IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> 15.03.2015 დიდი და პატარა ქვაბები, დოდოს ქრა
nika
post Mar 16 2015, 12:32
Post #1


Unregistered









ვიყავით გუშინ ჩემი დიფლოკას და აჩის მანქანებით. დელიკამ გაზმოხმარებაში მგონი ეკონომიურობის რეკორდი მოხსნა. ყოველ შემთხვევაში ჩალაუბნის გგს-ზე გადავავსეთ და უკანა გზაზე ისევ გადავავსეთ. მე 15 ლარი დავიმატე და აჩიმ 17 :gigi:

ახლა კი ცოტა დეტალურად. ჯერ ჩავედით ჩალაუბანში. აქ დავიგაზეთ და წავედით დედოფლისწყაროსკენ. პირველივე სოფელში ილიაწმინდაში (ტოფილი ულიანოვკა) გადავუხვიეთ მარჯვნივ, გადავედით რკინიგზაზე და მალევე მივედით დავით გარეჯელის ეკლესიასთან. ისეთი არაფერი. გვიან შუასაუკუნეების ეკლესია ყოფილა.

აქედან წავედით დიდი ქვაბებისკენ. თავიდან გზად გვიწევდა ფერმებსა და არხებს შორის გზების გაკვლევა თუმცა არც ისე რთული იყო. დიდი ქვაბები შორიდან გამოჩნდა. მანქანებით მაქსიმალურად მივუახლოვდით ისე როგორც leo jafo-ს ტრეკი იყო, მაგრამ ფეხით ასვლა ვერ მოვახერხეთ. ასასვლელის ძიებაში გარშემო ნახევარწრე დავარტყით და გამოჩნდა რომ ბევრად უფრო მაშტაბური ძეგლია ვიდრე წინასწარ გგონია. სამწუხაროდ ის მთა რაშიც გამოქვაბულებია ამოკვეთილი არის ძალიან რბილი მასალისგან და სწრაფი ტემპებით იშლება. თვითონ გამოქვაბულებთან მისვლა ვერ შევძელით გარდა 1-2 დაბლა მდებარე რომლებიცაა.

დაახლოებით 2 საათი დრო დავხარჯეთ აქ. წავიხემსეთ კიდევაც და ახლა უკვე პატარა ქვაბებისკენ გავეშურეთ რაც დაახლოებით 15 კილომეტრში იყო. ძალიან ლამაზი გზა იყო რომელიც ზედ ქედს მიუყვებოდა და ვაშლოვანის გზას წააგავდა. მარცხნივ დამუშავებული მიწები იყო ხოლო მარჯვნივ კანიონები და ციცაბო ფერდი. ცოტა ხანში მარჯვენა მხარესაც უფრო სწორი ფერდობი დაიწყო. დიდი ქვაბებისგან განსხვავებით, პატარა ქვაბები სულ რამდენიმე გამოქვაბულისგან შედგება, თუმცა ასასვლელი აქ არის და შიგნითაც შევედით. ერთ-ერთი ქვაბული გუმბათიანი ეკლესიის სტილშია ამოკვეთილი კლდეში.

უკანა გზაზე გავითვალისწინეთ გიას (vid) რჩევა და ქვემო ბოდბესკენ მოკლე გზით არ წავედით რადგან რკინიგზაზე გადასასვლელი იქ არ ყოფილა და გიწევდა დანგრეული გზით რკინიგზის გასწვრივ სიარული. უკან თითქმის ბოლომდე ისევ იგივე გზით ვიარეთ მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან კარგმა გზად გადაკვეთა ჩვენი გზა და მას გავყევით გიას მიერ მოცემული კოორდინატებისკენ სადაც რკინიგზის ხიდის ქვეშ გადიოდა გზა. ბოლოში ფერმებიდან რკინიგზამდე ასე 2 კმ ცოტა დანგრეული მონაკვეთი კი იყო მაინც. გზამ გაგვიყვანა ქვემო მაღაროში.

აქედან დიფლოკა თავისი სოფლისკენ წავიდა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ დოდოს რქაში წასვლა სადაც ახალი ფრესკებიანი ეკლესია აღმოუჩენიათ. დროში ვეტეოდით, დაახლოებით 6 საატზე ვიყავით დოდოს რქასთან. თუმცა თავიდან ამ ახალ ეკლესიაში არ გვიშვებდნენ, მაგრამ თამთამ ბევრი თხოვა და შეგვიშვეს. ულამაზესი ფრესკებია იქ თუმცა კონსერვაცია უნდა რომ არ ჩამოიშალოს.

უკანა გზაზე მისლი ჩამოწვა თან შებინდებული იყო და საკმაოდ მისტიური სიტუაცია შეიქმნა
ყველას დიდი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის

ესეც გასვლის ტრეკი


Attached File(s)
Attached File  20150315kvabebi.rar ( 108.32k ) Number of downloads: 239
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic
nika   15.03.2015 დიდი და პატარა ქვაბები, დოდოს ქრა   Mar 16 2015, 12:32
PINKY   1 დღითდამაგვიანდა.. ...   Mar 16 2015, 13:07
Hushta   1 დღითდამაგვიანდა.....   Mar 16 2015, 13:21
nika   Hushta ისე რავარი საშე...   Mar 16 2015, 13:29
Hushta   Hushta ისე რავარი საშე...   Mar 16 2015, 14:14
AutoBilder   ფოტოები არ იქნება?   Mar 16 2015, 13:37
nika   კი. მაგრამ მოგვიან...   Mar 16 2015, 13:48
diff lock   nika კაცო დიდი ქვაბი რ...   Mar 16 2015, 14:21
nika   diff lock ხო ეგ იყო დიდი. ...   Mar 16 2015, 14:56
nika   თამთას ფოტოები https://w...   Mar 17 2015, 10:08
LEO   საინტერესო იქნება ...   Mar 17 2015, 21:29
nika   LEO ეგენი ძირითადად ...   Mar 17 2015, 21:34
LEO   LEO ეგენი ძირითადად ...   Mar 17 2015, 22:47
Parnavaz   ძალიან ლამაზი ფოტო...   Mar 17 2015, 22:44
nika   LEO ვერ მოასწრებ 1 დღე...   Mar 18 2015, 00:05
nika   დავით გარეჯელის ეკ...   Mar 19 2015, 21:18
nika   ამაზე წინ აზრი აღა...   Mar 19 2015, 21:21
nika   ლაზარემ სცადა ასვლ...   Mar 19 2015, 21:25
nika   ისევ პატარა ქვაბებ...   Mar 19 2015, 21:28
nika   აქ სავარაუდოდ ეკლე...   Mar 19 2015, 21:30


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 3rd June 2024 - 06:17