სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა |
სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა |
nika |
Sep 24 2008, 22:18
Post
#1
|
Unregistered |
მოკლედ ჩემ მანქანაზე ეგ ისტორია ორივეჯერ მომივიდა მარა მაინც ტალახები ჯიპი და ა.შ. მაგას ვაბრალებდი ახლა კიდე დავრწმუნდი რო ეგრე არაა და ფაქტიურად ყველა მანქანას ეხება. მაშ ასე
დღეს მამაჩემმა მთხოვა დავხმარებოდი სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლაში BMW316 compact-ზე. ფაქტიურად 0-ზე იყო დასული. თითქოს ბანალური საქმე მაგრამ ეჭვი მკაინც მქონდა რომ ბოლომდე დამჯდარი ხუდნების პირობებში დგუში რომელიც ბოლომდე იქნებოდა ცილინდრიდან გამოსული დაისვრებოდა და მისი გაწმენდა გახდებოდა საჭირო. პირველი სიურპრიზი აღმოჩნდა რომ ხუნდების გამოსაცვლელად ვარსკვლავისებრი ქანჩსაღები იყო საჭირო. ცხადია ეგეთი არაფერი მქონდა. გადავწყვიტე სუპორტი სულ მომეხსნა. აქაც სიურპრიზი. 15-იანი ბოლტი (დაილოცოს სუძუკი 10,12,14,17 ბოლტების მეტი არაფერია მგონი). 911 დავრეკე (შალვასთან) და მისი მეჯიქ კრებული წამოვიღე. აქ 15-იანიც იყო და ვარსკვლავისებრიც ნებისმიერი ზომის. მოვხსენი მარცხენა მხარეს ხუდები და ... მტვერამრიდი (ე.წ. პილნიკი) დგუშიდან მომძვრალი იყო. მთელი დგუში კი ძაან ჭუჭყიანი. რა გამოსავალი იყო დგუში ამოვაგდეთ და გაწმენდა დავიწყეთ. მაგრამ ... აქვე გამოჩნდა რომ ზედაპირის დიდი ნაწილი რაც გარეთ იყო საშინლად დაიჟანგა. საბედნიეროდ შემორჩენილი მქონდა ჩემი ხიდის სფეროების პოლირების დროინდელი მრგვალი ზუმფარები. დავამაგრე "ბულგარელზე" და დავიწყე ზედაპირის გაწმენდა. ზოგან ჟანგი საკმაოდ ღრმად იყო შესული. საბოლოო დასკვნა იყო რომ თუ დგუში ცოტა ხანს მაინც იმუშავებს ეგეც არ იქნება ურიგო. ამას მოყვა ზედაპირის ხანგრძლივი დამუშავება ჯერ 1000-იანი მერე კი 2000-იანი ზუმფარით. საბოლოოდ როგორც აღვნიშნე მეტ-ნაკლებად რაღაცას დაემსგავსა. დავაყენეთ უკან. გამოვუშვთ სისტემიდან ჰაერი და თითქოს ჯერ მუშაობს. მარა ფაქტია რომ მანჟეტი მანდ დიდ ხანს ვერ გაუძლებს. მეორე მხარეს იგივეს ველოდით უკვე შეშინებულები მაგრამ საბედნიეროდ აქ მტვერამრიდი არ იყო მომძვრალი. გახარებულმა ვიფიქრე სულ არაფერი არაა საჭირო. მარა მაინც ოდნავ ავხადე მტვერამრიდი და ... ჟანგები აქაც იყო ოდნავ. ამოვაგდეთ დგუში და საბედნიეროდ ეს ჟანგი დგუშის არ იყო. გარედან მიწებებული იყო და იოლად ავაძრეთ. დგუში გავწმინდეთ და უკან ჩავაყენეთ. დასკვნა სერიოზულად დაცვეთილი ხუნდების გამოცვლისას აუცილებლად (!) ამოაგდეთ დგუში და გაწმინდეთ. მანჟეტის გაერთ მყოფი ზედაპირი დიდი ალბათობით დასვრილი ან სულ უარესი, ჟანგიანი იქნება. შეგახსენებთ რო ჩემს შემთხვევაში როცა ხუნდები დგუშის ამოგდების გარეშე გამოვცვალე ნაგავი რომელიც დგუშს შიგნით შეყვა მუხრუჭების გაცხელების შემდეგ საერთოდ ჭედავდადგუშს და მანქანა მუდმივად დამუხრუჭებაზე გადადიოდა. საკმარისი იყო დგუში ამომეგდო და გამეწმინდა 2000-იანი ზუმფარით და შემდეგ პოლირება გამეკეთებინა რომ ეს პრობლემა მომენტალურად მოგვარდა. ხელოსნების უმეტესობა ამას არ გააკეთებს. და ბანალურად შიგნით შეაგდებს დგუშს. შედეგად ან დგუში გაიჭედება ან მანჟეტს შეჭამს მალე. ყოველ შემთხვევაში მგონი 3 წელიწადში ერთხელ (ხუნდების 2 გამოცვლის შემდეგ) ამ პროცედურის ჩატარება ღირს. თან მთელი სამუხრუჭე სითხე გამოედინება სისტემიდან რაც ისედაც უნდა მოხდეს 3 წელიწადში ერთხელ. |
Levani |
Sep 24 2008, 22:36
Post
#2
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,925 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" |
ერთი გამოსირებული კინაღამ მაგისთვის მივასიკვდილე.... გონორით მოვიდა... ვითომ ორიგინალი კალოდკები მომყიდე და ამხელა ფასში ისეთი რაღაც შემტენეო, რომ სულ "ტარმაჟენიით" დადისო. სანამ არ წავყევი პროფილაქტიკაში და არ ვანახე საკუთარი თვალით მანამდე არ დაიჯერა. სულ ახალი კალოდკები დამწვარი იყო. სამაგიეროდ კიდევ ერთი კომპლექტი იყიდა ახალი.... ისე, რომ კალოდკები როჟას 440(2X220) ლარი დაუჯდა...ისე ზოგი ჭირი მარგებელია. ან სულაც... კახურად მაგას გამო......ა ჰქვია
This post has been edited by Levani: Sep 24 2008, 22:37 -------------------- RED DEVIL
|
nika |
Sep 24 2008, 22:50
Post
#3
|
Unregistered |
Levani
ჩემებიც დაიწვა მაგ მხარეს სადაც გადახურდა. ნუ ჯერ კი დადის მარა ნახევარზე მეტი შეიჭამა უკვე. საბედნიეროდ 40 ლარიანებია |
diff lock |
Sep 24 2008, 23:08
Post
#4
|
Super Member Group: Moderator Posts: 3,597 Joined: 21-January 07 From: მიშენებული ლოჯიდან Member No.: 133 მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II |
წავიკითხე და ჩემ მოსაზრებას გაგიზიარებთ:
ეგრე კრიტიკულ ზღვრამდე არ უნდა აცვეთინო ხუნდები, ადრე უნდა გამოცვლა. ვისაც ხუნდების ცვეთის მაჩვენებლიანი (კალოტკების დატჩიკიანი) მანქანით გივლიათ, გეცოდინებათ რომ როცა პანელზე წითელს აგინთებს, ხუნდებს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს მოჭრილი "დოქტორსკი" ძეხვის ნაჭრის სისქე აქვს. ანდა თუ ეგ მაჩვენებელი არა აქვს და მხოლოდ მთავარი ცილინდრის რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონის მაჩვენებელი აქვს, როცა აგინთებს რომ სითხის დონემ დაიწიაო, სითხე კი არ უნდა დაამატო, არამედ ხუნდები უნდა გამოცვალო. და თუ თქვენ ავტომობილს არცერთი ასეთი მაჩვენებელი (დატჩიკი) არა აქვს, მაშინ კეთილი ინებეთ და ბორბლის დისკის ჭუჭრუტანებში შეიხედეთ ხოლმე ხანდახან (რასაკვირველია იმ მიზნით რომ აკონტროლოთ ხუნდების ცვეთა). -------------------- მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
|
nika |
Sep 24 2008, 23:22
Post
#5
|
Unregistered |
diff lock
ეგ ცალკე რჩევაა რომელიც ჩემ რჩევას არ გამორიცხავს. |
dato 85 |
Sep 28 2008, 10:20
Post
#6
|
Super Member Group: Registered Posts: 1,209 Joined: 16-August 07 From: Lost Coast, California Member No.: 325 მანქანა: SAAB 9-5 2.3t Wagon |
ალბათ ავტომაკის უფრო ხშირად ჭირება არა ხუნდების გამოცვლა???
-------------------- The Man Who Wasn't There
|
diff lock |
Sep 28 2008, 11:50
Post
#7
|
Super Member Group: Moderator Posts: 3,597 Joined: 21-January 07 From: მიშენებული ლოჯიდან Member No.: 133 მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II |
ციტატა ალბათ ავტომაკის უფრო ხშირად ჭირება არა ხუნდების გამოცვლა??? ფრიად მიხვედრილი ადამიანი ხარ -------------------- მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
|
Davidson |
Nov 20 2009, 16:42
Post
#8
|
Super Member Group: Registered Posts: 2,260 Joined: 19-August 08 Member No.: 3,490 მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460... |
Pex-ის სამუხრუჭე ხუნდებზე ხომ არ იცით რამე, ვინმეს გქონიათ შეხება?
ისე, საინტერესო ფაქტია, თეგეტაში მაგ ხუნდების ფასი 45 ლარი მითხრეს, PEX-ის საიტზე რომ ვნახე, ყველაზე იაფი 50 დოლარიდან იწყება ფასი, ადგილზე, შიფინგის და ჩამოტანის გარეშე. ნეტავ რაშია საქმეე... This post has been edited by DVT-222: Nov 20 2009, 16:42 |
JustAko |
Nov 20 2009, 16:46
Post
#9
|
Advanced Member Group: Registered Posts: 328 Joined: 2-May 09 Member No.: 3,961 მანქანა: Toyota RAV4 5dr |
რომელი ფირმის ხუნდებია კარგი რომელიც აქ შეიძლება იყიდოს კაცმა?
80 თუ 100 ლარად ვიყიდე არ მახსოვს რა ფირმის იყო. წრიპინებს ხოლმე. და ხანდახან ღრუღუნის ხმა აქ. თითქოს გაცვდა და რკინა რკინას ედებაო |
Davidson |
Nov 20 2009, 16:57
Post
#10
|
Super Member Group: Registered Posts: 2,260 Joined: 19-August 08 Member No.: 3,490 მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460... |
JustAko
80 ლარი მიეცი და არ ვარგა? სულ თავში უნდა ურტყა გამყიდველს |
JustAko |
Nov 20 2009, 16:59
Post
#11
|
Advanced Member Group: Registered Posts: 328 Joined: 2-May 09 Member No.: 3,961 მანქანა: Toyota RAV4 5dr |
DVT-222
როგორც ვატყობ არ ვარგა. მერე გამოყო თავი მაგ სიმპტომებმა This post has been edited by JustAko: Nov 20 2009, 17:00 |
chezitto |
Nov 20 2009, 18:03
Post
#12
|
Super Member Group: Registered Posts: 2,372 Joined: 4-September 06 From: საქართველო, თბილისი. Member No.: 7 მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK; |
რა ვიცი, მე ყოველთვის ვაკვრევინებ ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ადრე ვიყიდე, მაგრამ იმაზე მალე დაჯდა, ვიდრე გადაკრულები.....
-------------------- ...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........
...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................ |
nikdeff |
Nov 20 2009, 18:10
Post
#13
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
chezitto
გადაკრულები რა ჯდება დაახლოებით? არ ყროლდება გახურებისას და კარგად ამუხრუჭებს? -------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
chezitto |
Nov 20 2009, 18:16
Post
#14
|
Super Member Group: Registered Posts: 2,372 Joined: 4-September 06 From: საქართველო, თბილისი. Member No.: 7 მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK; |
nik_deff90
25 წინა და 30 უკანა რამდენადაც მახსოვს, არავითარი სუნი, მუხრჭითაც კარგად ამუხრუჭებს, კარგი მასალით აკეთებს და დაახლოვებით წელიწადში ორჯერ მიწევს გადაკვრა........ -------------------- ...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........
...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................ |
VAZHAFJ70 |
Nov 20 2009, 18:22
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 3,374 Joined: 20-July 08 Member No.: 3,466 მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო |
chezitto
სად აკვრევინებ ეგეც გვითხარი მეც მანდ მივალ, ჩემი არ წრიპინებს და კარგადაც ამხრუჭებს მაგრამ როდის აქვს შეცვლილი არ ვიცი -------------------- ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!? "Не доходит через голову — дойдет через задницу" - ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!! https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni |
chezitto |
Nov 20 2009, 18:28
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 2,372 Joined: 4-September 06 From: საქართველო, თბილისი. Member No.: 7 მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK; |
დიდი დიღომი, მესამე მიკროა მგონი, ნომერს მოგცემთ, დაურეკეთ და გაგიკეთებთ, თან თვითონ შლის და აწყობს. 8 93 91 86 21 ვასო
-------------------- ...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........
...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................ |
pantera |
Nov 20 2009, 18:39
Post
#17
|
Super Member Group: Registered Posts: 978 Joined: 5-January 08 From: TBILISI Member No.: 578 მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.5GDI/ INSA TURBO 285/75R16/ WARN WINCH 8000 |
ციტატა ისე, საინტერესო ფაქტია, თეგეტაში მაგ ხუნდების ფასი 45 ლარი მითხრეს, PEX-ის საიტზე რომ ვნახე, ყველაზე იაფი 50 დოლარიდან იწყება ფასი, ადგილზე, შიფინგის და ჩამოტანის გარეშე. ნეტავ რაშია საქმეე... wacko.gif მერე რა არის გასაკვირი ადგილზე რო მეტს განახებს უბრალო ფიზიკურ პირს? This post has been edited by pantera: Nov 20 2009, 18:39 |
VAZHAFJ70 |
Nov 20 2009, 19:07
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 3,374 Joined: 20-July 08 Member No.: 3,466 მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო |
chezitto
მადლობა, -------------------- ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!? "Не доходит через голову — дойдет через задницу" - ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!! https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni |
Davidson |
Nov 20 2009, 19:14
Post
#19
|
Super Member Group: Registered Posts: 2,260 Joined: 19-August 08 Member No.: 3,490 მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460... |
pantera
გასაგებია რომ დილერი ნაკლებ ფასად იღებს, მაგრამ დიდი ბიზნესმენობა არ უნდა იმის მიხვედრას რომ მწარმოებელი ცალობაში თუ 50 დოლარად ყიდის რამეს, დილერი იგივე ნივთს სხვა ქვეყანაში 27 დოლარად ვერანაირად ვერ გაყიდის. მგონი ამას მიმტკიცებ თუ მეშლება? nik_deff90 ციტატა არ ყროლდება გახურებისას და კარგად ამუხრუჭებს? სუნი აქვს თავიდან ცოტა ხანს, სანამ გახურდება კარგად, ერთი გახურების შემდეგ გასდის. მინუსია ის, რომ მალე ცვდება, მე დაახლოებით 20-25 ათას მატარებს გადაკრული ხუნდი, წინა, რა თქმა უნდა, უკანა უფრო გვიან ცვდება |
nikdeff |
Nov 20 2009, 19:19
Post
#20
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
ციტატა სუნი აქვს თავიდან ცოტა ხანს, სანამ გახურდება კარგად, ერთი გახურების შემდეგ გასდის. წინაზე დავაყენე რაღაც კალოდკები მივეცი 50 ლარი (როგორც მახსოვს) გაცვდა 2 თვეში და სუნი ქონდა მუდმივად.. კარგადაც გავახურე რამდენიმეჯერ და მაინც არ გაუარა ცოტა მაინც რო გახურდებოდა ეგრევე ყროლდებოდა... უკანები მაქვს გამოსაცვლელი და ბარემ გადავაკვრევინებდი ეგ მაინც არ ცვდება მალე და არაა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც წინა... წინების ერთი გაცვეთილი კომპლექტიც მიგდია სახლში იმაზე შეიძლება გადაკვრა წინა რო გამიხდება გამოსაცვლელი ბარემ მექნება This post has been edited by nik_deff90: Nov 20 2009, 19:24 -------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
Lo-Fi Version | Time is now: 18th April 2024 - 16:02 |