IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა
JustAko
post Jan 10 2010, 11:43
Post #41


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 328
Joined: 2-May 09
Member No.: 3,961
მანქანა: Toyota RAV4 5dr



avto sujashvili
მე რავ4 ზე ეგეთი რკინები საერთოდ არ მაქ. ბოლო 3 გამოცვლა რა კალოდკებიც ვიყიდე არც ერთს არ მოყვა და არც არანაირი პრობლემა არ მიგვრძნია

This post has been edited by JustAko: Jan 10 2010, 11:45
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 10 2010, 11:47
Post #42


Unregistered









არა ეგენი საჭიროა აშკარად.

მე Anti Squeal Shim-ზე ვამბობ. თურმე წრიპინის საწინააღმდეგო ყოფილა.
Go to the top of the page
+Quote Post
JustAko
post Jan 10 2010, 11:52
Post #43


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 328
Joined: 2-May 09
Member No.: 3,961
მანქანა: Toyota RAV4 5dr



nika
მე ვფიქრობდი ზოგ კალოტკას მოყვება ზოგს არა თქო. ისე წრიპინი კი აქ ხოლმე ხანდახან.ღრუღუნის ხმამაც შემაწუხა რამდენჯერმე.დავშალე შესამოწმებლად და არაფერი არ ჭირდა.ხაზი რო აქ შუაში იქამდე ერთი 3 მილიმეტრი იყო დარჩენილი.ეხლა ასიმკო მიყენია. და რომელს მოყვება ეგენი?

This post has been edited by JustAko: Jan 10 2010, 11:53
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 10 2010, 11:58
Post #44


Unregistered









JustAko
ციტატა
და რომელს მოყვება ეგენი?

აზრზე არ ვარ. ორიგინალებს 100%. მე რემსა მიყენია და არ მოყვება.
Go to the top of the page
+Quote Post
Photon
post Jan 10 2010, 14:02
Post #45


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 349
Joined: 17-March 09
From: Tbilisi
Member No.: 3,860
მანქანა: Land Rover Discovery TDI300-2,5l BRIDGESTONE 32', 235/85R16 Extreme2008 & Orbeti2009 - is III adgilosani



ციტატა(avto sujashvili @ Jan 10 2010, 11:32) *

ზუსტად რავ4-ის ვერ ვნახე და მემგონი ეს დეტალებია წრეებით არის მოხაზული.


1: ეგ დეტალები ხმაურის (ჩანჩხარის საწინაამღდეგოთ არის)
2:უმაგისოდ სიარული შეიძლება, უბრალოდ ხმაური შეგაწუხებს,
3: არცერთ ხუნდებს კომპლექტში არ მოყვება, ცალკე უნდა იყიდო, ძვირიც არაა (10 ლარის ფარგლებში თეგეტაში, უბრალოდ ალბათ შეკვეთა დაგჭირდება)


--------------------
მთავარია როგორ აკეთებ... და არა რას აკეთებ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 10 2010, 14:08
Post #46


Unregistered









Photon
ჩემსას არა აქვს ეგ ცალკე კოდით
http://detali.ru/cat/oem_sz2.asp?catalog=S...SID=+4&PID=80++

IPB-ს სურათი
Go to the top of the page
+Quote Post
Photon
post Jan 10 2010, 14:16
Post #47


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 349
Joined: 17-March 09
From: Tbilisi
Member No.: 3,860
მანქანა: Land Rover Discovery TDI300-2,5l BRIDGESTONE 32', 235/85R16 Extreme2008 & Orbeti2009 - is III adgilosani



ციტატა(nika @ Sep 24 2008, 22:18) *

მოკლედ ჩემ მანქანაზე ეგ ისტორია ორივეჯერ მომივიდა მარა მაინც ტალახები ჯიპი და ა.შ. მაგას ვაბრალებდი ახლა კიდე დავრწმუნდი რო ეგრე არაა და ფაქტიურად ყველა მანქანას ეხება. მაშ ასე

დღეს მამაჩემმა მთხოვა დავხმარებოდი სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლაში BMW316 compact-ზე. ფაქტიურად 0-ზე იყო დასული. თითქოს ბანალური საქმე მაგრამ ეჭვი მკაინც მქონდა რომ ბოლომდე დამჯდარი ხუდნების პირობებში დგუში რომელიც ბოლომდე იქნებოდა ცილინდრიდან გამოსული დაისვრებოდა და მისი გაწმენდა გახდებოდა საჭირო.

პირველი სიურპრიზი აღმოჩნდა რომ ხუნდების გამოსაცვლელად ვარსკვლავისებრი ქანჩსაღები იყო საჭირო. ცხადია ეგეთი არაფერი მქონდა. გადავწყვიტე სუპორტი სულ მომეხსნა. აქაც სიურპრიზი. 15-იანი ბოლტი (დაილოცოს სუძუკი 10,12,14,17 ბოლტების მეტი არაფერია მგონი). 911 დავრეკე (შალვასთან) და მისი მეჯიქ კრებული წამოვიღე. აქ 15-იანიც იყო და ვარსკვლავისებრიც ნებისმიერი ზომის.

მოვხსენი მარცხენა მხარეს ხუდები და ... მტვერამრიდი (ე.წ. პილნიკი) დგუშიდან მომძვრალი იყო. მთელი დგუში კი ძაან ჭუჭყიანი. რა გამოსავალი იყო დგუში ამოვაგდეთ და გაწმენდა დავიწყეთ. მაგრამ ... აქვე გამოჩნდა რომ ზედაპირის დიდი ნაწილი რაც გარეთ იყო საშინლად დაიჟანგა. საბედნიეროდ შემორჩენილი მქონდა ჩემი ხიდის სფეროების პოლირების დროინდელი მრგვალი ზუმფარები. დავამაგრე "ბულგარელზე" და დავიწყე ზედაპირის გაწმენდა. ზოგან ჟანგი საკმაოდ ღრმად იყო შესული. საბოლოო დასკვნა იყო რომ თუ დგუში ცოტა ხანს მაინც იმუშავებს ეგეც არ იქნება ურიგო. ამას მოყვა ზედაპირის ხანგრძლივი დამუშავება ჯერ 1000-იანი მერე კი 2000-იანი ზუმფარით. საბოლოოდ როგორც აღვნიშნე მეტ-ნაკლებად რაღაცას დაემსგავსა. დავაყენეთ უკან. გამოვუშვთ სისტემიდან ჰაერი და თითქოს ჯერ მუშაობს. მარა ფაქტია რომ მანჟეტი მანდ დიდ ხანს ვერ გაუძლებს.

მეორე მხარეს იგივეს ველოდით უკვე შეშინებულები მაგრამ საბედნიეროდ აქ მტვერამრიდი არ იყო მომძვრალი. გახარებულმა ვიფიქრე სულ არაფერი არაა საჭირო. მარა მაინც ოდნავ ავხადე მტვერამრიდი და ... ჟანგები აქაც იყო ოდნავ. ამოვაგდეთ დგუში და საბედნიეროდ ეს ჟანგი დგუშის არ იყო. გარედან მიწებებული იყო და იოლად ავაძრეთ. დგუში გავწმინდეთ და უკან ჩავაყენეთ.
დასკვნა

სერიოზულად დაცვეთილი ხუნდების გამოცვლისას აუცილებლად (!) ამოაგდეთ დგუში და გაწმინდეთ. მანჟეტის გაერთ მყოფი ზედაპირი დიდი ალბათობით დასვრილი ან სულ უარესი, ჟანგიანი იქნება. შეგახსენებთ რო ჩემს შემთხვევაში როცა ხუნდები დგუშის ამოგდების გარეშე გამოვცვალე ნაგავი რომელიც დგუშს შიგნით შეყვა მუხრუჭების გაცხელების შემდეგ საერთოდ ჭედავდადგუშს და მანქანა მუდმივად დამუხრუჭებაზე გადადიოდა. საკმარისი იყო დგუში ამომეგდო და გამეწმინდა 2000-იანი ზუმფარით და შემდეგ პოლირება გამეკეთებინა რომ ეს პრობლემა მომენტალურად მოგვარდა.

ხელოსნების უმეტესობა ამას არ გააკეთებს. და ბანალურად შიგნით შეაგდებს დგუშს. შედეგად ან დგუში გაიჭედება ან მანჟეტს შეჭამს მალე. ყოველ შემთხვევაში მგონი 3 წელიწადში ერთხელ (ხუნდების 2 გამოცვლის შემდეგ) ამ პროცედურის ჩატარება ღირს. თან მთელი სამუხრუჭე სითხე გამოედინება სისტემიდან რაც ისედაც უნდა მოხდეს 3 წელიწადში ერთხელ.



ყველა ქარხანა ამ პროცედურის ჩატარების რეკომენდაციას (კატეგორიულად) იძლევა ხუნდების ყოველი გამოცვლისას, ბევრ ხუნდებს მოყვება ინსტრუქცია, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული მთელი ამ პროცედურის აუცილებლობა


ციტატა(nika @ Jan 10 2010, 14:08) *

Photon
ჩემსას არა აქვს ეგ ცალკე კოდით
http://detali.ru/cat/oem_sz2.asp?catalog=S...SID=+4&PID=80++

IPB-ს სურათი



მაშ 6 და 7 ნომერი რა არის? უბრალოდ 3-ს რომ შეუკვეთავ შესაძლებელია ეგ დეტალებიც მოყვებოდეს, ყოველ შემთხვევაში ტოიოტას ყველა მოდელზე მაგ დეტალების ცალკე შეკვეთა შესაძლებელია (მაგით არის ტოიოტა კარგი), შეიძლება სევე რათქმაუნდა მთელი კომპლექტის შეკვეთაც

და კიდევ შენშეგიძლია 1-იც შეუკვეთო და მაშინ სუპორტიან დგუშიან ხუნდიან და ყველაპრიანად ჩამოგივა


--------------------
მთავარია როგორ აკეთებ... და არა რას აკეთებ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 10 2010, 14:18
Post #48


Unregistered









არა მე 6 და 7 არ ვამბობ. მე ხუნდის უკან რო ფირფიტაა მაგაზე ვამბობ რომელიც არ მოყვებოდა რემსას ხუნდებს.

6 და 7 არ დამიკარგავს.

1 -ის ფასი სულ რაღაც $600-ია დუბაიში laugh.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Photon
post Jan 10 2010, 14:37
Post #49


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 349
Joined: 17-March 09
From: Tbilisi
Member No.: 3,860
მანქანა: Land Rover Discovery TDI300-2,5l BRIDGESTONE 32', 235/85R16 Extreme2008 & Orbeti2009 - is III adgilosani



ციტატა(nika @ Jan 10 2010, 14:17) *

არა მე 6 და 7 არ ვამბობ. მე ხუნდის უკან რო ფირფიტაა მაგაზე ვამბობ რომელიც არ მოყვებოდა რემსას ხუნდებს.

6 და 7 არ დამიკარგავს.


ეგ ფირფიტები ტოიოტას ორიგინალი ხუნდების დიდ ნაწილს არ მოყვება (პრადო, ჰაილუქსი, 100, ლენდ-კრუიზ-78,79, კოროლა ....) აი კამრის მაგალითად მოყვება

ციტატა(nika @ Jan 10 2010, 14:18) *

არა მე 6 და 7 არ ვამბობ. მე ხუნდის უკან რო ფირფიტაა მაგაზე ვამბობ რომელიც არ მოყვებოდა რემსას ხუნდებს.

6 და 7 არ დამიკარგავს.

1 -ის ფასი სულ რაღაც $600-ია დუბაიში laugh.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif muagar.gif
დაკარგვა არაა აუცილებელი ტოიოტაზე ხშირად ტყდება გადახურებისას, და შესაბამისად ამოღებისას



აი ესაა რავ4, და ამ შემთხვევაში ზამბარები და ეგ დეტალები ერთად მოდის კომპლექტში

ხუნდები და ხუნდეი უკანა ('გადახურების საწინააღმდეგო') ფირფიტები ცალკეა

პ.ს. ეს არის 1997-2000 რავ4; წინა ხუნდები, უკან ბარაბნებია

This post has been edited by Photon: Jan 10 2010, 14:26


Attached thumbnail(s)
Attached Image

--------------------
მთავარია როგორ აკეთებ... და არა რას აკეთებ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
avto sujashvili
post Jan 10 2010, 14:48
Post #50


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 1,589
Joined: 18-July 08
Member No.: 3,463
მანქანა: RRC



ხმაურით არ ხმაურობს, მანამდე ხმაურიბდა სანამ გამოვარდებოდა არ იჯდა ეტყობა კარგად რახრახებდა იამებზე, ეხა ჩუმათ არი. თუ ვნახე ეგ დეტალი ელიავაზე დავაყენებ.


--------------------

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Photon
post Jan 10 2010, 14:49
Post #51


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 349
Joined: 17-March 09
From: Tbilisi
Member No.: 3,860
მანქანა: Land Rover Discovery TDI300-2,5l BRIDGESTONE 32', 235/85R16 Extreme2008 & Orbeti2009 - is III adgilosani



არამგონია ელიავაზე იშოვო, თუმცა დაშლილებში ალბათ იშოვი


--------------------
მთავარია როგორ აკეთებ... და არა რას აკეთებ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
USU
post Jan 11 2010, 11:31
Post #52


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 8,917
Joined: 19-March 09
Member No.: 3,864
მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2



ხალხოჯან,

ვინაიდან გრანდის უკანა ბარაბანსკი კალოდკებს ვერ იშოვი თბილისში ვერსად, რჩება 1 შანსი - გა-დაკ-ვრაააა.

ორი ვარინატია - რესტარან მოსკოვთან ასახვევში, ახალი ბაზრობის კედელთან (ელ-სადგურის კედელთან), გადამკვრელი ტიპები, რომლებიც ითხოვენ 5 თუმანეცს და აკრავენ წებოთი! ზაკლიოვკის (მოქლონის biggrin.gif ) გარეშე. თან ამბობენ, რომ მაგარია წებო, ერთი წუთი არ იფიქრო რო შეიძლება სადმე გიმტყუნოსო, აბესალომის წებოაო biggrin.gif ცოტა ძვირია, მარა ზატო ზაკლივკასავით დისკს არ გაგიფუჭებსო.

მეორე ვარიანტი - ელიავას დაშლილების რიადში, ერთი ძველი გადამკვრელი კაცი, რომელიც აზაკლიოვკებს (ამოქლონებს), და შედარებით იეფიც ჯდება. მარა შანსია რო ზაკლიოვკამ დისკი გააფუჭოსო.

რას მირჩევთ, ღირს წებოთი გაკეთება? თუ ზაკლიოვკით ჯობია?


--------------------
It's a Jeep, you wouldn't understand...

Мужик не кактус, ему пить надо...
До рая доходят только те, кто не бросает своих друзей!
Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!!

სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 11 2010, 11:50
Post #53


Unregistered









USU
მე უკვე გირჩიე. ქავთარაძეზე ლეჩ კომბინატის ეზოში. აწებებენ კიდევაც და ამოქნოლებენ. თუმცა 100 ლარი დამიჯდა როგორც მახსოვს მარა ეგ იყო 2 წლის წინ და ახლაც მუშაობს ის ხუნდები. და კიდე 2 წელი იმუშავებენ ალბათ.
Go to the top of the page
+Quote Post
USU
post Jan 11 2010, 11:57
Post #54


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 8,917
Joined: 19-March 09
Member No.: 3,864
მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2



nika

ეგ გასაგებია, წავიკითხე შენი რჩევა და დიდი მალობა რჩევისთვის.

მე უბრალოდ მაინტერესებს - რამდენად საიმედოა მხოლოდ წებოთი დამაგრებული ხუნდები?


--------------------
It's a Jeep, you wouldn't understand...

Мужик не кактус, ему пить надо...
До рая доходят только те, кто не бросает своих друзей!
Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!!

სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 11 2010, 12:08
Post #55


Unregistered









USU
წების გააჩია. ორიგინალები წებოთია დამაგრებული.
Go to the top of the page
+Quote Post
VAZHAFJ70
post Jan 11 2010, 13:17
Post #56


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 3,374
Joined: 20-July 08
Member No.: 3,466
მანქანა: Mighty Short Cruiser TLC-70 ჯორო



nika

ლეჩკომბინატთან ვინ უნდა ვიკითხოთ

100 ლარი ყველაფერი ნაწილების ჩათვლით ხო???




--------------------
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
Почем опиум для народа!!?
"Не доходит через голову — дойдет через задницу"
- ცხოვრებამ თუ ზურგი მოგაქცია, ... აიღე და უკნიდან შეუდე!!!
https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Jan 11 2010, 13:20
Post #57


Unregistered









VAZHAFJ70
რავი. 2 წელი გავიდა. რო შედიხამ შორეულ მარცენა მხარეს წარწერა იყო და იქ მივედი.

100 ლარი მარტო გადაკვრა. ანუ ხუნდები მე მოვხსენი. მერე აჩიმ მინატანინა, გადამიკრეს და წამოვიღეთ.
Go to the top of the page
+Quote Post
Davidson
post Jan 11 2010, 15:11
Post #58


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 2,260
Joined: 19-August 08
Member No.: 3,490
მანქანა: X-terra - gone, Montero sport - gone, GX470 - gone, GX460...



დინამოსთან ვაკვრევინებ ხოლმე მე, სტადიონის უკან, მუშტაიდის და წერეთლის გამზირის დამაკავშირებელი ქუჩაა, კახა ქვია ხელოსანს, ბარაბნიანზე არ გამიკეთებია არასდრის, მაგრამ ვკითხე ერთხელ და წებოთი ვაკეთებო და პასუხს ვაგებო. ფასი არ მახსოვს ზისტად, მაგრამ 100 ლარი ნამდვილად არ უთქვამს, მგონი 35-40 ლარიო (მგონი).

დისკიან კალოდკებს აკეთებეს 25-30 ლარად, რამდენიმე წელია მანდ დავდივარ და ნარმალნა რა.

ხო, ფასი არის მხოლოდ გადაკვრის, ანუ შენივე გაცვეთილ კალოდკაზე გადააკრავს, თავის მოხსნა დაყენებით რა თქმა უნდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
USU
post Jan 11 2010, 16:10
Post #59


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 8,917
Joined: 19-March 09
Member No.: 3,864
მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2



5 თუმანი თავისი მოხსნა-დაყენებიანად მითხრეს


--------------------
It's a Jeep, you wouldn't understand...

Мужик не кактус, ему пить надо...
До рая доходят только те, кто не бросает своих друзей!
Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!!

სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Neo
post Jan 11 2010, 16:17
Post #60


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,266
Joined: 1-July 08
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 3,428
მანქანა: TLC Prado 150 2.7



USU
QUOTE
ორი ვარინატია - რესტარან მოსკოვთან ასახვევში, ახალი ბაზრობის კედელთან (ელ-სადგურის კედელთან), გადამკვრელი ტიპები, რომლებიც ითხოვენ 5 თუმანეცს და აკრავენ წებოთი! ზაკლიოვკის (მოქლონის ) გარეშე. თან ამბობენ, რომ მაგარია წებო, ერთი წუთი არ იფიქრო რო შეიძლება სადმე გიმტყუნოსო, აბესალომის წებოაო ცოტა ძვირია, მარა ზატო ზაკლივკასავით დისკს არ გაგიფუჭებსო.


მე მანდ გავაკეთებინე ჩემ ტრეკერზე და დღემდე შესანიშნავად მუშაობს, ჩემები 40 ლარი დაჯდა ყველაფრიანად.


--------------------
My way

Always a better way
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 Pages V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 06:59