ჰიდრომუფტა, იგივე ვისკომუფტა |
ჰიდრომუფტა, იგივე ვისკომუფტა |
GIRA |
Aug 22 2017, 16:40
Post
#1
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
ჰიდრომუფტის, იგივე ვისკომუფტის შესახებ, ბევრი წერია ჩვენს ფორუმზე, მაგრამ ახლახანს აღმოვაჩინე რომ თურმე ტოიოტას მწარმოებლებს 2 ტიპის ჰიდრო მუფტა აქვთ მანქანებისთვის, კლიმატური ზონების გათვალისწინებით.
ეს პოსტიც იმიტომ გავხსენი ტოიოტას განყოფილებაში რომ, არ ვიცი სხვა ბრენდებში არის თუ არა იგივე მიდგომა საკითხისადმი. ცივი და ჩვეულებრივი კლიმატური პირობებისთვის გამოშვებულ მანქანებზე, ქარხნიდანვე აყენებენ შაბიამნისფერ ფეხიან ჰიდრომუფტებს. ხოლო ცხელი კლიმატური ქვეყნებისთვის გამოშვებულ მანქანებზე აყენებენ წითელფეხიან ჰიდრომუფტებს. ძირითადი სხვაობა იმაშია რომ, წითელფეხიანი მუფტა უფრო ადრე იკეტება და სითხეც სხვა სიბლანტის ასხია შიგნით. ასევე ფრთების ფორმებშია სხვაობა. -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
cerber |
Aug 22 2017, 17:02
Post
#2
|
Advanced Member Group: Registered Posts: 132 Joined: 14-April 09 Member No.: 3,931 მანქანა: Toyota Hilux Surf 3.4, Toyota Mr2 GTS |
ეგ მუფტა სულ დაკეტილი რომ იყოს რამე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს? ანუ სულ რომ ტრიალებდეს ვენტილატორი. ჩემს ახლანდელ სურფზე (როგორც მახსოვს წინაზეც ეგრე იყო) როგორც კი დავქოქავ ეგრევე ტრიალს იწყებს. ტემპერატურის ისარი მალევე ადის შუაზე და პატიოსნად დგას ხოლმე გაუნძრევლად ნებისმიერი დატვირთვის შემთხვევაში. არც წვას ვუჩივი, იმდენივეს წვავს რასაც სხვა რანეს სურფები წვავენ, ხოდა ვინერვიულო მაგ ჰიდრომუფტაზე თუ არ ღირს?)
|
GIRA |
Aug 22 2017, 17:21
Post
#3
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
cerber
ციტატა ეგ მუფტა სულ დაკეტილი რომ იყოს რამე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს? არანაირს. ციტატა ხოდა ვინერვიულო მაგ ჰიდრომუფტაზე თუ არ ღირს? თუ ყველა დატვირთვაზე ტემპერატურა ნორმაზეა, არაფერი გაქვს სანერვიულო. მე 1კზტ ძრავით მყავს, 4.88 გადაცემებზე და 35-იან ბორბლებზე. ხოდა გრძელ აღმართებზე წყალს წევდა და მაგიტომ ვიწვალე ამდენი. -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
cerber |
Aug 22 2017, 17:37
Post
#4
|
Advanced Member Group: Registered Posts: 132 Joined: 14-April 09 Member No.: 3,931 მანქანა: Toyota Hilux Surf 3.4, Toyota Mr2 GTS |
cerber არანაირს. თუ ყველა დატვირთვაზე ტემპერატურა ნორმაზეა, არაფერი გაქვს სანერვიულო. მე 1კზტ ძრავით მყავს, 4.88 გადაცემებზე და 35-იან ბორბლებზე. ხოდა გრძელ აღმართებზე წყალს წევდა და მაგიტომ ვიწვალე ამდენი. მადლობელი ბატონო, ვიცი ეგ მანქანა შენი თემიდან და ქალაქშიც დამინახია. ხანდახან თუ განაახლებ ხოლმე იმ თემას კარგი იქნება . საინტერესო პროექტი არის |
Utiashvili |
Aug 22 2017, 23:38
Post
#5
|
Advanced Member Group: Registered Posts: 361 Joined: 2-February 15 Member No.: 6,384 მანქანა: Jeer Wrangler 4.0 TJ, BFG M/T 32", Warn m8000 |
..................................................
This post has been edited by Utiashvili: Aug 22 2017, 23:45 |
Utiashvili |
Aug 22 2017, 23:45
Post
#6
|
Advanced Member Group: Registered Posts: 361 Joined: 2-February 15 Member No.: 6,384 მანქანა: Jeer Wrangler 4.0 TJ, BFG M/T 32", Warn m8000 |
GIRA
საინტერესოა, პირველად გავიგე ეგეთი რამე. წესით თერმოსტატი საკმარისი უნდა იყოს, შეიძლება უდაბნოში აძლევს რამე სხვაობას. cerber QUOTE ეგ მუფტა სულ დაკეტილი რომ იყოს რამე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს? ანუ სულ რომ ტრიალებდეს ვენტილატორი. ჩემს ახლანდელ სურფზე (როგორც მახსოვს წინაზეც ეგრე იყო) როგორც კი დავქოქავ ეგრევე ტრიალს იწყებს. ტემპერატურის ისარი მალევე ადის შუაზე და პატიოსნად დგას ხოლმე გაუნძრევლად ნებისმიერი დატვირთვის შემთხვევაში. არც წვას ვუჩივი, იმდენივეს წვავს რასაც სხვა რანეს სურფები წვავენ, ხოდა ვინერვიულო მაგ ჰიდრომუფტაზე თუ არ ღირს?) დაქოქვისას ცივზე ინერციით ყვება ვენტილატორი. ხელითაც შეიძლება გააჩერო დაბალ ბრუნზე, მაგრამ არ სცადო. ტესტირებაზე ბევრი ვიდეოა ინტენეტში. სულ დაკეტილი რომ იყოს, მაღალ ბრუნზე ზედმეტად იბრუნებს, ხმაური ექნება მეტი და ცხენისძალებს/საწვავს წაიღებს. პლიუს, სქელ ტალახში ღრმად თუ ჩააგდე შეიძლება ვენტილატორი დაღუნო მაღალ ბრუნებზე და რადიატორი გააფუჭო. Wrangler-ზე გამიფუჭდა ერთხელ. გავხვრიტე და პირდაპირზე ჩავკეტე სანამ დროებით ახალი ჩამოვიდოდა. კატასტროფა ხმა ჰქონდა |
irakli |
Aug 23 2017, 00:50
Post
#7
|
Irakli Group: Club Member Posts: 7,018 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) |
სულ დაკეტილი რომ იყოს, მაღალ ბრუნზე ზედმეტად იბრუნებს, ხმაური ექნება მეტი და ცხენისძალებს/საწვავს წაიღებს. პლიუს, სქელ ტალახში ღრმად თუ ჩააგდე შეიძლება ვენტილატორი დაღუნო მაღალ ბრუნებზე და რადიატორი გააფუჭო. Wrangler-ზე გამიფუჭდა ერთხელ. გავხვრიტე და პირდაპირზე ჩავკეტე სანამ დროებით ახალი ჩამოვიდოდა. კატასტროფა ხმა ჰქონდა კარგია, წყალში გასვლისას რომ ჩერდება ვენტილატორი -------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
cerber |
Aug 23 2017, 11:03
Post
#8
|
Advanced Member Group: Registered Posts: 132 Joined: 14-April 09 Member No.: 3,931 მანქანა: Toyota Hilux Surf 3.4, Toyota Mr2 GTS |
GIRA საინტერესოა, პირველად გავიგე ეგეთი რამე. წესით თერმოსტატი საკმარისი უნდა იყოს, შეიძლება უდაბნოში აძლევს რამე სხვაობას. cerber დაქოქვისას ცივზე ინერციით ყვება ვენტილატორი. ხელითაც შეიძლება გააჩერო დაბალ ბრუნზე, მაგრამ არ სცადო. ტესტირებაზე ბევრი ვიდეოა ინტენეტში. სულ დაკეტილი რომ იყოს, მაღალ ბრუნზე ზედმეტად იბრუნებს, ხმაური ექნება მეტი და ცხენისძალებს/საწვავს წაიღებს. პლიუს, სქელ ტალახში ღრმად თუ ჩააგდე შეიძლება ვენტილატორი დაღუნო მაღალ ბრუნებზე და რადიატორი გააფუჭო. Wrangler-ზე გამიფუჭდა ერთხელ. გავხვრიტე და პირდაპირზე ჩავკეტე სანამ დროებით ახალი ჩამოვიდოდა. კატასტროფა ხმა ჰქონდა აი ხმა კი აქვს იცოცხლე, ლომივით ღრიალებს რომ დავქოქავ)) ნუ ამ ეტაპზე მაგსიღრმე ტალახებში და წყლებში მაინც არ დავდივარ და როდესმე კი მივხედავ ალბათ. |
GIRA |
Aug 23 2017, 13:19
Post
#9
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
გაფუჭებით თუ რამეს აფუჭებსო, მკითხა კაცმა და არაფერს არ აფუჭებს, თორემ წვას რო უმატებს და 1.5 წყალში რო კატერივით აქაფებს წყალს, ეგ სხვა კითხვის პასუხი მგონია მე.
ვრანგლერისგან განსხვავებით, ფიზიკურად ისე აქვს პროპელერი ტოიოტას, ვერ წარმომიდგენია, რანაირ და რამხელა ტალახში უნდა შეხვიდე რომ, პროპელერის ფრთები ტალახს შეეხოს. -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
Utiashvili |
Aug 23 2017, 13:48
Post
#10
|
Advanced Member Group: Registered Posts: 361 Joined: 2-February 15 Member No.: 6,384 მანქანა: Jeer Wrangler 4.0 TJ, BFG M/T 32", Warn m8000 |
GIRA
QUOTE ვრანგლერისგან განსხვავებით, ფიზიკურად ისე აქვს პროპელერი ტოიოტას, ვერ წარმომიდგენია, რანაირ და რამხელა ტალახში უნდა შეხვიდე რომ, პროპელერის ფრთები ტალახს შეეხოს. ხოო ეგ არ ვიცი. Wrangler-ზე ქვემოთაა, ბამპერის დონეზე და მაღალი ლიფტი თუ არ გაქვს ტალახი ადვილად წვდება. თან ტოიოტაზე პლასტმასის ფრთები ჩანს, ჯიპზე მეტალისაა. როცა გამიფუჭდა გადავხედე ფორუმებს და ბევრს ედო სურათი გაღუნული ფრთებით გაფუჭებული რადიატორის. |
mishka_15 |
Aug 23 2017, 14:15
Post
#11
|
Super Member Group: Registered Posts: 2,143 Joined: 12-September 07 From: Tbilisi. Georgia Member No.: 357 მანქანა: jeep wrangler YJ MER-167, toyota prius |
მე ელექტროზე გადავიყვანე ორ პროპელერიანია, 3 პოზიციან ტუმბლერზე დავაყენე , ავტო-ჩართვა-გამორთვა და კმაყოფილი ვარ, არც გიდრომუფტით ვიყავი უკმაყოფილო მარა ელექტრო ჯობს მგონი
|
GIRA |
Aug 23 2017, 14:42
Post
#12
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
GIRA ხოო ეგ არ ვიცი. Wrangler-ზე ქვემოთაა, ბამპერის დონეზე და მაღალი ლიფტი თუ არ გაქვს ტალახი ადვილად წვდება. თან ტოიოტაზე პლასტმასის ფრთები ჩანს, ჯიპზე მეტალისაა. როცა გამიფუჭდა გადავხედე ფორუმებს და ბევრს ედო სურათი გაღუნული ფრთებით გაფუჭებული რადიატორის. დიფუზორი არ უყენია? ტოიოტაზე ისეა "შეფუთული" რომ, ტალახი არამგონია მანდ მოხვდეს. წყალი და ტალახიანი წყალი - კი ბატონო! პლასტმასის მოტეხილმა ფრთამაც შეიძლება, რადიატორი გახიოს... -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
GIRA |
Aug 23 2017, 14:44
Post
#13
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
მე ელექტროზე გადავიყვანე ორ პროპელერიანია, 3 პოზიციან ტუმბლერზე დავაყენე , ავტო-ჩართვა-გამორთვა და კმაყოფილი ვარ, არც გიდრომუფტით ვიყავი უკმაყოფილო მარა ელექტრო ჯობს მგონი დიზელზე არაო, როგორც რუსულ ფორუმებს გადავხედე. ყველა მუფტას ანიჭებს უპირატესობას ლენდ კრუიზერ რუზე. -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
Utiashvili |
Aug 23 2017, 15:53
Post
#14
|
Advanced Member Group: Registered Posts: 361 Joined: 2-February 15 Member No.: 6,384 მანქანა: Jeer Wrangler 4.0 TJ, BFG M/T 32", Warn m8000 |
GIRA
QUOTE დიფუზორი არ უყენია? კი, მაგრამ დიდი სივრცეა მაინც. მაგის მოუხსნელად ჩადის-ამოდის მუფთა ფრთებით. http://www.youtube.com/watch?v=MVWlyjItlDw |
G.GABO |
Aug 24 2017, 00:27
Post
#15
|
Super Member Group: Registered Posts: 573 Joined: 21-September 12 Member No.: 5,628 მანქანა: MITSUBISHI MONTERO 3.5 |
GIRA
QUOTE მე 1კზტ ძრავით მყავს, 4.88 გადაცემებზე და 35-იან ბორბლებზე. ხოდა გრძელ აღმართებზე წყალს წევდა და მაგიტომ ვიწვალე ამდენი. რუნერებზე არ ვიცი როგორაა და არსებობს თურმე რადიატორებში სხვაობაც,რეგიონების მიხედვით. ჩემ პაჯეროზე მაგალითად ორ შრიანი აყენია, კანადური ვერსია არისო. არსებობს სამ შრიანიც ჩემი თვალით ვნახე და იქნება წყლის გაგრილების ამბავშიც მოგხმარებოდათ თუ რანერებზეც იგივე პრინციპია. ან შეიძლება ტოიოტამ ეგ პრობლემა მუფტებით მოაგვარა |
GIRA |
Aug 24 2017, 13:13
Post
#16
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
GIRA რუნერებზე არ ვიცი როგორაა და არსებობს თურმე რადიატორებში სხვაობაც,რეგიონების მიხედვით. ჩემ პაჯეროზე მაგალითად ორ შრიანი აყენია, კანადური ვერსია არისო. არსებობს სამ შრიანიც ჩემი თვალით ვნახე და იქნება წყლის გაგრილების ამბავშიც მოგხმარებოდათ თუ რანერებზეც იგივე პრინციპია. ან შეიძლება ტოიოტამ ეგ პრობლემა მუფტებით მოაგვარა კი, ტოიოტაშიც მასეა. -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
giirgi_niqo |
Aug 25 2017, 11:45
Post
#17
|
Super Member Group: Registered Posts: 885 Joined: 9-April 15 From: ქუთაისი Member No.: 6,468 მანქანა: Kzj 78 c300 |
ეს საკოთხი ჩემს თემაშიც განვიხილეთ და ერთს დავამატებ, შაბიაბნისფერ მუფტას შიგნით აქვს სარეგულირო და შეგიძლია მარტივად დაარეგულიროთ რო დაბალ ტემპერატურაზე გაიხსნას, მე დავშალე და სითხეც გამოვცვალე, კარგათ მუშაობს.
|
GIRA |
Aug 25 2017, 13:20
Post
#18
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
giirgi_niqo
მგონი წითელსაც აქვს. უბრალოდ ქარხნიდანვე ისეა დარეგულირებული რომ, ცხელი კლიმატური ზონის შესაბამისად იმუშავოს და ადრე დაკეტოს. მეც შენნაირად დავარეგულირე შაბიამნისფერი მუფტა და წითელზე უფრო ადრე კეტავს. -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
giirgi_niqo |
Aug 25 2017, 21:26
Post
#19
|
Super Member Group: Registered Posts: 885 Joined: 9-April 15 From: ქუთაისი Member No.: 6,468 მანქანა: Kzj 78 c300 |
GIRA
სითხეც ხომარ შეგიცვლია? მე ცოტა უფრო მეტი სიბლანტის სითხე ჩავასხი და ეფექტურია. |
aqvsenti |
Aug 25 2017, 23:41
Post
#20
|
Super Member Group: Registered Posts: 593 Joined: 1-March 11 From: ჭიათურა Member No.: 5,002 მანქანა: დროებით ქვეითად მოსიარულე... |
ერთი კითხვა მაქვს რადგან წყლის გაგრილებაზეა დავწერ აქვე- რადიატორს რომ თავსახურავს ვხსნი და გაზს მივცემ მანქანას წყალი-ანტიფრიზი იქცევა გარეთ მაგრამ მანქანა წყალს არ ადუღებს , არც გადაციებულია ძრავი , ნორმაზეა ტემპერატურა.
ასე უნდა იყოს თუ დავუჯერო ვაი ხელოსნებს- გაზის მიცემაზე პირიქით უნდა ისრუტავდეს წყალს და რახან ასე არაა თერმოსტატია გაფუჭებულიო. -------------------- "რაკი შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნა, რაკი შეუძლებელია ყველაფერზე ყველაფერი იცოდე, ჯობია ცოტა რამ მაინც იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე ერთი რამის შესახებ."
|
Lo-Fi Version | Time is now: 18th April 2024 - 09:33 |