Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

Off-Roaders Club Georgia _ სასარგებლო რჩევები _ საბურავების ზომის გამოთვლა

Posted by: Apr 14 2007, 09:07

საბურავის დიამეტრის გამოთვლის პირდაპირი ფორმულა. ვთქვათ გვაქვს შემდეგი ზომის საბურავი.

265/75 R16

265 არის საბურავის სიგანე მილიმეტრებში

75 არის საბურავის პროფილის ზომა პროცენტებში სიგანისგან. ანუ 265*0.75=198.75 მმ

R ნიშნავს რომ საბურავი არის რადიალური.

16 დისკის დიამეტრი (ვიმეორებ დიამეტრი, იმიტო რო ზოგს წინ R–ს რო ხედავენ, რადიუსი ჰგონია) დიუიმებში. 1 დიუიმი=25.4 მილიმეტრი.

საბურავის დიამეტრი დიუიმებში რომ გავიგოთ უნდა:

265*0.75/25.4*2+16 = 31.67

პირველი მოქმედებით ვიგებთ პროფილის ზომას მილიმეტრებში
მეორე მოქმედებით (25.4–ზე გაყოფით) გადაგვყავს პროფილის ზომა დიუიმებში
მესამე მოქმედებით ვაორმაგებთ პროფილს რადგან ის საბურავის დიამეტრში ორჯერ მონაზილეობს
და ბოლოს ვიმატებთ დისკის დიამეტრს რომელიც უკვე ისედაც დიუიმებში იყო მოცემული.

Posted by: nika Nov 5 2007, 14:43

უაზრო კითხვები რომ არ დაიბადოს საბურავის ზომასთან დაკავშირებით ეს თემა ნახეთ ყველამ.

მეორენაირი არის მთლიანად დიუიმებში აღნიშვნა. მაგალითად

31X12.5X15

31 - საბურავის გარე დიამეტრი
12.5 - სიგანე
15 - დისკის ზომა (დიამეტრი)

მაგალითისთვის გადავიყვენოთ ერთიდან მეორეში

235/75/15 = 29X9.5X15

Posted by: berketi Dec 18 2007, 23:07

ბიჭებო ვისაც გაინტერესებთ(ყველა მძღოლს ურჩევ გადაიწეროს) რა ზომისაა თქვენი საბურავი, ან გინდათ სხვა ზომის საბურავის დაყენება და არ იცით როგორი სხვაობა იქნება- გადაიწერეთ და დააყენეთ ეს პროგრამა.

შეკითხვები თუ გექნებათ არ მოგერიდოთ, დაგაკვალიანებთ. smile.gif


Attached File(s)
Attached File  wheels.zip ( 1.54k ) Number of downloads: 972

Posted by: nika Feb 23 2009, 16:10

http://www.rims-n-tires.com/rt_specs.jsp

აი აქ საკმაოს ლამაზად შეიძლება შეადაროთ ძველი და ახალი საბურავის ზომები თავისი დისკებიანად.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)