IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> საბურავების ზომის გამოთვლა
post Apr 14 2007, 09:07
Post #1


Unregistered









საბურავის დიამეტრის გამოთვლის პირდაპირი ფორმულა. ვთქვათ გვაქვს შემდეგი ზომის საბურავი.

265/75 R16

265 არის საბურავის სიგანე მილიმეტრებში

75 არის საბურავის პროფილის ზომა პროცენტებში სიგანისგან. ანუ 265*0.75=198.75 მმ

R ნიშნავს რომ საბურავი არის რადიალური.

16 დისკის დიამეტრი (ვიმეორებ დიამეტრი, იმიტო რო ზოგს წინ R–ს რო ხედავენ, რადიუსი ჰგონია) დიუიმებში. 1 დიუიმი=25.4 მილიმეტრი.

საბურავის დიამეტრი დიუიმებში რომ გავიგოთ უნდა:

265*0.75/25.4*2+16 = 31.67

პირველი მოქმედებით ვიგებთ პროფილის ზომას მილიმეტრებში
მეორე მოქმედებით (25.4–ზე გაყოფით) გადაგვყავს პროფილის ზომა დიუიმებში
მესამე მოქმედებით ვაორმაგებთ პროფილს რადგან ის საბურავის დიამეტრში ორჯერ მონაზილეობს
და ბოლოს ვიმატებთ დისკის დიამეტრს რომელიც უკვე ისედაც დიუიმებში იყო მოცემული.
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Nov 5 2007, 14:43
Post #2


Unregistered









უაზრო კითხვები რომ არ დაიბადოს საბურავის ზომასთან დაკავშირებით ეს თემა ნახეთ ყველამ.

მეორენაირი არის მთლიანად დიუიმებში აღნიშვნა. მაგალითად

31X12.5X15

31 - საბურავის გარე დიამეტრი
12.5 - სიგანე
15 - დისკის ზომა (დიამეტრი)

მაგალითისთვის გადავიყვენოთ ერთიდან მეორეში

235/75/15 = 29X9.5X15
Go to the top of the page
+Quote Post
berketi
post Dec 18 2007, 23:07
Post #3


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 4,114
Joined: 1-June 07
From: Tbilisi, Georgia
Member No.: 212
მანქანა: MITSUBISHI PAJERO 3.0 S/SELECT, R/D lock, BFGoodrich M/T 33x10.5x16



ბიჭებო ვისაც გაინტერესებთ(ყველა მძღოლს ურჩევ გადაიწეროს) რა ზომისაა თქვენი საბურავი, ან გინდათ სხვა ზომის საბურავის დაყენება და არ იცით როგორი სხვაობა იქნება- გადაიწერეთ და დააყენეთ ეს პროგრამა.

შეკითხვები თუ გექნებათ არ მოგერიდოთ, დაგაკვალიანებთ. smile.gif

This post has been edited by berketi: Dec 18 2007, 23:16


Attached File(s)
Attached File  wheels.zip ( 1.54k ) Number of downloads: 972


--------------------
თუ კი გული მთებში გიხმობს, მეგობრები გელიან,
თუ კი მოგწონს, როცა ჯიპი სულ ტალახის ფერია, არ გაშინებს ცივი ღამე,
რადგან არყით თბებიან, ჩაალაგე დიდი ჩანთა ოფროუდი შენია!

სადაც ბევრი ტალახია ოფროუდი მაგარია!
წვიმა, თოვლი, მზე და ქარი ოფროუდზე მივიჩქარი!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika
post Feb 23 2009, 16:10
Post #4


Unregistered









http://www.rims-n-tires.com/rt_specs.jsp

აი აქ საკმაოს ლამაზად შეიძლება შეადაროთ ძველი და ახალი საბურავის ზომები თავისი დისკებიანად.
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 08:35