მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ფარების გადაკეთება |
მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ფარების გადაკეთება |
nika |
Feb 23 2010, 11:29
Post
#1
|
Unregistered |
ამ ბოლო დროს ჩვენთან იმრავლა მარჯვენა საჭიანმა ავტომობილებმა. თუმცა შეიძლება ბევრმა არც იცის რომ ასეთი ავტომობილის ფარები არაა გათვლილი მარჯვენა მხარეს მოძრაობისთვის. მარცხენა ფარა ანათებს უფრო ზევით და წინ, შედეგად ის აბრმავებს შემხვედრი ავტომობილის მძღოლს (ახლო განათებაზეც კი). ამავე დროს მარჯვენა არ ანათებს საკმარისად მარჯვნივ გზის პირს.
ბევრ ქვეყანაში ასეთი ფარებით ტექ. დათვალირებას ვერ გაივლით. გამოსავალი რამდენიმეა თუ თქვენს ავტომოვილზე აყენია ე.წ. ხრუსტალის ფარები (aka "ლამბა ფარები"). მაშინ ყველაზე იოლია მათი გამოცვლა ევროპული მოდელის ფარებზე. შესაძლებელია ამ ფარების გადაკეთებაც. საქმე იმაშია რომ ასეთ ფარებში სინათლის სხივების განაწილება რეგულირდება სპეციალური ნიღაბის მეშვეობით. მისი დამზადება შესაძლებელია ალუმინისგან. ყველაზე ძნელია თვითონ ფარის დაშლა (შუშა უნდა მოიხსნას). ამისათვის ის უნდა გაცხელდეს. შუშის მოსხნის შემდეგ ნიღაბი (მასკა) ისე უნდა გადაკეთდეს რომ ახლო შუქის ჩართვისას ცენტრიდან მარცხნივ სწორხაზოვანი იყოს, ხოლო მარჯვნიც 15 გრადუსით ზევით ადიოდეს. |
diff lock |
Feb 23 2010, 11:34
Post
#2
|
Super Member Group: Moderator Posts: 3,597 Joined: 21-January 07 From: მიშენებული ლოჯიდან Member No.: 133 მანქანა: ჯიპებში ვექტრა ანუ MMC Pajero II |
ვაა, მეც არა ვთქვი პატიოსნად ბლიჟნით რომ დავდივარ, რატომაა რომ ვსტრეჩნები მაინც მიპაჭუნებენ ფარებს (მაგინებენ კიდეც?), ჩააქრეო. არადა მე მაგას ჩემი ოპტიკის გენიალურობას და ბერძნულ მაღაზიაში ნაყიდი ნათურების განუმეორებლობას ვაბრალებდი.
-------------------- მოდერითა მოდერისა დამთრგუნველი.
|
nika |
Feb 23 2010, 11:59
Post
#3
|
Unregistered |
თუ თქვენ მანქანაზე ჩვეულებრივი ფარები აყენია, მაშინ გვაქვს რამდენიმე საშუალება
1) ისევ იგივე რაც ზევით, ანუ ევროპული ფარების შეძენა. 2) მეორე მეთოდი იმაში მდგომარეობს რომ შავი იზოლენთით დავაბნელოთ ფარის ის ნაწილი რომელიც აბრმავებს შემხვედრ მძღოლებს. ვარიანტი 1 ვარიანტი 2 ნუ ეს მეთოდი ცხადია დროებითია ანუ ვთქვათ ტექ დათვალიერების გავლისთვის თუ გამოიყენებთ ან თუ ჩხირკედელაობა გეზარებათ. 3) ყველაზე პრაქტიკული მეთოდი საუბარია H4 ტიპის ნათურაზე. ასეთი ნათურა ფარაში დატრიალებულია 15 გრადუსით და მას შიგნითვე აქვს დამონტაჟებული ნიღაბი. იაპონურ მანქანებზე ის უკუღმაა დატრიალებული ნათურა ფარაში სპეციალური 3 ულვაშის მეშვეობითაა დაფიქსირებული. ამ ფოტოზე ის საათის ისრის მიმართულებითაა დატრიალებული 15 გრადუსით. "ულვაშების" მოჭრის შემთხვევაში საშუალება გვაქვს ნათურა ნებისმიერი სასურველი კუთხით დავატრიალოთ. ამ ფოტოზე ის 15 გრადუსითაა დარტიალებული ოღონდ საათის ისრის საწინააღმდეგოდ - "ევროპულად" თუმცა ეს გამოსავალის ზოგჯერ არ გამოდგება. არის ფარები სადაც ნათურა ფარაში ჩავარდნისკან სწორედ ამ "ულვაშებითაა" დაფიქსირებული. აქაც რამდენიმე გამოსავალია. პირველია თვითონ ფარაში ახალი ჩაღრმავებები გაკეთდეს საჭირო ადგილებში. ეს მეთოდი ყველაზე რთულია და შრომატევადი. სამაგიეროდ შემდეგ ახალი ნათურების დაყენებისას არანაირი გადაკეტებები საჭირო აღარ იქნება მეორე მეთოდია რომ ნათურაზე მოჭრილი ულვაშების ნაცვლად მივადუღოთ ახალი ულვაშები საჭირო ადგილებში და მესამე მეთოდი რომელიც მდგომარეობს სპეციალური საყრდენის გაკეთებაში. ის ყველაზე მარტივია საჭირო მასალა. რაიმე ფოლადის თხელი ნაჭერი ზომით 6X6 სმ. ორრუბლიანი მონეტა (ალბათ ლარიანი ან 50 თეთრიანი გამოდგება , აქ მთავარია რომ ხვრელში ნათურის ცოკოლი გაეტიოს და ამავე დროს ძაან დიდი დიამეტრისაც არ იყოს). საჭრელი მაკრატელი, ბრტყელტუჩა, მარკერი. პირველ ეტაპზე ფოლადის ნაჭრის ცენტრში ამოვჭრათ მრგვალი ნახვრეტი (მონეტის ზომის) შემდეგ დავხატოთ კონტური. დააკვირდით რომ 2-2 "ულვაში" გვაქვს. ამოვჭრათ ფორმა დამატებითი სამუ ილვაშით ჩვენი ფირფიტა ემაგრება ნათურას. ამავე დროს შუა ნახვრეტის ფორმა შევცვალოთ ისე როგორც ფოტოზე ჩანს. ეს იმისთვისაა საჭირო რომ ნათურის სამაგრი ზამბარა აწვებოდეს ნათურას და არა ჩვენ ფირფიტას მოვაჭრათ ნათურას თავისი ულვაშები, დავატრიალოთ ჩვენი ფირფიტა ისე რომ საჭირო კუტხე ჰქონდეს. წინხედი მზა ნათურაზე ეს კი უკვე ფარაში ჩამაგრებული ნათურა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას. სტატია მომზადებულია http://tоyоtа.mnс.ru/ საიტის მასალებზე დაყრდნობით |
edison |
Jan 25 2011, 21:34
Post
#4
|
Super Member Group: Registered Posts: 1,868 Joined: 29-April 08 Member No.: 1,910 მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20 |
ციტატა ამ ფოტოზე ის 15 გრადუსითაა დარტიალებული ოღონდ საათის ისრის საწინააღმდეგოდ - "ევროპულად" თუმცა ეს გამოსავალის ზოგჯერ არ გამოდგება. არის ფარები სადაც ნათურა ფარაში ჩავარდნისკან სწორედ ამ "ულვაშებითაა" დაფიქსირებული. აქაც რამდენიმე გამოსავალია. არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომელიც დღეს გავსინჯე, და შედეგით კმაყოფილი ვარ. მსხვილი ულვაშის ცენტრიდზე ვსვამთ ნიშნულს და მისგან მარჯვნივ 30 გრადუსით ლამპის ცოკოლზე მეორე ნიშნულს (წეთელი ფლომასტერის ხაზები). ასევე ვნიშნავთ სიმაღლეს, თუ სად იყო სამაგრი სიბრტყე ცოკოლზე (შავი ფლომასტერი). შემდეგ თუ არ ვცდები 32 მილიმეტრიანი პლასტმაის მილით ვაწვებით ულვაშებიან სიბრტყეს და ამოვპრესავთ ცოკოლს (საყრდენად ვიყენებთ არა ცოკოლის 3 კონტაქტს, არამედ მათ შორის ვათავსებთ რამე საგანს, რომ ძალა ცოკოლის ძირზე მოვიდეს, და არა კონტაქტებზე) შემდეგ იმავე პლასტმნასის მილის და მოხერხებული თითების საშუალებით, ისე რომ ნათურის შუშას არ შევეხოთ უკან ვპრესავთ ცოკოლს ულვაშებიან სამაგრში. (მილი, რომელითაც ეს მოხერხდა უკანა ფონზე ჩანს). ეს კი შედეგი : სტანდარტული განათება შეცვლილია მარჯვენა ნათურა შეცვლილია ორივე ნათურა -------------------- TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)
Так выпьем же за кибернетиков! :D |
shalva-zimin |
Jan 25 2011, 21:53
Post
#5
|
Super Member Group: Club Member Posts: 7,682 Joined: 30-October 06 Member No.: 46 მანქანა: gaz-67b, land-rover series 2,motorcycle K-750m |
ედისონიი!ედისონიი!
-------------------- გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.
გინდა გააკეთო თვითონ, გააკეთე კარგად. ჩვენ ყველა ადგილს დავარქმევთ გზას! http://photo.qip.ru/users/shalva-1/ |
nikdeff |
Jan 25 2011, 21:56
Post
#6
|
Super Member Group: Moderator Posts: 7,395 Joined: 4-November 07 Member No.: 458 მანქანა: Airbus A-320 |
იცის ამ კაცმა ნათურებთან ურთიერთობა
-------------------- Auto racing is boring except when a car is going at least 172 miles per hour upside down
SUZUKI - WAY OF ruining your LIFE since 1909 Там где пехота не пройдет и бронепоезд не промчится , Ведровер лихо проползет и ничего с ним не случится! |
GIRA |
Jan 25 2011, 22:28
Post
#7
|
Super Member Group: Registered Posts: 17,389 Joined: 5-September 07 From: GEORGIA TBILISI Member No.: 348 მანქანა: TOYOTA FRANKENSTEIN |
edisson
მე შენი ფანი ვარ -------------------- კავკასიელი!
გამოუსწორებელი ბრენდისტი |
Geooffroader |
Jan 25 2011, 22:30
Post
#8
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
ედისოონნნნნნნნნნნნნ
-------------------- come back Nick
|
edison |
Jan 25 2011, 23:10
Post
#9
|
Super Member Group: Registered Posts: 1,868 Joined: 29-April 08 Member No.: 1,910 მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20 |
-------------------- TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)
Так выпьем же за кибернетиков! :D |
vada |
Jan 26 2011, 00:01
Post
#10
|
Advanced Member Group: Registered Posts: 154 Joined: 27-June 09 Member No.: 4,062 მანქანა: TOYOTA L/C LJ78 - KZ71 |
საღოლ, ძალიან მაგარ !!!
|
nika |
Jan 26 2011, 01:32
Post
#11
|
Unregistered |
მაგარია. თუმცა ყველა ნათურაზე ამ ბოლო ვარიანტს მგონი ვერ გააკეთებ მარა თუ გამოდის მაშინ ეგაა ყველაზე კარგი გამოსავალი.
|
jado |
Jan 26 2011, 02:02
Post
#12
|
Super Member Group: Registered Posts: 4,707 Joined: 26-October 08 From: cxneti Member No.: 3,549 მანქანა: jeep wrangler TJ 4.0i RD LOCK. M/T 35 |
edisson
ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიკა მაინც სხვანაირად შლის. ასეთი მეთოდით უბრალოდ სუსტდება ნათება. -------------------- OFF–ROADERS - მოხეტიალე რაინდები
გავივლით სადაც არავის გაუვლია |
edison |
Jan 26 2011, 02:25
Post
#13
|
Super Member Group: Registered Posts: 1,868 Joined: 29-April 08 Member No.: 1,910 მანქანა: TOYOTA hilux surf SSRX 3.0 1KZ-TE yokohama geolandar M/T 265/75R16 TOYOTA PRIUS 20 |
edisson ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიკა მაინც სხვანაირად შლის. ასეთი მეთოდით უბრალოდ სუსტდება ნათება. ხო რატკმაუნდა, ლინზის ნახატია სხვადასხვანაირი მარჯვენა-მარცხენა რულიანზე. უბრალოდ ასე თვალებში აღარ უნდა ურტყამდეს შემხვედრს. -------------------- TOYOTA - გადმოვჯექიიიიიი :)
Так выпьем же за кибернетиков! :D |
nika |
Jan 26 2011, 11:01
Post
#14
|
Unregistered |
jado
ძველებზე ერთნაირია ოპტიკა. ახლებზე არ ვიცი. |
Geooffroader |
Jan 26 2011, 12:42
Post
#15
|
Super Member Group: Club Member Posts: 10,230 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp |
ძველი ნათურები მიყრია და უნდა ვცადო ჯერ იმეებზე დაშლა აწყობა და მერე რაც აყენია მანქანაზე იმეებს ვივცხებ
-------------------- come back Nick
|
nika |
Mar 10 2012, 18:28
Post
#16
|
Unregistered |
დღეს ვაპირებ ჩავიდინო ეს საქმე ჩემ ოთხფეხას ნათურებზე. შედეგს მოგახსენებთ.
|
nika |
Mar 10 2012, 20:52
Post
#17
|
Unregistered |
პაჯერო 2-ზე ყველაფერი მარტივად ყოფილა. თვითონ ფარებში ის ნაწილი რომელშიც ნათურა ჯდება არაა ფარასთან ერთიანი, ცალკეა და უბრალოდ ჩამაგრებულია. საკმაოდ ადვილად შეიძლება მისი ამოღება და დატრიალება სასურველი კუთხით
|
rezident |
Mar 10 2012, 22:14
Post
#18
|
Super Member Group: Club Member Posts: 9,287 Joined: 6-October 09 Member No.: 4,214 მანქანა: MAGDU |
nika
შენთან მრგვალი ფარებია? -------------------- www.ipcenter.ge
|
USU |
Mar 10 2012, 22:25
Post
#19
|
Super Member Group: Club Member Posts: 8,917 Joined: 19-March 09 Member No.: 3,864 მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2 |
და პირდაპირ რო შეცვალოთ მართალი ფარებით, ვერა?
-------------------- It's a Jeep, you wouldn't understand...
Мужик не кактус, ему пить надо... До рая доходят только те, кто не бросает своих друзей! Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!! სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი |
nika |
Mar 10 2012, 22:29
Post
#20
|
Unregistered |
rezident
ციტატა შენთან მრგვალი ფარებია? კი USU ციტატა და პირდაპირ რო შეცვალოთ მართალი ფარებით, ვერა? და რატო ვიხადო მაგაში ფული? როცა ჩემი ფარები 5 წუთში გადაკეთდება მარცხენასაჭიანისნაირებად? სრულიად უფასოდ |
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 16:04 |