IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა
nika
post Sep 24 2008, 22:18
Post #1


Unregistered









მოკლედ ჩემ მანქანაზე ეგ ისტორია ორივეჯერ მომივიდა მარა მაინც ტალახები ჯიპი და ა.შ. მაგას ვაბრალებდი ახლა კიდე დავრწმუნდი რო ეგრე არაა და ფაქტიურად ყველა მანქანას ეხება. მაშ ასე

დღეს მამაჩემმა მთხოვა დავხმარებოდი სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლაში BMW316 compact-ზე. ფაქტიურად 0-ზე იყო დასული. თითქოს ბანალური საქმე მაგრამ ეჭვი მკაინც მქონდა რომ ბოლომდე დამჯდარი ხუდნების პირობებში დგუში რომელიც ბოლომდე იქნებოდა ცილინდრიდან გამოსული დაისვრებოდა და მისი გაწმენდა გახდებოდა საჭირო.

პირველი სიურპრიზი აღმოჩნდა რომ ხუნდების გამოსაცვლელად ვარსკვლავისებრი ქანჩსაღები იყო საჭირო. ცხადია ეგეთი არაფერი მქონდა. გადავწყვიტე სუპორტი სულ მომეხსნა. აქაც სიურპრიზი. 15-იანი ბოლტი (დაილოცოს სუძუკი 10,12,14,17 ბოლტების მეტი არაფერია მგონი). 911 დავრეკე (შალვასთან) და მისი მეჯიქ კრებული წამოვიღე. აქ 15-იანიც იყო და ვარსკვლავისებრიც ნებისმიერი ზომის.

მოვხსენი მარცხენა მხარეს ხუდები და ... მტვერამრიდი (ე.წ. პილნიკი) დგუშიდან მომძვრალი იყო. მთელი დგუში კი ძაან ჭუჭყიანი. რა გამოსავალი იყო დგუში ამოვაგდეთ და გაწმენდა დავიწყეთ. მაგრამ ... აქვე გამოჩნდა რომ ზედაპირის დიდი ნაწილი რაც გარეთ იყო საშინლად დაიჟანგა. საბედნიეროდ შემორჩენილი მქონდა ჩემი ხიდის სფეროების პოლირების დროინდელი მრგვალი ზუმფარები. დავამაგრე "ბულგარელზე" და დავიწყე ზედაპირის გაწმენდა. ზოგან ჟანგი საკმაოდ ღრმად იყო შესული. საბოლოო დასკვნა იყო რომ თუ დგუში ცოტა ხანს მაინც იმუშავებს ეგეც არ იქნება ურიგო. ამას მოყვა ზედაპირის ხანგრძლივი დამუშავება ჯერ 1000-იანი მერე კი 2000-იანი ზუმფარით. საბოლოოდ როგორც აღვნიშნე მეტ-ნაკლებად რაღაცას დაემსგავსა. დავაყენეთ უკან. გამოვუშვთ სისტემიდან ჰაერი და თითქოს ჯერ მუშაობს. მარა ფაქტია რომ მანჟეტი მანდ დიდ ხანს ვერ გაუძლებს.

მეორე მხარეს იგივეს ველოდით უკვე შეშინებულები მაგრამ საბედნიეროდ აქ მტვერამრიდი არ იყო მომძვრალი. გახარებულმა ვიფიქრე სულ არაფერი არაა საჭირო. მარა მაინც ოდნავ ავხადე მტვერამრიდი და ... ჟანგები აქაც იყო ოდნავ. ამოვაგდეთ დგუში და საბედნიეროდ ეს ჟანგი დგუშის არ იყო. გარედან მიწებებული იყო და იოლად ავაძრეთ. დგუში გავწმინდეთ და უკან ჩავაყენეთ.


დასკვნა

სერიოზულად დაცვეთილი ხუნდების გამოცვლისას აუცილებლად (!) ამოაგდეთ დგუში და გაწმინდეთ. მანჟეტის გაერთ მყოფი ზედაპირი დიდი ალბათობით დასვრილი ან სულ უარესი, ჟანგიანი იქნება. შეგახსენებთ რო ჩემს შემთხვევაში როცა ხუნდები დგუშის ამოგდების გარეშე გამოვცვალე ნაგავი რომელიც დგუშს შიგნით შეყვა მუხრუჭების გაცხელების შემდეგ საერთოდ ჭედავდადგუშს და მანქანა მუდმივად დამუხრუჭებაზე გადადიოდა. საკმარისი იყო დგუში ამომეგდო და გამეწმინდა 2000-იანი ზუმფარით და შემდეგ პოლირება გამეკეთებინა რომ ეს პრობლემა მომენტალურად მოგვარდა.

ხელოსნების უმეტესობა ამას არ გააკეთებს. და ბანალურად შიგნით შეაგდებს დგუშს. შედეგად ან დგუში გაიჭედება ან მანჟეტს შეჭამს მალე. ყოველ შემთხვევაში მგონი 3 წელიწადში ერთხელ (ხუნდების 2 გამოცვლის შემდეგ) ამ პროცედურის ჩატარება ღირს. თან მთელი სამუხრუჭე სითხე გამოედინება სისტემიდან რაც ისედაც უნდა მოხდეს 3 წელიწადში ერთხელ.
Go to the top of the page
+Quote Post
Levani
post Sep 24 2008, 22:36
Post #2


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,925
Joined: 30-April 07
From: Georgia. Tbilisi
Member No.: 173
მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33"



ერთი გამოსირებული კინაღამ მაგისთვის მივასიკვდილე.... გონორით მოვიდა... ვითომ ორიგინალი კალოდკები მომყიდე და ამხელა ფასში ისეთი რაღაც შემტენეო, რომ სულ "ტარმაჟენიით" დადისო. სანამ არ წავყევი პროფილაქტიკაში და არ ვანახე საკუთარი თვალით მანამდე არ დაიჯერა. სულ ახალი კალოდკები დამწვარი იყო. სამაგიეროდ კიდევ ერთი კომპლექტი იყიდა ახალი.... ისე, რომ კალოდკები როჟას 440(2X220) ლარი დაუჯდა...ისე ზოგი ჭირი მარგებელია. ან სულაც... კახურად მაგას გამო......ა ჰქვია smile.gif

This post has been edited by Levani: Sep 24 2008, 22:37


--------------------
RED DEVIL
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 24 2008, 22:50
Post #3


Unregistered









Levani
ჩემებიც დაიწვა მაგ მხარეს სადაც გადახურდა. ნუ ჯერ კი დადის მარა ნახევარზე მეტი შეიჭამა უკვე. საბედნიეროდ 40 ლარიანებია biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
diff lock
post Sep 24 2008, 23:08
Post #4


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 3,597
Joined: 21-January 07
From: მიშენებული ლოჯიდან
Member No.: 133
მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II



წავიკითხე და ჩემ მოსაზრებას გაგიზიარებთ:
ეგრე კრიტიკულ ზღვრამდე არ უნდა აცვეთინო ხუნდები, ადრე უნდა გამოცვლა.

ვისაც ხუნდების ცვეთის მაჩვენებლიანი (კალოტკების დატჩიკიანი) მანქანით გივლიათ, გეცოდინებათ რომ როცა პანელზე წითელს აგინთებს, ხუნდებს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს მოჭრილი "დოქტორსკი" ძეხვის ნაჭრის სისქე აქვს.

ანდა თუ ეგ მაჩვენებელი არა აქვს და მხოლოდ მთავარი ცილინდრის რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონის მაჩვენებელი აქვს, როცა აგინთებს რომ სითხის დონემ დაიწიაო, სითხე კი არ უნდა დაამატო, არამედ ხუნდები უნდა გამოცვალო.

და თუ თქვენ ავტომობილს არცერთი ასეთი მაჩვენებელი (დატჩიკი) არა აქვს, მაშინ კეთილი ინებეთ და ბორბლის დისკის ჭუჭრუტანებში შეიხედეთ ხოლმე ხანდახან (რასაკვირველია იმ მიზნით რომ აკონტროლოთ ხუნდების ცვეთა).


--------------------
მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Sep 24 2008, 23:22
Post #5


Unregistered









diff lock
ეგ ცალკე რჩევაა რომელიც ჩემ რჩევას არ გამორიცხავს.
Go to the top of the page
+Quote Post
dato 85
post Sep 28 2008, 10:20
Post #6


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,209
Joined: 16-August 07
From: Lost Coast, California
Member No.: 325
მანქანა: SAAB 9-5 2.3t Wagon



ალბათ ავტომაკის უფრო ხშირად ჭირება არა ხუნდების გამოცვლა???


--------------------
The Man Who Wasn't There
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diff lock
post Sep 28 2008, 11:50
Post #7


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 3,597
Joined: 21-January 07
From: მიშენებული ლოჯიდან
Member No.: 133
მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II



ციტატა
ალბათ ავტომაკის უფრო ხშირად ჭირება არა ხუნდების გამოცვლა???

ფრიად მიხვედრილი ადამიანი ხარ


--------------------
მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Nov 20 2009, 16:42
Post #8


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



Pex-ის სამუხრუჭე ხუნდებზე ხომ არ იცით რამე, ვინმეს გქონიათ შეხება?



ისე, საინტერესო ფაქტია, თეგეტაში მაგ ხუნდების ფასი 45 ლარი მითხრეს, PEX-ის საიტზე რომ ვნახე, ყველაზე იაფი 50 დოლარიდან იწყება ფასი, ადგილზე, შიფინგის და ჩამოტანის გარეშე.

ნეტავ რაშია საქმეე... wacko.gif

This post has been edited by DVT-222: Nov 20 2009, 16:42
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
JustAko
post Nov 20 2009, 16:46
Post #9


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 328
Joined: 2-May 09
Member No.: 3,961
მანქანა: Toyota RAV4 5dr



რომელი ფირმის ხუნდებია კარგი რომელიც აქ შეიძლება იყიდოს კაცმა?
80 თუ 100 ლარად ვიყიდე არ მახსოვს რა ფირმის იყო. წრიპინებს ხოლმე. და ხანდახან ღრუღუნის ხმა აქ. თითქოს გაცვდა და რკინა რკინას ედებაო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Nov 20 2009, 16:57
Post #10


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



JustAko
80 ლარი მიეცი და არ ვარგა? ohmy.gif სულ თავში უნდა ურტყა გამყიდველს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
JustAko
post Nov 20 2009, 16:59
Post #11


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 328
Joined: 2-May 09
Member No.: 3,961
მანქანა: Toyota RAV4 5dr



DVT-222
როგორც ვატყობ არ ვარგა. მერე გამოყო თავი მაგ სიმპტომებმა unsure.gif

This post has been edited by JustAko: Nov 20 2009, 17:00
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Nov 20 2009, 18:03
Post #12


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



რა ვიცი, მე ყოველთვის ვაკვრევინებ ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ადრე ვიყიდე, მაგრამ იმაზე მალე დაჯდა, ვიდრე გადაკრულები.....


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikdeff
post Nov 20 2009, 18:10
Post #13


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 7,395
Joined: 4-November 07
Member No.: 458
მანქანა: Airbus A-320



chezitto
გადაკრულები რა ჯდება დაახლოებით?
არ ყროლდება გახურებისას და კარგად ამუხრუჭებს?


--------------------
Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down

SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909

Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Nov 20 2009, 18:16
Post #14


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



nik_deff90
25 წინა და 30 უკანა რამდენადაც მახსოვს, არავითარი სუნი, მუხრჭითაც კარგად ამუხრუჭებს, კარგი მასალით აკეთებს და დაახლოვებით წელიწადში ორჯერ მიწევს გადაკვრა........


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Nov 20 2009, 18:22
Post #15


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



chezitto


სად აკვრევინებ ეგეც გვითხარი მეც მანდ მივალ,


ჩემი არ წრიპინებს და კარგადაც ამხრუჭებს მაგრამ როდის აქვს შეცვლილი არ ვიცი


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chezitto
post Nov 20 2009, 18:28
Post #16


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,372
Joined: 4-September 06
From: საქართველო, თბილისი.
Member No.: 7
მანქანა: MITSUBISI PAJERO 2. 3.O V6 24 VALVE. R/D LOCK;



დიდი დიღომი, მესამე მიკროა მგონი, ნომერს მოგცემთ, დაურეკეთ და გაგიკეთებთ, თან თვითონ შლის და აწყობს. 8 93 91 86 21 ვასო


--------------------
...... ფირუუზიიიი, მოდი კაკაო დალიეეე...........

...... გუურააააამ, ამოდი დედიკო სახლში, მიწისძვრაა................

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pantera
post Nov 20 2009, 18:39
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 978
Joined: 5-January 08
From: TBILISI
Member No.: 578
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.5GDI/ INSA TURBO 285/75R16/ WARN WINCH 8000



ციტატა
ისე, საინტერესო ფაქტია, თეგეტაში მაგ ხუნდების ფასი 45 ლარი მითხრეს, PEX-ის საიტზე რომ ვნახე, ყველაზე იაფი 50 დოლარიდან იწყება ფასი, ადგილზე, შიფინგის და ჩამოტანის გარეშე.

ნეტავ რაშია საქმეე... wacko.gif

მერე რა არის გასაკვირი ადგილზე რო მეტს განახებს უბრალო ფიზიკურ პირს?

This post has been edited by pantera: Nov 20 2009, 18:39
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Nov 20 2009, 19:07
Post #18


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



chezitto

მადლობა,


--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Nov 20 2009, 19:14
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



pantera
გასაგებია რომ დილერი ნაკლებ ფასად იღებს, მაგრამ დიდი ბიზნესმენობა არ უნდა იმის მიხვედრას რომ მწარმოებელი ცალობაში თუ 50 დოლარად ყიდის რამეს, დილერი იგივე ნივთს სხვა ქვეყანაში 27 დოლარად ვერანაირად ვერ გაყიდის.
მგონი ამას მიმტკიცებ თუ მეშლება?

nik_deff90
ციტატა
არ ყროლდება გახურებისას და კარგად ამუხრუჭებს?

სუნი აქვს თავიდან ცოტა ხანს, სანამ გახურდება კარგად, ერთი გახურების შემდეგ გასდის.

მინუსია ის, რომ მალე ცვდება, მე დაახლოებით 20-25 ათას მატარებს გადაკრული ხუნდი, წინა, რა თქმა უნდა, უკანა უფრო გვიან ცვდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikdeff
post Nov 20 2009, 19:19
Post #20


Super Member
*****

Group: Moderator
Posts: 7,395
Joined: 4-November 07
Member No.: 458
მანქანა: Airbus A-320



ციტატა
სუნი აქვს თავიდან ცოტა ხანს, სანამ გახურდება კარგად, ერთი გახურების შემდეგ გასდის.

წინაზე დავაყენე რაღაც კალოდკები მივეცი 50 ლარი (როგორც მახსოვს) გაცვდა 2 თვეში biggrin.gif და სუნი ქონდა მუდმივად.. კარგადაც გავახურე რამდენიმეჯერ და მაინც არ გაუარა ცოტა მაინც რო გახურდებოდა ეგრევე ყროლდებოდა...

უკანები მაქვს გამოსაცვლელი და ბარემ გადავაკვრევინებდი ეგ მაინც არ ცვდება მალე და არაა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც წინა... წინების ერთი გაცვეთილი კომპლექტიც მიგდია სახლში იმაზე შეიძლება გადაკვრა წინა რო გამიხდება გამოსაცვლელი ბარემ მექნება smile.gif

This post has been edited by nik_deff90: Nov 20 2009, 19:24


--------------------
Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down

SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909

Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 20:59