასულები რომ იქიდან მომავალი დელიკა შეგვხვდა. ზესხოში მივდიოდიო და გიშუნ ღამე წვიმა იყოო და მეწყერი ჩამოწვაო. ჩემი მანქანის სიმაღლისააო. მოკლედ გზა აღარააო. ტრაქტორი კი მიდის მაგრამ დღეს ან გახსნის ან არაო. ალტერნატივა ლატფარის უღელტეხილი. ამაზე გვითხრეს შანსი არააო ეგ უარესად იქნებაო დაზიანებულიო. მაგრამ კარვები თუ გაქვთ მეწყერამდე ნახევარ კილომეტრში კაი საკარვე ადგილებიაო. გადავწყვიტეთ გვევლო მეწყერამდე. გვენახა რამხელაა და ეგებ ტრაქტორი დღესვე გაწმინდავდა. თუ არა და კარვებს გავშლიდით და დაველოდებოდით გზის გახსნას. ოფლებში ლატფარის შესახებ ვიკითხეთ და არ ვიცითო მაგრამ ექსკავატორი მუსაობსო მაგ გზას აკეთებენო და იმათ ეცოდინებათო. თუმცა ექსკავატორი რომელიც მაგ გზას აკეტებდა იმხელა იყო რომ გზა სავარაუდოდ ძალიან დაზიანებულია ლენტეხის მხრიდან. აღარ დავკარგეთ დრო მაგათთან საკითხავად (თან 1 კმ უნდა გვევლო მაგ ექსკავატორამდე) გავცდით ყველა სოფელს და ერთი ორი ჩამოშლილი კი შეგვხვდა გზად მაგრამ ისეთი არაფერი. მერე ველიკებით ტურისტები შეგვხვდნენ და ლაფში ჩაძირული ნისანის ფოტო გვანახეს. სადღაც 10 კმ-შიაო აქედანო. მაგრამ ფოტოებზე არ ჰგავდა ის ადგილი იმას რაც დელიკამ მოგვიყვა. და დელიკა მანდ ალბათ ვერც გაივლიდა. მოკლედ წავედით ნისანის საშველად. ცოტა ღა გვქონდა დარჩენილი რომ ის ნისანი შეგვხვდა. ანუ თვითონ გამოვიდა. მალევე ერთი უკვე მართლა ცუდი გადასასვლელი შეგვხვდა. თუმცა ნისანმა ის გადმოიარა (მართალია მეორე მხრიდან). ცოტა ნიჩაბით გავაუმჯობესეთ გზა. ცოტა ქვები დავყარეთ და გადმოვედით. ვინაიდან გრძელი კოლონა იყო, სანამ სხვები გადმოდიოდნენ მე გეგი და გია წავედით წინ დაზვერვაზე. დელიკის სიმაღლის მეწყერი ჯერ არსად ჩანდა. მერე მივადექით იმ "ნისანის ლაფს". მინდა გითხრათ რომ ძალიან უცნაური ლაფი იყო. ნაშალი ხრეშნარევი. პირველი ცდით ნელ-ნელა ვცადე გავლა რომ ძალიან არ ჩავძირულიყავი. ხოდა არც დაბუქსავება იყო არაფერი. უბრალოდ შევატყე რომ მანქანა ვერ ეწევა და ჩერდება. დავზადნე და მეორე ცდაზე ცოტა რაზგონით გავიარე. ერთ მომენტში კი გაუჭირდა მაგრამ ისეთ არაფერი. აღმოვჩნდი მეორე მხარეს. უკან გეგი მომყვებოდა იოთი. შევიდა თუ არა ეგრევე დადო მუცელი (ოხ ეს იოს ტრავერსი). გიამ მოდი მე უკან გამოვქაჩავო. თუმცა უკან გაქაჩვას მაინც აზრი არ ჰქონდა თავისით ვერ გაივლიდა. ამიტომ მე დავტრიალდი და ჯალო გამოვაბი და წინ გამოვქაჩე. ასე 10 მეტრის გამოქაჩვის მერე ჯალო ჯერ შენელდა, მერე კი სულ მოკვდა. წკაპ წკაპს შვებოდა და აღარ ახვევდა. დავზადნე და მანქანით გამოვქაჩე. თან ძაან არა რომ ჯალოს მუხრუჭი არ მომესპო. ცოტა რომ დავასვენეთ ჯალომ დაიწყო დახვევა მაგრამ ძალიან ნელა. მერე ისევ გაჩერდა. დავახვიე გვარლი ხელით და გავაგრძელეთ დაზვერვა. მალევე მივადექით მდელოს სადაც კარვების გაშლა შეიძლებოდა. სავარაუდოდ აქედან მალევე უნდა ყოფილიყო მეწყერი. ვიარეთ მე და გიამ ბევრი თუ ცოტა და ამოვყავით თავი სოფელ ცანაში. თურმე აი ის ნისანის ლაფის წინა ნაშალი იყო ის მეწყერი რომლითაც დელიკამ შეგვაშინა. აქედან უშგულამდე კი გზა უკვე გახსნილი იყო. ვცადეთ რაციით გადაგვეცა ეს ინფორმაცია და მოულოდნელად ოთკას ხმა მოგვესმა (ოთკა მჟავეს ეჯდა მანქანაში). თურმე ეგენი იყვნენ ჯერ იმ მეწყერთან დელიკა რომლითაც გვაშინებდა. საბოლოოდ ცანაში ისევ შევგროვდით და გავაგრძელეთ გზა. დროში ჯერ ვეტეოდით. მაგრამ აქედან უშგულამდე ძალიან ქვიანი და დანგრეული გზაა. ისე არც მანამდე გავლილი 10 კმ იყო სახარბიელო. უაღმართ გზაზე მეორე სიჩქარეს ვერ ვაძლევდი ისე ნელა მიწევდა სიარული. ნელ-ნელა გამოსწორდა გზა. უღელტეხილამდე არ მისული ისევ დაეჭვა საბურავი დიმას. ამჯერად სათადარიგო დააყენა. უღელტეხილიდან ავუხვიეთ მონასტრისკენ. მოსწორებული ადგილი კი იყო და კარვები გაიშლებოდა, მაგრამ ძალიან ციოდა და თან შალვამ სწორი შენიშვნა მოგვცა რომ მეხის დაცემის დიდი ალბათობააო აქ. დავეშვით უშგულისკენ და თან წვიმამ დაცხო. უშგულში რომ ჩავედით ისე წვიმდა რო რავი. კარვის გაშლაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. თან ჩამობნელდა უკვე. მალე კი გადაიღო წვიმამ მაგრამ მაინც. ბიჭებმა უცებ ნახეს სასტუმრო კაცზე 15 ლარად. ყველანი აქ ვერ დავეტიეთ და ლევანის და გეგის ეკიპაჟები ცოტა ქვევით გესთჰაუსსი გაჩერდნენ. დავბინავდით თუ არა და დაცხო წვიმამ მარა რა დაცხო. მოკლედ გავშალეთ სუფრა. 4რანერამ შეწვა მწვადი. კოკაიამ ისტორიები მოგვყვა ახლაც მეცინება მგონი. საკმაოდ გვიან დავიძინეთ. რაც მთავარია პირველი დღის გეგმა მოვახერხეთ და ყველა დაბრკოლების მიუხედავად შევასრულეთ.

პ.ს. არავის ვურჩევ ლენტეხიდან უშგულში ზაგაროს უღელტეხილით გასასვლას. ლამაზი ადგილები? ნუ კი თუმცა ზემო სვანეთს ვერ შეედრება. უღელტეხილზე გზა საშინლად დანგრეული. გავლადი ნებისმიერი ჯიპით მაგრამ ღირს რო ასე ჯაყჯაყი?

ტრეკი რუქის სახით
https://drive.google.com/open?id=1-ZikWr55n...9TE&usp=sharing
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Aug 8 2016, 12:26
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback



ჰა დაწერეთ რამე smile.gif)


--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 8 2016, 13:18
Post #3


Unregistered









მეორე დღეს დიდი გეგმები გვქონდა.
დილიდან გავედით შხარასკენ მყინვარის სანახავად. თუმცა ბოლო აღმართი მარტო 4-მა მანქანამ ავიარეთ. სხვებს ზოგს დაეზარა, ზოგმა იფიქრა ამაზე ლამასი იქ არ იქნებაო. არა და ღირდა იქ ამოსვლა. ფოტოებს რომ დავდებ მერე მიხვდებიან. უკანა გზაზე ლამარიაშ შევიარეთ. მერე დავეშვით მესტიისკენ. კალაში ორი საქმე გვქონდა. ჯერ ლატფარზე ასვლა უნდა გვეცადა. საბედნიეროდ ის ჩამოშლილი მონაკვეთი ცოტა გასწორებული იყო და იოლად ავიარეთ. ავედით გადმოსახედზე და კაი ხანი ვტკბებოდით ხედებით. თუმცა ლევანის საწვავი უთავდებოდა და მესტიასი წავიდა. კოკაიას წყალს უცხელებდა. მგონი კიდევ ერთი მანქანა არ ამოსულა თუმცა ვერ ვიხსენებ ვინ. ფაქტია რომ ლატფარის გზიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გადმოსახედია ზემო სვანეთში, სადაც მანქანით ადიხარ. დაბლა დავეშვით და წავიხემსეთ. შემდეგი იყო სოფელი ხალდე. ნუ კი ლამაზია მაგრამ ლატფარის მერე ისეთი არაფერი. აქ ბერკეტამ მოხსნა საფეხური, მერე 4რანერამ გამოაცხადა მე დღესვე უნდა დავბრუნდეო თბილისში. ამ დღეს კიდევ 3 ადგილის ნახვა იყო გეგმაში თუმცა მაქსიმუმ ერთს მოვასწრებდით. და არჩევანი თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე შევაჩერეთ. ამასობაში ლევანიმ მესტიაში საწვავიც დაიმატა და ქორულდის ტბებზე ასვლაც მოასწრო. ვნახეთ თეთნულდის ტრასა. გზიდან ულამაზესი ხედი მულახის თემის სოფლებზე. მერე მესტიაში შევგროვდით და გავეშურეთ ბეჩოში სადაც მეორე ღამე უნდა დავრჩენილიყავით. გზაში შეგვხვდა ედისონა თავისი უმაგრესი ბავშვით.
ბეჩოში დავეცით ბანაკი (მანამდე უშბის ხედებით დავტკბით) უმაგრეს ადგილას. ბერკეტას ეკიპაჟი გესთჰაუსში დაბინავდა. შევწვით კიდევ მწვადები და დავიძინეთ.
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Aug 8 2016, 13:57
Post #4


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback



ციტატა(nika @ Aug 8 2016, 13:18) *

ვწერ wink.gif

მაგას იევ რამე დაგეწერა და ისე დაგეპოსტა crazy.gif


--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 8 2016, 14:06
Post #5


Unregistered









მესამე დღე
მესამე დღეს დილიდან ნაწილი წავიდა შდგრას ჩანჩქერის სანახავად. დანარჩენები ბანაკში ვნებივრობდით. ისეთი ადგილია კაი ხანი რომ მოგინდება იქ დარჩენა. ბერკეტა ამოვიდა და დაგვემშვიდობა. მარტვილის კანიონში აღარ შევივლიო. დავიღალეთო. ცოტა შეაგვიანდათ ჩანჩქერზე ასულებს. თურმე გზა აერიათ და ზევიდან მიადგნენ. ბოლოს მოვიდნენ და მე კახა ჩავისვი. კახას ბიჭი ლუკა გიასთან გადავსვით და გავვარდი ხააგაულისკენ სადაც სოფელში უნდა გამევლო. სხვები აპირებდნენ მარტვილის კანიონის ან ოკაცეზე ჩანჩქერების ნახვას. ხოლო კოკაია ბეჩოში რჩებოდა კიდევ 1 კვირა ისე მოეწონა იქაურობა.

ასე დასრულდა ეს ლამაზი გასვლა. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დღეებისთვის.
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post Aug 8 2016, 15:02
Post #6


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ჩვენი ეკიპაჟი, დიმა და გეგის ეკიპაჟი მარტვილის კანიონის და ოკაცეს მონახულებას ვაპირებდით მაგრამ უკივე გვიან იყო დაკეტილი იქნებოდა და დავაწექით თბილისისკენ.
მაგარი ექსკურსია იყო , ლევანის მანქანა ზღაპრულად დადის აირონმენების წყალობით smile.gif თვითონ ლევანი ბრწყინვალე მძღოლია და ასე გრიალ -გრიალით მოვიარეთ ეს ტრიპი.
მადლობა ყველას სამაგალითო კამპანიონობისთვის friends.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 8 2016, 16:11
Post #7


Unregistered









რამოდენიმე რჩევა მათთვის ვინც სვანეთსი აპირებს წასვლას. ოპტიმალური მარშუტი ისაა რაც 2 წლის წინ ვიარეთ მე და ბექამ.

პირველი დღე. დილით ძალიან ადრე (6 საათზე მაქსიმუმ) გადიხართ თბილისიდან და ბანაკდებით ბეჩოში. მოასწრებთ ჩანჩქერებზე ასვლას. ჩანჩქერების ნახვა სასურველია დღის მეორე ნახევარში. ამ დროს განათება უკეთესია ვიდრე დილით.
მეორე დღე. დილაადრიან აკეცავთ ბანაკს და მოინახულებთ მესტიის ღირსშესანიშნაობებს. ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ა.შ. მერე ჰაიდა უშგულისკენ, გზად თუ ჯერ გვიანი არაა თეთნულდის ტრასა. თეთნულდის ტრასის ნახვა სასურველია დილით, რადგან ხედი არის დასავლეთის მიმართულებით და საღამოს კონტრაჟური იქნება. ჩვენ ასე მოგვივიდა. თუმცა საღამოსკენ მგონი უფრო ლამაზი განათებაა ზევიდან გზიდან მულახის თემის სოფლებს რომ უყურებ. უშგულისკენ გზად ცდილობთ გაარკვიოთ გახსნილია თუ არა ლატფარის უღელტეხილი. საღამოსკენ ჩადიხართ უშგულში და აქ ბინავდებით.
მესამე დღე. უშგულიდან გასვლა შხარასკენ. ლამარიას ეკლესია. დაბრუნებისას დაივიწყეთ ზაგაროს უღელტეხილით დაბრუნება. რაც ნახეთ იმასთან შედარებით უღიმღამო გზა და თან საშინელი ჯაყჯაყი მოგიწევთ. ასე რომ თუ ლატფარი გახსნილია გადადიხართ ლატფარით. თუ გახსნილი არაა, ცდილობთ ასვლას გადმოსახედამდე (მობილურის ანძებია მანდ). თუმცა აქაც ორაზროვანი სიტუაციაა. ლატფარზე სასურველია ახვიდეთ 12 საათამდე, რადგან 12-ის მერე, დიდი ალბათობით, კავკასიონის მწვერვალები უკვე ღრუბლებით იქნება დაფარული. ეს კი ძალიან ძნელია, თუ დილით უშგულიდან შხარასკენ წახვალთ. იდეალური ვარიანტია უშგულში 2 ღამე გაჩერება (ან ერთი ღამე კალაში, მეორე უშგულში). ერთი დილა ლატფარზე ასვლა. სურვილის შემთხვევაში ხალდეში ასვლა და მერე ფეხით ადიშის მყინვარისკენ გასეირნება. მეორე შხარისკენ. და ზაგაროს უღელტეხილზე ხედებისთვის.
დაბრუნება ან ლატფარით ან ისევ მესტიის გავლით.

ზემოთ მოცემული რჩევა ჩემი პირადი აზრია რომელსაც არავის ვახვევ თავს wink.gif
კაცია და გუნება.
Go to the top of the page
+Quote Post
otk
post Aug 8 2016, 18:18
Post #8


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 794
Joined: 19-June 12
Member No.: 5,517
მანქანა: TLC 90 3L RWD :))



QUOTE
ზაგაროს უღელტეხილზე

მაგ გზის დედა ვატირე მე , მესამეჯერ მაგ გზაზე არ წავალ და არც არავის ვურჩევ სანახავი მაინც იყოს რამე სტალინის ძეყლის გარდა არაფერია გზაზე ასე რომ ისევ მესტიით ასვლა და ჩასვლა ღირს ლატფარს რაც შეეხება კიდევ არ გაწმინდავენ ეგრე მგონია წელს smile.gif)


--------------------
R 1 3 5
└┼┼┤
. 2 4 6
/ / / M
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 8 2016, 18:31
Post #9


Unregistered









otk
ლატფარი თუ გაიწმინდა სტალინსაც ნახავ elk.gif
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 8 2016, 18:43
Post #10


Unregistered









აი ეს მონაკვეთი იყო სავარაუდოდ მომსპარი ლატფარზე
https://youtu.be/jBDvwccraww?t=7m26s მდინარის ხეობაში მოძრაობ მანდ. თუმცა კოკაიას ჩაიდანი მაინც ვერ გადაივლიდა. ადუღდებოდა.
Go to the top of the page
+Quote Post
otk
post Aug 8 2016, 20:10
Post #11


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 794
Joined: 19-June 12
Member No.: 5,517
მანქანა: TLC 90 3L RWD :))



nika
მე ვფიქრობ წინ რომ ვყოფილიყავით დავაზვერინებდი ერთ მანქანას მაინც smile.gif))

99% გადავიდოდით ნუ აჯობებდა ეგ 200 მეტრა გვეწვალა ვიდრე 5 საათი გვებოდიალა იმ გზაზე smile.gif)


--------------------
R 1 3 5
└┼┼┤
. 2 4 6
/ / / M
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 8 2016, 20:29
Post #12


Unregistered









otk
ვნახე გადასვლის ვიდეო და 2 საათი მოვანდომე უღელტეხილის გავლას. შესაბამისად გადაკეტილი რომ ყოფილიყო 4 საათს დაკარგავდა ეგ მანქანა. ჩახერგვის ადგილი სულ ბოლოში იყო.
Go to the top of the page
+Quote Post
goog
post Aug 8 2016, 20:41
Post #13


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 165
Joined: 16-April 15
Member No.: 6,477



სურათები როდის იქნება? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
otk
post Aug 8 2016, 21:14
Post #14


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 794
Joined: 19-June 12
Member No.: 5,517
მანქანა: TLC 90 3L RWD :))



nika
ჩახერგვის ადგილიდან არ ვიწყებდით ასვლას?


--------------------
R 1 3 5
└┼┼┤
. 2 4 6
/ / / M
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vid
post Aug 9 2016, 00:45
Post #15


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 304
Joined: 17-February 13
Member No.: 5,749
მანქანა: prado



ძალიან ლამაზი გასვლა იყო, ხედების ექსპედიცია!
ლამაზი მხარე კარგ ხალხთან ერთად, დიდი მადლობა ნიკას მარშრუტის დაგეგმვისთვის, როგორც ყოველთვის მაღალ პროფესიონალურ დონეზე გააკეთა ეს საქმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Miriani
post Aug 9 2016, 11:08
Post #16


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 519
Joined: 7-February 16
Member No.: 6,715
მანქანა: Xterra



მაინც მოგისწრიათ ყველაფერი.. კარგია smile.gif

მჟავეს ცოდვებმა უწია?: )))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაჭარა
post Aug 9 2016, 11:35
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 586
Joined: 15-September 11
From: Tbilisi
Member No.: 5,192
მანქანა: ორი ფეხი



QUOTE(nika @ Aug 8 2016, 16:11) *

რამოდენიმე რჩევა მათთვის ვინც სვანეთსი აპირებს წასვლას. ოპტიმალური მარშუტი ისაა რაც 2 წლის წინ ვიარეთ მე და ბექამ.

პირველი დღე. დილით ძალიან ადრე (6 საათზე მაქსიმუმ) გადიხართ თბილისიდან და ბანაკდებით ბეჩოში. მოასწრებთ ჩანჩქერებზე ასვლას. ჩანჩქერების ნახვა სასურველია დღის მეორე ნახევარში. ამ დროს განათება უკეთესია ვიდრე დილით.
მეორე დღე. დილაადრიან აკეცავთ ბანაკს და მოინახულებთ მესტიის ღირსშესანიშნაობებს. ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ა.შ. მერე ჰაიდა უშგულისკენ, გზად თუ ჯერ გვიანი არაა თეთნულდის ტრასა. თეთნულდის ტრასის ნახვა სასურველია დილით, რადგან ხედი არის დასავლეთის მიმართულებით და საღამოს კონტრაჟური იქნება. ჩვენ ასე მოგვივიდა. თუმცა საღამოსკენ მგონი უფრო ლამაზი განათებაა ზევიდან გზიდან მულახის თემის სოფლებს რომ უყურებ. უშგულისკენ გზად ცდილობთ გაარკვიოთ გახსნილია თუ არა ლატფარის უღელტეხილი. საღამოსკენ ჩადიხართ უშგულში და აქ ბინავდებით.
მესამე დღე. უშგულიდან გასვლა შხარასკენ. ლამარიას ეკლესია. დაბრუნებისას დაივიწყეთ ზაგაროს უღელტეხილით დაბრუნება. რაც ნახეთ იმასთან შედარებით უღიმღამო გზა და თან საშინელი ჯაყჯაყი მოგიწევთ. ასე რომ თუ ლატფარი გახსნილია გადადიხართ ლატფარით. თუ გახსნილი არაა, ცდილობთ ასვლას გადმოსახედამდე (მობილურის ანძებია მანდ). თუმცა აქაც ორაზროვანი სიტუაციაა. ლატფარზე სასურველია ახვიდეთ 12 საათამდე, რადგან 12-ის მერე, დიდი ალბათობით, კავკასიონის მწვერვალები უკვე ღრუბლებით იქნება დაფარული. ეს კი ძალიან ძნელია, თუ დილით უშგულიდან შხარასკენ წახვალთ. იდეალური ვარიანტია უშგულში 2 ღამე გაჩერება (ან ერთი ღამე კალაში, მეორე უშგულში). ერთი დილა ლატფარზე ასვლა. სურვილის შემთხვევაში ხალდეში ასვლა და მერე ფეხით ადიშის მყინვარისკენ გასეირნება. მეორე შხარისკენ. და ზაგაროს უღელტეხილზე ხედებისთვის.
დაბრუნება ან ლატფარით ან ისევ მესტიის გავლით.

ზემოთ მოცემული რჩევა ჩემი პირადი აზრია რომელსაც არავის ვახვევ თავს wink.gif
კაცია და გუნება.





+1


ლატფარზე მე ვერ გადმოვედი იმიტომ რომ ნაწვიმარი იყო და ვერც ვერავის ვკითხე გადმოვიდოდი თუ არა საერთოდ. ზაგაროზე მე კიდე გამიმართლა რომ უშგულიდან დავეშვი, თქვენ ბოლოს აღმართი შეგხვდებოდათ, ერთადერთი საინტერესო ადგილი მანდ ტურბაზა რომაა და ძველი ნასახლარი მჟავე წყლებთან ეგ არის. დანარჩენი საშინელი გზაა, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ნახო, თორე ისე საშინელი გზაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Aug 9 2016, 13:13
Post #18


Unregistered









ციტატა(Miriani @ Aug 9 2016, 11:08) *

მაინც მოგისწრიათ ყველაფერი.. კარგია smile.gif

მჟავეს ცოდვებმა უწია?: )))

ყველაფერი ვერ მოვასწარით. გეგმაში ქორულდის ტბებიც იყო, ჰაწვალიც და ბოლო დღეს მარტვილის და ოკაცეს კანიონები. თუმცა თავიდანვე ვიცოდით რომ ყველაფერი ვერ მოესწრებოდა და ამიტომაც ვარჩიეთ უფრო ისეთები გვენახა რაც ნაკლებად ცნობილია.

ციტატა(vid @ Aug 9 2016, 00:45) *

ძალიან ლამაზი გასვლა იყო, ხედების ექსპედიცია!
ლამაზი მხარე კარგ ხალხთან ერთად, დიდი მადლობა ნიკას მარშრუტის დაგეგმვისთვის, როგორც ყოველთვის მაღალ პროფესიონალურ დონეზე გააკეთა ეს საქმე...

gavcitldi.gif gavcitldi.gif gavcitldi.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Miriani
post Aug 9 2016, 13:15
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 519
Joined: 7-February 16
Member No.: 6,715
მანქანა: Xterra



nika
მარტვილს და ოკაცეს უნდა 1 დღე

მოკლედ შემდეგი გაქვს რამე გუნებაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Aug 9 2016, 13:24
Post #20


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback



ერთი ფოტო მაინც დადეთ სიმბოლურად? crazy.gif


--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 19:01