IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> Action Cam და ვიდეორეგისტრატორები
nika
post Nov 26 2015, 11:56
Post #1


Unregistered









რეგისტრატორები და ექშენ კამერები კაი ხანია შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში თუმცა რეალური შედარება არ დაწერილა. ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.
Go to the top of the page
+Quote Post
GIVI-ა
post Nov 26 2015, 12:19
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,139
Joined: 14-January 14
Member No.: 6,051
მანქანა: ველიკი



მე GS8000L მაქვს 17 მწვანე გადავიხადე თავის დროზე ამაზონზე და დავდივარ კმაყოფილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ADDmin
post Nov 26 2015, 12:21
Post #3


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,479
Joined: 13-April 12
Member No.: 5,446
მანქანა: toyota hilux surf RZN215W 3.4 SSR-X 2003



მე ჩემ მარჯვენა რულიანისთვის მაქვს ძალიან მაგარი იდეა, მაგრამ ტექნიკურად რამდენად შევძლებ არ ვიცი. კამერის დაყენება მინდა მარცხენა მხარეს რაც შეიძლება ბოლო წერტილში, მერე დაერთება რეგისტრატორზე (ცალკე იყიდება ოღონდ HD-ც არ არის) და ამ რეგისტრატორის შეერთება მონიტორზე რომელისაც თუ არ ვცდები უკანა ხედვის კამერის გარდა კიდევ 2 ვიდეო შემავალი არხი აქვს. გასწრებისას შესაძლებელი იქნება კამერაზე გადართვა და მარცხენა მხარის დათვალიერება. დანარჩენი დრო ჩაწერს რეგისტრატორი.
http://www.ebay.com/itm/130937804818?_trks...K%3AMEBIDX%3AIT
აი ამაზეა საუბარი, კამერა მოიძებნება რამე მთავარია ეს რა ბიჭი იქნება.

This post has been edited by ADDmin: Nov 26 2015, 12:30


--------------------
[url=http://forum-lines.ru/][img]http://forum-lines.ru/rez/ab266460.gif[/img][/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 12:33
Post #4


Unregistered









პირველ რიგში ცოტაოდენი ინფორმაცია ვიდეოს შესახებ.

ისევე როგორც ფოტოს, ვიდეოს ახასიათებს ორი პარამეტრი.
1) გარჩევადობა პიქსელებში. ძველი ფორმატები იყო DVD. ახლა ძირითადად არავინ ხმარობს HD-ზე ნაკლებს.
HD-ს (იგივე 720p) გარჩევადობაა 1240x720 პიქსელი (ანუ წერტილი),
Full HD (იგივე 1080p) გარჩევადობაა 1920x1080
4K - 3840x2160

სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

ასევე არის FullHD-სა და 4K-ს შორის შუალედური გარჩევადობები.

2) მეორე პარამეტრი ფოტოსავით არის კომპრესია ანუ შეკუმშვა. ფოტოებში ძირითადად JPEG კომპრესიას ვხვდებით ამიტომ სხვა მეთოდები ნაკლებადაა ხოლმე ცნობილი. ვიდეოებში უამრავი მეთოდია. მოძველებული DivX და XviD-ით დაწყებული, რომელიც ნელ-ნელა H.264-მ ჩაანაცვლა. ის იძლევა საშუალებას იგივე ზომის ფაილში უფრო მაღალი ხარისხის ვიდეო მივიღოთ, ან იგივე ხარისხი ნაკლები ზომის ფაილში. ახლა უკვე H.265 (იგივე HEVC) გამოყენებაზე გადადიან რომელიც H.264-ზე ორჯერ მცირე ფაილების შექმნის საშუალებას იძლევა.
მანქანების ვიდეორეგისტრატორებში ასევე ძალიან პოპულარული ფორმატია MotionJpeg, რომელიც არის უბრალოდ ერთმანეთზე მიყოლებულად გადაღებული JPEG-ით შეკუმშული ფოტოების ერთობლიობა. რატომ არ გადადის ეგრევე ყველა ამ უახლოეს ფორმატებზე? მათი წაკიტხვის (ანუ ვიდეოს ყურების) პრობლემა ნაკლებადაა. პრობლემა არის ამ ფორმატებით ვიდეოს ჩაწერაში. რაც უფრო თანამედროვე ფორმატია, მთ უფრო მძლავრი პროცესორი სჭირდება რომ live-ში მოასწროს ვიდეოს დაკუმშვა და მეხსიერების მარათზე ჩაწერა. ამიტომაც იაფი რეგისტრატორების უმეტესობა ხმარობს MotionJPEG ფორმატს და HD ხარისხს. ბოლო დროს პროცესორების გაძლიერების ფონზე თანამედროვე რეგისტრატორები უკვე ახერხებენ FullHD გარჩევადობის ვიდეოს H.264-ით დაკუმშვას. რაც აქტუალურია რადგან MotionJPEG-ში ჩაწერილი HD ვიდეოს შედარებით ნორმალური ხარისხით ჩაწერილი 1 წუთი დაახლოებით 90-100 MB ადგილს იკავებს, ხოლო FullHD-ში უკვე 200-230 MB. მარტივი გამოთვლებით გამოდის რომ 32 GB მეხსიერების ბარათზე (რომელიც რეალურად 32'000'000'000 ბაიტია ანუ 29.8 GB) დაეტევა 2 საათი ვიდეო. რაც დამეთანხმებით რომ ძალზე ცოტაა.
ამის გარდა ერთი რაც ბევრს ეშლება ესაა თვითონ ფაილის კონტეინერი. კომპრესიის გარდა ვიდეო კონტეინერში უნდა მოთავსდეს
აქ შეგიძლიათ ნახოთ სხვა და სხვა ვიდეო კონტეინერების შესახებ ინფორმაცია. უფრო დეტალურად არ დავწერ
https://en.wikipedia.org/wiki/Digital_container_format
აქ მათი შესაძლებლობების შედარებებია
https://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of...ntainer_formats
მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს რომ ფაილის გაფართოება AVI, MKV, MP4, MOV, 3GP (ძირითადად ესენია გავრცელებული) სულაც არ ნიშნავს იმას თუ რა კომპრესიაა ამ ფაილში გამოყენებული. ეს მხოლოდ კონტეინერის ტიპებია.
3) რაც განასხვავებს ვიდეოს და ფოტოს ესაა კადების სიხშირე (Frame per Second იგივე FPS). რა თქმა უნდა ფოტოს ის ვერ ექნება, 1 ცალია სულ.
ძირითადად რეგისტრატორებში და ექშენ კამერებში ახლა გავრცელებულია ამერიკული NTSC-ს სიხშირის კადრი/წმ სტანდარტები. 30, 60, 120, 240 (უფრო ზუსტად კი 29.97 და მისი ჯერადები). ამავე დროს აქაც გვაქვს განსხვავებები. დავიწყოთ იმით რომ რეგისტრატორები როგორც წესი იღებენ ვიდეოს ციკლურად. მეხსიერების ბარათი რომ გადაივსება ძველ ვიდეოებს შლიან და ახალს წერენ. ამისათვის საჭიროა ვიდეოს დახლეჩა ნაწილებად. როგორც წესი 2 წუთიანებად. იაფიანი რეგისტრატორები ამ დროს ვერ ახდენენ FPS-ის ერთ და იგივე დონეზე შენარჩუნებას. ძალიან მცირედი განსხვავება არის ხოლმე. ამის გამო ბევრი სამონტაჟო პროგრამა (მაგალითად პოპულარული VirtualDUB) ვერ ახერხებს ასეთი ფაილების გადაბმას. საჭირო ხდება ჯერ FPS-ების გათანაბრება და მხოლოდ ამიშ შემდგომ ამ ვიდეოების გადაბმა.
სერიოსულ ვიდეო რედაქტორებს (Adobe Premiere, Sony Vegas) ცხადია ეგეთი პრობლემები არა აქვთ, მაგრამ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ნორმალური ხარისხის ძვირიან კამერებს ასეთი რამ არ ახასიათებს და სტაბილურად ერთი და იგივე FPS-ის ფაილებს ქმნიან.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 12:45
Post #5


Unregistered









ახლა მეტი ინფო მანქანის რეგისტრატორებზე. რა ფუნქციები აქვთ ხოლმე
მანქანის რეგისტრატორის მთავარი ორი ფუნქციაა:
1) ცუკლური ჩაწერა. აუცილებლად უნდა შეეძლოს ძველი ვიდეოების წაშლა და ახლის ჩაწერა
2) ავტომატური ჩართვა, შემდეგ ვიდეოს გადაღების დაწყება და გამორთვა გარე კვების მიწოდების მიხედვით. ანუ დილით დავჯექით მანქანაში, გადავწიეთ გასაღები, კამერას მიეწოდა კვება და ჩაირთო, ეგრევე დაიწყო ჩაწერა. მივედით დანიშნულების ადგილზე, გამოვრთეთ მანქანა და კამერაც ავტომატურად გაითიშა.

დამატებითი ფუნქციები
3) ინფრაწითელი მინათება. ასეთ კამერებს ამავდროულად არ უყენიათ ინფრაწითელი ფილტრი და ვიდეოებში მწვანე ფერი მოყავისფროდ ჩანს (იხილეთ ჩემი ვიდეოების უმეტესობა). ეს გამოიყენება ღამით გადაღების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ძვირიან კემერებში უკვე დიდი მგრძნობელობის მქონე მატრიცა დგას და ეს პრობლემა აღარაა.
4) ჯიროსკოპი. ახდენს აჩქარების (G-Force) მონიტორინგს. ავარიისას ხდება დიდი G-Force-ს წარმოქმნა. ამაზე დაყრდნობით რეგისტრატორი ხვდება რომ მიმდინარე ჩანაწერი განეკუთხვება მნიშნვნელოვან ფაილს და ახდენს მის სხვა ადგილას ჩაწერას ბარათზე, რატა მომავალში ციკლური ჩაწერისას შემტხვევით მისი წაშლა არ მოხდეს.
5) GPS. ჯიპიესი გამოიყენება როგორც თქვენი სიჩქარის ვიდეოში ჩაწერისთვის. ასევე ზოგ კამერაზე არის საშუალება რომ რადარები იქნას დატანილი და კამერამ გაფრთხილება მოგვცეს.
6) Motion Detect. კამერა შეგიძლიათ დატოვოთ ჩართული, თუ მან რაიმე მოძრაობა შენიშნა, ავტომატურად დაიწყბს ვიდეოს ჩაწერას.

ბოლო ორი ფუნქცია უკვე ახალი ხილია
7) FCWS ანუ Front Collision Warning System. ვიდეოში ამოიცნობს წინ მიმავალ მანქანას და თუ თქვენს შორის დისტანცია მკვეთრად მცირდება გაფრთხილებთ დაჯახების საშიშროების შესახებ. ამბობენ რომ ჩვენს ქალაქებში საკმაოდ არაეფექტურია რადგან საცობებში სულ ყვირის.
8) LDWS ანუ Lane Departure Warning System. ვიდეოში ამოიცნობს მოძრაობის ზოლებს (საგზაო მონიშნვის მიხდვით) და ზოლიდან ზოლში გადასვლის შესახებ გვაფრთხილებს. ეს სისტემა ამბობენ რომ საკმაოდ ეფექტურია.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 13:03
Post #6


Unregistered









დამავისყდა დამეწერა კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრის შესახებ. ესაა მხედველობის კუთხე, FOV (Field of View). როგორც წესი მწარმოებლებს უყვართ ხოლმე გაბუქება და აპიარებენ რომ მათი რეგისტრატორი იღებს 170 გრადუსს და ა.შ.

რეალურად ძალიან იშვიათია 150-ზე მეტი გრადუსის მქონე კამერები ხოლო სტანდარტულები 110-130 გრადუსში მერყეობენ ხოლმე. ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ რომ რაც უფრო მეტია კუთხე, მით უფრო წვრილად გამოჩნდება ვიდეოში ობიექტები (მაგალიტად მანქანის ნომრები). ასე რომ საჭიროა სწორი კომპრომისის შერჩევა.
Go to the top of the page
+Quote Post
Muddy Princess
post Nov 26 2015, 13:19
Post #7


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,406
Joined: 8-August 12
Member No.: 5,568
მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2



გოუპროს კონკურენტი რო არ ყავს ალბათ იცი ნიკა ხო? თუ აქაც აიფონივით ფიქრობ და არ ვარგა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 13:46
Post #8


Unregistered









ახლა კი გადავერთოთ Action Cam-ებზე. რაღა თქმა უნდა აქ რევოლუცია მოახდინა GoPro-მ. რომელიც შეიძლება ითქვას ლიდერი იყო და რჩება დღემდე. ვიდეორეგისტრატორებისგან განსხვავებით ექშენ კამერებს ბევრი სხვა მოთხოვნა აქვს. და ბევრი საერთოდ არ სჭირდება.

ასე სულ არ სჭირდება GPS, კვებით ჩართვა/გადაღების დაწყება და ა.შ. ასევე აქ არაა იმდენად კრიტიკული ფაილის ზომა, რადგან აქ გრძელ ვიდეოებს იშვიათად იღებენ ხოლმე. ამავე დროს ვიდეოს ხარისხი იდეალური უნდა იყოს. სასურველია ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა მაღალი FPS-ით (როგორც მინიმუმ 60 და სასურველია 120) რომ მომავალში შენელებული კადრების გაკეთება შეიძლებოდეს.

აქვე დავწერ ვიდეოკამერების ერთი ცუდი თვისების შესახებ. ამ თვისებას ჰქვია Rolling Shutter.
https://en.wikipedia.org/wiki/Rolling_shutter

ამ ვიდეოში ჩანს კარგად
http://www.youtube.com/watch?v=6LzaPARy3uA

წარმოშობის მიზეზებზე არ დავიწყებ წერას. დავწერ რომ იაფიანი მატრიცის ბრალია ხოლმე. ძვირიანი კარგ მატრიცებში ეს ეფექტი მინიმუმამდეა დაყვანილი და აღარ გვიშლის. ამავე დროს ვიდეორეგისტრატორისთვის ეს დიდი პრობლემა არაა ხოლმე. განსხვავებით Action Cam-ისგან სადაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ იყოს.
Go to the top of the page
+Quote Post
Rudy
post Nov 26 2015, 13:49
Post #9


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,760
Joined: 5-November 09
Member No.: 4,272
მანქანა: Toyota hilux surf 185 V6 3.4, OME 2" lift 32" MT



QUOTE(pajero 3.2did @ Nov 26 2015, 13:19) *

გოუპროს კონკურენტი რო არ ყავს ალბათ იცი ნიკა ხო? თუ აქაც აიფონივით ფიქრობ და არ ვარგა

როგორ არ ყავს, sony, contour, აქედან არცერთი არ ღირს gopro ზე იაფი elk.gif


--------------------
Get Dirty or Go Home!
4wd is your ticket to adventure :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Nov 26 2015, 13:52
Post #10


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback



ფასი დაწერეთ რა დიაპაზზონში დაიწეროს შედარება თორე არის 30$ იანებიც და არის 300$ იანებიც
მე მაქ კ6600 თუ რაღაცა როა ეგ ნორმალურია რა
http://www.amazon.com/gp/product/B00WJV9ES...d=A17VD7CQ823PK
ეს მაქ მე, ფორუმ.გე ზე მომხარებელთა რჩევებიდან ყველა მაგას აქებდა ბანძებში


This post has been edited by marge: Nov 26 2015, 13:56


--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 14:00
Post #11


Unregistered









კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ექშენ კამერის არის გამძლეობა და წყალმედეგობა. სპეციალური ყუთის საშუალებით ხდება წყალგაუმტარი საკმაოდ დიდ სიღრმემდე.

ბოლო დროს გოუპროს წინააღმდეგ სერიოზული კამპანია წამოიწყეს ჩინელმა მწარმოებლებმა.
აქ პირველი მერხცალი იყო SJCAM. ეს ბრენდი ცნობადი გახდა SJ4000 კამერის გამოსვლის შემდეგ. კამერა რომელიც გოუპროს იაფიანი მოდელების დონეზე იღებდა ვიდეოს, ბევრად იაფი ღირდა. ამავე დროს ჰქონდა უამრავი ისეთი ფუნქცია რომელიც გოუპროს ამ ფასიან კამერებს არა აქვს. ესაა. WiFi, ეკრანი, ვიდეორეგისტრატორად მუშაობის საშუალება (ჩართვა/გადაღების დაწყება კვების მიწოდებისას). ასევე ძირითად კომპლექტაციაში მოყვება უამრავი სამაგრი რაც გოუპროს დამატებით აქსესუარად აქვს. ამ კამერის წარმატების შემდეგ გამოჩნდა უამრავი სხვა ჩინური კარგი ხარისხის კამერაც. EKEN, Xiaomi და სხვ.

SJCAM იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბევრმა ჩინურმა კომპანიამ მისი ცლონები გამოუშვა, რომლებიც ცხადია ისეთი ხარისხიანი არ იყო და ფასიც ნაკლები ჰქონდა.

თვითონ SJ კი წავიდა კამერების გაუმჯობესების მიმართულებით რომლის პიკი ამჟამად არის 5000 სერია. 5000+ კამერაში გამოიყენა თანამედროვე ჩიპსეტი Ambarella A7LS75 და სონის 16 მეგაპიქსელიანი მატრიცა. ამის ხარჯზე კამერას შეუზლია უკვე 60 FPS გადაღება FullHD-ში და 120 FPS 720p-ზე. ძველ (Novatec) ჩიპსეტზე გამოშვებულ 5000X კამერას დაუმატეს 4K გადაღების შესაძლებლობა (არ ვიცი როგორ გააქაჩინეს ამ ჩიპსეტს მარა შეძლეს ჯადოქობა). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაუმატეს Gyro Stabilizer. ანუ სტაბილიზატორი რომელიც ვიდეოში ჯაყჯაყის ეფექტს ამცირებს.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 14:01
Post #12


Unregistered









ციტატა(marge @ Nov 26 2015, 13:52) *

ფასი დაწერეთ რა დიაპაზზონში დაიწეროს შედარება თორე არის 30$ იანებიც და არის 300$ იანებიც
მე მაქ კ6600 თუ რაღაცა როა ეგ ნორმალურია რა
http://www.amazon.com/gp/product/B00WJV9ES...d=A17VD7CQ823PK
ეს მაქ მე, ფორუმ.გე ზე მომხარებელთა რჩევებიდან ყველა მაგას აქებდა ბანძებში

რეალური შედარება შეუძლებელია კონკრეტული კამერით გადაღებული ვიდეოს ნახვის გარეშე. იყო შემტხვევა როცა ქლაიმბერამ იყიდა ზუსტად ჩემნაირი კამერა, და ჩამოვიდა სხვა. გარედან იგივე იყო. აღწერაში იდო ვიდეო ჩემნაირი ხარისხით. და რომ ჩამოვიდა შიგნეულობა სხვა ჰქონდა და ბანძ ვიდეოს იღებდა.
Go to the top of the page
+Quote Post
marge
post Nov 26 2015, 14:04
Post #13


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 6,170
Joined: 31-August 06
From: Tbilisi/Didi Digomi
Member No.: 5
მანქანა: Stukbaru Outback



nika
სადღაც მქონდა ჩემით გადაღებული ვიდეო თუ ვიპოვე დავდებ აქ


--------------------
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 14:07
Post #14


Unregistered









აქვე გთავაზობთ შედარებით ვიდეოს ჩემი ორი კამერის. ზევით SJ5000+, ქვევით შედარებით იაფიანი ჩინური რეგისტრატორი $60 ღირდა. თვისებებიდან დავწერ რომ ამ რეგისტრატორს ახასიათებს ინფრაწითელი ფილტრის არ ქონა, ანუ მწვანე ფერი მოყავისფროდ ჩანს, იღებს ნამდვილ 30 FPS ვიდოებს (ყველა ვიდეოს FPS 30-ა ზუსტად რაც გადაბმისას დიდი პლიუსია). ჩაწერის ფორმატი MotionJPEG. კონტეინერი AVI.
SJ5000+ იღებს ამ ვიდეოში 29.97 FPS-ს და კომპრესიას ახდენს H.246 კოდეკით. კონტეინერი MP4
ორივე კამერა იღებს რეგისტრატორის მაქსიმუმზე ანუ 720p-ზე

SJCAM-ის ყანყალის მიზზი ისაა რომ უბრალოდ დევს ტორპედოზე. კომპლექტში არ მოყვება შუშაზე მისამაგრებელი. ცალკე უნდა შეიძინოთ.

ვიდეოს უყურეთ მაქსიმალური გარჩევადობით.

http://www.youtube.com/watch?v=hv1pkcfpm00
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 15:41
Post #15


Unregistered









როგორც ვიცი მაღაზია 4WD აპირებს EKEN-ის კამერების შემოტანას ძალიან მიმზიდველ ფასად.
სატესტო კამერა აქვს ძოხოს ჩამოტანილი და ახლო მომავალში შეიძლება გავაკეთოთ ტესტი SJ4000, SJ5000 და EKEN-ის (მოდელი არ მახსოვს).
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 26 2015, 16:11
Post #16


Unregistered









აი ამ ვიდეოსი ჩანს უკეთესად ხარისხების განსხვავება.
გარჩევადობა ორივესი 720P არის. უბრალოდ ჩინური იწერს MotionJPEG-ს ხოლო SJ იწერს H.264-ს. ფაილების ზომები ერთნაირია მიახლოებით.

http://www.youtube.com/watch?v=cm8PG0rn-vk
Go to the top of the page
+Quote Post
Davitus
post Nov 26 2015, 21:35
Post #17


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,411
Joined: 20-September 09
From: Tbilisi
Member No.: 4,187
მანქანა: Pajero II (Kurtz) 3.0 V6 12v, 32" Goodrich A/T , Body lift + Suspension Lift. winch 12000lb



nika

მე მაქვს SJ4000 გამძლეობით საკმაოდ ვირი გამოდგა, 2014 -ის მაისიდან ვიყენებ, ანუ წელიწად ნახევარია, მუშაობს უბრალოდ, 32 იანი სდ ქარდი მოინელა უკვე ციკლური ჩაწერით, კომპი აღიქვამს, ყველანაირად ვაფორმატებ მაგრამ რომ ვდებ რეგისტრატორში, ვერ ცნობს.

უნდა დავიანგარიშო მერე, მაგ პერიოდში რამდენ ციკლს გააკეთებდა სანდისკის 32 გბ იანი ფლეშმემო.



--------------------
--------------------
--------------------
--------------------
--------------------

პმ-ის გაგზავნისას სიმბოლოები "D" და "T" ნუ გერევათ ერთმანეთში :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dzebisa
post Nov 26 2015, 21:50
Post #18


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,266
Joined: 15-March 09
Member No.: 3,856
მანქანა: TOYOTA 4 RUNNER



გუშინ ჩამომივიდა ეს ოღრაში.
იავიცი,მგონი ნორმალური რამ არის.
http://www.youtube.com/watch?v=VItoXF8c5U0


--------------------
A K U N A M A T A T A ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dzebisa
post Nov 26 2015, 21:52
Post #19


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,266
Joined: 15-March 09
Member No.: 3,856
მანქანა: TOYOTA 4 RUNNER



32 იანი მიკრო სდ ც მივეცი . შეეშალათ, ხოდა ორი ცალი უტაკებათ შაუხედავებს . ასე რომ ეხლა მაქვს 8 გბ რომელიც ამ კამერას მოჰყვა თვითონ და კიდე ორი ცალი 32 გბ იანი . crazy.gif


--------------------
A K U N A M A T A T A ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dzebisa
post Nov 26 2015, 21:53
Post #20


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,266
Joined: 15-March 09
Member No.: 3,856
მანქანა: TOYOTA 4 RUNNER



ერთი ეგ არის მაკ ში ვერ გადავიტანე რატომღაც სდ დან ფაილები. დამეზარა ჩხირკედელაობა . მერე ვცდი კიდე .


--------------------
A K U N A M A T A T A ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 Pages V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th April 2024 - 02:01