IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქვათახევი–ლავრისხევი 03.02.2008, "ჯიპტური"
nika
post Feb 4 2008, 13:51
Post #21


Unregistered









ეს გასვლა კაი ხანი იგეგმებოდა. მარა ბოლოს ბევრი მანქანა ამოვარდა სიიდან თანაც გასვლის წინა საღამოს. ამ დროს კიდე კარავზე უკვე სია გაბერილი იყო ამ მანქანების გათვალისწინებით. ასე რომ მე ასეთი რამეების ორგანიზებაზე აწი უარს ვამბობ ჩვენი ეგიდით. უბრალოდ შემეცოდა ის ორი ადამიანი ვინც ჩემ მანქანაში უკან იჯდა ერთ სკამზე. ეს ლირიული შესავალი. ახლა კიდევ მონაყოლი.

შევიკრიბეთ სპორტის სასახლესთან. მალევე ჩავიჭეჭყეთ მანქანებში და წავედით საყიდლებზე. შეხვედრის მეორე ადგილი იყო მცხეთის მოედანი. აქედან გავედით წინარეხისკენ. გზა ნელ–ნელა იყინებოდა და ითოვლებოდა და აი უკვე წინარეხი სულ დათოვლილი დაგვხვდა. მარა გზა საბოლოოდ ქვათახევამდე გაკვალული აღმოჩნდა. იქვე ეკლესიის ეზოში აღმოვაჩინეთ უაზიკი დაუჭრელ პილიგრიმებზე. მთელ ამ გზაზე საკმაოდ მცირე დრო დავხარჯეთ. ჯერ პირველი საათიც არ იყო. ცხადია ლავრისხევში წასვლაზე უარს ვერ ვიტყოდით. მღვდელებისგან გავარკვიეთ რომ მოკლე გზა ლავრაში არ არსებობდა (ბილიკებიაო და ა.შ.) გადავწყვიტეთ რომ მაგ ადგილების დაზვერვას მომავალში (თოვლის დნობის შემდეგ) ვიზავდით, ახლა კი ჩვეულებრივი სამანქანე გზით მოსვლა ვამჯობინეთ. თელათგორის გადასახვევთან გავჩერდით რომ ზურას (ვეშაპი) მეგობარს დავლოდებოდით. იქვე აღმოვაჩინეთ ერთი ბორცვაკი და მაგაზე ასვლით გავერთეთ.
შემდეგ წავედით ლავრისკენ. აქ თოვლი გაცილებით დიდი იყო და თან გზაც გაუკვალავი დაგვხვდა. გავუშვით წინ ლევანი რომელიც ჯაჭვებიანი იყო. ადგილობრივებმა "დახრამული გზები"–თ დაგვაშინეს xaxaxa.gif
ლევანის უკან მე გავყევი. საკმაოდ უჭირდა მანქანას სიარული. გზა გაკვალული კი იყო მარა სხვა სიგანის კალეისთვის და თანაც ლევანის უკანა საბურავებიდან ამოყრილი თოვლით იყო ეს კალეები გავსებული. ბოლო აღმაღთზე ვერ ავედი და თან ძრავის ტემპერატურაც ზღვრულ ნიშნულამდე მივიდა. ჩამოვგორდი და გავაჩერე მანქანა, თან ძრავს ვაგრილებდი. მეორე ცდით უფრომაღლა ავედი მარა ბოლოს კალეას ავცდი და მომიწია კიდევ დაგორება. მესამე ცდა უკვე წარმატებული აღმოჩნდა.
მერე კაი ხანი ველოდე სანამ აჩი ამოვიდა. ცოტა ხანში ნივა და სხვა მანქანებიც ამოვიდნენ. მაგრა კი გამიკვირდა მარა უკან რო ჩავდიოდი უკვე ავტობანის დონეზე გაკვალული გზა დამხვდა.

თვითონ ლავრა ისევ ისეთი ლამაზი იყო როგორც 2 წლის წინ შემოდგომაზე ნახვისას. ბოლოს ზურას კიდევ ერთი მეგობარი ამოვიდა უკვე 4 რანერით. ლავრაში სასტავმა გეოკეშიც იპოვა. მოკლედ აქ გაცილებით უფრო გავერთეთ ვიდრე ქვათახევში. უკანა გზაზე რამდენიმე იაღლიშიც მოხდა. ჯერ იყო და მყინვარის ნახვით გავერთე და ნამქერში შევვარდი. გამოუცდელი პასაჟირები მაგრა ნერვიულობდნენ მარა მე კი ვხედავდი რო მარკაჩკით ნელ-ნელა წინ მივიწევდი. ბოლოს გზაზე გავაღწიე. გავაგრძელე გზა და მალე შევნიშნე რომ მარტო 3 მანქანა მომყვებოდა. თურმე იმავე ადგილას ლევანიც გაჭედილა ხოლო 4 რანერს უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონია. ლევანი მალევე ამოიყვნეს და წავიდა 4 რანერის დასახმარებლად. ჩვენ ისევ ქვევით ველოდებოდით. მერე გაირკვა რომ მანქანას საურავები 1.0-ზე დაუშვეს და დაშვებისას ერთი ცალი ბორტიდან მომძვრალა. ხოლო მეორე კიდე ზალატნიკიდან უშვებდა. აჩის აღმოაჩნდა დასაჭერი და ავუტანე ზევით. ამის შემდეგ უკვე თავგადასავლების არეშე ჩავედით მცხეთაში სადაც ისევ რესტორანით დამთავრდა ყველაფერი.

ფოტოვიდეოტოპომასალები მოგვიანებით იქნება.
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   ქვათახევი–ლავრისხევი 03.02.2008   Feb 4 2008, 13:51
Archil   დიდი მადლობა ორგან...   Feb 4 2008, 14:09
Levani   საინტერესო გასვლა ...   Feb 4 2008, 15:04
nika   Levani განსაკუთრებით ...   Feb 4 2008, 15:06
Hushta   ფოტოაპარატები სახ...   Feb 4 2008, 15:07
gio_86   სურათები სადა სურა...   Feb 4 2008, 15:09
Levani   მე სურათებს და ვიდ...   Feb 4 2008, 15:19
veshapi   ქვაბთახევში მართლ...   Feb 4 2008, 15:20
Levani   ისე საინტერესო გა...   Feb 4 2008, 15:23
veshapi   მეც არ მეგონა ამხე...   Feb 4 2008, 15:27
Stalker   არ მეგონა თუ ასეთი...   Feb 4 2008, 15:38
baqari   ციტატა: "იქვე ეკლ...   Feb 4 2008, 15:49
nika   baqari ისე ერთი მღვდელ...   Feb 4 2008, 16:00
nik_deff90   ეგ უაზი სულ მანდ დგ...   Feb 4 2008, 16:04
faran   ეხ როგორ არ მყავს მ...   Feb 4 2008, 16:38
nik_deff90   ქვათახევში თუ გინდ...   Feb 4 2008, 18:08
nika   nik_deff90 მეეჭვება ახლა ...   Feb 4 2008, 18:28
nik_deff90   ხო რავიცი სოფლელებ...   Feb 4 2008, 18:40
nika   nik_deff90 დადიან თუ ამბო...   Feb 4 2008, 18:43
nik_deff90   არა დადიან :P სოფლელ...   Feb 4 2008, 18:46
Archil   ერთ ორ სურათს დავდ...   Feb 4 2008, 19:32
Archil   გაუკვალავი "დახრ...   Feb 4 2008, 19:55
TETE   საღოლ კაი ბიჭები ხ...   Feb 4 2008, 19:55
gio_86   ტეტე 10 მდე ხო უეჭვე...   Feb 4 2008, 20:05
nika   nik_deff90 რა ჩასავარდნი?...   Feb 4 2008, 20:31
Archil   ვინ იყვნენ, სახელე...   Feb 4 2008, 20:32
nika   TETE ჩვენები ვიყავით ...   Feb 4 2008, 20:33
nika   მაო-მარიამი http://vardzelashv...   Feb 4 2008, 21:08
Hushta   აუ მაო კაი ვინმე ჩა...   Feb 4 2008, 22:07
nik_deff90   სულ ეს იყო? ;) ნიკა იმ...   Feb 4 2008, 22:11
nika   nik_deff90 ლოლ. ეგ ლავრისხ...   Feb 4 2008, 22:16
nik_deff90   ლავრისხევში ნამყო...   Feb 4 2008, 22:45
nika   ლავრა http://vardzelashvili.com/imghost/...   Feb 4 2008, 22:48
Cherokaa   ლავრა [url=http://img295.imageshack.us/...   Mar 31 2010, 10:20
nik_deff90   ბოლო სურათი მაგარი...   Feb 4 2008, 22:54
nika   nik_deff90 ზუკი კი არა სუზ...   Feb 4 2008, 22:57
nik_deff90   სუზი რო მეთქვა ეგე...   Feb 4 2008, 23:00
shapokliak   გაიხარეთ!   Feb 5 2008, 00:33
zurabau   ჰე ჰე, კარგი ადგილე...   Feb 5 2008, 08:53
veshapi   RE: ქვათახევი–ლავრისხევი 03.02.2008   Feb 5 2008, 13:08
nika   კარავზე ამოვკრიფე ...   Feb 5 2008, 16:01
Levani   ჩემი სურათები 1024X768 ა...   Feb 5 2008, 17:16
Levani   ვიდეო 1 http://www.link.ge/file/224083/q...   Feb 5 2008, 17:46
Levani   ვიდეო 2 http://www.link.ge/file/224091/q...   Feb 5 2008, 18:06
nika   Levani კიდევ ერთხელ გე...   Feb 5 2008, 18:40
Levani   ნიკა, სპასო:) ვიდეო 3...   Feb 5 2008, 19:02
nika   პირველ ვიდეოში კამ...   Feb 5 2008, 19:03
Levani   http://img86.imageshack.us/img86/1858/02022008515a...   Feb 5 2008, 19:30
nika   ვიდეო http://files.ge/file/129359/qvatal...   Feb 5 2008, 23:33
berketi   სად არ ვიყავი :(   Feb 6 2008, 02:31
nika   რუკაზე ნახე არის ე...   Mar 31 2010, 12:32
nikasamurai   Levani nika ვიდეოების ლინ...   Mar 31 2010, 17:28
Levani   nikasamurai თარიღს დახედე....   Mar 31 2010, 17:32
nik_deff90   Cherokaa ნამყოფი ხარ მაგ...   Mar 31 2010, 18:16
Cherokaa   nik_deff90 ვიცი რომ ნამყო...   Mar 31 2010, 18:26


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 11:59