IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ძრავის შეკეთება, რამდენიმე რჩევა
nika
post Apr 6 2009, 17:23
Post #1


Unregistered









მაშ ასე გვაქვს ეჭვები რომ ძრავი არის გასარემონტებელი. ძირიტადად ძრავის რემონტში გამოიყოფა ორი ნაწილი

1) ცილინდრ/დგუშის პრობლემები
2) მუხლა ლილვის (aka კალენვალის) პრობლემები
ანუ ძრავი საჭიროებს ე.წ. კაპიტალკას
(ამ სტატიაში განვიხილავთ გალოვკის პრობლემებს რომელიც არ მოითხოვს მანქანიდან ძრავის ამოღებას და ა.შ. თავაკის პრობლემები ცალკე სტატიაში იქნება განხილული)

აქვე იგულისხმება რომ გვაქვს ამ მოდელის ძრავის ინსტრუქცია. (ინტერნეტში არა მგონია ამის მოძებნის პრობლემა იყოს)

1) პირველ რიგში უნდა გაიზომოს კომპრესია. თუ კომპრესია ნორმაზე დაბალია მაშინ ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს. ან სარქველები არ იხურება წესიერად ან დგუშის კომპრესიული რგოლებია დამჯდარი. (არ განვიხილავთ გალოვკის პრაკლადკის დაწვის ან გაბზარვის შემთხვევებს)
იმისათვის რომ გავიგოთ ზუსტი მიზეზი ძრავში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი (ასე 20 მილილიტრი). გავზომოთ კომპრესია ხელახლა. თუ ის გაიზარდა მაშინ მიზეზი რგოლებში ყოფილა. თუ არა და სარქველებში. სარქველების ამბავს არ განვიხილავთ. ესეიგი განვიხილოთ რგოლების პრობლემა

პირველი ეტაპია ძრავის თავაკის(ების) მოხსნა. ამის შემდეგ უფრო ზუსტად შეიძლება დიაგნოზის დასმა. ჯერ ვიზუალური დათვალიერება. თუ რომელიმე ცილინდრის კედელზე რაიმე სერიოზული დაზიანებები ჩანს მაშინ გაგრძელებას აზრი არა აქვს. პლოკი გადასაჩარხია.
შემდეგ ვზომავთ ცილინდრის ოვალურობას ასევე დგუშსა და ცილინდრს შორის ღრეჩოს. თუ რომელიმე დასაშვებზე მეტია - ბლოკი გადასაჩარხი იქნება. არ შეიძლება ბლოკში ღრეჩოს შემცირების მიზნით იგივე ზომის ახალი დგუშების ჩაყენება. ქარხანაზე დგუშები ინდივიდუალურად შეირჩევა ყველა ცილინდრისთვის. ხოლო გაჩარხვისას ძრავი დგუშის ზუსტი ზომის მიხედვით იჩარხება. ასე რომ ფაქტიურად გამორიცხულია იგივე ზომის დგიშები იშოვოთ ისე რომ ღრეჩოები შემცირდეს.

თუ დგუში და ცილინდრი წესრიგშია გამოდის რომ იოლად გადავრჩით და საქმე მხოლოდ რგოლების გამოცვლით შემოიფარგლება. გარდა ამისა ბევრ მანქანაზე შესაძლებელია დგუშების ამოღება ისე რომ ძრავი არ მოიხსნას. იხსნება კარტერი და ქვევიდან მოისხნება შატუნის ბოლტები. შემდეგ დგუშები ზევით ამოვა. ახალი რგოლების დაყენებამდე არ დაგავიწყდეთ იცინი ცილინდრებს მოაზომოთ. რგოლი იდება ცილინდრში და იზომება ღრეჩო მის გადახსნის ადგილას. ის არ უნდა იყოს არც მეტი და არც ნაკლები ვიდრე ინსტრუქციაშია მოცემული. თუ ის მეტია მაშინ კომპრესიას ვერ მივიღებთ. ხოლო თუ ნაკლებია ძრავის გახურებისას და გაფართოებისას ის ბოლომდე შეიკვრება და ცილინდრის ზედმეტ ცვეთას გამოიწვევს. ასევე უნდა შემოწმდეს ზეთის მომხსნელი რგოლი(ები).

აწყობილ ძრავზე ისევე უნდა მოხდეს აბკატკა რომ ახალი რგოლები "დაჯდეს" დაახლოებით 500-1000 კმ გავლის შედმეგ უკვე შეიძლება კომპრესიის პირველი გაზომვების ჩატარება. წესით ყველაფერი ისევ ნორმაზე უნდა დამდგარიყო.

ახლა დავუშვათ და არ გაგვიმართლა. დგუშსა და ცილინდრს შორის ღრეჩო დასაშვებზე მეტია. აქ უკვე ძრავის უფრო სერიოზული შეკეტება იქნება საჭირო. როგორც წესი საკმარისი იქნება ძრავი გაიჩარხოს პირველ სარემონტო ზომაზე 0.25 და ჩადგეს შესაბამისი დგუშები და რგოლები. ცხადია ეს პროცედურა უკვე მოითხოვს ძრავის სრულ დაშლას ანუ მუხლა ლილვის მოხსნასაც. შესაბამისად გაკონტროლდება მუხლა ლულვისა და შატუნების ე.წ. ვკლადიშების ცვეთაც. ასევე თვითონ მუხლა ლილვის ცვეთაც. თუ მას ოვალურობა დასაშვებზე მეტი აქვს ლილვიც უნდა გადაიჩარხოს. როგორც წესი ცილინდრების გაჩარხვის საჭიროების შემთხვევაში მუხლა ლილვიც გასაჩარხი ხდება პირველ სარემონტო ზომაზე.

აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ზეთის ტუმბო. მის მიერ მაღალი წნევის შექმნა ხომ ძრავის ხაგრძლივი მუშაობის საქწინდარია. როგორც წესი ბევრი არ აქცევს მას ყურადღებას. არა და ტუმბოს მიერ "წითელი ნათურის" ჩაქრობა სულაც არაა იმის ნიშანი რომ ის სრულიად გამართულია. ეს ნათურა მხოლოდ რაიმე სერიოზულ ავარიაზე მიგვანიშნებს. ზუსტი გაზომვა კი მანომეტრით უნდა განხორციელდეს.
თუმცა დაშლილ ძრავზე თუ რაიმე ეჭვები გვაქვს ტუმბო ან უნდა "დაშლიფოვკდეს" ან გამოიცვალოს.

გაგრძელება იქნება ...
Go to the top of the page
+Quote Post
shalva-zimin
post Apr 6 2009, 18:01
Post #2


Super Member
*****

Group: Club Member
Posts: 7,682
Joined: 30-October 06
Member No.: 46
მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m



ციტატა
ხოლო თუ ნაკლებია ძრავის გახურებისას და გაფართოებისას ის ბოლომდე შეიკვრება და ცილინდრის ზედმეტ ცვეთას გამოიწვევს.
და რაც მთავარია რგილი , გ ა ტ ყ დ ე ბ ა !
ნიკოლოზ, biggrin.gif რა საქმეს მოკიდე ხელი, ყოჩაღ! bravo.gif


--------------------
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად.
ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას!
http://photo.qip.ru/users/shalva-1/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 12:34