IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> თაბარუკი-დიდგორი-ჭილი 30.03.2014
nika
post Mar 30 2014, 20:30
Post #1


Unregistered









გავიარეთ აღნიშნული მარშუტი.

ვიყავით 3 მანქანით: მე+თოდუა და სოფო პაჯეროთი, კოტე და ვადა გალოპერით და ვოივოდა და ჯორჯიკა ყოფილი ტაბატაძის მანქანით.

წავედით რუკაზე დაუტანელი გზით (ტრეკს რომ დავდებ ნახავთ) თუმცა საკმაოდ ნავალი იყო. ქვედა ნაწილში გზა იყო ძალიან ტალახიანი. მერე ნელ-ნელა წამოვიდა გაყინული ადგილები და ბოლოს თოვლი და ქვეშ ყინული+ტალახი. მიუხედავად ამისა შპს გნოლიდან წყრულეთისკენ მიმავალ გზაზე მაინც ავედით თუმცა წთელ პაჯეროს კლირენსი არ ყოფნიდა ბევრგან (31 გაცვეთილ მ/ტ-ებზე იყო)
აქედან გადავწყვიტეთ ჯერ დიდგორზე ასვლა. შემდეგ თუ უკმარისობა გვექნებოდა ორბეთში გაგრძელებას ანუ კლასიკური მარშუტი.

თუმცა ქარის გამ გზაზე 4-5 ხე იყო დავარდნილი. პირველ 2-ს ჩემ ალიგატორი გაუმკლავდა. მესამესე კი სული დალია და მოგვიწია ხელის ხერხით მათი ჭრა. ვფიქრობ ალიგატორის აკუს სწრაფი სიკვდილი საშინელმა სიცივემაც მოასწრაფა.

გავედით დიდგორისკენ მიმავალ გზაზე და აქ თოვლის საფარმა იმატა. თუმცა ძირითადად გავლადი იყო გარდა სუულ ბოლო აღმართისა სადაც ნამქერი იყო (არც ისე დიდი). ვერაფრით ვერ გავჭერი. ბოლოს კოტემ მარცხნიდან მოუარა ნამქერს და ჯალოთი აიარა ბოლო მეტრები. ამასოაბაში ჩვენ და გასაკვირად მოგვადგა ამაროკი სულ თავა ჰტ საბურავებით. მე დავფუშე 1.2-ზე და ვოვოდამაც იგივე ქნა. ცოდა ბუქსაობა და ავიარე აღმართი. მერე ვოივოდაც დავიბუქსირე და ამოვიდა. აი ამაროკმა კი მაგრა იწვალა (ჭილის ტბიდან მოდიოდა).ბოლოს იმხელა რაზგონი აიღო ალბათ კსმოსშიც გაფრინდებოდა და ამოვიდა. მონუმენტებამდე მივედით და აქ გავიგეთ ტროლიკას და შედოუს გასაწირის შესახებ. კოორდინატებით ვნახეთ თუ სად იყვნენ. ეტყობა ამაროკის წინ მიდიოდნენ და ძეგვის ტბასთან გზა აებნათ. ნუ მერე რაზბარტოვკა და ...

დავეშვით უკან უკვე ჭლისკენ. ისეთი არაფერი სიძნელეები არ იყო. დავადექით ზევიდან 150 მეტრში ვართ მაგრამ ვერ ჩავდივართ. მოგვიწია 1 კმ მოვლა და მათი ნაკვალევით მისვლა.

ფოცხვერას საბურავი ცოცხალი იყო მაგრამ ვერ ვბერავდით. დისკი სულ ყინულებით იყო ამოსვრილი. მოვხსენით მანქანიდან და სხვადი გახდა რომ უნდა გათბობა. ისე ვერ ავაძრობდით ამ ყინულს. დავქოქეთ მანქანა და მაყუჩიდან გამომავალი თბილი ჰაერით გავწმინდეთ. დაიბერა საკაიფოდ დადგა და უკვე დავტრიალდით როცა ტროლიკას მანქანაზე აღმოჩნდა რომ გაჭედილია წინა მარცხენა საბურავი. სუბრტი დისკს მიეყინა. თბილის ყწლიც ვასხით რაარ ვცადეთ ვერ დავძარით. ბოლოს ბოლტები მოვუშვით, თოკი გამოვაბით და კოტემ ბუქსირით ჩამოაგდო. მივადექით ლომიკით და სულ გავწმინდეთ ყინულებისგან. მივაყენეთ და დაიწყო ტრიალი.

ამის მერე ბევრი თავგადასავლის გარეშე ჩავედით ჭილისკენ. გზად სამაშველოდ მომავალი პეპე შეგვხვდა. რომ გაიგო რო საშველი აღარავინ იყო დიდგორზე ავალო. მაგრამ გზად ალბათ გადაიფიქრეს და წამოვიდნენ უკან.

აი ასეთი საინტერე4სო დღე გვქონდა. ვიდეოები ბლომად უნდა იყოს. თოდუა იღენდა ჩემი კამერით.

ტრეკსაც დავდებ.


Attached File(s)
Attached File  20140330didgori.rar ( 56.08k ) Number of downloads: 186
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   თაბარუკი-დიდგორი-ჭილი 30.03.2014   Mar 30 2014, 20:30
Jorjika   https://www.facebook.com/giorgi.jorjadze.1/...8770...   Mar 30 2014, 20:35
nika   დავამატე გასვლის ტ...   Mar 30 2014, 20:49
nika   პ.ს. ყველას ძალიან დ...   Mar 30 2014, 21:00
Jorjika   დებიუტანტი კმაყოფ...   Mar 30 2014, 21:04
OFF-ROADER   აქ დადეთ ხოლმე ფოტ...   Mar 30 2014, 21:06
IVANE TODUA   ToKmrW8Jpl8######   Mar 30 2014, 21:09
IVANE TODUA   p5pSafZz_XU######   Mar 30 2014, 21:12
IVANE TODUA   4lJ4A8OVFaY######   Mar 30 2014, 21:16
IVANE TODUA   პირველ რიგში დიდი ...   Mar 30 2014, 21:31
DVT-222   ტაბატაძის ყოფილი ...   Mar 30 2014, 21:44
nika   ;)   Mar 30 2014, 21:45
ShadoW   ნიკა მინდა გაღიარო...   Mar 30 2014, 22:28
IVANE TODUA   ShadoW N1----- "გლუშიტელი...   Mar 30 2014, 22:32
D.E.F.   კი ვიცი ამის ქვეტე...   Mar 30 2014, 22:32
ShadoW   [b]ShadoW N1----- "გლუშიტელ...   Mar 30 2014, 23:06
D.E.F.   ShadoW ხო იცი როგორ მიყ...   Mar 30 2014, 23:13
ShadoW   ShadoW ხო იცი როგორ მიყ...   Mar 30 2014, 23:23
D.E.F.   რატო მეხი არ დაგეც...   Mar 30 2014, 23:25
ShadoW   რატო მეხი არ დაგეც...   Mar 30 2014, 23:37
D.E.F.   ხოდა ეგრე ბიჯო   Mar 30 2014, 23:37
nika   ვიდეოები 1qVBXxj7P_4 oQfgFm36TOc   Mar 31 2014, 01:42
nika   ამდენი წელია ოფროუ...   Mar 31 2014, 18:53
Levani   გული მიგრძნობდა აშ...   Mar 31 2014, 19:54
nika   Levani რას გულისხმობ ც...   Mar 31 2014, 20:25


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 11:10